წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
თუ შენ ლოცულობ და ამ დროს მოგადგა ვინმე გაჭირვებული და გთხოვა დახმარება, რომ არ მიეხმარო და უთხრა: ვლოცულობ, დავამთავრებ და მერე მოგხედავო, აი, ასეთი ლოცვა ღმერთს არ სჭირდება, ასეთ ლოცვაზეა ნათქვამი, ლოცვა ცოდვად შეერაცხაო.

***
ჩემი ჯვარი სრულიად საქართველო და ნახევარი რუსეთია.

***
როგორც კი შესცოდავ, მაშინვე შეინანე.

***
თუ ოჯახის შექმნა გინდა, იქორწინე, მხოლოდ იცოდე, ყველა წესის დაცვით.

***
ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს.
ღირსი გაბრიელი

როდესაც მოყვები და იწყებ ვრცლად განკითხვას შენთა მოყვასთა, მჭევრმეტყველურად აღწერ მათ შეცდომებსა და სიცუდეს, დასცინი მათ საქმეებს და თვისებებს, მაშინ შენს საუბარში ისმის რაღაც მსგავსი ფარისევლის სიტყვისა, თითქოს იმას ამტკიცებ, რომ შენ არა ხარ მსგავსი იმ კაცისა, რომელსაც განიკითხავ, შენ ისე არ შეცდები, შენ ჭკვიანი ხარ... სწორედ ასეთი აზრი გამოსჭვივის ხშირად შენი საუბრიდან. იქნებ შენ თვითონაც არ გრძნობ ამას, მაგრამ ფრთხილად იყავი: ფარისევლობა ძალიან მზაკვარი ვნებაა; იგი ხშირად შენდა უნებურად დაიბუდებს შენს გულში, ზოგჯერ შენთვისვე შეუცნობლად მიაბრუნებს შენ სიტყვებსა და საქმეებს იქ, სადაც შენ არ გსურს.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

უვნებელობა ისე წარმოიდგინე, როგორც რომელიმე დიდი მეფის სასახლე, მასში მრავალი სავანეა, ხოლო გალავანი ამ ზეციური იერუსალიმისა ცოდვათა მიტევებაა.
წმინდა იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ბეჭდვა
1კ1