წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
მიაყურადე შენ გულს, ძმაო, და იფხიზლე შენი მტრების წინააღმდეგ, რადგან ისინი ყოვლადმზაკვარნი არიან თავიანთ ბოროტებაში. გულით ერწმუნე შემდეგ სიტყვას: შეუძლებელია, რომ ბოროტის მოქმედმა კარგი საქმეები აღასრულოს. ამიტომ გვასწავლა მღვიძარება ჩვენმა მაცხოვარმა, როდესაც გვითხრა: "ვიწროა ის კარი და საძნელოა ის გზა, რასაც სიცოცხლისკენ მივყავართ, და მცირედნი ჰპოვებენ მას" (მთ 3.14).
წმინდა ესაია განშორებული

საქართველო უნდა გაბრწყინდეს, მაგრამ დიდი ტანჯვა უნდა გამოიაროს, როცა იტყვიან, აი, მორჩაო, მაშინ განათლდება და გაბრწყინდება.

* საშინელი განსაცდელი მოელის ყველას, ვინც აბორტს იკეთებს, აკეთებს ან ამის ნებას იძლევა. სანამ დროა, უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე, რომ ჩვილთმკვლელობის ცოდვა მიეტევოთ.

* დიდ სიწმინდეს მუდამ ახლავს დიდი მადლი, რომელსაც გარშემო აკრავს დიდი წრე. ამ წრეს ბოროტება ვერ ეკარება.

* მარად მკვდარი არ გეგონოთ, მე საფლავში ცოცხალი ვიქნები. ბოდბეში წმინდა ნინო წევს გაუხრწნელად და მირონი სდის და აი, აქ მე ვიქნები. მე რომ გარდავიცვლები, აქ ნახევარი საქართველო მოვა.
ღირსი გაბრიელი

სული, რომელიც აღსარებაზე ფიქრობს, თითქოს აღვირით აკავებს ცოდვებს, ხოლო ცოდვები, რომლებიც მოუნანიებელი რჩება, სიბნელეში ითრევს ადამიანს. თუ მოძღვრის არყოფნის დროს თვალნათლივ წარმოვიდგენთ მას და განვეშორებით იმისგან რაც მისთვის მიუღებელია; ლაპარაკისთვის თუ სიტყვისთვის, საკვების თუ ძილისთვის თუ კიდევ სხვა რამისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად შევიცანით ჭეშმარიტი მორჩილება. ეს არაჭეშმარიტ მოწაფეებს უხარიათ მოძღვრის გამგზავრება, თორემ ჭეშმარიტნი გლოვობენ ამას.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

ბეჭდვა
1კ1