წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
სად მიდის მძინარე კაცის ყველა აზრი და გრძნობა? რა იდუმალი მდგომარეობაა ძილი, რომლის დროსაც ხორცი და სული ცოცხლობს და თან არ ცოცხლობს, თითქოს მკვდარია? ძილი ისეთივე გაუგებარი რამ არის, როგორიც სიკვდილი. ამ დროს სული ისვენებს, ივიწყებს უმძიმეს ამქვეყნიურ საფიქრალს და საწუხარს - თავისი საუკუნო განსვენების ხატად. ხოლო ხორცი? თუკი იგი ძილისაგან იღვიძებს, მაშ, უსათუოდ აღდგება მკვდრეთითაც.

***
არა - პირველ დღეს, არა - სიკვდილისთანავე აღდგა უფალი, რათა ეკურთხებინა ჩვენი გზა საფლავისაკენ და იმედით გაენათლებინა ჩვენი საფლავები, - მეორე დღეს, შაბათსაც არ აღდგა იგი, რათა დაეცვა შაბათის უქმის სჯული და საფლავში ხანგრძლივი ყოფნით ყველა დაერწმუნებინა თავისი სიკვდილის ჭეშმარიტებაში და ამით აღდგომის დიდება განედიდებინა. და არც უფრო გვიან, ვიდრე მესამე დღეს, აღდგა უფალი, რათა თავისი მოწაფეები მეტად აღარ დაეტოვებინა მწუხარებასა და გაუგებრობაში, რათა მალე გაეხარებინა ისინი და დაემშვიდებინა. და თანაც, განა შეეძლო კი სიკვდილს დიდხანს ჰყოლოდა თავის ბორკილებში წყარო ცხოვრებისა?
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

ვინც სულიერად ცხოვრობს, მაგრამ ისე, როგორც ერში ცხოვრობენ, ანუ ყოველთვის პასექი აქვს და არ გადის ჯერ დიდმარხვასა და ჯვარცმას, ვერ შეძლებს სულიერად აღდგეს და ქრისტე შეიყვაროს, რადგან არ უცდია, რომ ქრისტეს ტანჯვა განეცადა, რომელიც მან ჩვენი ხსნისათვის დაითმინა და შემდეგ დამტკბარიყო ქრისტეს სიყვარულით, მთლიანად შთანთქმულიყო ზეცაში და საღმრთო სიყვარულით სულიერი გონგადასულობისათვის მიეღწია.
პაისი მთაწმინდელი

არასოდეს უღალატოთ ღმერთს, სადაც ღმერთი და სიბრძნეა, განსაცდელი ყოველთვის დიდია, ბოლომდე მოითმინე და თუ შესძლებ ბოლომდე დათმენას, სამოთხის კარი გაგეღება.
ღირსი გაბრიელი

ბეჭდვა
1კ1