გავიგოთ უფლის და მოძღვრის სიტყვა და ყოველი კეთილი შეგვეძინება
გავიგოთ უფლის და მოძღვრის სიტყვა და ყოველი კეთილი შეგვეძინება
ზემო სვანეთში ჭუბერის წმინდა ანდრიას, წმინდა ნიკოლოზის, ნაკრაში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, მამა გიორგი ნიგურიანი:
-მოძღვრის მისია ძალიან დიდი საპასუხისმგებლოა. მღვდელთმთვარი როდესაც სამღვდელო პირს მღვდლად აკურთხებს, ლოცვებში კითხულობს, რომ თავი უნდა დასდო უფლისთვის და ერისთვის. სამწყსოს გაბარებს და შენ უნდა იყო იმ დიდი ფარის მწყემსი. ყველა ადამიანს უნდა მიაქციო ყურადღება შენს სამწყსოში და ასწავლო უფლის სიყვარული, სულიერი ცხოვრება. მოძღვარსა და სულიერ შვილებს შორის ძალიან დიდი კავშირია, მაგრამ მაგას ჩვენ ვერ ვაფასებთ და ვერ ვხედავთ. ყველაფერს ზედაპირულად ვუყურებთ. მთავარი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ მოძღვარს მოეკითხება უფლის წინაშე თავისი სულიერი შვილების ცხოვრება და ცოდვები. ეს ყველამ გულთან უნდა მიიტანოს. სულიერი შვილის ურჩობის გამო მოძღვარი არ უნდა დაისაჯოს. გავიგოთ უფლის და მოძღვრის სიტყვა და ყოველი კეთილი შეგვეძინება.


ბეჭდვა
1კ1