წმინდა სერაფიმე საროველი - მხოლოდ მართლმადიდებლობაა ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოება
წმინდა სერაფიმე საროველი - მხოლოდ მართლმადიდებლობაა ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოება
- სარწმუნოებას განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა მამა სერაფიმეს იმ მღვდელმთავართა მიმართ ჰქონდა, რომლებმაც დიდი მოშურნეობა გამოიჩინეს ქრისტეს მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვაში. ესენი არიან: რომის პაპი კლიმენტოსი, იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი, ათანასე ალექსანდრიელი, კირილე იერუსალიმელი, ეპიფანე კვიპრელი, ამბროსი მედიოლანელი და მათი მსგავსნი; ჭეშმარიტების სვეტებს უწოდებდა მათ, მათი ცხოვრება და მოღვაწეობა მოჰყავდა სიმტკიცისა და შეურყევლობის მაგალითად; არწმუნებდა ადამიანებს, მტკიცედ მდგარიყვნენ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატების ჭეშმარიტების დასაცავად და სანიმუშოდ ნეტარი მარკოზ ეფესელის მაგალითი მოჰყავდა, რომელმაც ურყევი მოშურნეობა გამოიჩინა აღმოსავლეთის კეთოლიკე სარწმუნოების დასაცავად ფლორენციის კრებაზე. თვითონ ჰყვებოდა სხვადასხვა დარიგებებს მართლმადიდებლობაზე, განმარტავდა თუ რაში მდგომარეობს იგი, ამბობდა, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობა შეიცავს ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას მთლიანად და წმიდად, და ასწავლიდა, თუ როგორ უნდა დავიცვათ იგი [26, გვ. 97].


ბეჭდვა
1კ1