ღირსი გაბრიელის გამონათქვამები
ღირსი გაბრიელის გამონათქვამები
* შენი განსაცდელი შენს უსჯულოებაშია, ღმერთს პატიება სთხოვე და ისე ახსენე მისი სახელი.

* უხერხულია ვინმესგან მოითხოვო ის, რაც არ მიგიცია მისთვის.

* ცუდია, როცა ენა წინ გისწრებს, ჭკუა კი უკან გრჩება.

* პირობის დარღვევა დიდი ცოდვაა.

* არასოდეს იმართლო თავი, შენი ნებით არაფერი გააკეთო. ყოველი საქმე და გულმოდგინე ლოცვა მსხვერპლსავით შესწირე ღმერთს.

* შიში მხოლოდ ერთი უნდა გქონდეს, ცოდვების შიში და სხვა არაფრისა გეშინოდეს.

* ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე.

* თვალი გულის სარკეა, თუ სულს არ უნდა, ცუდისაკენ არ გაიხედავს.

* ჭეშმარიტი აღმსარებლობა მარტო აღსარების ჩაბარება არ არის. მორწმუნე ხარ, მაგრამ რწმენამდე ბევრი გიკლია. ათჯერ უნდა დაეცე და ადგე.

* სარწმუნოებასთან ერთად სიმტკიცე თუ არ გაქვს, არაფრად ვარგიხარ.

* თუ შენს სარწმუნოებას აგინებენ, შენ კი იქ დგახარ და ხმას არ იღებ, ვეჭვობ, იმ ურწმუნოზე უარესი არ იყო.

* თუ სარწმუნოების დაცვაა საჭირო და არ იცავ, სული იღუპება. სარწმუნოების გამო თუ მოგკლეს, პირდაპირ შედიხარ სასუფეველში.

* როცა იპარავენ, ქურდობის ცოდვაში ვარდებიან, თუ სიწმინდეს იპარავენ, უფრო დიდი ცოდვაა.

* თუ ხედავ რაიმეს იპარავენ და არ შეგიძლია წინააღმდეგობის გაწევა, არ ჩაერიო, ილოცე "მამაო ჩვენო". ქურდობის ცოდვას მკვლელობას ნუ დაამატებინებ, მოყვასზეც იფიქრე.

* არის ისეთი ფული, რომელშიც იუდას წილი დევს. თუ ასეთი ფული შემოგწირეს, ნუ აიღებ, დამღუპველია, აუცილებლად ჩაგაგდებს ცოდვაში და მდგომარეობიდან ვეღარ გამოხვალ.

ბეჭდვა
1კ1