წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ყველა გარეგანი მოქმედება და სიტყვა მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი და სასარგებლო, როდესაც იგი გამოდის გულიდან და სულიდან, მაგრამ როდესაც კაცი სიტყვით და მოძრაობით ერთ საქმეს იქმს და გულში სხვა აზრი აქვს, მაშინ მისი ბუნება განიყოფა ორად და ზნეობა ეცემა.

* დიდი კრძალვა და სიფრთხილე ჰმართებს ყოველ ადამიანს, რათა დაიცვას თავისი თავი ამ ცბიერი და მატყუარა მტრისაგან (ფარისევლობისაგან), ვინაიდან იგი, როგორც ერთი მლიქვნელი და ცრუდმომფერებელი მეგობარი, უეცრად შეეპარება ხოლმე ადამიანს გულში და მის სულს მოინადირებს.

* ფარისევლობა ის არის, ძმაო, როდესაც კაცი შეკრავს პირს თავის სინდისთან, გააGუმებს თავის სინდისსა და გრძნობას რომელიმე გარეგნული, ყალბი და ცრუ სათნოებით, როდესაც იგი ითმენს თავის სულში სიმრუდეს, სიცრუეს, სიყალბეს, შეუწყნარებელი მიზეზებით.

* რა არის, თუ არა ფარისევლობა, როდესაც სინდისი გამხილებს რომელიმე ცოდვისათვის და შენ კი პირმოთნედ იტყვი: ღმერთი მოწყალე არისო, სხვებიც ასე ცხოვრობენ, ვინ არის უცოდველი ქვეყანაზეო, თავის დროზე მოვინანიებო; ყველა ასეთ შემთხვევაში კაცი ცხადად ეზიარება ფარისევლობის ცოდვას.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამGნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცრუმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული.

მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ბეჭდვა
1კ1