წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
მიწას ვატარებთ, მიწაზე დავდივართ და მიწად მივიქცევით.
***
ყოველთვის იყავი ღმერთთან, თუკი გინდა, რომ ღმერთიც შენთან იყოს.
***
იმისათვის, რომ ჩვენთან იყოს ღმერთი, საჭიროა, რომ ჩვენ ვიყოთ მასთან.
***
ღმერთი სწორედ იქ ავლენს თავის ძალას, სადაც ადამიანის ძალა სუსტდება.
სულიერი მდელო

ღმერთთან ახლოს ან შორს ყოფნა თავად ადამიანზეა დამოკიდებული, ვინაიდან უფალი ყველგან არის.
***
მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, შორს ვიყოთ ღვთის სულისგან, ღვთის სულს კი არ შეუძლია ჩვენგან შორს იყოს.
წმინდა იოანე ოქროპირი

ო, სულო ჩემო! უფალი ყოველთვის შენთანაა, შენ კი ისე ცხოვრობ, თითქოს ის მეტისმეტად შორს იყოს შენგან.
***
ადამიანები ჰგვანან ღრუბლებს, რომლებიც ქარის ცვლილებასთან ერთად ჰაერში აქეთ-იქით მოძრაობენ.
***
უფალი ერთგულია თავისი აღთქმების, ოღონდ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც თავიანთი აღთქმების ერთგულნი არიან.
***
როდესაც ადამიანი ღვთისადმი თავის მსახურებას ზღუდავს, მაშინ ღმერთიც ზღუდავს თავის კეთილქმედებას მისადმი.
***
ადამიანი ღმერთი არ არის; მაგრამ მისი არსებობის მიზანი, უფლის მცნების მიხედვით, ღვთის მსგავსებაა (ლევ. 11, 45; მათე 5, 48).
წმინდა ბასილი დიდი

ადამიანი რთული ფენომენია. მასში არის ხატება შემოქმედისა და თვისებები ცხოველისა. გვაოცებს მისი სიდიადე და სიმდაბლე, უნარი თავდადებული სიყვარულისა და გამაოგნებელი სიძულვილისა, შესაძლებლობა ზეცამდე ამაღლებისა და ქვესკნელამდე დაცემისა.
ილია II


ბეჭდვა
1კ1