წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ჩვენ კი ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.

***
ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად შორს ვიქნებით ღმერთთან, ის კი ყოველთვის ახლოა ჩვენთან.


***
ღმერთმა იცის ყოველი ადამიანის საჭიროება, ძალების საზომი და ყოველი მათგანის უძლურება.
სულიერი მდელო

ნეტავ ადამიანმა ისე დააფასოს ღმერთი, რა პატივშიც იმყოფება იგი ღმერთისაგან.

***
ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის დაღუპვა და იღუპავს კიდეც, მაგრამ გადარჩენა თავისით არ ძალუძს.
წმინდა ტიხონ ზადონელი

რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით მეტად ხედავს საკუთარ ცოდვილობას.
ამბა დოროთე

უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს, ჯოჯოხეთი უფლისგან განშორებაა.
წმინდა არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

ადამიანი ღვთაებრივი სულის ნათესავია და სულით უერთდება ღმერთს ლოცვის მეშვეობით.
პაისი მთაწმინდელი

როგორებიც ვართ ღვთისათვის, ისეთია ღმერთი ჩვენთვის. ადიდე უფალი და თავად მიიღებ ჯილდოს მისგან.

***
ეშმაკი იმიტომაც შთააგონებს ზოგიერთს იმის ფიქრს, თითქოს გეენია არ არსებობს, რომ მასში ჩააგდოს.
წმინდა იოანე ოქროპირი

იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე.
წმინდა ბასილი დიდი


ბეჭდვა
1კ1