ცურტავი - აქ პატარა საყდარიც აუგია მეფე ერეკლე II-ის მეუღლეს, დარეჯან დედოფალს, წმინდა ქეთევან წამებულის სახელზე
ცურტავი - აქ პატარა საყდარიც აუგია მეფე ერეკლე II-ის მეუღლეს, დარეჯან დედოფალს, წმინდა ქეთევან წამებულის სახელზე
ცურტავი ქვემო ქართლში, მდინარეების ქელისა და დებედის შუა დაბლობზე მდებარეობს. სომეხი ისტორიკოსის უხტანესის ცნობით, ადრე ცურტავად ცნობილ ქალაქს X საუკუნეში გაჩიანი ეწოდებოდა. VI საუკუნეში ცურტავში იყო ქართლის პიტიახშის რეზიდენცია; აქვე დაარსდა საეპისკოპოსო კათედრაც. ქალაქში და მის ირგვლივ ცხოვრობდა ქართველი და სომეხი მოსახლეობა. ცურტავი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ ქართველი და სომეხი

მწიგნობრები. ცურტავში იღვწოდნენ იაკობ ცურტაველი (ხუცესი), ცურტავის ეპისკოპოსი მოსე, აქ უსწავლია სომეხ ისტორიკოსს ლაზარე პარფეცს.
უხტანესის გადმოცემით, "ცურტავი სამკვიდრებელი იყო გუგარელთა დიდი პიტიახშის... დასაბამიდან სამეუფო სამკვიდრებელი და განსასვენებელი იყო წმინდა შუშანიკისი, სადაც ჯერაც არიან ადგილნი მისი მოწამეობის და მისი წმინდა და პატიოსანი ნეშტის განსასვენებელი". სავარაუდოა, რომ ცურტავის ეპარქიაში ქართულთან ერთად სომხურ ენაზეც იყო მსახურება, შუშანიკმა კი ეს წესი ცურტავის საეპისკოპოსო კათედრალშიც შემოიღო, ამიტომ შუშანიკის შემდეგ აქაური ეპისკოპოსები ორ ენაზე მსახურებდნენ. კირიონ ქართლის კათალიკოსმა მონოფიზიტებთან ბრძოლის დროს ცურტავის საეპისკოპოსოს სომხური მსახურების მოშლა და იქაური მრევლის გაქართველება მოინდომა.



ცურტავის წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის დედათა მონასტერი

ცურტავში დღეს თითქმის სულ აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს. დედათა მონასტრის სამყოფლის, უზარმაზარი ციხესიმაგრის ალაყაფის კარი რომ გაიღო, თავი შუა საუკუნეებში მეგონა. აქ პატარა საყდარიც აუგია მეფე ერეკლე II-ის მეუღლეს, დარეჯან დედოფალს წმინდა ქეთევან წამებულის სახელზე. ღვთის დიდი სიყვარული რომ არა, გაუჭირდებოდათ დედებს ამ ციხესიმაგრეში ცხოვრება და უფლის სადიდებლად მოღვაწეობა.


ბეჭდვა
1კ1