ფართო ეკრანიდან ნაქადაგები სარწმუნოება
ფართო ეკრანიდან ნაქადაგები სარწმუნოება
მელ გიბსონის "ქრისტეს ვნებანი"
მსოფლიოში ქრისტიანობის გავრცელება მაცხოვრის მოწაფეებმა იტვირთეს, მოციქულთა ეპოქის შემდეგ კი ეს მისია ქრისტეს ეკლესიამ იდო თავს და მანამდე ატარებს ამ ჯვარს, სანამ ხილული სამყარო არსებობს.

ადამიანთა მოსაქცევად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. ეს საშუალებები, პირველ ქრისტიანთა დროიდან მოყოლებული, მრავალგზის შეიცვალა და განუზომლად დაიხვეწა. XX-XXI საუკუნეებმა სახარების გავრცელების საკუთარი მეთოდები და მოთხოვნები მოიტანა: წმინდა წერილის მრავალმილიონიანი ტირაჟირებით დაწყებული და ტელევიზიით თუ კინოხელოვნებით დამთავრებული. ამჯერად გვსურს სწორედ ამ უკანასკნელზე შევაჩეროთ ყურადღება. შესაძლოა, ბევრმა სადავოდ მიიჩნიოს კინოს შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით ან არაეთიკური, მკრეხელური საქციელი უწოდოს მსახიობების მიერ წმინდანებისა და თვით მაცხოვრის როლის შესრულებას, მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ ადამიანთა ცნობიერებაზე კინოს ზემოქმედების (როგორც დადებითის, ასევე უარყოფითის) ძალას და ამ ბრწყინვალე საშუალებას ქრისტეს ეკლესიის სამსახურში ჩავაყენებთ, შესაძლოა, აზრი შეგვეცვალოს. თუკი კინო ბიბლიური მოვლენების ასახვით ერთ ადამიანს მაინც ჩააფიქრებს და დააყენებს ჭეშმარიტი სარწმუნოების გზაზე, მიზანი მიღწეულია. მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია - ისინიც კი, ვინც კინოხელოვნების ამ კუთხით გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს, თითქმის ერთხმად აღიარებენ, რომ მეათე მუზა სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული. ის, რაც დღემდე გადაუღიათ, კრიტიკას ვერ უძლებს ვერც მხატვრული ღირებულების, ვერც ზნეობრივი კრიტერიუმების მხრივ (პაზოლინის მიერ სახარების მოტივებზე გადაღებულ სურათებზე ხომ ლაპარაკიც არ შეიძლება). ერთადერთი მორალურად გამართული და სახარებასთან თანხვედრილი სურათი ლუკას სახარების მიხედვით გადაღებული ფილმია, მაგრამ მისი მხატვრული ღირებულება საკმაოდ მდარეა, რასაც კინოს შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს და პირდაპირპროპორციულ კავშირშია მაყურებელთა რაოდენობასა და ფილმის ზეგავლენის ძალასთან.

უკანასკნელი ფილმი, რომელიც სახარების თემატიკას შეეხო, არის მელ გიბსონის "ქრისტეს ვნებანი". ჰოლივუდში გადაღებული ეს სურათი ორ საათზე ოდნავ მეტხანს გრძელდება და იესო ქრისტეს დედამიწაზე ყოფნის უკანასკნელ პერიოდს, უფრო ზუსტად, მის გაცემას, სასამართლოს, წამებასა და ჯვარცმას ასახავს. სანამ უშუალოდ სურათის განხილვას დავიწყებდე (რაც არის კიდეც ამ სტატიის მთავარი მიზანი), გავიხსენებ იმავე ჰოლივუდის მიერ შექმნილ ორსერიიან მხატვრულ ფილმს "ბენ გურს", რომელიც 60-იან წლებში უაღრესად პოპულარული იყო (თავის დროზე მან ოსკარების რეკორდული რაოდენობა მიიღო) და დღესაც სიამოვნებით უყურებს ადამიანი.

ფილმში მოთხრობილია ებრაელი წარჩინებულის იუდა ბენ გურის თავგადასავალი, ნაჩვენებია, როგორ მარცხდება უსამართლობა და ზეიმობს სამართლიანობა. მოვლენები პალესტინაში, იესო ქრისტეს მოღვაწეობის წლებში ვითარდება. ფილმში მაცხოვარი ბენ გურს სულ ორ ეპიზოდში ხვდება და ორივე ფრაგმენტი ხუთი წუთი თუ გრძელდება, ანუ სამსაათიან სურათში იესო ქრისტე სულ რაღაც ხუთი წუთი ჩანს, ისიც გაკვრით, მაგრამ ყველა, ვისაც ეს ფილმი უნახავს, დამეთანხმება, რომ ეს სამსაათიანი ფილმი იუდა ბენ გურზე კი არა, იესო ქრისტეზეა, რომელიც სურათის უხილავი, მაგრამ ყველა ხილულ მოქმედ გმირზე უფრო ცხადი მთავარი პერსონაჟია. მთელ ფილმს მაცხოვრის მძაფრი განცდა სდევს თან, რაც საწინდარია იმისა, რომ ადამიანი ქრისტესკენ მოიქცეს.

რაც შეეხება მელ გიბსონის "ქრისტეს ვნებანს", იესო ქრისტე იქ ორი საათის განმავლობაში ჩანს ეკრანზე, მაგრამ... მე იქ მაცხოვარი ვერ ვნახე (ეს ჩემი სუბიექტური შეხედულებაა)!.. თვალში საცემია სენსაციურობისა და რეკლამირების ძლიერი ეფექტი. მელ გიბსონის ბიზნესპროექტი, რომელსაც თვითონვე უწევდა პროდიუსერობას. ვფიქრობ, სწორედ ამაზე იყო გათვლილი, ეს ფილმის ბიუჯეტიდანაც ჩანს: მელ გიბსონს მისი გადაღება ოცი მილიონი დოლარი დაუჯდა. ეს უაღრესად მცირე თანხაა ჰოლივუდისთვის - აქაური ფილმების საშუალო ბიუჯეტი 120-დან 200 მილიონ დოლარამდეა. ოცი მილიონი ის თანხაა, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავს უხდიან როლისთვის. სამაგიეროდ, ამ ფილმმა 200 მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოუტანა შემქმნელებს.

სურათში აქცენტი გადატანილია მოვლენათა რეალისტურ, სუპერრეალისტურ, შეიძლება ითქვას, რეალიზმზე მეტად რეალისტურ სცენებზე, რომელთა წყალობითაც "ქრისტეს ვნებანი", ცოტა არ იყოს, საშინელებათა ფილმებს წააგავს.

ახლა სურათის შინაარსობრივ და ეთიკურ მხარეზე გადავინაცვლოთ, - იმაზე, რაც ადამიანს კეთილ გრძნობებს, სინანულს და ჭეშმარიტი სარწმუნოების შეცნობის სურვილს უნდა აღუძრავდეს. ამ ყოველივეს ფილმში ჩადება ძნელია (თუმცაღა შესაძლებელი - დასტურად "ბენ გურის" მაგალითიც კმარა). გაცილებით ადვილია სპეცეფექტებით მაყურებლის გაოგნება. მაგალითად, იესოს შეპყრობის სცენა. მელ გიბსონის ფანტაზია გასცდა სახარებისეულ თხრობას და სულ სხვა სურათი დაგვიხატა: მოციქულები ქრისტეს დასაცავად იბრძვიან. დეტალიზებული ხელჩართული ბრძოლა, რომელიც აღმოსავლურ ორთაბრძოლებს მოგვაგონებს, საკმაოდ დიდხანს გრძელდება. მაგრამ სახარება კვლავ სხვა ამბავს მოგვითხრობს: როდესაც პეტრემ (მხოლოდ პეტრემ!) მახვილი იშიშვლა, მაცხოვარმა მკაცრად გააფრთხილა: "ჩააგე მახვილი ქარქაშში, ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ განმიმზადა?" (იოანე 18:10), სხვა მოციქულები კი შიშისგან მიმოიფანტნენ. მარკოზ მახარებელი იმასაც ამატებს, რომ "ერთი ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო მოესხა, მიჰყვებოდა მას; და შეიპყრეს იგი; შეატოვა ტილო და შიშველი გაიქცა" (მარკ. 14:52). ასე რომ, რა-რა და ბრძოლა იქ ნამდვილად არ ყოფილა...

ცხადია, ფილმის ყველა ხარვეზის განხილვას არ ვაპირებ. თქვენს ყურადღებას მხოლოდ იმ დეტალებზე შევაჩერებ, რომლებიც ყველაზე საყურადღებოდ მომეჩვენა.

KARIBCHE

როდესაც ქრისტეს წამებას ვუყურებდი, გული, ცოტა არ იყოს, დამიმძიმდა. ეს არ იყო ქრისტეს საწერტელთა განცდა; ეს გახლდათ არნახული დამცირების, ტანჯვის გაუთავებელი სურათი ფართო ეკრანზე. სწორედ რომ გაუთავებელი - ეპიზოდი ისეა გაჭიანურებული, რომ მაყურებელს ერთადერთი აზრი შეიძლება გაუჩნდეს: "ნუთუ აღარ დამთავრდება?!" (სხვათა შორის, ამერიკაში ერთ-ერთი მაყურებელი ამ ეპიზოდის ყურების დროს გულის შეტევით გარდაიცვალა).

და აი, ფილმის მთავარი აკორდი, ქრისტეს ვნებების კულმინაცია - ჯვარცმა. როდესაც ამ ეპიზოდს ვუყურებდი, უცნაური გრძნობა დამეუფლა... არადა, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო: ცენტრში - იესოს ჯვარი, აქეთ-იქით კი, უფრო ზუსტად, მარჯვნივ და მარცხნივ - ავაზაკებისა. და უცებ მივხვდი, რა იყო ამ უცნაური შეგრძნების მიზეზი: ავაზაკი, რომელმაც პირველმა დაიკავა ცათა სასუფეველი სინანულისა და მაცხოვრის აღიარების შემდეგ, იესოს მარჯვნივ იყო ჯვარზე გაკრული, მაცხოვრის მგმობელი - მარცხნივ, ამ ფილმში კი ყველაფერი პირიქითაა!

სამართლიანობის გულისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფილმშიც არის მოსაწონი ადგილები. პირადად მე ძალიან მომეწონა ორი ფრაგმენტი. პირველი - ეს არის ჯვარზე აღსრულებული ქრისტეს სალვადორ დალისეული ზედხედი და ზეციდან ქვეყნად ჩამოვარდნილი ცვარი თუ ცრემლი, ხოლო მეორე - უკანასკნელი კადრი ამ ფილმისა, უაღრესად ლაკონური, უბრალო და მრავლისმეტყველი - აღდგომა უფალ იესო ქრისტესი.

საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ ფილმი მაყურებელში მძლავრ ემოციას იწვევს, მაგრამ ეიფორიული მდგომარეობა, რომელიც ძალიან ახლოს არის ექსტაზურთან, დროებით გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნებაზე და, ჩემი აზრით, ვერ აღწევს გულამდე, რაც, თავისთავად, ნიშნავს იმას, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, "ქრისტეს ვნებათა" ნახვის შემდეგ ვინმემ ეკლესიური ცხოვრება მოისურვოს.

დაბოლოს, ვისურვებდი, რომ ხალხი ბიბლიურ ისტორიებს არა ფილმებიდან, არამედ პირველწყაროდან - ბიბლიიდან გაეცნოს. ამის შემდეგ ნანახი ნებისმიერი ფილმი, სარწმუნოების პრიზმაში გატარებული, უკვე სხვა ფასს შეიძენს და დაბრკოლებად აღარ გვექცევა.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
19.04. 2020
Nick
"ჩემი აზრით, ვერ აღწევს გულამდე, რაც, თავისთავად, ნიშნავს იმას, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, "ქრისტეს ვნებათა" ნახვის შემდეგ ვინმემ ეკლესიური ცხოვრება მოისურვოს." ხუმრობთ? იცით ამ ფილმის მერე რამდენი მოინათლა? თვით მსახიობი ვინც იუდა ისკარიოტელს თამაშობს შეიცნო ქრისტე და ნათლობა მიიღო.
07.04. 2018
კაცს
ეს ფილმი ჩემთვის ყოველთვის იყო და არის შედევრი ხარვეზის გარეშე. ყოველი წლის პარასკევს ვუყურებ და ყოველთვის პირველადი განწყობით.
31.10. 2017
დავითი
უმბერტო ეკოს აქვს ამ ფილმის ძალიან ზუსტი დახასიათება. შეგიძლიათა ინეტშიც მოიძიოთ.
14.06. 2014
ზურა
...განა სახარებაში არ წერია,რომ პეტრემ ერთ–ერთ ჯარისკაცს,სახელად მალაქოზს ყური ჩაათალა ხანჯლით,რომელიც მაცხოვარმა გაუმთელა და სწორედ მაშინ მიმართა პეტრეს: ვინც მახვილს აიღებს მახვილითვე განიგმირებაო?! და თქვენ ფიქრობთ,რომ პეტრე ასე წყნარად მივიდა მალაქოზთან და ყური მოაჭრა? ან ფიქრობთ რომ მალაქოზი,რომელზეც აღესრულა ამხელა სასწაული მაცხოვრის შეხებით,ჩვეულებრივ ადამიანად დარჩებოდა ისევ?! ორივე მომენტი შესანიშნავად არის ხაზგასმული ამ ფილმში.ვფიქრობ,რომ ადამიანი,რომელიც მხოლოდ ფულის კეთების გამო აკეთებს საქმეს არაფერი არ გამოუვა,თუ არ სჯერა და უყვარს ის საქმე.მე მელ გიბსონის ადვოკატობა არ გამომივა.უბრალოდ გამიკვირდა,რომ მალაქოზის ეს სახარებისეული ეპიზოდი არ აღნიშნეთ.ეს ხომ გიბსონს არ დაუმატებია?!
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler