"გაოგნებულები ვუსმენდით ამ გულისა და გონებისშემძვრელ აღსარებას, უშუალოდ უფლისთვის ნათქვამს..."
"გაოგნებულები ვუსმენდით ამ გულისა და გონებისშემძვრელ აღსარებას, უშუალოდ უფლისთვის ნათქვამს..."
60 წლის ივანე წიკლაურს ულამაზესი ლელა დაესიზმრა...

ალბათ, აქედან უნდა დაგვეწყო მისი ამბავი...

42 წლის წინ გარდაცვლილმა ლელამ ვეღარ იცნო დრომორეული სწორფერი და დანანებით ჰკითხა: - რამ დაგაბერაო?!

მოსვენებადაკარგული "თენ-ბინდზევე" მიადგა გაბურებს (ლელა ცნობილი პიეტისა და ფოლკლორისტის, ბესარიონ გაბურის ქალიშვილი გახლდათ, რომელიც 19 წლისა გარდაიცვალა), - "ლელა ვნახევ სიზმარშიავ, აისეთაივ ლამაზი, რახელიც იყვისავ. რამ დაგაბერავ?- მკითხევდავ, - უფერ გულ მაქვავ, საცნობ აღარ ხარავ, - მითხრავ..."

თუ რამ "ჩამააბერა" ივანე და როგორ გაეპასუხა "ვერდავიწყებულ" ჭრელთვალა სწორფერს, ისინი გვიამბობენ, ვინც ეს სულისშემძვრელი ლექს-აღსარება ("რამ დამაბერა") პირველებმა დააჭაშნიკეს და მერე სამზეოზეც გამოიტანეს...

ამირან არაბული:
- გასული საუკუნის 50-იან წლებში მთიელთა ბარად ჩასახლების მზაკვრულმა კამპანიამ არაერთ ხევსურს გაუმწარა სიცოცხლე... ბევრმა ვერც გაუძლო მთასთან განშორებას და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

მართალია, როშკელმა (ივანე პირაქეთა ხევსურეთის სოფელ როშკაში 1918 წელს დაიბადა, - ავტ.), როგორც ხევსურნი იტყვიან, როშკიონმა მამუკათ ივანემ (ასეც იხსენიებდნენ ხოლმე) მალე აუღო ალღო ბარის ყოფას, მაგრამ გამუდმებით ტანჯავდა თავისი ხვედრი... რამდენიმე თანასოფლელის მსგავსად, მასაც შეეძლო უკან გაბრუნება, მაგრამ, როგორც ჩანს, აქაც ღვთის ხელი ერია, - ბუნებით პოეტი ხევსურეთიდან შორს უნდა ყოფილიყო, წლობით ვერ ენახა "სინდაურაის მაღალი", წელთგზა, "წრიაპით ნაკაწრი" თეთრი კლდე, სალათიე, შიბწვერი თუ ფიჭვნარიანი ღილღო, ადამიანური ურვა გულისგამლეწავ ლექსებად რომ ექცია და სანატრელ მიწასთან მოკითხვა ხან წეროების მწკრივისა და ხან ლეკის მთით "ამამხდარი" "მასკვლავთ მოუფროსე" ცისკრისათვის გაეტანებინა, რომელიც სიზმრად, ხევსურულად - "საოცარში", თუღა ეცხადებოდა შირაქის უწყლო და უსახურ ველებს შეწყვეტებულ კაცს...

- ბატონო ამირან, როდის და როგორ შეხვდით ივანეს?

- 1978 წლის ზამთარში სამეცნიერო-ფოკლორულ ექსპედიციასთან ერთად (გიორგი ჯაფარიძის თავკაცობით) დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში ორი კვირით გახლდით... წამოსვლის წინა საღამოს ივანემ თავის ოჯახში ხინკალზე დაგვპატიჟა. მთელი ღამე კარგად მოვილხინეთ და რომ მოვდიოდით, მისმა მეუღლემ გაიხსენა, თუ როგორ წერდა ივანე ნაწილ-ნაწილ თავის შედევრს "რამ დამაბერა"...

გაიღვიძებდა თურმე ღამით ან გათენებისას და წერას იწყებდა... აი, მაშინ გამოიტანა ივანემ ხაზიანი რვეულის ფურცლებზე ნაწერი ეს ლექსი და გამომატანა, რომელიც მალევე გადავეცი ალმანახ "პოეზიას" დასაბეჭდად... ივანეს კი მივწერე, - მინდობილობა გამომიგზავნეთ, თქვენი ჰონორარი რომ ავიღო და მოგართვათ-მეთქი...

ახლახან ვიპოვე მისი პატარა ქაღალდზე ნაწერი პასუხი: "წიგნი მივიღე, გამიხარდა ძალიან და მადლობას გიხდი ამდენი პატივისათვის. მინდობილობას გამოვგზავნი ხვალვე. რაც შეეხება ფულს, დაიტოვეთ, რადგან თქვენს მიერაა ჩაწერილიც და დაბეჭდილიც. მე წიგნი მეყოფა ყოველგვარ ფულად და ფასად. წესიც, მგონი, ისეა, რომ ვინც დააბეჭდვინებს, ჰონორარს ის იღებს და მე რა მიჭირს იმდენად, რომ სხვისი კუთვნილი მივითვისო (წესს ნუ დავარღვევთ ცოტმატაის გულისად)".

- ჩემსავით, ალბათ, ბევრს ჰგონია, რომ "რამ დამაბერაც" სხვა ხალხურ ლექსთა მსგავსად ერთბაშად შეიქმნა...

- მართლაც, ამგვარი პოეზია კი არ იწერება, ითქმება ხოლმე (ხომ გსმენიათ, - ლექსი ამოვთქვიო), მაგრამ, როგორც ჩანს, "რამ დამაბერას" შემთხვევაში უწყვეტ პროცესთან გვაქვს საქმე... სიტყვა ჯერ ზეპირად ყალიბდებოდა და მერე გადადიოდა ფურცელზე (ივანეს მალე მარადისობა ელოდა, ამ ლექსის შექმნიდან სამ წელიწადში, 1982 წელს გარდაიცვალა, - ავტ.).

ივანეს მხოლოდ ეს ლექსი კი არა, მთელი პოეზია სიახლეებითა და მოულოდნელობებით აქვს სავსე. ძალიან საინტერესო და გამორჩეული კაცი გახლდათ ცხოვრების წესითაც, წარსულითაც და თავგადასავლებითაც - ძალიან ვაჟკაცური იყო, ძველი ხევსურეთის სულს ატარებდა, პრინციპული და მართალი ხასიათი ჰქონდა.

ვახუშტი კოტეტიშვილი: - 1979 წლის ზამთარია, იანვარი, ტყრობა, სიცივე... ძაღლი არ გაიგდება გარეთ, მაგრამ ალექსი ჭინჭარაულს, თენგიზ მირზაშვილს და მე დორიან კიტიასგან სერიოზული დავალება გვაქვს მიღებული - უახლოესი დროისათვის გრანდიოზული ფოლკლორული საღამო უნდა მოვამზადოთ ფილარმონიაში ჩასატარებლად...

ჩავცვივდით საგონებელში: - სად წავიდეთ, რომელი რაიონით დავიწყოთ?.. ბოლოს გადავწყვიტეთ - ფშავ-ხევსურეთი და მთიულეთ-გუდამაყარი დიდთოვლობის გამო ჯერჯერობით გამორიცხულია, ასევე - ხევი და თუშეთი. სად წაგვივლენ? იდარებს და იქ ასვლა რაღა გაგვიხდა? მე შენ გეტყვი, ანწლის ჟიპიტაური აღარ დაგვხვდება თუ ლექსებმოყრილი ხინკალი?! აჯობებს, შირაქით დავიწყოთ, - თან ვაკე ადგილია და თან სამი დიდი სოფელია ფშავ-ხევსურ-მთიელებით დასახლებული: ზემო და ქვემო ქედები და არხილოსკალო. ლექსებს, აღარ იციან, რა უყონ, დედაკაცები ღუმელს ლექსებით ახურებენ და ზედ დამბალ ხაჭოს ეგრე ამზადებენო, - გვითხრა ალექსი ჭინჭარაულმა ანუ წიეს პაპამ.

მე ჩემი "შაქრუას" დარახტვას შევუდექი ("შაქრუა" ჩემს მანქანას ერქვა), ერთ მშვენიერ დილით ავათუხთუხე და გავუყენე შირაქ-ტარიბანის გზას...

გადავწყვიტეთ, ჩვენი "ლექსპედიცია" საინგილოს საზღვარზე მდებარე ქვემო ქედიდან დაგვეწყო...

ჩავედით. ბირჟაზე სოფლის თავკაცი მოვიძიეთ. გვითხრეს, - კანტორაში მიბრძანდით, მეურნეობის დირექტორი იოსებ ჯღუთაშვილი იკითხეთო... დაგვხვდა ერთი მთასავით კაცი, ვაჟკაცური, მკაცრი პროფილით და თვალებში სანთლებანთებული... რომ გაიგო, რისთვის ვიყავით ჩასულები, გაეღიმა:

- მაგაზე იოლი რა არის, ერთ მაგარ მელექსეს ახლავე შეგახვედრებთო და მეორე დილით მეზობლად მდებარე სოფელ არხილოსკალოში გადავინაცვლეთ...

მივადექით ვინმე ივანე წიკლაურს, ანუ, როგორც ისინი მოიხსენიებდნენ, მამუკათ ივანეს სახლს. შინ არ დაგვხვდა, მეზობელ სახლში იყო "ბიძაის კაცთან" გადასული. რასაკვირველია, ილხენდნენ, აბა, იმ ნათლისღების ყინვებში რა უნდა ექნათ?! ქალაქელებივით პოლიტიკაზე ლაქლაქით ხომ არ იღრძობდნენ ენებს. ძველი ხევსურული წესით სულ სულეთში ბუდარაობდნენ და გარდაცვლილებს უქცევდნენ არყიან რქებს.

- მაგვიხველთ მშვიდობით! - გვითხრეს და ყანწები გვატაკეს, - ჯერ დაილოცენით და დანარჩენი მერე ვთქვათო...

მე და ალექსი ჭინჭარაული რას დავუხვალიებდით, გიგლა ფირცხალავას და ჩუბჩიკას (თენგიზ მირზაშვილი, - ავტ.) კი ძალით გადაასმევინეს ხევსურული წესით...

ბოლოს ივანეს შევახსენეთ, რაც იყო ჩვენი სტუმრობის მიზეზი. შინ წამობრძანდითო და გაგვიძღვა.

იგი გახლდათ ტიპური ხევსური - დარბაისელი, არწივისებური მზერით, დაჩეხილი და "ნაფხანთი" სახით... ცხოვრების მანძილზე გადატანილი სულიერ-ხორციელი ბატალიები ღრმა ღარებად ელაგა ნატანჯ, მაგრამ ვერძლეულ სახეზე... შეხედავდი და მისი მდუმარე იერი გაიძულებდა, ღირსეული პატივი მიგეგო ამ სახევისბრო ბრძენკაცისათვის.

ცოლ-ქალებს გასძახა: - აბა, თქვენ იცითო! თვითონ კედლიდან ჩამოიღო კიდეებშეჭვარტლული, ჯორაშეცერებული ფანდური და ხევსურულ მოტივზე ააჩხაკუნა. წინ რვეულიდან ამოღებული შუაფურცელი ედო, ლექსიანი, იმისი სიმღერა დააპირა... ერთ-ორჯერ სცადა, მაგრამ რაღაც არ მოსწონდა, ბოლოს ბიჭს გასძახა: - ეტყობა სასმელი მეტი მომივიდა, არც ხმა მემორჩილება და აღარც თითები, მოდი, ბალღო, და შენ წაუკითხე ამ პატიოსან ხალხსაო.

ბიჭი 17-18 წლისა იქნებოდა, სანდომიანი გარეგნობისა.

აღარ კი მახსოვს, ვინ იყო ივანესი, - შვილი თუ ნათესავი, მაგრამ ამ ბიჭს ხმა და დიქცია ჰქონდა რაღაც არქაულ-ღვთაებრივი და დაიწყო: "რამ დამაბერა?!"

გაოგნებულები ვუსმენდით ამ უგრძეს, თითქმის ასსტრიქონიან, ერთ რითმაზე აგებულ ლექსს, არა, - გულისა და გონებისშემძვრელ აღსარებას, უშუალოდ უფლისთვის ნათქვამს, ზუსტად ისეთს, დიდი ვაჟა რომ ბრძანებდა: "ვლაპარაკობდი ღმერთთანაო".

ბიჭმა კითხვა დაამთავრა, ჩამოვარდა უმძიმეს ტყვიად ჩამოსხმული, უტყვად მეტყველი პაუზა... გონს მოსვლის შემდეგ იმ ახალგაზრდას ისევ ვთხოვეთ, კიდევ ერთხელ წაეკითხა და... კიდევ უფრო მძაფრად გაიჟღერა ამ ტრაგიკულ-ფანტასტიკურმა სიმფონიამ, კიდევ ერთხელ მოგვგვარა ჟრუანტელი ტაოდაყრილ სულებზე.

- ახლა ეს წაიღე, ვახუშტო, დანარჩენ ლექსებს გადაგიწერ და ჩამოგიტანო, - დამპირდა ივანე და შემდეგ, რასაკვირველია, პირნათლად შეასრულა კიდეც თავისი კაცური სიტყვა.

მოვდიოდი და მოვაფრიალებდი ამ ლექსს, როგორც დიდგორის გმირი დავითის დროშას...

იოსებ ჯღუთაშვილს დაევალა თავისი რაიონის ხალხის შეკრება და დათქმულ დროს თბილისში, ფილარმონიაში მოყვანა.

დადგა ეს დღეც - 1979 წლის 14 აპრილი, ჩვენ მიერ საგანგებოდ შერჩეული თარიღი, ქართული ენის სახელმწიფო ენად "კბილებით დაცვის" წლისთავი...

ერთი სიტყვით, ფილარმონიაში ყველა მონაწილე შეიკრიბა, შირაქელებიც ჩამოვიდნენ, მაგრამ ივანე წიკლაური არ ახლდათ.

- ვერსად მივაგენითო, - მომიბოდიშა იოსებ ჯღუთაშვილმა.

რაღას ვიზამდი?! წავუმძღვარე მგზნებარე შესავალი, რათა მსმენელთა უზარმაზარი აუდიტორია შემემზადებინა ამ ურთულესი ლექსის, ბალადისა თუ პოემის აღსაქმელად და დავიწყე. მაშინ, რაღა დაგიმალოთ და, ცოტა უკეთესი ხმა მქონდა...

როგორც ჩანს, დიდი ემოციითაც წავიკითხე და დაინგრა დარბაზი... მე არც არასოდეს მინახავს და არც მსმენია ლექსზე ასეთი საყოველთაო რეაქცია... ფილარმონიის უზარმაზარი დარბაზი ფეხზე იდგა და საკადრის პატივს მიაგებდა მანამდე მისთვის სრულიად უცნობ მელექსეს, რომელიც დარბაზში არც კი იმყოფებოდა. ეს მართლაც სასწაულის ტოლფასი იყო ჩვენს არაპოეტურ და მერკანტილურ-უტილიტარულ ეპოქაში...

რასაკვირველია, გული გვწყდებოდა, თავად ივანე რომ ვერ დაესწრო თავისი ლექსის ამ საოცარ ტრიუმფს, მას თურმე შეხვედრის ადგილი აღრევია და სოფლის მეორე ბოლოში ამაოდ ელოდა იოსების მანქანას, მაგრამ შემდეგ, მეორე საღამოზე ჩამოსულს რომ შევჩივლე ივანეს, ასე დამამშვიდა: - ჩემო ვახუშტი, კიდევ კარგი, რომ ეგრე მოხდა, თორემ მე რომ ჩამოვსულიყავ, შენნაირად ხომ ვერ წავიკითხავდი და უარესი იქნებოდაო...

მე ბედნიერი ვიყავ, რომ ჩემმიერი წაკითხვითა თუ წარდგენით კმაყოფილი იყო ივანე წიკლაური, კიბალაური, მამუკათ ივანე, სახელოვანი როშკიონი, სრულიად საქართველოს მელექსეთუხუცესი.

ნათელში ამყოფოს არსთაგამრიგემ მისი სული!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler