შეიძლება თუ არა ღვთისმსახური ცდებოდეს?
შეიძლება თუ არა ღვთისმსახური ცდებოდეს?
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
ერთ-ერთი ძველი დროის მწერალი ამბობდა: - გაცნობიერება იმისა, რომ ღმერთი ცხოვრობს ჩვენში, უკვე რწმენაა.
თუ სარწმუნოების ცნებას, როგორც შინაგან გამოცდილებას, განვავითარებთ სიღრმისეულად, მაშინ შესაძლებელია მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ რწმენა არის გაცილებით ბევრისმომცველი, ვიდრე უბრალოდ რელიგიური შემეცნება. სულიერება არის ის, რომ ადამიანი იხედებოდეს საკუთარ თავში და ამ სიღრმიდან უგდებდეს ყურს, თუ რას მოუწოდებს მას სულიწმინდა. რასაკვირველია, ამ გზაზე შემდგარი ადამიანი შეიძლება ჩავარდეს ილუზიებში და იფიქროს, რომ მისი სურვილები და განცდები არის სულიწმინდის ზემოქმედებით. სახარებისეული და წმინდა მამების სწავლებით შეიძლება ვეძიოთ სულიერება, უფრო სწორად, სულის არსებობა ჩვენში და სიფრთხილით მოვეკიდოთ იმ საკითხებს, თუ რა არის და რა არა უფლისგან. სწორედ აქ უდიდეს როლს თამაშობს ღვთისმსახური და ღვთისმსახურზე ადრე - ეკლესია. ეკლესია, ერთი მხრივ, განიხილება როგორც ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც სწამს ღმერთის და ცხოვრობს მისი მცნებებით, მისი სწავლებებით. აქ ადამიანები ერთმანეთს მიუთითებენ შეცდომებზე და, შესაბამისად, ამ შეცდომების გამოსასწორებლად ასწავლიან ახალ გზებს. რა თქმა უნდა, ეს სწავლება გამოიხატება მხარდაჭერის ფონზე.

ამ კონტექსტში ეკლესია განიხილება როგორც მორწმუნეთა საზოგადოება, როგორც სამარიტელმა შეარქვა: ეკლესია არის ღვთაებრივი სიყვარულის ორგანიზმი. აქ ღვთისმსახურს შეუძლია ითამაშოს გადამწყვეტი და ძალიან საპასუხისმგებლო როლი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოქმედებს ღვთისმსახურთან სულიწმინდა და როგორ ესმის ადამიანის, თუ რა ხდება მის გარშემო.

ხშირად მაოცებს ის, არა მარტო ახალგაზრდა, არამედ ხანდაზმული ღვთისმსახურებიც როგორი თავდაჯერებულობით სცემენ ყველანაირ კითხვას კატეგორიულ პასუხს. ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ ადამიანს მის მიერ გასავლელ გზას. ეს ზოგჯერ დამღუპველია. აღსარებისა თუ პირადი საუბრის მოსმენისას მოძღვარმა უნდა იცოდეს თავისი საზღვრები.

მახსოვს, ამბროსი ოპტელთან ერთი და იმავე კითხვით ორჯერ მოდიოდნენ ადამიანები. ეს კითხვები არა მარტო აფორიაქებდათ მათ, არამედ დასმული კითხვები გადამწყვეტი იყო მათ ცხოვრებაში. ბოლოს ორჯერ მისულმა და პასუხის მიღების მოლოდინით იმედგაცრუებულმა ადამიანმა ამბროსი ოპტელს უთხრა: "რა არის ეს? მე თქვენ გისვამთ კითხვას და თქვენ არ მპასუხობთ". ამბროსიმ დაღონებულმა უპასუხა: "როგორ შემიძლია გიპასუხო? მე აგერ უკვე სამი დღეა ვეხვეწები ღვთისმშობელს, რომ განმიცხადოს და ის მე არ მპასუხობს. როგორ შემიძლია თქვენს კითხვებს ვუპასუხო?"

ასე რომ სვამდნენ საკითხს ახალგაზრდა თუ ხანდაზმული ღვთისმსახურები, მეც ასე რომ დამისვან კითხვა, რომელიც ადამიანისთვის სულიერი სიცოცხლე ან სიკვდილია, მაშინ როგორ მოვიქცე? შემიძლია გავცე ან არ გავცე პასუხი?

ახლა მე მაქვს სულიერი თუ ცხოვრებისეული გამოცდილების დიდი პრაქტიკა. თითქმის 50 წელი ამ სფეროში ვმოღვაწეობ. სულიერი მამების რჩევებითა და მათ სწავლებაზე დაყრდნობით მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ არსებობს სამი განსხვავებული მდგომარეობა: ღვთისმსახური ხანდახან ისმენს მლოცველის აღსარებას, უსმენს მთელი გულით, მთელი გონებით და იმავდროულად მლოცველის აღსარებას გადასცემს უფალს, რადგან პასუხი უნდა გამომდინარეობდეს უფლისგან და არა ღვთისმსახურისაგან. ზოგჯერ სრულიად ნათელია, რა უპასუხოს მღვდელმა. ზოგჯერ ეს გასაოცარიცაა. ხშირად არც იცი, რატომ. რადგან თითქოს არ შეესაბამება იმას, რასაც ამბობს აღმსარებელი.

წარმოთქმულ სიტყვებზე, მისი ხმის ტემბრზე უფრო ღრმაა აღმსარებლის მანერა, ღვთისმსახურს შეუძლია დაიჭიროს რაღაც და სწორედ ამას უპასუხოს. ეს იშვიათად ხდება, მაგრამ ღვთისმსახურმა უნდა მოუსმინოს მთელი გულისყურით. სანამ პასუხს გასცემს, უნდა დადუმდეს ღვთის წინაშე, რადგან მას უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს.

მეორე შემთხვევა უფრო ხშირია. ღვთისმსახური უსმენს აღსარებას ან მასთან რჩევისთვის მოსულ ადამიანს. მას არ შეუძლია იმის თქმა, რაც მას არ ეუწყა უფლისგან. ამის გამო არ უნდა შერცხვეს, რადგან რამდენიმე ადგილას პავლე მოციქულის წერს: "ამას ქრისტეს სახელით გეუბნებით", მეორეგან კი: "ამას ჩემგან გეუბნებით". ჩემგან - ეს არ ნიშნავს ჩემი "მეს" გავლით. ეს ნიშნავს - ჩემი გამოცდილებიდან, რაც მე შევიმეცნე, რაც უფალმა განმიცხადა სხვადასხვა დროს. მაგრამ ის, რასაც შენ მეუბნები, არ დალაგდება მარტივი პასუხით. ის, რასაც ვფიქრობ, არის არა სულიწმინდისა და უფლისგან, არამედ იქიდან, რაც მე "სახარებიდან", სიღრმისეული ანალიზიდან, წმინდანების ცხოვრებიდან, ლოცვიდან და ცხოვრების გამოცდილებიდან ვისწავლე.

ამას შენ გაგიზიარებ. ეს მიიღე და გაიაზრე, აქედან რაც მოგესადაგება, რაც განუგეშებს საჭიროებისას. ჩემი სიტყვები არ მიიღო, როგორც ღვთის სიტყვა, არამედ მიიღე სიტყვები ადამიანისა, რომელიც შენ გიზიარებს მთელ თავის ძვირფას ცხოვრებას.

არის შემთხვევა, როცა დასმულ კითხვას ვერ პასუხობ და შესაბამისად ვერ ხსნი შექმნილ სიტუაციას. ამ შემთხვევაში შენ უნდა გეყოს სინდისი და თქვა: მე შენს კითხვებზე არანაირი პასუხის გაცემა არ შემიძლია. მე ვილოცებ შენზე, შენც გააგრძელე ლოცვა. შენ იბრძოლე შენი პრობლემის მოგვარებისთვის. მე პასუხი არ მაქვს შენს კითხვაზე და მე არ შემიძლია მოგცე პასუხი, რომელიც იქნება ტყუილი, ან ჩემ მიერ გამოგონილი.

ბევრია დამოკიდებული მოძღვრის პატიოსნებაზე (რომელიც თავისუფალია ილუზიებისაგან). მე რუსეთში რამდენიმეჯერ შევეჩეხე ისეთ პრობლემებს, რომლებიც მაშინებდა იმის გამო, თუ რა პასუხებს სცემდა ღვთისმსახური, რომელიც ასახიჩრებდა ადამიანის სულს და, შესაბამისად, ეს ადამიანი გამოსავალს ვერ პოულობდა... რა ვქნათ ამ შემთხვევაში?

ასეთ შემთხვევაში აღმსარებელს უნდა ეყოს სინდისი და უთხრას მოძღვარს: - მე არ შემიძლია მივიღო და მივყვე თქვენს რჩევებს, იმას, რასაც მასწავლით, რადგან მთელი ჩემი შინაგანი სამყარო ეწინააღმდეგება ამას"... და მოძღვარმა (ეს ძალიან მნიშვნელოვანია) ამასთან უნდა შეძლოს შეგუება და პატიოსნად უთხრას: "იარე მშვიდობით, დაეკითხე სხვებს, ან იცოცხლე და დამიბრუნდი. მე ვიფიქრებ და ვილოცებ. ასევე, შენც ილოცე და იფიქრე". არასოდეს არ მოახვიოთ ადამიანს თავს ის, რაც არც სულიწმინდამ და არც მისმა სიბრძემ არ მიგანიშნა. ეს ეხება არა მარტო ახალგაზრდა მოძღვრებს, რომლებიც წიგნებიდან იძლევიან პასუხებს, არამედ ხანდაზმულებსაც, რომლებსაც დიდი ხნის სულიერი გამოცდილება აქვთ, მაგრამ მაინც ვერ მოსწყდნენ თავიანთ თავს. შენი თავიდან გამომდინარე არაფერი თქვა, არ გამოიგონო შენი სიცრუიდან ბრძნული პასუხი, რომელზეც უფალი აუცილებლად უარს იტყოდა.

მე მახსოვს ასეთი მაგალითი: ერთი ებრაელი ქალი იყო სრულიად ურწმუნო, რომელსაც არანაირი ცხოვრებისეული მიზანი არ ჰქონდა. მას შემთხვევით ხელში ჩაუვარდა სახარება. ცხოვრების წიგნის კითხვისას მან იგრძნო, რომ არის სიცოცხლე, რომელიც არის მიზანი და ამის შემდეგ მაცხოვარი მისთვის გახდა სიცოცხლე.

ამის შემდეგ მან მიმართა ერთ-ერთ ჩემს მეგობარს, რომელმაც დიდი ყურადღებითა და შთაგონებით მოამზადა იგი ნათლობისათვის. ქალმა მიიღო ნათელი. მონათლა იგი არა ახალგაზრდა მღვდელმსახურმა, არამედ გამოცდილმა. და როცა უკვე ნათელღებული იყო, მღვდელმსახურმა უთხრა: - ახლა, რადგან შენ ქრისტიანი გახდი, სიცოცხლის ბოლომდე სინანულში უნდა იყო იმის გამო, რომ შენმა წინაპრებმა ჯვარზე აცვეს მაცხოვარი.

ქალმა მითხრა, რომ ამ სიტყვებმა მოკლა მასში მაცხოვარი, რომელიც მისთვის იყო სიცოცხლე და უცებ შეიქმნა სიკვდილი. რა ქნას ახლა? ამ შემთხვევაში მე მოვიქეცი ისე, როგორც წიგნებიდან გვასწავლიდნენ. მე ვუთხარი: - დაივიწყე ის, რაც გითხრეს. მე მას სხვანაირად ავუხსენი, რომ ის ქრისტიანია და მან მაცხოვართან ერთად სიყვარულით უნდა ატაროს თავისი ხალხის ტრაგედია. მაცხოვარი განკაცდა და გარდაიცვალა იმიტომ, რომ თავისი ხალხი და კაცობრიობა გადაერჩინა. შეიძლება უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა და ეს ძალიან სამწუხაროა. აქედან გამომდინარე: ღვთისმსახურმა თითოეული შემთხვევისთვის კონკრეტული სულიერი როლი უნდა შეასრულოს.

როცა შენ ასრულებ საღვთო ლიტურგიას, ხარ გახვეული გარსში, რომელიც გხდის ღვთის ხატად და საღვთო ლიტურგიას ასრულებს თვით მაცხოვარი. როცა მოგმართავენ რჩევისთვის, შეგიძლია ილაპარაკო შენი გამოცდილების სიღრმიდან, იმ სწავლებიდან, რომელიც წიგნებიდან მიიღე.

თუ სულიწმინდამ არაფერი მიგანიშნა, ამ შემთხვევაში ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ შენ უნდა შეძლო დუმილი. დუმილი გულით, გონებით, მთელი შენი არსებით. სიღრმით რომ გაიგო, რას გეუბნება აღმსარებელი ან შენ წინ მდგომი მოსაუბრე, რადგან ხანდახან ადამიანი ამბობს სიტყვას, რომელიც შეესაბამება მხოლოდ და მხოლოდ მის წარმოდგენას სიმართლეზე. მაგრამ სინამდვილეში ის ვერ ხედავს რეალობას. როცა ისმენ აღმსარებლის სიტყვებს, ხშირად გესმის მის სიტყვებში სხვა რაღაც. მისი ხმა უფრო გამოხატავს მის მდგომარეობას, ვიდრე მისი სიტყვა. თუ შენ ისწავლი მისი ხმის გაგონებას, ისწავლი დუმილს და მიხვდები იმას, რაც აღმსარებელმა ან მოსაუბრემ სათქმელით ვერ გამოხატა, მიხვდები იმას, რასაც ჩურჩულით გპასუხობთ სულიწმინდა მასაც და შენც.

ჩემი აზრით, ეს არის პირველი, რაც უნდა ისწავლოს ღვთისმსახურმა, დუმილი კეთილგონიერად, დუმილი მორჩილად, სრული უგულებელყოფა თავისი აზრებისა და მხოლოდ იმ სიტყვის თქმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უფლისგანაა. აი, მაშინ სულიერება იმ ადამიანებისა, რომლებიც მასთან მივიდნენ, ჩაითვლება სულიერ სიცოცხლედ და არა სულიერ სიკვდილად, ან ფორმალურ ცხოვრებად "წესების მიხედვით".

რუსულიდან თარგმნა
ინგა დუმბაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler