საიდან მოდის სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია
საიდან მოდის სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია
გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მარიამ მაგდალინელი სახარების საქადაგებლად რომში ჩავიდა და ტიბერიუსს ეახლა. იმპერატორთან ძღვნის გარეშე მისვლა არ შეიძლებოდა. შეძლებულ მოქალაქეებს ძვირფასი საჩუქრები მიჰქონდათ, ხოლო ღარიბებს - ის, რისი საშუალებაც ჰქონდათ. მარიამ მაგდალინელმა, რომელსაც ქრისტეს რწმენის გარდა არაფერი ებადა, ტიბერიუსს ქათმის კვერცხი გაუწოდა და ახარა: "ქრისტე აღსდგა!" იმპერატორმა განაცხადა, მკვდრეთით აღდგომა ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლებაო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კვერცხმა ფერი იცვალა - სისხლისფერი გახდა.

აღდგომის დღესასწაულზე კვერცხების შეღებვის ტრადიციის შესახებ პირველ წერილობით ცნობას საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, წმინდა ანასტასიას მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცული X საუკუნის ხელნაწერი გვაწვდის. ხელნაწერში მოყვანილი საეკლესიო წესდების ბოლოს ნათქვამია, რომ სააღდგომო ლოცვის შემდეგ აუცილებელია კვერცხისა და ყველის კურთხევის ლოცვის წაკითხვა. მოგვიანებით სააღდგომო კვერცხების დამზადება იუველირებმაც დაიწყეს. კარლ ფაბერჟეს სახელი დღემდე დეკორატიული სააღდგომო კვერცხების დამზადების ბრწყინვალე ხელოვნებასთან ასოცირდება.

კვერცხები, რომლებშიც რთული დასაქოქი მექანიზმი იყო ჩამონტაჟებული, საიუველირო ხელოვნების სასწაულს წარმოადგენდა. თითოეული ნიმუში ინახებოდა სპეციალურ ფუტლიარში ან სეიფში და საჩვენებლად მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე გამოჰქონდათ. ფაბერჟე არასოდეს აკეთებდა ასლს. მისი თითოეული ნამუშევარი განუმეორებელია. დღეისთვის ცნობილი 47 კვერცხიდან 10 მოსკოვში, კრემლში ინახება, 9 - ვიქტორ ვექსელბერგის კერძო კოლექციაში, 5 - ვირჯინიის შტატის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში, 3 - ინგლისის დედოფალ ელისაბედის კოლექციაში, 3 - ახალი ორლეანის მუზეუმში, 2-2 - შვეიცარიის, ბალტიმორისა და ვაშინგტონის მუზეუმებში, თითო-თითო - კლივლენდის მუზეუმსა და მონაკოს პრინცის კოლექციაში, დანარჩენი კი კერძო კოლექციებშია დაცული. 2 ნაკეთობის ადგილსამყოფელი უცნობია, მხოლოდ მათი ფოტოები არსებობს.
როგორ შევღებოთ კვერცხი

არსებობს კვერცხების შეღებვის მრავალი წესი. ჩვენ რამდენიმეს, შედარებით მარტივსა და ხელმისაწვდომს გაგაცნობთ. ყველაზე იოლია, შეიძინოთ კვერცხის სპეციალური საღებავი და შეფუთვაზე მითითებული წესისამებრ გამოიყენოთ. ალბათ, ყველამ იცის, რომ კვერცხს ხახვის ფურცლის ნახარშშიც ღებავენ. აგროვებენ რაც შეიძლება მეტ ხახვის ფურცელს (ბევრი მის მოგროვებას აღდგომამდე 1 თვით ადრე იწყებს) და კვერცხს მასში ხარშავენ. ხარშვა სასურველი ფერის მიღებამდე გრძელდება. არსებობს სხვაგვარი წესიც: ხახვის ფურცელი ადუღეთ ნახევარ საათს, შემდეგ გადაწურეთ. ნახარშში ჩააწყვეთ უკვე მოხარშული კვერცხი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე სასურველ ფერს არ მიიღებს. ამ გზით უფრო თანაბარი შეფერილობა მიიღება. კვერცხი ხახვის მშრალი ფურცლითაც შეიძლება შეიღებოს. კვერცხი მოხარშეთ, შემდეგ ცხელ-ცხელს სათითაოდ შემოახვიეთ ხახვის მშრალი ფურცლები, გადაახვიეთ ნაჭერში და კიდევ 10 წუთს ადუღეთ. წყალს ძმარი დაამატეთ. კვერცხი მოოქროსფრო-მარმარილოსებრ ელფერს მიიღებს. თუ კვერცხს ოხრახუშის ფოთოლს დააფენთ და მაგრად შეახვევთ დოლბანდში, თქვენს სააღდგომო სუფრას მოხატული კვერცხი დაამშვენებს. კვერცხის მოხატვა სხვაგვარადაც შეიძლება: სველი კვერცხი ამოავლეთ მშრალ ბრინჯში, მაგრად შეახვიეთ დოლბანდში, რომ მარცვლები არ მოშორდეს და ჩვეულებრივი წესით შეღებეთ. ბავშვებს ძალიან მოსწონთ კვერცხების შეღებვა აკვარელის საღებავითა და ფუნჯით. საღებავი სწრაფად რომ გაშრეს, უნდა შეიღებოს უკვე მოხარშული, ჯერ კიდევ თბილი კვერცხი.

პრაქტიკული რჩევები

თუ კვერცხს წინასწარ სოდიანი წყლით ან ძმრით გარეცხავთ, უფრო თანაბრად შეიღებება.
ხარშვისას კვერცხი რომ არ გასკდეს, შეღებვამდე 1 საათს სითბოში ან ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, ხოლო ხარშვისას წყალში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი - ნაჭუჭი რომც გასკდეს, გული არ გადმოიღვრება.
შეღებილმა კვერცხმა რომ იბრწყინოს, გაამშრალეთ და ზეთი გადაუსვით.




ლალი ჩხიკვაძე
წყარო: მკურნალი.გე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler