ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი
ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი
ალბათ გაგიგიათ ეს ლექსი, ვითომდა ნოე ჟოდანიას საფლავის ქვაზე წარწერილი:

"ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე მომავალით მსურს გავიხარო.
თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო..."


ეს მწარე სიტყვები არც ჟორდანიას ეკუთვნის და არც მის საფლავის ქვაზე წერია, მისი ავტორი პარიზში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სიმონ ბერეჟიანია.

სიმონი II მსოფლიო ომის დროს გარდაიცვალა. მისი საფლავი, სამწუხაროდ, დაიკარგა. აი, რას წერდა მასზე ვიქტორ ნოზაძე: "სიმონიკა ბერეჟიანი! სამშობლოს მოწყვეტილი, უცხოეთში გადმოხვეწილი ქართველობა კარგად იცნობდა მას. ყველას უყვარდა იგი! და ეს სიყვარული წარმოშობილი იყო მისი გულის ნიჭიდან; მთელი მისი არსება შეპყრობილი და მოჯადოებული იყო სამშობლოს სიყვარულით და ამ სიყვარულის სხივებს ჰფენდა ყველას და ყველაც იმავე გრძნობით უპასუხებდა.

იგი გულით ატარებდა საქართველოს და იყო თავდაჯერებული მიჯნური სამშობლოსი. სამშობლოც არ ასვენებდა მას და უამრავ საუკუნეთა მანძილზე ქართული სისხლით გაჟღენთილი მიწა მოუხმობდა. მას არ შეეძლო მიახლოება, მტერი ფლობდა სამშობლოს და იგი უცხოეთიდან ელოლიავებოდა მას, უგალობდა...

სიმონიკა თან მოსდევს ქართველ ერს დასაბამიდანვე, იგი მისი ღვიძლი შვილია, მისი მართალი შვილი და მისთვის ფხიზელი მეომარი..."

ბეჭდვა
1კ1