რა დრო იყო ის დრო!..
რა დრო იყო ის დრო!..
მოსე ჯანაშვილი იმ განსაკუთრებულად გამორჩეულ მამულიშვილთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებმაც ფასდაუდებელი ამაგი დასდეს საკაცობრიო საგანძურში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის წარმოჩენასა და განვრცობას, ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას, ერის სიძველეთა მოვლა-პატრონობას, სულიერების გადარჩენასა და მრავალსაუკუნოვან და სამომავლო იდეალებს. მისი ბიოგრაფიის წარმოჩენა მომავლისთვის დავიტოვოთ, ამჯერად გთავაზობთ მის მშვენიერ წერილს, რომელიც "დროებაში" დაიბეჭდა 1878 წელს.

ერთ მშვენიერ ზაფხულის დილას სამი ახალგაზრდა ცხენოსანი სოფ. კახიდან მიაჭენებდნენ თავის რაშებს დასავლეთისკენ: თითქოს რაღაცას გამოჰკიდებიანო, ეგონებოდა კაცს.

მხოლოდ ხანდისხან ჭენობას შესწყვეტდნენ ხოლმე და ცხარე ლაპარაკით და ერთმანეთში ბაასობით ცხენებს მათრახებით აშინებდნენ სიარულის გაჩქარებას.

ყველა შეატყობდა, რომ ამათ ჰყავს თავის ატამანი - უფროსი, რადგან გზაზე სიარულში ორივე მხრით მას ფეხდაფეხ მისდევდნენ ორი სხვა მგზავრი და მაღლა ხმით საუბარი ამ უფროსს არ შეუწყვეტია.

- ეს ნანგრევები რა დროინდელია და ვისი განადგურებულია, რომ აგრე სამწუხარო მდგომარეობაში ვხედავთ ახლა ჩვენ? - უთხრა ატამანს ერთმა მის მგზავრთაგანმა და ანიშნა სოფლის ყუმის ბოლოში მყოფი შენობების ნანგრევები, სახელდობრ საპონჩი.

- რა დროინდელია, ვისი განადგურებულია?! რა მოგახსენოთ, ჩემო ძმებო! ჩვენი საქართველოს ჩარხი მეტად უიღბლოდ ტრიალებს, თითქოს ღმერთს განუწირავს ამ ერთი მუჭა ხალხის ბედი...

აი, მაგ ნაშთს, - მიუთითა ძველებური საყდრის ნანგრევზე, - ნუთუ არ შეუძლიან გააღვიძოს ქართველი კაცის გულში თბილი სიყვარული დიდებულ წინაპრებისადმი და შხამი იმავე დროს იმ მრავალ მტერთადმი, რომელთაც ბოლო მოუღეს გმირულ მამათა და მათ ბრწყინვალე ცხოვრების სახსოვრად დაგვიტოვეს მშვენიერი ბიზანტიურ შენობების და იარაღის ნაშთები მიწაში დაფლულნი და მიწის პირზე მყოფი.

აქ, - გააგრძელა იმავემ, - ერთ დროს ყოფილა დიდი ქალაქი, სახელად ყუმი. ამაში გვარწმუნებს ჩვენ, გარდა ზეპირად ხალხის ენით გადმონაცემისა, ჩვენი "ქართლის ცხოვრებაც". იმავე წიგნში ვკითხულობთ, რომ ამ ადგილას, საყდრის თავში, დიდის ამბით და ტირილით ერთ დროს საქართველოს ხალხს განუსვენებია თავისი მეფე (ვგონებ, გიორგი, - ავტ.). ამ მშვენიერი მთების კალთებზე თურმე მაშინ ყვაოდა ცხოვრება... აი, შეხედეთ იმ ქოჩორა მთის წვერას, რომელიც დევივით ჩამოჰყურებს გარშემოს: იქ თქვენ ხედავთ მაღალს კოშკსა. ის კოშკი ყოფილა ეკლესია, რომელშიაც თურმე წირვა-ლოცვა არ აკლდებოდა, როცა გაზვიადებული მტერი შამოესეოდა ამ ქვეყანას და ხალხი გაიხიზნებოდა ტყე-ღრეში. აქავე თქვენ ნახავთ მიწაში დაფლულ ქვევრებს, დიდრონ და მოხუცებულ ნიგვზის ხეებს, მსხლებს, ვაშლებს, თხილის ბუჩქებს, ძველ ვაზებს, ახლა სად არიან იგინი, ვინ იხსენებს მათ და ვინ ლოცავს? სამწუხაროა ყველაფერ ამის ნახვა და მოგონება.

ყველა ეს ჩვენ ნათლად გვარწმუნებს, - განაგრძო იმანვე, - რომ ერთ დროსა დიდი ხნის განმავლობაში ყველა ეს მთის ფერდობი ქართველებით ყოფილა ნასახლარი და გამშვენებული. თუ ახლა აქ, სადაც მტერმა ქვა ქვაზედ არ დასტოვა, დარჩენილა ამისთანა სიმშვენიერე და პოეტური სილამაზე, აბა, რა გვარი დიდებული სახე ექნებოდა ამ გაობლებულ ქვეყანას, მაშინ როდესაც ყვაოდა და კაშკაშებდა!.. ქალაქი ყუმი ერთ დროს სატახტო ქალაქი ყოფილა; ახლა უბრალო და ღარიბი სოფელი გამხდარა. მაგრამ ეს იგრე გულმოსაკლავი არ იქნებოდა ჩვენთვის, თუ სოფლის მცხოვრებნი ქრისტიანები ყოფილიყვნენ და არა ლეკები და მონგოლები. რადგან, როგორც პირველნი, იგრეც მეორენი არიან ნარჩობნი იმ ურიცხვ და გაზვიადებულ მტრისა - მონგოლისა, რომელმაც XIII საუკუნის ბოლოს მოჰფინა თავის მამაკვდარი დროშა მთელს ქართლს და გარე კახეთს, უმეტესად საქართველოს შვილთა ლეკვწართმეულ ძუ ლომივით ებრძოლეს ამ კაცთა სიმრავლეს, აზიის შუაგულიდან გარდმოხვეწილებს, მაგრამ რას უზამდნენ, როდესაც მტერი ათი მოკლულის მაგიერათ მაშვრალ ქართველს წინოუყენებდა ასს ფხიზელ და დაუღალავ მონგოლს! მწარე და საგლოვო იყო XIII, XIV, XV და შემდგომი საუკუნეები ჩვენი გარე-კახეთისთვის! განშორებული საქართველოს მეფეებისგან, თვით უღონო და გარშემო ათასნაირი მტერი - სულთანი, ლეკი, სპარსი, თურქი და სხვა. არბევდნენ და ჟლეტდნენ აქაურ ხალხს და ლამობდნენ აღმოეფხვრათ რჯული ქრისტესი, ყოველი ჩვეულება და მაგივრათ მაჰმადის რჯული და სწავლა შემოეღოთ. წადილი დროთა ბრუნვისა გამო აღასრულეს, მაგრამ ამის სისრულეში მოსაყვანად ბევრი დრო გავიდა და ბევრი ქრისტიანი ქართველიც დაიღუპა, რადგან აქაც, როგორც ყველგან საქართველოში, ქრისტიანობას გაეშვა მკვიდრი ფესვები და აქაურ ქრისტიანობასაც ღრმად ჰქონდა ძვალ-რბილში გამჯდარი სიყვარული და რწმენა ამ სჯულისადმი. რა დრო იყო ის დრო!.. ღმერთო, აგვაცილე კიდე ოდესმე ამგვარ დღეს: სპარსეთის შაჰის სპასალარები რომ შემოესეოდნენ საქართველოს, პირველათ ჩვენ გარე-კახეთს აოხრებდნენ და მერე ქართლ-კახეთს მიესეოდნენ ხოლმე...

მტრების წასვლისთანავე უმალ ქართველები მამაცურად აგებდნენ კიდე შენობებს და ქალაქებს, მაგრამ მალე მტერი ხელახლად მოვიდოდა ხოლმე და ანგრევდა.

ასე ამ ბრძოლაში და ვაი-ვაგლახში აქაური ხალხი ნელ-ნელა ამოწყდა და ნელ-ნელა დაკარგა თავისი სჯული, ენა და უწინდელი ჩვეულებანიც. ახლა ხომ, ინგილოები ქართველები არიან. ჰგვანან ეგენი უწინდელს მძლავრს და გმირულ ქართველებსა, ჰგვანან იმათა, რომელთაც თავისუფლებისთვის იბრძოლეს რამდენიმე საუკუნეს და ბოლოს თავი გარდააკლეს თავის მამულს? სრულიადაც არა. ენა რაღაც ყმაწვილის ღიღინს უგავთ, აგრეთვე ხასიათიც. გარდა ამისა, უწინდელის ვაჟკაცის მაგივრად გამხდარან ქურდები და კაცის ღამ-ღამე მკვლელები, უწინდელთ თავდადებული მუშის მაგივრათ ეგენი გამხდარან ზარმაცნი და დაუდევარნი. ეგენი ცდილობენ დღეს გაიძღონ კუჭი. ხვალინდელ დღისათვის ხვალ იფიქრებენ და სხვა. უწინდელი ქართველი კი სხვა ყოფილა.

მაგრამ იმას ვამბობდი, რომ სამწუხაროა, რომ ყველა ეს ჩვენი მამა-პაპის მამული უჭირავს მონგოლების ჩამომავლობას, რომლებიც დასახლდნენ ქ. ყუმში მაშინ, როცა ამოსწყვიტეს ქართველები.

მაგრამ ინგილოები კიდე ისრე არიან განშორებულნი ქართველებს, როგორც სხვა სოფლები. ზოგან არიან იმისთანა უწინდელ ქართველების ჩამომავლობა, რომ ვერაფრით ვერ შეატყობ, რომ ის ქართველი კაციაო და ან ქართველის სისხლ-ხორცით შეზავებულიაო. აი, მაგალითად ავიღოთ სოფელ ბელოქნის მცხოვრებლები. თუმცა ძველებური ნაშთი გვიჩვენებს, რომ აქ ერთ დროს ქრისტიანი ხალხი ყოფილაო და მას აუშენებია მრავალი ეკლესია თვით ამ სოფელში და ტყე-ღრეშიც, მაგრამ თვით იქ მცხოვრებლებში გვარებიც შესცვლიათ ან სჯობია ვსთქვათ, ფანატიკოსებს შეუცვლიათ, რომ არც ერთი ნიშანი არ დარჩომილიყვეს ამათ ქართველთაგან ჩამომავლობისა! ახლა კი ეს სოფელი უფრო და უფრო მოლბა და ნელ-ნელა სცნობს თავის დაკარგულს თავს: ერთი გამოჩენილი გვარისშვილი უფალი მართუზალი გალაჯევი მშვენიერად განათლებული დაეძებდა თავის ჩამომავლობას; ბევრის მეცადინეობის შემდეგ იმან შეიტყო, რომ მისი ჩამომავლობა მომდინარეობს ვაჩნაძეებიდან. ყველა ეს დაამტკიცა, მოინათლა და თავადობა მისცეს, რადგან ვაჩნაძეები ყველანი თავადები არიან. ამის მაგალითით ცოლ-შვილით მოინათლა აგრეთვე მისი ბიძაშვილი, რომელსაც დაარქვეს გიორგი ვაჩნაძე. ამათ მაგალითით მთელი გვარი უნდა მოინათლოს. ბევრ ბელოქნელს ახლა სურს მოინათლოს. მაშინ აქ დასჭირდებათ ეკლესია, რომელიც უკვე არის ძველთაგან მშვენივრად შენახული. ბევრ ბელოქნელს ახლა სურს მოინათლოს, რადგან იგინი გრძნობენ, რომ მათი დედ-მამა ქრისტიანი ქართველები ყოფილან, იგინი კი მუსულმანი.

" - აბა, ჩვენ იმ დუნიაში როგორ ვეჩვენებით ჩვენ დედ-მამებსო!" - მითხრეს ერთხელ რამდენიმე ბელოქნელმა, რომლების ურმით მე მოვემგზავრებოდი ზაქათალისკენ.

ერთი გვახარებს ჩვენ, - განაგრძო კიდევ ამ მოგზაურმა, - რომ ყველა ამ გალეკებულ ხალხს აქვს დიდი სიყვარული ჩვენი წინაპრებისადმი, ეს სიყვარული ჩარჩენიათ მათ იმ მრავალგვარი მშვენიერი ნაშთების შემწეობით, რომელნიც აგერ თვალწინ გვიღიმებენ ახლა ჩვენ. ამგვარი ნაშთებით სავსენი არიან ყველა აქაური სოფლები და ტყეები. მაგალითებრ, ბელოქნელებს თვალწინა აქვთ მრავალგვარი ეკლესიები, ქართველთა ნასახლარის კვალი და სხვა. ვერ წარმოიდგენთ, თუ რა აღტაცებით და სიყვარულით იხსენებენ იგინი ჩვენ თამარ მეფეს, რომლისთანა ქალი ჯერ დედამიწაზე, მათი აზრით, არ დაბადებულა და არც დაიბადება.

- ვისი აღშენებულია ეს მკვიდრი გალავანი, (სოფელ ბელოქანში) რომ ჰკითხო ბელოქნელს, მაშინვე მოგიგებს:

- უწინ აქ ყოფილა გამოჩენილი დედოფალი ფერია (თამარს უწოდებენ); იმას მტრის მოსაგერიებლად ეს გალავანი აუშენებია!

მაშასადამე, ამ გალავანის შემწეობით დარჩომილა ხალხი. სახსოვარშიც მეფე თამარის სახელიც. ამ საუბრის დაბოლოებამდე ამ ახალგაზრდებმა გაიარეს კარგა მანძილი. მცირედღა უკლდათ სავალს გზა იმ ადგილამდე, საითკეც იგინი მიეშურებოდნენ.

- აი, იქ, - მცირედი დუმილის შემდეგ განაგრძო უფროსმა, - ამ ვიწრო ორღობეში ანუ ბოღაზში უწინ დანთხეულა მრავალი ქართველის სისხლი. აქ გამოვიდოდნენ თურმე საყარაულოთ ქართველები და აქ მოხდებოდა ხოლმე პირველი ბრძოლა.

- მართლაც, რა საშიში ადგილია ეს ადგილი! კაცს მტერი შეხვდეს აქ, ვერსად გაექცევა და უნებლიეთ უნდა პირდაპირობა გაუწიოს, - სთქვა მეორემ.

- ბევრჯელ მორწყულა ეს ადგილები ქართველების სისხლით! - სთქვა პირველმა.

- დიაღ, დიაღ, - სთქვა უფროსმა.

ამასობაში ქეც გავიდნენ იმ ორღობიდგან, გადავიდნენ ერთ პატარა რიყეზე, დადგნენ ვიწრო ბილიკსა და სიჩუმით ერთმანეთს გაჰყვნენ.

ეს ბილიკი პატარა გორაზე ადიოდა. გორაზე მგზავრებმა ნახეს სოფელი ლექეთი, რომელიც ვენახებითა და ათასნაირი ხილეულობით სამსე იყო... გრძელი შუბლი, დიდი მწყვეტიანი ცხვირი, ვიწრო და მოგრძო თვალები, მოშავ-მოყვითალო ფერი და ერთგვარი გრძელი ტანისამოსი აქაური მოსახლეებისა, რომელთაც გამოვიდნენ ამ მგზავრების დასათვალიერებლად, ცხადად უჩვენებდნენ, რომ იგინი არიან მონგოლთა ტომისანი.

ახალგაზრდებმა მალე ეს სოფელიც გაიარეს და გორის წვეროზე ავიდნენ. წინ მათ წარმოუდგათ ვრცელი მინდორი, მშვენიერი და მდიდარი ტყით მოშენებული.

- ეგ რა გვარი ქვაა თქვენი ჭირიმეთ?! - წამოიძახა ერთმა მგზავრთაგანმა.

- ეს ქვა? ამ ქვაზე ბევრი რამ გამიგონია, ეს ქვა შესანიშნავი ქვაა. ამბობენ, ვითომ ამ ქვის ქვეშ არის დიდი სარდაფი ქართველებისგან გაკეთებული: ამ სარდაფში ვითომ არის აქაური ქართველების დოვლათი და ეს ქვა ამ სარდაფის პირზე დაუდვიათ, რომ ვერავინ ვერ შეძლოს მისი ახდა და სარდაფის მიგნება. შეხედეთ, ქვა ოთხკუთხეა; სიგრძე აქვს ორი საჟენი, სისქე და სიგანე - თვითო საჟენი. სად უპოვიათ ნეტავი ეს ლოდი და როგორ ამოუტანიათ აქ ქართველებს? მაგრამ გვეყოფა ამ ქვაზე ლაპარაკი. გავსინჯოთ სხვა რამეებიც.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler