შევთხოვ ყოვლადწმინდა სამებას, რომ ერთსულოვანი გახადოს ქართველი ერი
შევთხოვ ყოვლადწმინდა სამებას, რომ ერთსულოვანი გახადოს ქართველი ერი
14 სექტემბერს, საეკლესიო ახალ წელს, ქარმელის მამათა მონასტერში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ამ დღესასწაულთან ერთან აქ ყოველთა ქართველთა ერთობის დღესაც დღესასწაულობენ. თითქმის ყოველ წელს ვსტუმრობ ამ დღეს ქარმელის მადლიან მამათა მონასტერს და სადღესასწაულო, სამეუფეო მსახურების თანაზიარი ვხდები. უკვე ტრადიციულად ქცეულ დღესასწაულს სხვადასხვა კუთხიდან და ეპარქიიდან ჩამოსული ერი და ბერი ესწრება.

ქარმელი ძამის ხეობაში, რუისისა და ურბნისის ეპარქიაში, სოფელ ციხისგვერდის ნასოფლარზე, მდინარე ძამის დასავლეთით და თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. იქვე ახლოს უძველესი ციხე-კოშკია, რის გამოც დარქმევია სოფელს სახელი - "ციხისგვერდი". გასულ საუკუნეებში ამ საკმაოდ მაღალიMმთების შუაგულში დასახლებაც ყოფილა. სოფელ ციხისგვერდიდან მოსახლეობა აყრილა და ახლომდებარე ბარის სოფლებში დასახლებულა. მოსახლეობის უმრავლესობა წიქარაშვილების გვარისა იყო. 2007 წლიდან კი ამ მადლიან ადგილას სამონასტრო კომპლექსი აშენდა.

ნასოფლარ ერთ-ერთი მოლოცვის დროს ურბნისისა და რუისის ეპარქიის მღვდელმთავარმა მიტროპოლიტმა იობმა მიაკვლია და გადაწყვიტა მონასტრის აშენება.Mმეუფის ლოცვა-კურთხევით მონასტრის წინამძღვრობა არქიმანდრიტ ზაბულონს (გელაშვილი) დაევალა.

ქარმელის მამათა მონასტერში სამი ტაძარია: წმინდა ილია წინასწარმეტყველის, ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ღია ტრაპეზი და წმინდა ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძრები. აქვეა ბერების სენაკები.

მონასტერს საკუთარი მეურნეობა და სათბური აქვს. მამები ამუშავებენ მიწის ნაკვეთს. მომავალშიMსაკალმახე მეურნეობის გაკეთებაც სურთ და ტაძრების გალავნის აშენებაც.

სადღესასწაულო მსახურების ბოლოს მეუფე იობმა მრევლს უქადაგა, რასაც ვთავაზობთ "კარიბჭის" მკითხველს.

 


- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის საეკლესიო ახალი წელი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კრების დღესასწაული. ღვთისმშობელთან დაკავშირებული ყველა დღესასწაული სწორედ დღევანდელ დღეს გვახსენებს თავს. დღეს კიდევ არის ძველი და ახალი აღთქმის წმინდანთა და წმინდა ღირსი მამის სვიმეონ მესვეტის ხსენება. სვიმეონ მესვეტე ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როცა ტაძარში ესწრებოდა მსახურებას და მოისმინა ცხრა ნეტარება, რომელმაც აღძრა მისი სული და ერთ-ერთ სულიერ ბერთან მივიდა. მას ჰკითხა, განმიმარტე ცხრა ნეტარების მნიშვნელობაო. ბერი განუმარტავს და სვიმეონ მესვეტე დარწმუნდება, რომ საკუთარი თავი უნდა შესწიროს უფალს. ამის შემდეგ სიზმრისეულ ჩვენებაში ასეთ ხილვას ნახავს - მიწას თხრიდა და გვერდზე ედგა ჭაღარა თმაწვერიანი მოხუცი. ორმოს თხრისას ჩასძახოდა, - არ არის საკმარისიო. გარკვეულ ზღვარს რომ მიაღწია - კმარაო. ამითGგულისხმაყოფს წმინდა სვიმეონ მესვეტე, რომ საჭიროა ღვაწლი მისი განწმენდისათვის და წავა ერთ-ერთ მონასტერში, სადაც შვიდი დღე სთხოვდა იღუმენს, შეეშვა მონასტერში. დღეს ვინ გაჩერდება შვიდი დღე მონასტერთან!Bმეშვიდე დღეს მიიღო იღუმენმა და იმდენად გაძლიერდა მოღვაწეობაში, რომ სამაგალითო გახდა. თითქმის 18 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა. მკაცრად რომ მარხულობდა, შეეშინდა იღუმენს, არ მოკვდესო და მონასტრიდან გაუშვა. წმინდა მამა მშრალ ჭაში ჩავა და იქაც გააგრძელებს მოღვაწეობას. იღუმენს გამოეცხადება ანგელოზი - დააბრუნე უკანო. უკან დაბრუნების შემდეგ მონასტერში 3-4 წელი იცხოვრა. მერე ისევ წავიდა თავისი ნებით მონასტრიდან, ავიდა ერთ მთაზე და იმდენად გაითქვა სახელი თავისი წმინდა ცხოვრებით, რომ მასთან ძალიან ბევრი ხალხი მიდიოდა. კურნავდა ხალხს და ლოცულობდა, სიცოცხლეშივე სასწაულებს აღასრულებდა. როდესაც ხალხმა შეაწუხა, მაღალ მთაზე კოშკი ააგო და დაფუძნდა. ოცი დღე ფეხზე მდგომი განადიდებდა უფალს, ოცი დღე მჯდომარე იყო და ისე ლოცულობდა. შემდეგ თანდათანობით გაადიდა სვეტის სიმაღლე. ასეთი მოღვაწეობა პირველი იყო იმ პერიოდში. გაუკვირდა პატრიარქს, ბერები გაგზავნა და დააბარა, - ადით და დაუძახეთ, თუ არ გაგიგონათ და დაბლა არ ჩამოვიდა, ესე იგი, ეშმაკისგან არის, ხოლო თუკი შეისმენს, გაუშვით, მოღვაწეობა გააგრძელოსო. მართლაც, ბერების ძახილზე სვიმეონი ჩამოვიდა დაბლა. ბერებმა - გააგრძელე მოღვაწეობა, ეს ღვთისგან არისო. ასე მოღვაწეობდა წმინდა სვიმეონ მესვეტე. მას ძალიან ბევრი ბრძოლა ჰქონდა ეშმაკისგან. ეშმაკი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ასეთ მოღვაწე ბერებს ებრძვის სხვადასხვა სახით, მაგრამ მან თავისი თავმდაბლობით, სულიერებით გადაიტანა. ერთხელLცეცხლოვანი სვეტი ჩამოვიდა სვეტთან და ეშმაკმა ანგელოზის სახით მიმართა - შენ ილიას სიწმინდეს მიაღწიე, დაჯექი ცეცხლოვან ეტლში და აგიყვან ზეცადო. ადამიანურად შეცდა, მაგრამ ჩვევად ჰქონდა, ვიდრე ნაბიჯს გადადგამდა, ჯვარს სახავდა ყველაფერს. როდესაც ნაბიჯი გადადგა ცეცხლოვანი ეტლისკენ, ჯვარი გადასახა და ის განქარდა. ამით მიხვდა, რომ ეშმაკისგან იყო.

***
14 სექტემბერს დავაწესეთ ყოველთა ქართველთა ერთობის დღე. შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, ძველი აღთქმის წმინდანს ისუ ნავეს, ახალი აღთქმის წმინდანს სვიმეონ მესვეტეს, რომ მათი ლოცვით ღმერთმა მოიღოს მადლი, წყალობა სრულიად საქართველოზე, ქართველებზე და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანზე. ერთობა და ერთსულოვნება ყოფილიყოს საქართველოში. დედა ღვთისმშობელი მუდმივად იცავდა საქართველოს. შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, რომ ერთსულოვანი გახადოს ქართველი ერი დედა სამშობლოსათვის დიდი სიყვარულით, ერთგულებით, თავდადებით და მტკიცე მართლმადიდებლური რწმენით.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler