სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა
90 წლის ასაკში გარდაიცვალა სერბეთის მართლადიდებელი ეკლესიის პატრიარქი უწმიდესი ირინეოსი.

მას ტესტმა ინფექცია თვის დასაწყისში დაუდასტურა. პატრიარქი სავარაუდოდ მეუფე ამფილოქეს (როდოვიჩი) დაკრძალვის ცერემონიაზე დაინფიცირდა, რომელიც ასევე კორონავირუსით გარდაიცვალა. ჩერნოგორიაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა მეუფესთან გამოსათხოვებლად. იქ არავინ იყო ნიღბით და არც სოციალურ დისტანციას იცავდა ვინმე.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ გიცნობდით, თქვენისთანა ადამიანები არასოდეს კვდებიან" - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ინსტაგრამის გვერდზე, სადაც პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

უწმიდესი ირინეოსი, ერისკაცობაში მიროსლავ გავრილოვიჩი დაიბადა 1930 წლის 28 აგვისტოს.

განათლება მიიღო ბელგრადში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიაში ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე;

1959 წლის ოქტომბერში სერბეთის პატრიარქმა გერმანემ იგი ბერად აღკვეცა ირინეოსის  სახელით;

1959 წლის 27 ოქტომბერს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად;

1974 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად და დადგენილ იქნა სერბეთის პატრიარქის ქორეპისკოპოსად;

2010 წლის 22 იანვარს სერბეთის ეკლესის წმიდა სინოდის სხდომაზე არჩეულ იქნა სერბეთის პატრიარქად; ინტრონიზაცია ჩატარდა კოსოვოში 2010 წლის 23 აპრილს.


ბეჭდვა
1კ1