"არ ესროლოთ ერთმანეთს ტალახი..."
"არ ესროლოთ ერთმანეთს ტალახი..."
დასაშვებია თუ არა, მრევლი აქტიურად მონაწილეობდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მორწმუნე ადამიანმა ისეთი პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს, რომელიც წაადგება ქვეყნის მომავალს? - მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების პერიდოში ეს კითხვა დღითი დღე მეტ აქტუალობას იძენს საქართველოში მაშინ, როდესაც მორწმუნეთა ერთი ნაწილი პირდაპირ მითითებას ელოდება ეკლესიიდან, რომელ პოლიტიკურ ლიდერს ან პარტიას დაუჭიროს მხარი, მეორე ნაწილი თვლის, რომ მართლმადიდებლები საერთოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ამ კამპანიაში, რადგან ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესში ჩართულობა საძრახის საქმედ მიაჩნიათ, მესამე კატეგორიას კი, რომელიც რელიგიურ-პოლიტიკური ფატალიზმით გამოირჩევა, ღრმად სწამს, რომ ღვთის გარეშე არავითარი ხელისუფლება არ არსებობს, არჩევნებში თავიანთ მონაწილეობას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს.

როგორ პასუხობს მართლმადიდებელი ეკლესია თანამედროვე ცივილიზაციის გამოწვევას არჩევნებთან დაკავშირებით?

უნდა ითქვას, რომ სამშობლოს მოყვარული ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის შეუძლებელია, სულ ერთი იყოს, რომელი პარტია აიღებს ქვეყნის მართვის სადავეებს და ვინ მოვა ხელისუფლების სათავეში - სამშობლოს ბედ-იღბალზე დაფიქრებული გულანთებული პატრიოტები, რომელთაც კარგად ექნებათ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოების, ღვთისა და ერის წინაშე, თუ ისეთი პოლიტიკოსები, რომელთაც მხოლოდ ვიწრო, მერკანტილური ინტერესები ამოძრავებთ და ცრუ დაპირებებით შეეცდებიან ელექტორატის მიზიდვას და გადაბირებას...

გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ეკლესიას ღიად არც ერთ ქვეყანაში არ დაუჭერია მხარი საარჩევნო კანდიდატისთვის. ამა თუ იმ არჩევითი თანამდებობის მაძიებელთა წინააღმდეგაც არასოდეს გამოსულა, რადგან ეკლესიური მთლიანობა არ მონაწილეობს პოლიტიკურ ბრძოლებში, არ მოუწოდებს საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს ამა თუ იმ პარტიას, არ აიგივებს თავის თავს პარტიულ ანუ კერძოOინტერესებთან. ეკლესიამ რომ გამოამჟღავნოს თავისი პოზიცია რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, იგი ჩართული აღმოჩნდებოდა ამ ბრძოლაში და ნებსით თუ უნებლიეთ, საზოგადოების დაყოფისა და დაპირისპირების მონაწილე გახდებოდა მაშინ, როცა პოლიტიკური უთანხმოებისა და წინააღმდეგობის დროს, სამღვდელოება ყოველთვის მედიატორის ფუნქციას იღებს და პოლიტიკურ ძალებს მშვიდობის, თანხმობისა და ურთიერთთანამშრომლობისაკენ მოუწოდებს. ამიტომ ეკლესიური შეხედულებით, დაუშვებელია არჩევნების დროს, ნებისმიეირ წარმომადგენლობით ორგანოში ღვთისმსახურთა კანდიდატების წამოყენება ან არჩევნებში მონაწილე რომელიმე პოლიტიკური გაერთიანებისადმი მხარდაჭერისკენ მოწოდება, ამავდროულად, არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი მღვდელმთავრებს, მღვდელმსახურებს ნებისმიერ სასულერო პირს, სხვა მოქალაქეთა თანასწორად, ხმის მიცემის გზით მიიღონ მონაწილეობა მოსახლეობის საერთო ნების გამოხატვაში.

წინასაარჩევნო პერიოდში, სამწუხაროდ, ტრადიციად იქცა, რომ პოლიტიკური პარტიებისა და კოალიციის ლიდერები აღარაფერს თაკილობენ, ნებისმიერი მეთოდით მოიპოვონ ხმები ხელისუფლებაში მოსახვედრად. ნიშანდობლივია ისიც, რომ პოლიტიკოსებს ძირითადად, სწორედ არჩევნების წინ ახსენდებათ პრობლემებიც და ეკლესიაც, და ცდილობენ ეკლესიის ავტორიტეტი მარჯვედ გამოიყენონ საკუთარი მიზნების მისაღწევად, პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად. საქართველოში ხელისუფლებისთვის ბრძოლამ იმდენად საშიში და დაუნდობელი ხასიათი მიიღო, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იძულებული გახდა, თხოვნით მიემართა საქართველოში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში უზრუნველეყოთ მშვიდობა საქართველოში, საკვირაო ქადაგებისას მოუწოდა ხალხს - "არ ესროლოთ ერთმანეთს ტალახი", ხოლო როცა ამ ქადაგებიდან დაახლოებით ერთი კვირის თავზე სახელისუფლო პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერთა ერთმა ჯგუფმა სოფელ კარალეთში პოლიტიკურ ოპონენტებს ქვები დაუშინა და მოწინააღმდეგე სასიკვდილოდ არ დაინდო, ილია მეორემ ჟურნალისტებს სთხოვა, არ დაუშვან ქართველი ხალხის ურთიერთდაპირისპირება. პატრიარქის განმარტებით, ყველა ადამიანი თავისუფალია და მას უფლება აქვს, გამოთქვას თავისი აზრი, უწმინდესმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ "პრესა სავსეა სასულიერო პირებთან დაკავშირებული განცხადებებით. თუ სასულიერო პირებმა თავიანთი აზრი გამოთქვეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მტრები არიან. ისინი ისეთივე შვილები არიან ღვთისა და სამშობლოსი, როგორიც ყველა. გთხოვთ ჟურნალისტებს, ნუ დაყოფთ ხალხს, დაუშვებელია, ჩვენი ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდეს. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი მისვლით, ჩვენ თითქოს მხარს ვუჭერთ რომელიმე მხარეს... საქართველოს ეკლესიისათვის ყველა სულიერი შვილია, მთავრობაა თუ ოპოზიციის რომელიმე პარტიის წარმომადგენელი ცოდვილია, მართალი თუ ავაზაკი, ეკლესია მოვალეა ყველა დაარიგოს. მამაშვილური სიყვარულით მინდა გთხოვოთ, როდესაც ვსაუბრობთ, გახსოვდეთ: ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენს გამოთქმებში ყოველთვის ზღვარი უნდა შევინარჩუნოთ, ზოგი ჯერ საუბრობს, შემდეგ კი ფიქრობს, სინამდვილეში ჯერ უნდა ვიფიქროთ, შემდეგ ვილაპარაკოთ, - ბრძანა უწმინდესმა და ისურვა, რომ ღმერთმა დაამშვიდოს ქართველი ერი.

როგორც სასულიერო მოძღვრები გვირჩევენ, იმისათვის, რომ შევძლოთ ზოგიერთ პოლიტიკოსთა ტყუილით შენიღბული სიტყვის დანახვა და სწორი არჩევანის გაკეთება, პოლიტიკურ ალღოსთან ერთად, სულიერი ხედვის უნარიც უნდა გაგვაჩნდეს, სულიერი მჭვრეტელობა კი შეუძლებელია რწმენის გარეშე. თანამედროვე სასულიერო მოღვაწეთა რჩევით, არჩევნებში მონაწილეობამდე, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებდეთ, უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალების მობილიზება, არა მხოლოდ გონებრივად, რელიგიური გრძნობით, რომელიც პირველ რიგში ლოცვას, მარხვას და განსაკუთრებულ სულიერ მომზადებას მოითხოვს, პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს მოსისხლე მტრებად არ უნდა გადაეკიდონ, როგორც პატრიარქი ბრძანებს: "საქართველოს მთელი მოსახლეობა დღეს პოლიტიზებული გახდა და პოლიტიკამ შეცვალა ადამიანი, რაც არ შეიძლება. არსებობს ფასეულობები, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, "მამული, ენა, სარწმუნოება..." ამას უნდა ვიცავდეთ და ვემსახურებოდეთ ყველა. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ცუდ დროს, როდესაც ადამიანი ადამიანისთვის მეგობარი კი არ არის, არამედ თითქოს მტერია, სინამდვილეში კი ადამიანი ადამიანისთვის ძმა არის. ძველი რომაელები ამბობდნენ: "ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო", ამ პოსტულატის მიღება ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ ძმები ვართ. დღეს ადამიანი ძალიან შეცვლილია იმასთან შედარებით, რაც იყო 100 ან 200 წლის წინ. შეცვლილია ხასიათით, შეხედულებით და აზროვნებით. მთავარი კი ის არის, რომ სულის გარდა, ყველაფერი შეცვლილია და, რაც უნდა ცოდვაში იყოს კაცი, ბოლოს მაინც ღვთისკენ ბრუნდება. დღეს თითქოს ვიღაცამ შეგვცვალა, როგორი სიტყვებია: "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია" და ეს სიტყვები თითქოს არასდროს სრულდება. დღეს შეურაცხვყოფთ ადამიანს და შემდეგ მას ჩვეულებრივად ვესაუბრებით, ეს ხომ სირცხვილია. საზოგადოების დაყოფა ყოვლად დაუშვებელია, რადგან ნებისმიერი ადამიანი, როგორიც არ უნდა იყოს იგი, ეკლესიის შვილია".

დაბოლოს, შესაძლებელია თუ არა ეკლესიური ადამიანი აქტიურად მონაწილეობდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში და სახელმწიფო ორგანოებში საქმიანობდეს? როცა საკითხს ამგვარად ვაყენებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიიდან უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმ ქრისტიან პოლიტიკოსთა კეთილისმყოფელ საქმიანობაზე, რომლებიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანებადაც კი შერაცხა. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ძველი ეგვიპტელებისა და ებრაელებისთვის, ისე როგორც სპარსელების, რომაელების და შუა საუკუნეებში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხისთვის, ყოველივე რწმენიდან იწყებოდა. რწმენაზე იყო დაფუძნებული ზნეობა, ეთიკა, ეთიკაზე კი - პოლიტიკა, რომელიც ძველ დროში, წმინდა საქმედ ითვლებოდა.

არცთუ დიდი ხნის წინათ მცდარი შეხედულება ჩამოყალიბდა, თითქოს პოლიტკა ბინძური საქმეა - ამ ტერმინმა იმ ადამიანთა მეშვეობით მოიკიდა ფეხი ჩვენს ყოველდღიურ ლექსიკაში, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ არა სულიერი წარმოდგენებით და ხალხთა კეთილდღეობაზე ზრუნვით, არამედ პირადი ანგარებისა და სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფების ინტერესების დასაცავად, ამიტომ, ღვთისმეტყველთა შეხედულებით, რაც უფრო მეტი მორწმუნე ადამიანი მოკიდებს ხელს პოლიტიკას, მით უკეთესი და სასარგებლო იქნება ეს ქვეყნისთვის. მართლმადიდებელი ქრისტიანი ხომ თავისი საქმიანობით, ისედაც უნდა ზრუნავდეს ადამიანთა სულიერ და მატერიალურ კეთილდღეობაზე და იღვწოდეს ქრისტიანული ზნეობის, ჰუმანიზმის, მშვიდობისა და თანხმობის დამყარებისთვის.

"საყოველთაო ჭეშმარიტება აღარ არსებობს, - წერს პატრიარქი ილია მეორე თავის 2012 წლის სააღდგომო ეპისტოლეში, - არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური ჭეშმარიტებები. მათ შორის კი წარმატებულია ის მიმართულება, რომელსაც მხარს უჭერს ინფორმაციული მანქანა და რომელიც კარგად არის რეკლამირებული.

თეოლოგთა შეხედულებით, ფეხს იკიდებს ვულგარული აზროვნება, რომელიც ადამიანში ცხოველური ინსტინქტების წინ წამოწევას ემსახურება.

ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლების სრული ანტიპოდი. ეს არის ცოდვისა და ეშმაკის ისეთი ბატონობა, რომლის მსგავსიც არ ახსოვს კაცთა მოდგმას!

ამგვარი აზროვნების წესსა და დამოკიდებულებას პროპაგანდას უწევენ ყველგან და მათ შორის საქართველოშიც.

როგორც ჩანს, ამ ახალი იდეოლოგიის გამოვლინება და გამოხატულებაა 100000 ქართველის წამების უწმინდეს ადგილზე ბუდა-ბარის აშენება. ასევე ქალაქის ცენტრში ცოდვის სახლებისა - კაზინოს (თანაც საპატრიარქოს გვერდით) და ტოტალიზატორის... გახსნა, სოდომ-გომორის ცოდვის ჩამდენთა და მათი მსგავსი სხვა "გმირობის" პოპულარიზაცია.

ხშირად უთქვამთ: ხომ შეეძლო უფალს, ადმიანები სიკეთისკენ ისე მიემართა, რომ ისინი ცოდვით არ დაცემულიყვნენ და ამდენი განსაცდელიც აღარ გადაეტანათ?

ღმერთი სულია, - წერს პავლე მოციქული, - და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა (II კორ. 3,17).

ადამიანის სიდიდე სწორედ ის არის, რომ იგი თავისუფლებისთვისაა დაბადებული და მინიჭებული აქვს არჩევანის შესაძლებლობა კეთილსა და ბოროტს, სიწმინდესა და ცოდვას, სიკვდილსა და მარადისობას შორის".

უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ეს სიტყვები ალბათ ყველა მორწმუნეს დაგვეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler