ვაჰ შენსა გიორგისაო! ვარსკვლავი მოწყდა ცისაო
ვაჰ შენსა გიორგისაო! ვარსკვლავი მოწყდა ცისაო
მეფე ერეკლეს ერთი შინ გაზრდილი ყმა ჰყოლია, სახელად გიორგი. მისი განსწავლულობის ამბავი არა მარტო ჩვენში, სპარსეთსა და არაბეთშიც ჰქონიათ გაგონილი.
ერთხელ ხმა გავარდნილა, სპარსეთის მბრძანებელი ჩვენს ასაკლებად მოდის და აბა, გულადად დავუხვდეთ, ქალაქში არ შემოვუშვათო. გიორგის მეფისთვის უთხოვია, ნება მიბოძე, რამდენიმე ვაჟკაცი მოვაგროვო და მტერს წინ დავუხვდეო. მეფეს ნება მიუცია.

მთელი ქალაქი გიორგის მეგობარი ყოფილა. პირველსავე დაძახილზე ყველა მის გვერდით გაჩენილა... ერეკლეს გახარებია, გიორგი ლაშქრის წინ მდგომი რომ დაუნახავს: "ვენაცვალე ჩემს ერთგულ გიორგის! სადაც ჭირს, მახათივით იქ დაერჭობა ხოლმეო!" ამბობენ, რომ აქედან მოდის მახათაძეების გვარი.

რამდენიმე ხნის შემდეგ გიორგი ომში წასულა. ტყვედ ჩაუგდიათ და სპარსეთში წაუყვანიათ. აფსუსია ამისთანა ნიჭიერი კაცის ქართველობა, გავათათროთო, გადაუწყვეტიათ წარჩინებულებს. გიორგი ერთხანს უარობდა, მაგრამ ბოლოს დათანხმებულა და რჯული გამოუცვლია.

ერთხელ შაჰს გიორგისთვის უკითხავს: "ახლა ხომ თათარი ხარ, რას იტყვი ქართველებზეო?" "მე ისეთივე ქართველი ვარ, როგორიც აქამდე ვიყავი, - უთქვამს გიორგის, - თავი კი გადამპარსეთ, მაგრამ სული ისევ ქართველისა მიდგას, სისხლიც ისევ ქართველისა მიდუღს, ერეკლეს სიყვარული ჯერაც არ გამნელებია. თუ გსურთ, ნამდვილად გავთათრდე, ნება მომეცით, საქართველოში დავბრუნდე და ჩემი მამულები დავყიდო, რათა მაჰმადის კანონების აღსრულებაში ხელი ვეღარაფერმა შემიშალოს. შაჰის კარზე ყოფნას რა სჯობს, უკან როგორ არ დავბრუნდებიო!" გამოუშვიათ გიორგი საქართველოში, ის კი სამუდამოდ დარჩენილა და შაჰისთვის შეუთვლია: ჩვენი რჯული ნებას არ გვაძლევს, გასათათრებლად ჩვენი ფეხით წავიდეთო.

რამდენიმე წლის შემდეგ შაჰს ისევ გამოულაშქრია საქართველოსკენ. გაუგიათ ქართველებს და საომრად მომზადებულან. გიორგიც რამდენიმე კაცით წასულა და კუკიის ზემოთ, მახათაზე დამდგარა (ამბობენ, მთას ეს სახელი სწორედ მაშინ დაარქვეს ქალაქელებმა, რადგან გიორგი და მისი ჯარი აქ ფეხმოუცვლელად იდგნენო). სპარსელებს პირველი გიორგი შებმია. გაუმარჯვიათ ქართველებს, მტერი უკუუქცევიათ, მაგრამ გიორგი ამ ბრძოლაში დაღუპულა. ხალხს მასზე ასეთი ლექსი გამოუთქვამს:

"შენ, დედაჩემო თინაო, ვეღარ მოგივალ შინაო,
შესანდობარი დალიე ლამაზი გიორგისაო...
გიორგი მეფის გაზრდილი ვეღარ წამოვა შინაო,
მტერსა შეაკვდა მეფისთვის, ბეჭებში სისხლი სდისაო...
ვაჰ შენსა გიორგისაო! ვარსკვლავი მოწყდა ცისაო;
სამოთხეში წაიყვანენ მამულიშვილსა გმირსაო,
ოქროს საჯდომსა დაუდგმენ, ერთხელ არ დასმენ ძირსაო".


***
მეფე ერეკლე II-ს მემატიანე ომან ხერხეულიძე ერთი ქართველი ვაჟკაცის დავით ლარაძის ამბავს მოგვითხრობს.

1752 წელს, ნუხის ხან აჯი-ჩალაბთან ომში, რომელშიც თეიმურაზი და ერეკლე დამარცხდნენ, დავითსა და მის ძმას დიდად უმარჯვიათ. დავითს მტრის სამი საუკეთესო მებრძოლი მოუკლავს და მათი თავები ერეკლესთვის მიურთმევია, მისი ძმა პაატა ამ ბრძოლაში დაღუპულა.

1755 წელს ავარიის ხანი, ხუნძახის ბატონი ომარი დაღესტნიდან კახეთში გადმოვიდა და ოცი ათასამდე მეომრით ყვარლის ციხეს შემოადგა გარს.

ალყა ერთ თვემდე გაგრძელდა. გაუჭირდათ მეციხოვნეებს - მტერმა წყალი შეუწყვიტათ, ტყვია-წამალიც ელეოდათ. დათქვეს, თუ საშველი არ გამოჩნდა, გავიდეთ და თავი შევაკლათო, მაგრამ ქალებისა და ბავშვებისთვის რა ექნათ? მეციხოვნეებს შორის ყოფილა დავით ლარაძეც. თავიდან, როგორც შეეძლო, ამხნევებდა ალყაშემორტყმულ კახელებს, მაგრამ როცა დაინახა, რომ სასოწარკვეთას მისცემოდნენ, უთხრა: "ნუ წუხხართ, ძმებო, ამაღამ წავალ და ღვთის შეწევნით გიშოვით წყალს; თუ ვერ გადავრჩი, ჩემი სისხლი თქვენი სიცოცხლის სანაცვლო იყოსო".

შემწუხრდა, წყვდიადმა დაფარა ქვეყანა. დავითი მალულად გავიდა ციხიდან, მიადგა იმ ადგილს, სადაც ციხისკენ მიმავალი წყარო გადაეკეტათ. წყალს თორმეტი ავარიელი მცველი იცავდა. დავითმა უშიშრად განვლო მტრის ბანაკი, მცველები ხანჯლით ამოხოცა, წყალი ციხეს მიუგდო და სიცოცხლის ძალი შემატა იქ მყოფთ, მერე კი სატახტო ქალაქისკენ გაემართა და მეფეებს ეს ამბავი შეატყობინა. უმალვე გამოჩნდა ორასი გულადი ქართველი, რომლებიც მზად იყვნენ, თავი მსხვერპლად შეეწირათ ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის. თეიმურაზმა და ერეკლემ ამ ორას კაცს დავით ლარაძე უწინამძღვრეს, გაატანეს ტყვია-წამალი და ციხიონთა დასახმარებლად გაგზავნეს.

მიადგნენ ქართველები მტრის ბანაკს და ერთდროულად დაცალეს თოფები. ბანაკი აირია. ქართველებმა დრო იხელთეს და ციხეში შეცვივდნენ. ამასობაში თეიმურაზი თელავში დადგა, ერეკლემ კი ქიზიყელების დახმარებით ჭარი მოარბია. მტრის ლაშქარში მყოფმა ჭარელებმა ეს ამბავი რომ შეიტყვეს, აირივნენ, გაეცალნენ ყვარელს და შინ დაბრუნდნენ. მათ მიჰყვნენ შაქელ-შარვანელნიც. ამასობაში თეიმურაზი და ერეკლეც მიუახლოვდნენ ყვარელს. ამით შეშინებული ავარიის ხანი აიყარა და გაიქცა.

ასე იხსნა ერთი კაცის თავდადებამ მრავალი სული.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler