ქრისტეს ნაკვალევზე
ქრისტეს ნაკვალევზე
ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინით არ ხვდებოდეს ახალ წელს.
და აი, თითქმის ცხოვრების მიწურულს ეს სანუკვარი დღეც დამიდგა. უფლის წყალობით, უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით, 2006 წლის 2 იანვარს მომლოცველთა ჯგუფთან ერთად თბილისიდან იერუსალიმს, წმინდა ადგილების მოსალოცად მივემგზავრები. განა შეიძლება, ადამიანმა ამაზე დიდი საჩუქარი ინატროს?!

ორსაათნახევრიანი ფრენის შემდეგ დავეშვით ბენგურიონის სახელობის აეროდრომზე თელ-ავივში.

აეროპორტიდან გავემგზავრეთ გალილეის მხარეში, საკურორტო ქალაქ ტვერიაში, და სასტუმროში დავბინავდით.

პირველი, რაც იქიდან გამოსულებმა მოვინახულეთ, იყო ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარი გალილეის კანაში, რომელიც სვიმონ კანანელის სახელს ატარებს. ამ ადგილებში ქრისტემ თავისი პირველი სასწაული მოახდინა, წყალი ღვინოდ აქცია, შემდეგ კი კაპერნაუმის უფლისწული განკურნა.

მოვინახულეთ მარიამ ღვთისმშობლის ტაძარი ნაზარეთში, სადაც მაცხოვარმა ბავშვობა და ყრმობა გაატარა.

ტაძრის ეზოში მოწყობილია გალერეა-გამოფენა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის ხატებისა.

ღვთისმშობლის წმინდა წყაროს სათავესთან ხარების მართლმადიდებლური ტაძარი დგას - სწორედ აქ ახარა მთავარანგელოზმა გაბრიელმა მარიამს უფლის დედობა.

იქიდან წავედით თაბორის მთაზე, სადაც ქრისტემ წაიყვანა თავისი მოწაფეები, იქადაგა და შემდეგ ფერი იცვალა.

გზა განვაგრძეთ გალილეის მხარეში, სადაც ფეხით მიმოდიოდა უფალი და სასწაულებს ახდენდა. მოვინახულეთ მარიამ მაგდალელის სახელობის რუმინული მართლმადიდებლური ტაძარი ზღვის პირას. მისი შემოგარენი წალკოტს წააგავს. ეზოში წმინდა წყლის აუზია.

მოვინახულეთ კაპერნაუმი - ქალაქი, რომელიც ქრისტემ საცხოვრებლად აირჩია და მრავალი სასწაული მოახდინა. მოვინახულეთ ადგილები, სადაც ქადაგებდა უფალი.

შევჩერდით ცხრა ნეტარების მთასთან. სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.

ჩავედით ტბა ტაბხაზე, სადაც მოხდა ხუთი პურისა და ორი თევზის კურთხევა 5000 ადამიანის დასაპურებლად.

მოვინახულეთ თორმეტი მოციქულის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარი, რომლის ეზო ედემის ბაღს მოგაგონებთ.

იმავე დღეს მივადექით იორდანეს, რომელიც დედამიწის მდინარეთა შორის რჩეულ, უწმინდეს მდინარედ მიიჩნევა, სადაც მრავალი საუკუნის წინ კაცობრიობა განბანილ იქნა ცოდვებისგან და საიდანაც იესო ქრისტემ სათავე დაუდო ნათლობის საიდუმლოს.

როდესაც კვართგადაცმული მის ნაპირს მივადექი, გაუბედავად ჩავდგი ცალი ფეხი ყინულივით ცივ წყალში. მეგონა, შიგვე ჩამეყინებოდა, მაგრამ მოხდა სასწაული - ცალ ფეხს მეორეც მივაყოლე და მდინარეში შევცურე. არ ვიცი, რამდენი ხანი დავყავი ყინულივით ცივ წყალში... იმ შეგრძნებით, რომ განვიბანე ამქვეყნიური ჭირ-ვარამისგან, სრულიად განწმენდილი, სულიერად ამაღლებული ამოვედი ხმელეთზე.

შედარებისათვის: ვინც ბოდბეში წმინდა ნინოს წყაროში განბანილა და მისი სიცივე უგრძნია, მინდა ვაუწყო, რომ იგი იორდანეს წყალზე გაცილებით თბილია...

იერუსალიმისკენ მიმავალნი, იორდანიის უდაბნოში მამა გერასიმე იორდანელის მონასტერს მივადექით. გზაში შემოგვაღამდა, მაგრამ ჩვენი მისვლისთანავე ტაძრის კარი გააღეს და საოცრად მჟღერი ზარების საზეიმო რეკვით შეგვეგებნენ.

გიდი უამრავ უჩვეულო ამბავს მოგვითხრობდა წმინდა მამის შესახებ, რომელთა გამოც მას სასწაულმოქმედი შეარქვეს.

ტაძარი ორმაგი კედლებით, ზემოთა გადახურვის გარეშეა ნაშენი. კედლებს შორის მანძილი ნახევარი მეტრია და ეს სიცარიელე გრძელი კორიდორივით გაჭიმულა.

გაოგნებულები შევყურებდით ამ საოცარ ნაგებობას...

მონასტრის ბერძენმა ბერებმა წმინდა გერასიმეს ხატებით დაგვასაჩუქრეს, უგემრიელესი ტკბილეულით, ყავით და წვენებით გაგვიმასპინძლდნენ.

იქიდან იერუსალიმისკენ განვაგრძეთ გზა.

იერუსალიმის მრავალ სახელთაგან ერთ-ერთია "ღმერთის ქალაქი", რაც, ალბათ, სავსებით შეეფერება მას.

დავბინავდით ზეთისხილის მთაზე, სასტუმროში, საიდანაც მთელი ქალაქი თავისი ულამაზესი ტაძრებით ხელისგულივით მოჩანს.

დილიდან გავემგზავრეთ უფლის საფლავისა და გოლგოთის ტაძრის მოსალოცად.

მიიჩნევენ, რომ ადამი სწორედ გოლგოთაზეა დასაფლავებული.

უფლის ტაძარი, რომელიც აღდგომის ტაძრის სახელწოდებითაც არის ცნობილი, უწმინდესი ადგილია მთელ საქრისტიანოში და მისი მონახულება ყველა ქრისტიანის ოცნებაა.

XII-XV საუკუნეებში ქართველები იმოდენა პრივილეგიებით სარგებლობდნენ წმინდა მიწაზე, რომ უფლის ტაძრის გასაღებიც კი მათ ხელში იყო. დღეს მას არაბები ფლობენ.

შეუძლებელია გადმოსცე, რაც იქ ვნახეთ და მოვისმინეთ...

მოვინახულეთ სახლი, სადაც საიდუმლო სერობა გაიმართა. გზად დავით მეფსალმუნის საფლავს ვემთხვიეთ.

***
გოდების კედელი მთელი მსოფლიოს ებრაელთა უწმინდესი სალოცავია... მდუმარედ დავყავით რამდენიმე წუთი და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი, უკუსვლით წამოვედით.

შემდეგ გავემგზავრეთ კატამონიაში, სვიმონ მიმრქმელის სახელობის ტაძრის მოსანახულებლად, რომელიც ქართველებმა ააგეს. დღეს ის ბერძნებს ეკუთვნით.

წინ ჯვრის მონასტერი და ქებრონი გველოდა.

გზად ისრაელისა და პალესტინის გამყოფი კედელი ვიხილეთ.

ჯვრის მონასტერი
ქართული ჯვრის მონასტრისკენ მიმავალ გზას რომ შევუდექით და უცხო ქვეყნის უცხო ქალაქში უცხო ენაზე შესრულებული წარწერა "რუსთაველის ქუჩა" წავიკითხე, სუნთქვა შემეკრა. სიხარული და სინანული ერთმანეთში აირია. არ ვიცი, რა უფრო ძლიერი იყო - მშობლიური წარწერის ხილვით გამოწვეული სიხარული თუ სინანული სიწმინდის დაკარგვისა... ამ ტაძრის ქვედა ნაწილი პეტრე იბერს აუშენებია.

კმაყოფილი ვარ - ბერძნებისგან მალულად რუსთველის ფრესკასთან ანთებული სანთლებით ხელში სამახსოვრო სურათის გადაღება მოვასწარი...

მამბრეს მუხა
ქებრონში, სადაც სოდომისა და გომორის დაქცევის წინ აბრაამს უფალი ესტუმრა, ვიხილეთ მამბრეს მუხა. ის 4000 წლისაა და სიცოცხლის სიმბოლოდ ითვლება. უკანასკნელი რტო მის ერთ-ერთ ძირს 1997 წელს გამოუღია.

ხეს სიცოცხლის ნიშან-წყალიც აღარ ეტყობა და რომ არ დაიფშვნას, ღვედებით შეუკრავთ. უსიამოვნო გრძნობა დაგვეუფლა, მაგრამ მის სიახლოვეს მწვანედ შემოსილი ახალგაზრდა მუხა შევამჩნიეთ, რომელიც საოცრად ჰგავდა თავის ბიბლიურ წინაპარს. იქაური რუსული ტაძრის მოძღვარმაც დაგვიდასტურა - ზუსტი ასლიაო.

იქვე მწვანედ გადაბარდნილი სამი დიდი მუხა დგას. იმავე მოძღვარმა გვითხრა, რომ სამივეს თავ-თავისი სახელი რქმევია: აბრაამი, სარა და ისააკი.

***
ექვს იანვარს, დილით, გეთსემანიის ბაღის გავლით მოვინახულეთ ბერძნულ-კათოლიკური ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც თვით ყოვლადწმინდა ქალწულისა და მისი მშობლების - იოაკიმესა და ანას საფლავებია.

იქიდან ჯგუფი ენ-კარემში გაემართა. მე, სამწუხაროდ, ჩამოვრჩი და ვერ შევძელი მარიამ მაგდალელის დიდებული ტაძრის მონახულება, ვინაიდან წინ ბეთლემი მელოდა.

ბეთლემი
საღამოს შობა ღამის საზეიმო ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად გავემგზავრეთ.

ტაძარში ფეხი სწორედ იმ დროს შევდგით, როცა ზარების რეკვამ ქრისტეს შობის ღამის დადგომა გვაუწყა. სასწრაფოდ ავანთეთ საშობაო სანთლები და ერთმანეთს ეს ბედნიერი წუთები მივულოცეთ.

დაიწყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სასულიერო პირთა ულამაზესი საზეიმო მსვლელობა. საოცარი სიამაყე დამეუფლა, როდესაც იქ ქართველი სასულიერო პირებიც დავინახე. მათ მიერ შესრულებული საგალობლები ღვთიურ ჰანგებად ეფინებოდა იქაურობას. თავი სიზმარში მეგონა, მაგრამ თურმე მთავარი წინ იყო...

ქრისტეს შობის ადგილის სანახავად ტაძრის ქვაბულში ჩასვლისას ბავშვობაში წაკითხული გამახსენდა: "დედა და ახალშობილი ყრმა ცარიელ გამოქვაბულში იწვნენ. იქ არაფერი იყო ქვისA და კედლების გარდა. უცებ მწყემსს თვალი აეხილა და დაინახა, რომ გარშემო მჭიდრო წრედ იდგნენ პატარა, ვერცხლისფერი ანგელოზები, ყველა მათგანს ქნარი ეჭირა და ხმამაღლა მღეროდნენ იმაზე, რომ ამ ღამით დაიბადა მაცხოვარი, ვინც ცოდვებისგან იხსნის ქვეყანას. ყველგან სრული სიჩუმე იდგა. ყველაფერი გაქვავებულიყო. მთვარე და ვარსკვლავებიც კი მიმალულიყვნენ, რომ წმინდა ღამის მდუმარება არ დაერღვიათ. იმ ღამეს არავითარი ბოროტება არ მომხდარა დედამიწაზე... საყოველთაო მდუმარებას მხოლოდ ანგელოზების გალობა არღვევდა. ანგელოზები იყვნენ ყველგან: გამოქვაბულშიც, მთებშიც, ცაშიც დაფრინავდნენ, გზაზე გუნდ-გუნდად მოდიოდნენ, გამოქვაბულის შესასვლელთან ჩერდებოდნენ და ყრმას აცქერდებოდნენ. ყველგან იყო სიხარული, გალობა და ნაზი მუსიკა"...

ერთბაშად თითქოს მეც ამეხილა თვალი და ბავშვობაში ზღაპრად გაგონილი სინამდვილედ მექცა. სულგანაბული, ნაზი მოკრძალებით ვემთხვიე უფლის შობის ადგილს, რათა არ დამერღვია იმ წმინდა ღამის მდუმარება.

გულდაწყვეტილმა დავტოვე ტაძარი... გარეთ რომ გამოვედი, უკვე კარგა ხნის გათენებული იყო.

იქიდან ქართულ დედათა მონასტერში გამოვიარეთ. დედები უკვე გველოდნენ. შესანიშნავი სუფრა გაეწყოთ. შეხვედრა ხანმოკლე, მაგრამ ძალიან თბილი გამოვიდა. დავტოვეთ მოსახსენიებელი ბარათები მცირეოდენი შესაწირით. შეგვპირდნენ, რომ ხშირად მოიხსენიებდნენ ლოცვებში ჩვენს ახლობლებს და ლოცვა-კურთხევით მიგვაცილეს ავტობუსამდე.

მადლობა უფალს, ცოცხლდება საუკუნეების წინ დანერგილი ტრადიცია - ქართველები ნელ-ნელა ისევ იკიდებენ ფეხს წმინდა მიწაზე. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და მოამრავლოს ასეთი წმინდა საქმის მოთავეები!

ამით არ დამთავრებულა ჩვენი საშობაო ზეიმი; საღამოს, ვახშმად რომ დავსხედით, მამა საბამ და სხვა ქართველმა სასულიერო პირებმა მგალობლებთან ერთად თითოეულ მაგიდასთან ჩამოვლით "ალილოთი" მოგვილოცეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული.

მკვდარი ზღვა
შვიდ იანვარს მოვინახულეთ მკვდარი ზღვა, სადაც ქრისტემ კიდევ ერთი სასწაული მოახდინა - წყალზე ფეხით გაიარა. ზღვის წყალი და მის ნაპირზე დაგროვილი ტალახი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ჩვენც გამოვიყენეთ შესაძლებლობა... ერთმა პროცედურამაც კი საოცარი შვება გვაგრძნობინა.

ღამით ჯგუფი უფლის საფლავზე, საღვთო ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

გიორგი ხოზევიტის ტაძარი ქოზიფაში
წმინდა გიორგი ხოზევიტი V საუკუნის დასაწყისში დასახლებულა იუდეის უდაბნოს მიუვალ, უკაცრიელ ადგილას, კლდის თავზე მერცხლის ბუდესავით პატარა ტაძარი აუშენებია, რომელიც შემდეგ გაუდიდებია და ამა სოფლისგან განდეგილი, თავის და-ძმებთან ერთად ქრისტეს მსახურებას შესდგომია. ქრისტიანული სარწმუნოების მტრებს მიუგნიათ და მის თვალწინ ჯერ და-ძმები დაუხოცავთ წამებით, მერე კი თავად მისთვის დაუთხრიათ თვალები და ცოცხალ-მკვდარი ბედის ანაბარა დაუგდიათ. ორივე თვალით დაბრმავებული წმინდანმა სიცოცხლის ბოლომდე არ უღალატა რწმენას...

შეუძლებელია, ეს ყოველივე გულგრილად მოისმინო!

გულდამძიმებულებმა დავტოვეთ იქაურობა და განცდის მთისაკენ განვაგრძეთ გზა.

იერიქონი
იერიქონი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია დედამიწის ზურგზე. აქ სხვადასხვა დროს უქადაგიათ ილია და ელისე წინასწარმეტყველებს, იოანე ნათლისმცემელს და სხვებს. ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას განცდის მთა, სადაც ქრისტემ ნათლობის შემდეგ ორმოცი დღე იმარხულა. ამ მთის მწვერვალზე აპირებდა ეშმაკი მაცხოვრის ცდუნებას.

მთიდან ხელისგულივით მოსჩანს მთელი პალესტინა.

მთაზე რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის გამოქვაბულია. პირველი მონასტერი აქ 340 წელს წმინდა ხარიტონს აუგია. ძველი ტაძრის ნანგრევებზე დგას XIX საუკუნეში აშენებული ბერძნული მართლმადიდებლური მამათა მონასტერი.

ბიფაგია ქალაქ იერიქონიდან იერუსალიმისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა. ამ გზაზე, მაღლობზე, მდებარეობს წმინდა ლაზარეს საფლავი, რომელიც, სამწუხაროდ, მეჩეთის ქვეშ არის მოყოლილი. საფლავში ოცდაშვიდსაფეხურიანი ვიწრო კიბე ჩადის.

იქვე, ახლოს, ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარი დგას. საკურთხევლის მარჯვნივ დევს ქვა, რომელზეც იჯდა მაცხოვარი და წმინდა ლაზარეს დებს მარიამსა და მართას ესაუბრებოდა.

ამაღლების ტაძარი ზეთისხილის მთაზე დგას. საკმაოდ დიდია, მაღალი გუმბათი და მოზრდილი ეზო აქვს. ახლა იქ რუსული მართლმადიდებლური დედათა მონასტერია. ეზოში დაცულია ქვა ღვთისმშობლის ნატერფალით, საიდანაც მან ქრისტეს ამაღლება დაინახა.

ეზოს ბოლოში მეორე ტაძარია - იოანე ნათლისმცემლისა, სადაც მეორედ იპოვეს ნათლისმცემლის თავი. იატაკი მოპირკეთებულია V საუკუნის მოზაიკით, რომელიც ჩინებულად არის შემორჩენილი.

მონასტრიდან წაგვიყვანეს უფლის ნატერფალი ქვის სანახავად, რომელსაც დედამიწის ჭიპს ეძახიან - სწორედ აქედან ამაღლდა ზეცად მაცხოვარი.

ქორწილი
მთელი მოგზაურობის განმავლობაში ვგრძნობდით ჩვენიDსულიერი მამების თანადგომას და მზრუნველობას. მათი ლოცვა-კურთხევა სულიერად გვამდიდრებდა. ლოცულობდნენ ერის, სამშობლოსა და მშვიდობისათვის, ატარებდნენ პარაკლისებს, პანაშვიდებს, წმინდანების საფლავებთან გვცხებდნენ ზეთს, წმინდა ადგილებში გვიკითხავდნენ ნაწყვეტებს სახარებიდან, ქრისტეშობის საზეიმო ლიტურგიის შემდეგ, სურვილისამებრ, აზიარეს ჯგუფის თითოეული წევრი...

წამოსვლის წინა დღეს, რვა იანვარს, პროგრამით გათვალისწინებული ყველა ტაძრის მონახულება-მოლოცვის შემდეგ ჯგუფის ოთხ წევრს იერუსალიმის ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში ჯვარი დასწერეს.

საღამოს, ვახშმად შეკრებილებს, ბედნიერმა წყვილებმა ნაკურთხი შავი ღვინო მოგვართვეს. ჩვენც მეტი რა გვინდოდა და მამა საბას თაოსნობით ქართული სუფრული სიმღერები წამოვიწყეთ.

ვხედავდი, როგორი კმაყოფილი სახეებით გვიღიმოდნენ არაბი მასპინძლები.

უკანასკნელი საღამო იერუსალიმში მშვენიერი ქართული ქორწილით დაგვირგვინდა.

ღმერთმა ტკბილი ცოლქმრობა ნუ მოუშალოთ წმინდა მიწაზე ჯვარდაწერილ წყვილებს!

ჯვრის გზა
ცხრა იანვარს დავტოვეთ სასტუმრო და ფეხით შევუდექით ჯვრის გზას - წამების გზას. მსვლელობა გეთსემანიის ბაღიდან დაიწყო. ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს თვით ქრისტე მიგვიძღოდა წინ თავისი ჯვრით, ხოლო ჩვენ, გულდამძიმებულნი, ნელა მივყვებოდით მის ნაკვალევს.

მოვინახულეთ ადგილი, სადაც ოდესღაც სასწაულთმოქმედი წყარო იყო. მასში ანგელოზები ურევდნენ წყალს და სნეულნი იკურნებოდნენ. აქ განიკურნა უფლის მიერ ოცდათვრამეტი წლის განმავლობაში ლოგინად ჩავარდნილი ავადმყოფი, რომელმაც შემდეგ მაცხოვარს სილა გააწნა და მის დასჯაში მიიღო მონაწილეობა.

შევდივართ წმინდა სტეფანეს კარიდან. გზადაგზა მცირე ხნით ვჩერდებით მისი შეჩერება-დაცემის ცნობილ თოთხმეტ ადგილას. ერთგან კედელზე ქრისტეს ხელის ანაბეჭდს ვხედავთ. აი ვერონიკას სახლიც, საიდანაც მან მაცხოვარს ოფლის მოსაწმენდად ხელსახოცი მიაწოდა. მაცხოვარმა ოფლი მოიწმინდა და ხელსახოცი ქალს დაუბრუნა. ტილოზე სასწაულებრივად აღიბეჭდა უფლის სახე - უფლის ხელთუქმნელი ხატი.

და ბოლოს - გოლგოთა, რომელიც ყოველი ჩვენგანის ცნობიერებაში დაბადებისთანავე აღბეჭდილა ზეციური სიწმინდისა და მიწიერი სისასტიკის სიმბოლოდ...

გოლგოთიდან ქვევით დავეშვით და ვემთხვიეთ გარდამოხსნას, მერე კი - არ ვიცი, მერამდენედ - ქრისტეს საფლავს.

იქიდან გამოსული შუაგულ ტაძარში ვდგავარ, ვგრძნობ, როგორ მოედინება ქრისტეს მადლი და უცებ... ისევ სადღაც სხვაგან მგონია თავი, ზეციურ სამყაროში, საიდანაც მიწაზე დაბრუნება აღარ მინდა... სიცოცხლეში პირველად ვიგრძენი სვიმონ მესვეტის განწყობა ზეციურ და მიწიერ სამყაროთა მიმართ.

ქალაქი ლიდა, წმინდა გიორგის ტაძარი
ჯვრის გზის გავლის შემდეგ გავემგზავრეთ ქ. ლიდაში, წმინდა გიორგის ტაძრის მოსანახულებლად. მოვილოცეთ მისი საფლავი, ვნახეთ ჯაჭვი, რომლითაც დაბმული ჰყავდათ (თვით წამების იარაღი კაიროშია დაცული).

წმინდანი წარმოშობით კაბადოკიიდან იყო, დედით ებრაელი, ამიტომ მისი წმინდა ნაწილები ებრაულ ქვეყანაში გადმოასვენეს, მერე კი მის სახელზე ტაძარი ააგეს. საფლავი ტაძრის ქვეშ გამოქვაბულში მოხვდა.

ამის მერე მეფე დავითის საფლავის მონახულება გვქონდა განზრახული, მაგრამ გზაში შემოგვაღამდა და ტაძარი დაკეტილი დაგვხვდა. ასევე დაკეტილი დაგვხვდა წმინდა პეტრეს ტაძარი იაფოში. ისღა დაგვრჩენოდა, ქუჩებში გაგვევლო და დაგვეთვალიერებინა ეს ულამაზესი საპორტო ქალაქი, რომელიც ოდესღაც იერუსალიმთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გახლდათ. მომლოცველები აქედან ფეხით ჩადიოდნენ იერუსალიმში.

იაფოდან აეროპორტში გავემგზავრეთ და შინისკენ ავიღეთ გეზი. თბილისში ნაშუაღამევს ჩამოვფრინდით.

***
არ ვიცი, რამდენად შევძელი იქ ნანახისა და გაგონილის მკითხველამდე მიტანა... დაე, ჩემი ნაამბობი ჯგუფის სხვა წევრებმა სრულყონ.

ვუსურვებდი ყოველ ქრისტიანს, ერთხელ მაინც ღირსებოდეს ფეხის დადგმა ამ კურთხეულ, დალოცვილ მიწაზე - უფლის ნაკვალევზე.

ბოლოსიტყვაობა
დიდი მადლობა წმინდა მიწის მონახულება-მოლოცვის მოთავესა და სულისჩამდგმელს, უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

მადლიერებით მინდა მოვიხსენიო საპატრიარქოს მომლოცველთა ჯგუფი მეუფე საბას ხელმძღვანელობით და ყველა ის ადამიანი, რომელსაც მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის მგზავრობის ორგანიზებაში.

დიდი მადლობა ჯვრისმამის წინამძღვარს, დეკანოზ მამა ტარიელს პირადად ჩემი რეკომენდაციისა და ლოცვა-კურთხევისთვის.

მადლობას მოვახსენებ ჩვენს სულიერ მამებს: არქიმანდრიტ მამა საბას, დეკანოზ მამა დიმიტრის ქალაქ რუსთავიდან, მაცხოვრის ამაღლების ტაძრის დეკანოზს მამა მიქაელს, ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მოძღვარს მამა თეიმურაზს ყოველდღიური ლოცვა-კურთხევისა და ჩვენი სულიერი ამაღლება-გამდიდრებისთვის.

ასევე, მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო მომლოცველთა ჯგუფის წარმომადგენლის ქალბატონი ირმა ცომაიას მიმართ.

დიდი მადლობა ჯგუფის თითოეულ წევრს მეგობრული განწყობისათვის.

მადლობა უფალს ყველაფრისათვის!

მოამზადა
მედეა თიკანაძე-წერეთელმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler