გზა საქართველოსკენ, ესე იგი გზა შინისაკენ, აფხაზეთზე გადის...
გზა საქართველოსკენ, ესე იგი გზა შინისაკენ, აფხაზეთზე გადის...
გზა საქართველოსკენ, ესე იგი გზა შინისაკენ, აფხაზეთზე გადის... ამიტომ, მოვალენი ვართ, ვიცოდეთ, თუ რა ხდებოდა მის თავს უკანასკნელ ხანს, რა გვაახლოებს და გვაერთიანებს და რამ დაგვაშორა... ამიტომ, სანამ ამ გზას დავადგებოდეთ, უკან მივიხედოთ, რადგან ჩვენსავით პატარა და მტერმრავალ ქვეყანას საკუთარი წარსულის არცოდნა ხშირად თვითმკვლელობის ტოლფას საფრთხედ ექცევა ხოლმე...

***
იმ საეკლესიო პოლიტიკის გასაანალიზებლად, რომელსაც გასული ორი საუკუნის განმავლობაში ახორციელებდა რუსული თვითმპყრობელობა და რომელიც თანამედროვე რუსულ სახელმწიფოსაც ინერციით გადაეცა, უნდა ვიცოდეთ, თუ რა მისია ეკისრა რუსულ ეკლესიას. სამწუხაროდ, იგი მეთვრამეტე საუკუნიდან ძალზე მტკიცედ დაუკავშირდა ცარიზმს, რაც იმპერიაში შემავალ, დაპყრობილ ერთა მიმართ მის რეაქციულ ბუნებას განაპირობებდა.

ქართული სახელმწიფოს დაპყრობისა და ბაგრატიონთა განდევნის შემდგომ ლიკვიდაციას ქართული სამოციქულო ეკლესიაც "დაექვემდებარა", რომლის ნაცვლადაც რუსული "დერჟავა" თავისი საეკლესიო უჯრედის შექმნას გეგმავდა. "კავკასია ხელმეორედ უნდა დავიპყროთ, მაგრამ ახლა სხვა იარაღით... ამ სულიერი გამარჯვების გარეშე მის ფიზიკურ დაკაბალებას ვერასოდეს შევძლებთ. დადგა დრო, შემოვიერთოთ ადგილობრივი ერები და მათი სული და გული დავიმორჩილოთ!.." - ამგვარად ჟღერდა იმდროინდელი იმპერიის სასულიერო უწყების ღაღადისი.

***
მოდით, შეძლებისდაგვარად დაწვრილებით დავაკვირდეთ, რა მძიმე გზა განვლო ქართულმა ეკლესიამ იმხანად.

ცარიზმმა ჯერ ჩვენი ეკლესიის თვითმოწესეობა გააუქმა, რამაც გზა მოუმზადა საქართველოს ე. წ. საეგზარქოსოს. რაღა თქმა უნდა, ამ უკანასკნელს მოუდრეკელ და ურჩ კავკასიაში თავისი "დიადი" მიზნები ჰქონდა, მაგრამ ქართულ სასულიერო ცხოვრებასთან სრული შეუთავსებლობის გამო ამან დამანგრეველი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე და მისი უდიდესი პროტესტი გამოიწვია.

რუსული ეკლესიის რეაქციული ბუნება განსაზღვრავდა კიდეც მისი სასულიერო ფენის გარკვეული ნაწილის მოღვაწეობის ხასიათსაც... ისინი ცარიზმისადმი შესაშური ერთგულებით გამოირჩეოდნენ. "საქართველოში წარგზავნილ რუს სამღვდელოებას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ მთელი ენერგია რელიგიურ საფუძველზე ქართველთა გარუსების საქმეს შეალიოს" - სწორედ ამგვარად წერდა და აზროვნებდა რეაქციონერი ბერი იოანე ვოსტორგოვი.

ამ ვერაგი პოლიტიკის შედეგად ჩვენში მოიშალა სამღვდელმთავრო კათედრები, დაიხურა და გაუქმდა უამრავი ტაძარი და მონასტერი, სასულიერო სასწავლებელი, უძველესი საეკლესიო საგანძურისგან განიძარცვა ჩვენი ტაძრები...

***
იმ მეთოდებს შორის, რომელნიც საქართველოს იმპერიასთან სრულ ასიმილირებას უწყობდა ხელს, კოლონიზაცია ერთ-ერთი უმთავრესი იყო. განსაკუთრებული დატვირთვა საზღვრისპირა რეგიონებს, უფრო კი - აფხაზეთს დაეკისრა. თავისი ნამდვილი არსი ცარიზმმა სწორედ ამ ღვთივკურთხეულ მიწაზე გამოავლინა. რა არ იღონა თვითმპყრობელობამ, საქართველოს სხვადასხვა კუთხე რომ ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა, აფხაზეთი კი - სამუდამოდ მოეწყვიტა.

ცხადია, ამ ყოველივეს ადეკვატური იდეოლოგიაც სჭირდებოდა, რომელიც სულ მალე "გამოცხვა": - რუსეთმა იძულებით შემოერთებული მცირე ერები არასრულფასოვან რასებად გამოაცხადა და "საკადრისადაც" გაუსწორდა: - გამოგონილი მიზეზებით დაუქუცმაცა ტერიტორია, აუკრძალა მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, მოგვიანებით კი - ღვთისმსახურებაც... ქართველთა ერთურთისთვის დაპირისპირება, მათ არაქართველ, არაქრისტიან ან არასრულფასოვან ქრისტიანებად გამოცხადება იმ დროს, როდესაც ერი გაერთიანების პროცესში გახლდათ, უდავოდ დიდი დანაშაული იყო.

***
რაც შეეხება აფხაზეთს, ახალს ვერაფერს დავძენთ, - მას მუდამ დიდი პოლიტიკურ-სარწმუნოებრივი და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. არც ის გახლავთ შემთხვევითი, რომ საქართველოში სწორედ ამ მიწაზე იქადაგეს ქრისტეს წმინდა მოციქულებმა, საეკლესიო იერარქიაც ქრისტიანობის პირველ საუკუნეებს უკავშირდება.

შუა საუკუნეთა შემდგომ კი მისი სტრატეგიული და პოლიტიკურ-სარწმუნოებრივი მისია გაიზარდა და იქაურობა "ივერიის ხუროთმოძღვრების" სახელით ცნობილ ძეგლთა ქსელით დაიფარა, რომელთა კედლებმა დღემდე შემოინახა მოწმობა იმისა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს წმინდა მიწა.

რუსთა მოსვლამდე აფხაზებმა უთვალავ მტარვალსა და განსაცდელს გაუძლეს: - ქრისტიანობის აღზევება აქ მეთექვსმეტე საუკუნემდე გაგრძელდა, ბიზანტიის დიდი იმპერიის დაცემის შემდგომ კი მან ოსმალთა იურისდიქციაში გადაინაცვლა, თუმცა გელათს შეფარებულმა აფხაზეთის ეპისკოპოსმა ყველა ღონე იხმარა მრევლთან კავშირის შესანარჩუნებლად.

ოსმალთა ბატონობის შედეგები ცარიზმს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად არაჩვეულებრივ საბაბად ექცა. აფხაზეთი იმპერიისათვის სრულიად ქართველთა გადაგვარების ბერკეტად იქცა - ადგილობრივთა ასიმილაციისა და გადაშენებისთვის ამ რეგიონში რუსული სამხედრო დასახლებები გაჩნდა, მოგვიანებით კი მათ იმპერიის შიდა დასახლებიდან გამოდევნილი ათასი ჯურის სექტის წევრებიც (დუხობორები, მალაკნები, სუბოტნიკები...) შემოუერთდნენ.

ეს ყოველივე ორი კურდღლის დევნას ჰგავდა: - რუსთა ხელმწიფე, ერთი მხრივ, უცხო ელემენტთაგან ითავისუფლებდა თავს, მეორე მხრივ კი, მათი წყალობით აფხაზეთის აბორიგენთა გარუსების დაჩქარება ეიმედებოდა, თუმც კი, ღვთის წყალობით, ყველაფერი სხვაგვარად აეწყო: - ძლიერმა ქართულმა ელემენტმა, ეროვნული სამღვდელოების დიდმა ძალისხმევამ და მოსახლეობის არანაკლებ დიდმა პროტესტმა ცარიზმს იმედები დაუმსხვრია, თანაც საფრთხე ახლა უკვე აქ ჩამოსახლებულ რუს მართლმადიდებლებს შეექმნათ. როგორც სოხუმის რუსი ეპისკოპოსი, დიმიტრი წერდა, სექტებმა ლამის წალეკეს აფხაზეთი.

ამ მოულოდნელი ვითარებიდან გამოსავალი ხელისუფლებამ რუს მართლმადიდებელთა ახალი ნაკადის ჩამოყვანაში დაინახა და წაახალისა კიდეც ისინი: - მოზრდილი სახაზინო მიწები გამოუყო, რუს სამღვდელოებას კი განსაკუთრებულად უმზრუნველა.

***
1810 წელს რუსეთმა გააუქმა აფხაზეთის სამთავრო და "დედა რუსეთს" უბოდიშოდ შეუერთა... ამ დროიდან ეს რეგიონი ოსმალთა იმპერიასთან სიახლოვის გამო რუსეთ-თურქეთის საომარ მოქმედებათა არენად იქცა... პოლიტიკურმა ვითარებამ აფხაზეთს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭა...

რუსეთი მთელი ძალით შეეცადა, საქართველოს ეს ძველი მიწა თავისი იმპერიის საზღვრებს შიგნით მოექცია, საქართველოს "მავნე გავლენისაგან" გაეთავისუფლებინა და ოსმალთა წინააღმდეგ საიმედო პლაცდარმად ექცია.

თუმცა ამ მისწრაფებას ძალზე სერიოზული გარემოებები დაუპირისპირდა: აფხაზეთში თურქთა ხანგრძლივმა ბატონობამ მის მკვიდრთა უმრავლესობაში პროთურქული განწყობა გააძლიერა, რაც რუსთა მტაცებლურმა პოლიტიკამ კიდევ უფრო გაამძაფრა. რუსეთს აფხაზეთში დახვდა გამაჰმადიანებული აფხაზი მოსახლეობა, რომელსაც იდეოლოგიურად სწორედ რუსული ეკლესია უნდა დაპირისპირებოდა.

ის გარემოებაც გასათვალისწინებელია, რომ იმ დროისათვის რუსეთ-თურქეთის გამუდმებულმა ომებმა აფხაზეთის უძველესი ეკლესია-მონასტრები თითქმის აღგავა მიწის პირისგან და ამიტომაც მიზნის მისაღწევად ცარიზმს მათი აღდგენა და მოქმედ ტაძართა გარუსება დასჭირდა.

***
რუსული საეკლესიო პოლიტიკის პირველი მსხვერპლი ბიჭვინთის ძველი ტაძარი იყო. 1821 და 1838 წლების საიმპერატორო ბრძანებულებებით, ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, რის შემდგომაც მონასტერი აფხაზეთში რუსული იდეოლოგიის საყრდენად იქცა. მისი ბედი გაიზიარეს ბედიის, მოქვისა და ახალი ათონის მონასტრებმაც.

მოქვი

საქართველოს დაპყრობის შემდეგ რუსეთი აღარ მოერიდა ირანისა და თურქეთის "განაწყენებას" და როგორც კი საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციები გაიმყარა, უფრო თამამად იწყო აფხაზეთის "ათვისება".

ამ დროიდან მოყოლებული მთელი ძალით ამოქმედდა რუსული საგანმანათლებლო მისიები, რომელთაც 30-იანი წლებიდან სამხედრო უწყება და მისი თავკაცი, გენერალ-ადიუტანტი პანკრატოვი ხელმძღვანელობდა.

აფხაზეთში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში ჩამოყალიბდა სამისიონერო სკოლები, რომლებშიც ადგილობრივი მოსახლეობა რუსული პოლიტიკისა და იდეოლოგიის შესატყვის განათლებას იღებდა.

***
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან იმპერია და მისი ეკლესია, მიზეზთა გამო, გააქტიურდნენ და სამისიონერო საქმიანობა ორი მიმართულებით გაიშალა - სარწმუნოებაშერყეული მოსახლეობის მოქცევისა და ლამის მასობრივად გამაჰმადიანებულ ქართველთა გაქრისტიანებისაკენ.

წარმატების უზრუნველსაყოფად აფხაზეთი ოთხ რეგიონად დაიყო: გუდაუთის, გუმისთის, კოდორისა და სამურზაყანოს.

სამურზაყანოში ქართველთა სიჭარბის გამო უპირატესობა ქართველ სასულიერო პირებს მიენიჭათ, რადგან მათ უკეთ იცოდნენ ადგილობრივთა ფსიქოლოგია, ენა და ზნე-ჩვეულებანი.

***
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისისთვის რუსეთმა ამ რეგიონიდანაც იწყო ქართველი სამღვდელოების დევნა, რაშიც დიდად გაისარჯა რუსი მეცნიერი, ვინმე თევდორე გერშელმანი.

როგორც ზემოთ ვთქვით, ამ საშინელმა პოლიტიკამ მოსახლეობის დიდი პროტესტი გამოიწვია. განსაკუთრებულად აქტიურობდნენ ქართველი საზოგადო მოღვაწენი, მეცნიერები, ინტელიგენცია, თავადაზნაურობა, სამღვდელოება... სწორედ მათი ძალისხმევით გაიღვიძა 60-იანი წლების აფხაზეთში ქართული ცნობიერებისა და კულტურისკენ ლტოლვამ, რასაც ოცდაათამდე ეკლესია-მონასტრის ამოქმედება, სამრევლო სკოლათა გახსნა და კიდევ არაერთი ეროვნული საქმე მოჰყვა.

ქართველი სასულიერო პირები, რუსი სამღვდელოებისაგან განსხვავებით, განსაკუთრებული სიფრთხილით ცდილობდნენ გამაჰმადიანებულ თანამემამულეთა მოქცევას, რამაც იმპერიის რისხვა გამოიწვია: აფხაზეთში ქართული მართლმადიდებლობისკენ შემობრუნების პროცესმა უკიდურესად შეაშფოთა ისინი და გადაწყვიტეს, მაჰმადიანი იქაურები მასობრივად გაეხიზნათ თურქეთისაკენ.

ამ პროცესმა განსაკუთრებით აფხაზეთის მთიანეთი - კოდორის ხეობის ზედა წელი, წებელდა, ბზიფი და სოხუმის მთიანი მხარე დააზარალა. საბედნიეროდ, ქართული სამღვდელოების წყალობით, ამ საშინელ ღონისძიებას გადაურჩა გალისა და ოჩამჩირის რეგიონები.

ქართველი სასულიერო კრებულის მოღვაწეობამ ამ მიმართულებით მეცხრამეტე საუკუნის 80-90-იან წლებში განსაკუთრებულად გაამწვავა დაპირისპირება რუსულ და ქართულ ეკლესიებს შორის, რასაც შედეგად აფხაზეთისგან ქართველ სასულიერო პირთა ჩამოცილება მოჰყვა.

***
1887 წლიდან სოხუმის საეპისკოპოსო კათედრას მხოლოდ რუსი მღვდელმონაზვნები განაგებდნენ, სამონასტრო საქმის აღსრულება კი პოლიციის აპარატის მეშვეობით ხორციელდებოდა.

რაც უნდა პარადოქსად მოგეჩვენოთ, ეს მოხელენი გამაჰმადიანებულ აფხაზებს ძალდატანებით ნათლავდნენ, იძულებით "გაქრისტიანებულებს" კი დიდი სიძულვილი უჩნდებოდათ მართლმადიდებლობის მიმართ და კვლავ ძველ რწმენას უბრუნდებოდნენ.

საარქივო მონაცემებით, მეცხრამეტე საუკუნის დასალიერს სოხუმის ეპარქიაში 40 000 აფხაზი მოინათლა, თუმცა მათგან მხოლოდ მეოთხედმა შეინახა ქრისტიანად თავი.

ასე რომ, რუსულმა რეაქციულმა პოლიტიკამ შეურაცხყო აფხაზეთის მოსახლეობა და ძალზე შეაფერხა იქაურთა გაქრისტიანების პროცესი, ასე სათუთად და სიყვარულით რომ ხორციელდებოდა ქართველ სასულიერო პირთა მიერ და ეროვნული გადაგვარების პირას მიიყვანა აფხაზები.

***
ქრისტიანობის სახელით მოსული რუსი სასულიერო პირების დიდ უმრავლესობას უფლის სამსახურის ნაცვლად პირადი ინტერესები და იმპერიის მიერ დაკისრებული მისია ამოძრავებდა, რწმენისა და სიყვარულისაგან დაცლილ ასეთ მქადაგებლებს კი, რაღა თქმა უნდა, ადამიანთა სიყვარულის მოპოვება არ შეეძლოთ.

ყოველივე ამან ღრმა ნაპრალი შვა სამღვდელოებასა და მრევლს შორის.

***
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, უამრავი შიდა პრობლემის მიუხედავად, რუსეთი მსოფლიოსათვის ანგარიშგასაწევი სახელმწიფო იყო და ცდილობდა კიდეც, პოლიტიკური გავლენა მთელ საქრისტიანოზე გაევრცელებინა, რაც რუსული სამონასტრო ცხოვრების აღორძინებითაც გამოიხატა. სწორედ ამ ხანას ემთხვევა ათონის წმინდა მთაზე რუსული ლავრის, "რუსიკის" აღორძინება და აფხაზეთში, ახალ ათონზე წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრის დაარსება, რომელიც სიმონ კანანელის ქართული მონასტრის საძირკველზე აღმოცენდა და იქ რუსული პოლიტიკის ერთ-ერთ უჯრედად ჩამოყალიბდა.

მეცხრამეტე საუკუნის 60-70 - იან წლებში, როდესაც რუსული პოლიტიკა აშკარად დაინტერესდა ბალკანეთით, ათონზე რუს და ბერძენ ბერებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა (ეს ყოველივე "ბერძნულ-რუსული პანტელეიმონის პროცესის" სახელით დაფიქსირდა ისტორიაში). ხსენებულ პროცესში "რუსიკის" გამარჯვება რომ ხანმოკლე იყო, იმპერიამ მშვენივრად იცოდა და ალტერნატიული თავშესაფრის მოსაძიებლად თადარიგიც დაიჭირა - აფხაზეთში ახალი ათონის მონასტერი დააფუძნა, რომელიც ძველი ათონის "რუსიკს" დაექვემდებარა.

ახალ ათონს კი დაექვემდებარა ბიჭვინთის ძველქართული ტაძარი, რომელიც სულ მალე რუსულად გადაკეთდა.

***
მეოცე საუკუნემ რუსულ იმპერიას ახალი გეგმები, ინტერესები და ბრძოლის მეთოდები უკარნახა. პოლიტიკურმა კონიუნქტურამ მრავალი რამ განაპირობა - პირველმა მსოფლიო ომმა, შიდა კრიზისმა და იმპერიის განაპირა მხარეებში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობებმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის ხელახლა დაყენებისაკენ უბიძგა ქართულ საზოგადოებას, რამაც ცარიზმი გააცოფა და ნაცადი ზომების გამოყენებისაკენ უბიძგა - კონტრშეტევაზე გადმოვიდა და ახალი საეკლესიო რეფორმისთვის სამზადისს შეუდგა, რაც საეკლესიო საზღვართა ხელახალ გადანაწილებას, კავკასიის სამიტროპოლიტოს (რომელიც რუსულ ეკლესიას უნდა დამორჩილებოდა და საეგზარქოსოზე უარესი გახლდათ) დაარსებას და ამ ყველაფრით დარღვეული სახელმწიფო საზღვრის კიდევ ერთხელ დაკანონებას ისახავდა მიზნად.

ეს მოთხოვნები ჯერ კიდევ 1906 წელს გააჩნდა რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდს, მაგრამ 1905-07 წლების რევოლუციამ მათ განხორციელებას ხელი შეუშალა, 1916 წლისთვის კი კვლავ იჩინა თავი. ამოქმედდა საუკუნის დასაწყისში ჩაფიქრებული პროექტი ყუბანთან სოხუმის ეპარქიის გაერთიანების შესახებ, რომლის ცენტრიც ქალაქი ეკატერინოდარი უნდა გამხდარიყო.

მოგვიანებით სოხუმის ეპარქიას თავის ახალ საზღვრებში უნდა შემოეერთებინა სამეგრელოსა და სვანეთის ეპარქიებიც, რასაც რეაქციონერი დეკანოზი, იოანე ვოსტორგოვი ედგა სათავეში.

კავკასიის სამიტროპოლიტოს უნდა მოეცვა როსტოვიდან არზრუმამდე გაშლილი ტერიტორია, რომლის კათედრები ჩრდილო კავკასიის ცენტრალურ ქალაქებში უნდა განთავსებულიყო (მათ შორის, სოხუმის ეპარქიაც, რომელიც ქართულ სამრევლოებს მოსწყდებოდა და გარუსებულ ქართველთა, აფხაზთა, ბერძენთა და სომეხთა ეპარქიად იქცეოდა).

ამით იმპერია ერთგვარად ემზადებოდა იმ შემთხვევისათვის, თუ ქართული ეკლესიის აღდგენის საკითხი კვლავ დადგებოდა. ამ შემთხვევაში, გარუსებული აფხაზეთის სამწყსო რუსული ეკლესიის წიაღში აღმოჩნდებოდა და ქართულ ეკლესიას ვეღარ დაუბრუნდებოდა.

ქართველმა საზოგადოებამ აშკარად იგრძნო საფრთხე და რუსულ გეგმებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. "სოხუმის ოლქს, რომელიც ისტორიულად, ეთნოგრაფიულად და ლინგვისტურად ქართული საკათალიკოსოს განუყოფელი ნაწილია, ქართველობა თავის დღეში არ დასთმობს: ვეძიოთ სიმართლე, რომ ცოცხალ ქართულ ეკლესიურ ორგანიზმს საღი ნაწილი არ ჩამოეჭრას", - ქართველი ერის სახელით წერდა პეტროგრადში გაზეთ "საქართველოს" წარმომადგენელი, ნაფიცი ვექილი დ. ჭიაბრიშვილი.

***
ამ შემზარავმა და უღვთო პოლიტიკამ თავად აფხაზთა მწვავე პროტესტიც გამოიწვია. მათ რუსთაგან კატეგორიულად მოითხოვეს სოხუმის ეპარქიის საქართველოს ეკლესიის წიაღში დატოვება, აფხაზეთის ტაძრებში ქართული საღვთისმეტყველო ენის აღდგენა, სამრევლო სკოლებში ქართული ენის დანერგვა და სხვა.

"ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმებიდან ქრისტიანობის გავრცელების საქმე და მისი პოპულარიზაცია აფხაზეთში მეტად შეფერხდა... სარწმუნოების დაცვის გამო გთხოვთ, არ გაგვთიშოთ და გაგვყოთ ძველადვე არსებულ წყობილებიდან, რომელიც საუკუნეთა მანძილზე შექმნილია საქართველოსა და აფხაზეთის ისტორიული და კულტურული ცხოვრების მიერ", - ამ სიტყვებით მიმართა აფხაზმა ხალხმა რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდს.

მაგრამ ამ პროტესტის მიუხედავად, იმპერიას უკან დახევა არც უფიქრია და 1917 წლის დასაწყისშივე სოხუმის გამოყოფილ ეპარქიაში ახალი, გაცილებით ვერაგი რეორგანიზაცია დაიწყო: - სინოდის განჩინებით, სოხუმის ეპარქია ორად დანაწევრდა - შავი ზღვისპირეთის გუბერნიას დამოუკიდებელი საეპისკოპოსო ნოვოროსიისკში დაუდგინდა, ხოლო სოხუმის ოლქი ქუთაისს მიეწერა, რაც აფხაზეთში საეპისკოპოსო კათედრის გაუქმების მაუწყებელი გახლდათ.

აფხაზეთის უკვე ყოფილი საეპისკოპოსო კათედრა ქუთაისის სამიტროპოლიტოს დაექვემდებარა, მაგრამ ეს რეალურად ვერ განხორციელდა - რუსთა იმპერიამ დიდი პოლიტიკური გადატრიალება - ოქტომბრის წითელი რევოლუცია გადაიტანა, რამაც, ნებსით თუ უნებლიეთ, ქართულ პოლიტიკურ და საეკლესიო ცხოვრებაშიც ბევრი რამ შეცვალა.

ამ პერიოდიდან "ახალ რუსეთს" საქართველოს მიმართ არათუ გაუნელდა ინტერესი, მან სხვა განზომილებაში გადაინაცვლა და დროის შესატყვისი მეთოდებითაც აღიჭურვა.
მასალა ეფუძნება პროფესორ ქეთევან პავლიაშვილის ნაშრომს
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler