"ჩონი სამშობლო აქ არის, რომელსაც სიზმარში ვხედავთ; აქ ჩამოსვლა დიდი ხანია გვინდოდა"
"ჩონი სამშობლო აქ არის, რომელსაც სიზმარში ვხედავთ; აქ ჩამოსვლა დიდი ხანია გვინდოდა"
ყოველი ჩვენი თანამემამულე დღემდე ტკივილით იხსენებს საქართველოს ისტორიის იმ ბედუკუღმართ ხანას, როცა შაჰ-აბასმა 300 000 ქართველი სამშობლოს მოსწყვიტა და სპარსეთში წაასხა. შაჰი შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი გახლდათ. მან იცოდა, რომ ქართველები კარგი მეომრები იყვნენ, ამიტომ ჩასახლებულნი ცოცხალ ზღუდედ გამოიყენა და მომთაბარე ტომებისაგან ისპაჰანის დაცვა დაავალა. ქართველები ირანის სამ რაიონში: ხორასანში, ფერეიდანსა და მაზანდარანში დასახლდნენ.

ირანს წაყვანილი 300 000 ქართველის შთამომავლობა დღეს 100 000 კაციღაა. ქართველობა მხოლოდ ფერეიდნელებს შეუნარჩუნებიათ. მათ თავი შეუფარებიათ მაღალმთიანი რეგიონისათვის - ზაგროსის მთებისათვის, სადაც სუსხიანი ზამთარი და ხორშაკი ზაფხული იცის. ლოკალურად დასახლებულან, არ ათქვეფილან ირანელებში, არ გაფანტულან, დაუარსებიათ ქართული სოფლები და მათთვის ის სახელები უწოდებიათ, საიდანაც თვითონ ყოფილან წამოსულნი.

წლების წინ, ფერეიდნელი ქართველების ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღნიშნა: "მათში სამშობლოს ისეთი სიყვარულია, რომლის მსგავსი არ მინახავს და არ მსმენია საქართველოს არც ერთ კუთხეში და არც უცხოეთში. როცა ფერეიდნელი ბავშვები ერთმანეთს ეკითხებიან: სად არის ჩვენი სამშობლოო, - მიუგებენ: ცისარტყელა რომ გამოჩნდება, მის ქვეშ უნდა გაიარო და იქ არის საქართველოო".

გაგაცნობთ თხემით ტერფამდე ქართველ ვაჟკაცს, რომელმაც დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ოცნება აიხდინა და სამშობლოში დაბრუნდა.

ალექსი (ალი) ასლანიშვილი ირანში, ისპაჰანის ოლქის ქართულ სოფელ ჩუღურეთში დაიბადა. მისი ოჯახი 13 სხვა ქართულ ოჯახთან ერთად 1973 წელს დაბრუნდა წინაპართა მიწაზე. მაშინ ალი 15 წლის იყო. მათი "შინ" დაბრუნებისას ქალაქ საგარეჯოს ცენტრში მიტინგი გაიმართა. "ჩონი სამშობლო აქ არის, რომელსაც სიზმარში ვხედავთ; აქ ჩამოსვლა დიდი ხანია გვინდოდა", - ამბობდნენ ისინი.

ალი ასლანიშვილი საგარეჯოში დავაჟკაცდა. ახლა იგი თბილისის გარეუბანში ცხოვრობს. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაზგური ფერწერის განხრით. მისი მეუღლე, რუსუდან ჩაჩანიძე, პროფესიით ფიზიკოსია, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.Uუფროსი ქალიშვილი, თეკლა, მამის კვალს გაჰყვა და სამხატვრო აკადემია დაამთავრა; შუათანა, მარიამი, ფორტეპიანოზე უკრავს, ხოლო უმცროსი, ლუკა, თბილისის პირველი გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეა. მისდევს სპორტს, ხატავს და ისიც ძალიან კარგად უკრავს ფორტეპიანოზე.

ალექსი ასლანიშვილი დღეს უკვე აღიარებული მხატვარია. ხშირად მართავს გამოფენებს თბილისში, მოსკოვში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გერმანიაში. გაიმარჯვა 2002 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ჰქონდა პერსონალური გამოფენები "ცისფერ გალერეასა" და "ძველ გალერეაში". მის ნამუშევრებს შეხვდებით იაპონიის, ამერიკის, გერმანიის, ესპანეთის, ირანის, რუსეთის, საქართველოს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. სახვითი ხელოვნების მოყვარულნი მაღალ შეფასებას აძლევენ ამ ორიგინალური ხელწერის მქონე შემოქმედის ხელოვნებას. პოსტიმპრესიონიზმით ნასაზრდოებ მის ნამუშევრებში ეროვნული მოტივი ჭარბობს. "მხატვრის სულის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს მშობლიური მიწა და გარემო, - ვკითხულობთ ალი ასლანიშვილის მხატვრობისადმი მიძღვნილ პუბლიკაციაში, - მაგრამ როცა ხელოვანს ორი სამშობლო აქვს, მისი მხატვრობა ის საუკეთესო სინთეზია, როცა ნიჭიერი და გემოვნებიანი შემოქმედი ორივე წიაღიდან საუკეთესოს იღებს". Mმის მიერ შესრულებულ ქართულ და ფერეიდნულ პეიზაჟებში ჩანს "საქართველოში - ფერეიდანის ნოსტალგიით გამოწვეული თავისებური მელანქოლია და პირიქით - ფერეიდანში სამშობლოზე ფიქრით გამოწვეული განცდები".

- რა იცოდით ფერეიდანში "შორეული გურჯისტანის" შესახებ და როგორ გადაწყვიტეთ სამშობლოში დაბრუნება?

- ჩემი ოჯახი საქართველოში 1973 წლის დეკემბერში ჩამოვიდა. შვიდი და-ძმა ვიყავით, მე უფროსი გახლდით. ჩემს ბავშვობაში ფერეიდნელებმა აღარც კი იცოდნენ, რომ საქართველო ისევ არსებობდა. XIX საუკუნემდე შემოინახეს ეს ხსოვნა და შეინარჩუნეს ქრისტიანობა, მაგრამ მერე რა მოხდა, ვერავინ დაადგინა. საქართველო იმდენად წაიშალა მათ გონებაში, რომ ლეგენდად იქცა. იმ დროს არათუ დაბრუნებაზე საუბარი, საქართველოს ხსენებაც კი სასტიკად იკრძალებოდა.

ქართველებს "ჩვენებურებს" ვუძახდით. ვიცოდით, რომ საქართველო შთანთქა რუსეთმა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა ქართველმა მაინც შეძლო ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევა და შევიტყვეთ, რომ საქართველო არამცთუ არსებობდა, არამედ საბჭოთა კავშირის წამყვანი რესპუბლიკა იყო. ამის შემდეგ ფერეიდნელებმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს.

ფერეიდანი მწირმოსავლიან მიწაზეა, სადაც საცხოვრებლად რთული პირობებია. მიწა იქ ძალიან ძვირი ღირს, რის გამოც ქართველები იძულებულნი გახდნენ, ისპაჰანსა და თეირანში გადასულიყვნენ საცხოვრებლად, რაც, თავის მხრივ, სხვა ერებთან შერევის საშიშროებას იწვევდა. ამანაც გადაგვაწყვეტინა სამშობლოში დაბრუნება. ჩემი მშობლები დაუკავშირდნენ საბჭოთა კავშირის საელჩოს თეირანში და დახმარება სთხოვეს. ამ სურვილს წინ მრავალი ბარიერი ეღობებოდა და იგი დავის საგნად იქცა ორ ქვეყანას შორის, ამიტომ მოლაპარაკება რამდენიმე წელიწადს გრძელდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდა.

სოფლები დაირაზმნენ საქართველოში წამოსასვლელად, მაგრამ ირანმა დაგვაბრკოლა. მაგალითად, მამაჩემს ედავებოდნენ, სამხედრო სამსახური არ მოგიხდიაო. ის ამ დროს 40 წლის იყო. ბევრი იფიქრა და ბოლოს განუცხადა: კი ბატონო, თანახმა ვარ, ახლა ვიმსახურებო. ეს რომ გაიგეს, უთხრეს: წადი, შენ მაინც ვერაფერი გამოგასწორებსო და წამოვედით. საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ყოველმხრივ გვიწყობდა ხელს - კომუნისტური ქვეყნისთვის რეკლამა იყო ჩვენი იქ გადასახლება, ჩვენ კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, ქართულ მიწაზე დაგვედგა ფეხი...

- ირანში როგორ ეპყრობიან ქართველებს?

- ირანში ქართველებს უდიდეს პატივს სცემენ. იქაური ქართველი ზნეობის, ზრდილობისა და განათლების ერთგვარი საზომია. ქართველებსაც ერთმანეთი იქ უფრო უყვართ. რამე გაუგებრობა თუ მოხდა, ისე ჩუმად აგვარებენ ყველაფერს, რომ გარეშენი ამას ვერც კი იგებენ. ცნობილი ფაქტია, რომ ფერეიდნელ ქართველებს შორის ან ფერეიდნელი ქართველებისგან სისხლის დაღვრის პრეცედენტი არასდროს ყოფილა.

ჩვენები ძირითადად სამხედრო უწყებებში ან კომერციულ ბანკებში მუშაობენ და დღემდე ბავშვურად სჯერათ, რომ საქართველო ანგელოზების ქვეყანაა.

- ახლა, როცა უკვე საქართველოში ხართ, როგორ შეაფასებდით თქვენს ნაბიჯს, რას ელოდით და რა დაგხვდათ დედასამშობლოში? ხომ არ ნანობენ ფერეიდნელები დაბრუნებას?

- მამაჩემის წარმოდგენაში საქართველო ფანტასტიკური, საოცნებო ქვეყანა იყო. ერთი სული ჰქონდა, ხორცი შეესხა თავისი ოცნებისათვის. როდესაც სამშობლოზე ფიქრობდა, თვალებში სხვაგვარი სხივი გაუელვებდა ხოლმე. აქ რომ ჩამოვიდა, გული დასწყდა, თუმცა არ იმჩნევდა... სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 7 წელიღა იცოცხლა და 49 წლისა გარდაიცვალა.

მეც მაწუხებს ქართველების ზოგიერთი საქციელი. ფერეიდანში, ქუჩაში მამაკაცები რომ კამათობენ და მათ ახლოს მანდილოსანმა ჩაიაროს, მაშინვე დაუწევენ ხმას ან საერთოდ გაჩუმდებიან. გინებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ცამეტი ოჯახი ვიყავით ჩამოსული და აქედან რვა უკან დაბრუნდა. ბუნებრივია, ქარტეხილებმა ჩვენს თავზეც გადაიარა, მაგრამ სიყვარული და სითბო უფრო მეტი მახსოვს ჩემი ქვეყნისა და ხალხისაგან.

- ქართველ სასულიერო პირებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თუ შეხვედრიხართ?

- როდესაც, ღვთის ნებით, საქართველოში დავბრუნდით, იმ პერიოდში უწმინდესთან იყო მიღებები, სადაც მეც არაერთხელ მოვხვედრივარ. როცა შეიტყო, რომ მხატვარი ვარ და ცოტა პრობლემებიც მაქვს (მოგეხსენებათ, დღეს ძნელია მხატვრობით ოჯახის რჩენა), ლოცვა-კურთხევა მომცა, მივსულიყავი წმინდა სამების ტაძარში და მის მოხატვაში მიმეღო მონაწილეობა. იმედი მაქვს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ამ საქმეს თავი გავართვი.

სასულიერო პირებთან ურთიერთობა დიდ შვებას მანიჭებს. სულიერი განსაცდელის ჟამს მათი თანადგომითა და რჩევა-დარიგებით ვპოულობ გამოსავალს. ყველა სულიერი მოღვაწე, ვინც კი ჩემს წარმომავლობას შეიტყობს, ცდილობს, მხარში ამომიდგეს. მათი ყურადღება და გულისხმიერება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მაგრამ ამდენ თავზე ხელის გადასმასაც დაფასება უნდა. ის, რაც ჩემმა წინაპრებმა გააკეთეს თავისი ერის საკეთილდღეოდ და თავისი წარმომავლობის სადიდებლად, მე ვერ მაცხონებს. წინაპრების ხარჯზე ცხოვრება არ შეიძლება. რაღაც მეც უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ გავამართლო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილობა.

- თქვენს შემოქმედებაში ყველა ამჩნევს ეროვნულ კოლორიტს. იმასაც ამბობენ, რომ ფერისა და სამშობლოს გამძაფრებული შეგრძნება გაქვთ...

- მე ისეთ მხარეში დავიბადე, სადაც ადამიანები მზისა და მთის ენერგიით არიან დამუხტულნი. სწორედ ამ ენერგიისა და სითბოს გადმოცემას ვცდილობ ტილოზე. ჩემს სახელოსნოში, სადაც წვიმაც ჩამოდის და ზამთარში ცივა, მუშაობის დროს კლასიკურ მუსიკას ვუსმენ და თვალწინ ბავშვობისდროინდელი ადგილები წარმომიდგება, ზაგროსის მთები, იქაური ჩუღურეთი და იქაური ცხელი მზე. მსურს, ისეთი ლანდშაფტები აღვწერო, რომლებსაც კაცის ხელი ჯერ არ შეხებია. პირველქმნილი ბუნება ჩემი მუდმივი მუზაა. საქართველოში უფრო ცივი მთაა, ირანში კი - ცხელი, გავარვარებულია მთაცა და მიწაც. მეხსიერებაში სწორედ ეს გავარვარებული, გარუჯული მთის ფერები მაქვს ჩაბეჭდილი. ამიტომაცაა ჩემი ფერწერა ენერგიული. მიზიდავს მწვერვალებიც. ჩვენთან ახლოს 4000 მეტრამდე ატყორცნილი გავარვარებული კლდეები იყო. სულ ვოცნებობდი მათ დალაშქვრაზე. მთა-თუშეთი, სვანეთი ფეხით მაქვს მოვლილი, სამი მწვერვალიც დავლაშქრე.

- რისი თქმა გსურთ თქვენი მხატვრობით და, თქვენი აზრით, რა ჰქვია იმ ძალას, რომელიც ფუნჯის მოსმისკენ გიბიძგებთ?

- ყველა მხატვარი ცდილობდა ყოფილიყო ინდივიდუალური, რაღაც განსხვავებული ეთქვა. ყოველდღე ვცდილობ, რომ ნაბიჯი წინ გადავდგა და რაღაც ახალი შევქმნა. სულ ექსპერიმენტებში ვარ. არ ვცხრები. არ ვიზღუდები რაიმე გარკვეული მიმართულებით. წინასწარ არ ვიცი, თუ რა ჰარმონია დაჯდება ტილოზე. ყოველ ჩვენგანში არის, თუნდაც წამიერად, ემოციები, რომლებიც აგამაღლებს, აგწევს ცაში და ფრენას დაგაწყებინებს. ის რომ დააფიქსირო და მიჰყვე, შეიძლება სენსაციაც მოახდინო. მაგრამ ის წამი მოდის და მიდის. უნდა მოახერხო, იგი მოიხელთო, გააჩერო, დააფიქსირო და მარადიულობად აქციო.

ნაწილობრივ მხნეობას მმატებს ჩემი წარმომავლობაც. მეამაყება კიდეც და თან ვალდებულებას ვგრძნობ ჩემი წინაპრების, ერის, ოჯახის, საკუთარი თავის წინაშე. მეორე ის არის, რომ ხატვისაკენ შინაგანი მიდრეკილება ბავშვობიდანვე მქონდა. მამაჩემი, მრავალჭირგამოვლილი კაცი, მეტყოდა ხოლმე, მხატვრობით პურს ვერ შეჭამო, მაგრამ მე ამაზე არასოდეს მიფიქრია... მხატვრობის ნიჭი ღვთით ბოძებული ჯილდოა, რომელიც ყველას არ ეძლევა. ეს ბედნიერებაა.

- დაბოლოს, რას უსურვებთ ჩვენი ჟურნალის მკითხველებს?

- თქვენს მკითხველს, ეკლესიის მრევლს, ქართველ ხალხს, ჩემს ხალხსაც ბედნიერ საქართველოს ვუსურვებ. ყველა ჩვენგანზე, მათ შორის - უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზეც, არის დამოკიდებული, თუ როგორ ვიქნებით ერთ მუჭად შეკრულნი და როგორი ქვეყანა გვექნება. ჩემი დიდი ოცნებაა, ქართველი ერი ერთად იყოს, კარგად იყოს, მინდა, ჩვენი ქვეყანა კვლავ აღმავლობისა და აღმშენებლობის გზას დაადგეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler