იმპერატორ კონსტანცის დროს იერუსალიმის ცაზე პატიოსანი ჯვრის გამოცხადების სასწაული (351 წელი); 7 (ახალი სტილით - 20) მაისი
იმპერატორ კონსტანცის დროს იერუსალიმის ცაზე პატიოსანი ჯვრის გამოცხადების სასწაული (351 წელი); 7 (ახალი სტილით - 20) მაისი
პირველი ქრისტიანი იმპერატორის, წმინდა კონსტანტინე დიდის გარდაცვალების შემდგომ მისი ვაჟი კონსტანცი გამეფდა, რომელიც ფრიად თანაუგრძნობდა არიოზს. სწორედ ჭეშმარიტების დასამოწმებლად გამოჩნდა წმინდა ქალაქის თავზე 351 წლის 7 მაისს, სულთმოფენობის დღეს, სამ საათზე უზარმაზარი ჯვარი, რომელიც საკვირველად ბრწყინავდა.

ეს სასწაული უამრავლა ადამიანმა იხილა, ჯვრის გამოცხადება გოლგოთის მთის თავზე დაიწყო და ელეონის მთას მისწვდა, გოლგოთიდან 15 სტადიონით რომ არის დაშორებული. ჯვარი ცისარტყელის ფერებით კიაფობდა და ხალხის მზერას იპყრობდა. სასწაულის ხილვით გაოგნებულნი, ღვთის სადიდებლად აღდგომის ტაძარში შეიკრიბნენ.

ჯვრის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ იერუსალიმის პატრიარქმა, კირილემ (350-387 წლები) იმპერატორ კონსტანცს წერილობით აცნობა და მოუწოდა, დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას.

სოზომენეს გადმოცემით, წმინდა ჯვრის ცაზე გამოსახვის სასწაულით მრავალი იუდეველი და ელინი მოიქცა.
ბეჭდვა
1კ1