დაიჩოქეთ, როგორ დგახართ ამხელა წმინდანის წინაშე სავედრებელი პარაკლისის დროს!
დაიჩოქეთ, როგორ დგახართ ამხელა წმინდანის წინაშე სავედრებელი პარაკლისის დროს!
თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი  მიქაელი (გაბრიჭიძე) ჰყვება თავის ერისკაცობის დროინდელ ამბავს: "სიონის ტაძარში ერთ-ერთი მღვდელმთავარი აღავლენდა წმინდა მეფე თამარის სავედრებელ პარაკლისს. ამ დროს შემობრძანდა მამა გაბრიელი (ურგებაძე ). აშკარად ვიგრძენი, რაღაც დიდი მადლი შემოვიდა ტაძარში. იგი მღვდელმთავრის გვერდით დადგა. ტაძარში მყოფთ თვალი მოავლო. ეტყობა, წმინდანის მიმართ მოწიწება ვერ დაინახა. ავიდა ამბიონზე და მრევლს შესძახა: "დაიჩოქეთ, როგორ დგახართ ამხელა წმინდანის წინაშე სავედრებელი პარაკლისის დროს!" მრევლმა მაშინვე დაიჩოქა, თვითონაც მუხლებზე დაეცა, ტიროდა და გოდებდა: "გიშრისფერი გაშლილი თმით, ფეხშიშველი მიუძღოდა ჯარს წინ. მარხულობდა, დღედაღამ ლოცულობდა, რომ გაემარჯვებინა მტერზე". თითოეულმა ჩვენგანმა შევიგრძენით, რამხელა მოწიწებით უნდა გველოცა წმინდა თამარ მეფეზე. "თქვე წუწურაქებო, მუხლის მოდრეკაც არ გინდათ!" - შემოგვძახა. მამა გაბრიელი კიდევ დიდხანს გოდებდა, შემდეგ წამოდგა, აღასრულა დიდი მეტანია და ემთხვია წმინდანის ხატს. მრევლმა საოცარ სიჩუმეში განსაკუთრებული მოწიწებით გაიმეორა იგივე".
ბეჭდვა
1კ1