როგორც "არტინფოს" ვებ გვერდიდან ვგებულობთ, იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ იუდას უდაბნოში 1952 წელს ქართული მონასტრის წარწერები აღმოაჩინა,
რომლებიც სპეციალისტების მიერ დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის უძველესად არის მიჩნეული. წარწერები იატაკზე მოზაიკით არის შესრულებული. ასომთავრულით შესრულებული სამი წარწერიდან, ერთი დაუზიანებელია, ორი კი ფრაგმენტების სახით არის შემორჩენილი.პირველი წარწერა VI საუკუნით, კერძოდ 532–552 წლებს შორის პერიოდით თარიღდება, მეორე და მესამე წარწერა კი შესრულებულია გაცილებით ადრე. პალესტინის ქართულ წარწერებს მიხეილ თარხნიშვილი და გიორგი წერეთელი იკვლევდნენ. კვლევის მიხედვით, წარწერები V საუკუნის I ნახევრით თარიღდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პალესტინაში აღმოჩენილი წარწერა ბოლნისის სიონის ცნობილ წარწერებს ნახევარი საუკუნით უსწრებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი