ღმერთმა ჩუმად დამიკაკუნა გულზე
ღმერთმა ჩუმად დამიკაკუნა გულზე
"ღმერთმა ჩუმად დამიკაკუნა გულზე", - წერს დეკანოზი სერგი ბულგაკოვი. 14 წლიდან მოყოლებული ათი წლის მანძილზე ჭაბუკი ურწმუნოდ ცხოვრობდა. სულში სიცარიელე უტრიალებდა. მაგრამ ერთხელაც მოვიდა უფალი და გულზე დაუკაკუნა. ეს მაშინ მოხდა, როცა მგზავრობისას პირველად კავკასიის მთებს მოჰკრა თვალი. ამან ისე აღაფრთოვანა, რომ ბალღობის წლები გაახსენა, მაშინდელი გულწრფელი რწმენა. მაგრამ გზაში შემოაღამდა და კავკასიის მთები სიბნელემ დაფარა. მზის სხივთან ერთად ჩაქრა მის სულში ის ამაღელვებელი გრძნობა. მან ღვთის ძახილს არ მოუსმინა და უფალი განეშორა. შემდგომში კვლავ ხმა ამოიღო ამ გრძნობამ და ისევ კავკასიის მთების ხილვისას - თითქოს მის თვალწინ სამყაროს შესაქმის პირველი დღე კრთოდა. სული ნეტარებდა, ქმნილების ხილვამ შემოქმედამდე, სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველამდე მიიყვანა. მან იპოვა თავისი სასურველი უფალი.
ბეჭდვა
1კ1