ღვთისმშობელო, ქრისტე აღსდგა!!!
ღვთისმშობელო, ქრისტე აღსდგა!!!
ნეტავი იმ ერს, რომელსაც მორწმუნე ხელისუფალი ჰყავს. 1800 წლის აღდგომის ღამეა. თბილისის სიონის ტაძარში კათალიკოსი ანტონი სწირავს. თანამწირველად არსენი თბილელი და მიხეილ ნინოწმინდელი ჰყავს. მობრძანდა მეფე გიორგი ცისკრის ლოცვის წინ. ჩვეულებისამებრ თვითონ აღანთო "სანთელი კელაპტარი ყვითლისა სანთლისა" სიონის ღვთისმშობლის ხატის წინაშე და უეცრად, ყველასთვის მოულოდნელად, ხმამაღლა შესძახა: "ღვთისმშობელო, ქრისტე აღსდგა" - "ესრეთი აქვნდა ტრფიალება ქრისტეს სიყვარულისა" მორწმუნე მეფეს. მისმა ხმამ თითქოს "ზეგარდმო მოღებულმან შეარყივნა გონება და სხეული იქვე მყოფთ. ეგონათ, თითქოს ღმერთის ხმა მოესმათო. "შეძრწუნებული ვითარცა საყვირის ხმითა, დღესაც ვძრწი და ვლმობიერობ დღესასწაულისათვის ქრისტეს ეკლესიისა, ესრეთ ბრწყინვალედ თვით მეფისაგან გარდახდილთა", - ბრძანებს გენერალ-მაიორი ზაქარია იოსელიანი, ბიძა პლატონ იოსელიანისა.
ბეჭდვა
1კ1