მეუფე ნიკოლოზი - ჩვენც ვსწავლობთ თანდათანობით ამ რთულ ვითარებაში როგორ მოვახერხოთ ის, რომ არც მრწამსს ვუღალატოთ და არც წესრიგი დავარღვიოთ
მეუფე ნიკოლოზი - ჩვენც ვსწავლობთ თანდათანობით ამ რთულ ვითარებაში როგორ მოვახერხოთ ის, რომ არც მრწამსს ვუღალატოთ და არც წესრიგი დავარღვიოთ
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სასულიერო პირები თანდათან სწავლობენ რთულ ვითარებაში როგორ მოიქცნენ ისე, რომ არც მრწამსს უღალატონ და არც წესრიგი დაარღვიონ.

როგორც მიტროპოლიტი ნიკოლოზი განმარტავს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებს ისინი დაიცავენ. მისივე განცხადებით, ხატებზე მრევლს აღარ ამთხვევენ, მათ მოძღვრები პირჯვარს გადასახავენ და ნაკურთხ წყალს ასხურებენ.

"როცა საქართველოში საგანგებო ვითარება გამოცხადდა, შაბათი საღამო იყო. კვირა დილას ბევრ ტაძარში უკვე დაცული იყო დისტანცია. ჟურნალისტებს და ტელევიზიებს გეხებათ, საჭირო არ არის მტრის სახის შექმნა ან ეკლესიისგან ხალხისთვის, ან ხალხისგან ეკლესიისთვის, ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენ ყველას ერთი მტერი გვყავს, ეს არის ის საშინელი ეპიდემია, რომელიც მთელ მსოფლიოში კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება. ეს არის ჩვენი მტერი, მტერი, რომელსაც ჩვენი სიკვდილი უნდა, ჩვენ ამაში ყველანი ვერთიანდებით და ჩვენი ძალის მიხედვით, ვცდილობთ თავი დავიცვათ.

რაც შეეხება ეკლესიებში წესრიგის დაცვას, თანდათანობით, რამდენადაც შეგვიძლია, ვცდილობთ, ეს წესრიგი დაცული იყოს. ყველამ იცის, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ დისტანცია უზრუნველყოფილი იყოს. რაც შეეხება ხატებზე და ჯვარზე მთხვევას, ადამიანს ვერ ავუკრძალავთ, რომ ჯვარზე ემთხვიოს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალური თავშეკავებისაკენ მოვუწოდებთ. ამას წინათ, გავრცელდა კადრები აქ, სამების ტაძარში ჯვარზე როგორ ემთხვეოდნენ, მღვდელმა შემოატარა ჯვარი მთხვევისთვის, ეს იმიტომ მოხდა, რომ ხალხი უნდა მისულიყო ჯვარზე სამთხვევად და შეიძლება დისტანცია დარღვეულიყო. ახლა გავაფრთხილეთ მოძღვრებიც, რომ ასე ნუღარ მოიქცევიან, გადასახონ ჯვარი და ასხურონ ნაკურთხი წყალი. ასე რომ, ჩვენც ვსწავლობთ თანდათანობით ამ რთულ ვითარებაში როგორ მოვახერხოთ ის, რომ არც მრწამსს ვუღალატოთ და არც წესრიგი დავარღვიოთ. ეს არის ჯანდაცვის და ჩვენი სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესები, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის საერთოა", - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler