"სამი დღეა მიცვალებულთან ერთად ვცხოვრობ... ვერვინ გვეკარება, არავინ შემოდის" - რას წერს იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი
"სამი დღეა მიცვალებულთან ერთად ვცხოვრობ... ვერვინ გვეკარება, არავინ შემოდის" - რას წერს იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი
იტა­ლი­ა­ში, მი­ლან­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტი ნუნუ რო­ბა­ქი­ძე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უმ­ძი­მეს სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს. ქალ­ბა­ტო­ნი წერს, რომ უკვე სამი დღეა მიც­ვა­ლე­ბულ­თან ერ­თად უწევს ცხოვ­რე­ბა, რად­გან ქალს, რო­მელ­საც უვ­ლი­და გარ­და­იც­ვა­ლა. თუმ­ცა მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის ფონ­ზე, მათ­თან სახ­ლში არა­ვინ მი­დის, რად­გან ყვე­ლას ეში­ნია მო­ხუ­ცი კო­რო­ნა­ვირუ­სით არ იყოს გარ­დაც­ვლი­ლი.

"2020 წლის 3 ა პ რ ი ლ ი... ვზი­ვარ და ვე­ლო­დე­ბი რო­დის გა­თენ­დე­ბა, მე­ტად სამ­წუ­ხა­როდ სამ­შობ­ლოს გა­რეთ იტა­ლი­ა­ში მი­ლან­ში ვარ ამ ურ­თუ­ლეს კა­ტას­ტრო­ფულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში...

ს ა მ ი დღეა მიც­ვა­ლე­ბულ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ... ირ­გვლივ თით­ქოს სი­ცო­ცხლე აღარ არ­სე­ბობს.. ასე და­ა­ზომ­ბი­რეს მსოფ­ლიო ხალ­ხე­ბი... ვერ­ვინ გვე­კა­რე­ბა, არა­ვინ არ შე­მო­დის, არც არა­ფე­რი გა­უ­კე­თეს, მო­ვა­წეს­რი­გე უკა­ნას­კნელ გზა­ზე ყვე­ლა­ნა­ი­რად, რო­გორც უვ­ლი­ან ქარ­თვე­ლე­ბი მიც­ვა­ლე­ბულს.

სან­თლე­ბი აუნ­თე... ვი­ლო­ცე, სა­გა­ლობ­ლე­ბიც ჩა­ურ­თე... მაგ­რამ , ეს დრო არ და არ გა­ვი­და... მარ­ტო ძნე­ლი ყო­ფი­ლა... უკვე სუნ­თქვა შე­მეკ­რა... ფან­ჯრებს დიდ­ხანს ვერ ვა­ღებ, რომ არ შე­უ­წყო ხელი ვირუსს არა და კა­რან­ტინ­ში ყოფ­ნა მო­მი­სა­ჯეს მიც­ვა­ლე­ბულ­თან ერ­თად..

არ იცი­ან ეს ქალ­ბა­ტო­ნი რით გარ­და­იც­ვა­ლა... დღეს მოვა სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი წა­ას­ვე­ნებს საბ­რა­ლოს, არა­ვინ ნა­თე­სა­ვი და ოჯა­ხის წევ­რი არ მო­დის ში­ში­სა­გან. შევ­რჩი მე მხო­ლოდ... ღმერ­თი არს ჩემ­თან, ჩემი უსას­რუ­ლო სიყ­ვა­რუ­ლი - ქ რ ი ს ტ ე ღმერ­თი...

ღ მ ე რ თ ს და ჯ ვ ა რ ს მი­ვენ­დოთ, ყო­ვე­ლი­ვე წარ­მა­ვა­ლია.. .ჩვენ გა­დავ­რჩე­ბით და გა­ვი­მარ­ჯვებთ... ეს გარ­და­უ­ვა­ლია!!! ნუ და­ვე­ლო­დე­ბით ბა­ბი­ლო­ნის გო­დო­ლი­ვით აგე­ბულ ქა­ლა­ქებ­ში ხე­ლოვ­ნუ­რად მო­წყო­ბილ წარ­მა­ვალ სი­ცო­ცხლეს... გა­ვი­დეთ ბუ­ნებ­რივ ღმერ­თით მო­მად­ლე­ბულ სა­არ­სე­ბო ულა­მა­ზეს ბუ­ნე­ბა­ში...

არა კაც­თა ქმნილ­ში. იქ მიც­ვა­ლე­ბაც გემ­რი­ე­ლია, შრო­მა­ში დაღ­ლილს დას­ვე­ნე­ბაც ხომ გვწა­დია, შვე­ბაა შრო­მი­დან გარ­დას­ვლა, სა­ნე­ტა­რო შვე­ბა... ქარ­თულ სუფ­რა­სა და სა­დღეგ­რძე­ლოს იქ აქვს მად­ლმო­სი­ლე­ბა, სა­ი­და­ნაც მა­რა­დი­ულ გზა­ზე გავ­დი­ვართ...

გა­ვი­დეთ ს ო ფ ლ ე ბ შ ი... მკვდარ ქა­ლაქ­ში სი­ცო­ცხლე არ არ­სე­ბობს...მა­რა­დი­ულს ვერ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბით ბუ­ნე­ბის შეც­ნო­ბის გა­რე­შე, მას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის გა­რე­შე, უნდა დაგ­ცხას, უნდა გას­ველ­დე, უნდა გა­ი­ყი­ნო, უნდა გათ­ბე, ცვრი­ან ბა­ლახ­ზე ფეხ­შიშ­ვე­ლი უნდა იარო...

ქარ­თუ­ლი ჯ ვ ა რ ი ს და­უძ­ლე­ვე­ლო­ბა შეგ­ვე­წი­ოს თი­თო­ე­ულ ქარ­თველს ,ვინც დღეს უკი­დუ­რეს გა­ჭივ­რე­ბა­შია,სამ­შობ­ლოს გა­რეთ თუ სამ­შობ­ლო­ში, შეგ­ვა­ერ­თოს დე­დუ­ფალ­მა ერ­თად ,რომ არ მი­ვი­ღო­თ ავ­სულ­თა­გან მზაკ­ვრუ­ლად მო­წო­დე­ბუ­ლი მაც­დუ­ნე­ბე­ლი­ნიშ­ნე­ბი !დაგ­ვეძ­ლი­ოს ქარ­თვე­ლო­ბის სუ­ლი­ე­რი მი­სია !დაგ­ვეძ­ლი­ოს ეს მზაკ­ვრუ­ლი გან­საც­დე­ლი ,ქრის­ტე ღმერ­თში რომ მოვ­ხვდეთ უსას­რუ­ლო სი­ხა­რუ­ლად !ამ ენი­თა ზე­ცი­ურ მარ­გა­ლურ ქარ­თუ­ლი­თა,ავთა მალე გა­მა­სა­მარ­თლე­ბე­ლი­თა" - წერს ემიგ­რან­ტი.
ბეჭდვა
1კ1