მეუფე შიო - "უფალს დღეს ჩვენი განკურნებაც უნდა, ჩვენი მობრუნებაც უნდა".
მეუფე შიო - "უფალს დღეს ჩვენი განკურნებაც უნდა, ჩვენი მობრუნებაც უნდა".
ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, კორონავირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელებას ორი მხარე აქვს, ერთი არის უფრო მატერიალური, ფიზიოლოგიური და მეორე სულიერი.

"რა შეგვიძლია ვთქვათ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, უმძიმესი პერიოდია მთელ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოვლენასაც ისევე, როგორც ბევრ მოვლენას აქვს რამდენიმე ასპექტი, რამდენიმე მხარე. როგორც მედალს ორი მხარე აქვს, აქაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ მოვლენასაც აქვს პირობითად რომ ვთქვათ ორი მხარე. ერთი არის მხარე უფრო მატერიალური, ფიზიოლოგიური, ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვაწუხებს ძალიან და უნდა ვეცადოთ ყველანაირად დავიცვათ ის რჩევები, რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის მუშაკები გვირჩევენ, რასაც სახელმწიფო გვირჩევს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს გადადება, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. ესეც ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა. მაგრამ გახსოვთ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ რა გვითხრა წინა კვირას ქადაგებაში - ეს, რა თქმა უნდა, საჭიროა და ჩვენთვის კეთდება, ეს ადვილი შესასრულებელია, მაგრამ ეს არ არის მთავარი ჩვენ თუ დავრჩებით ხორციელი, მატერიალური შეფასების შრეში, მაშინ ეს ჩვენ არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს. მისმა უწმინდესობამ თქვა, რომ მთავარია ღმერთი არ დავკარგოთ, ღმერთს არ დავშორდეთ. ამ მოვლენას აქვს მეორე შრე, უფრო მაღალი, ეს არის სულიერი. თუ რისთვის დაეშვა კაცობრიობაზე ეს დიდი განსაცდელი. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ და რამდენი გვითქვამს, რომ ასეთი განსაცდელები არ არის შემთხვევითი, დავარქვათ ამას მწარე წამალი. რაც იმისთვის ხდება, რომ ადამიანი დაფიქრდეს, გამოსწორდეს, თუ რაიმე აქვს ცოდვა მის ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში. იგივე ეხება ოჯახს და ერს", - განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, არაერთი ქვეყნის პოლიტიკოსი დღეს სინანულზე საუბრობს.

"ჩვენ ვხედავთ დღეს, არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამართლმადიდებლებიც, ასევე პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა გამოდიან და სინანულზე საუბრობენ. ფიქრობენ ცოდვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ დიდი უბედურებისა, ხომ არ შევცოდეთ ჩვენ?! საჯაროდ ინანიებენ, საჯაროდ ასახელებენ ამ ცოდვებს, რომელიც უნდა გამოსწორდეს. რომ ეს არის პირველ რიგში განდგომა უფლისაგან, დავიწყება ღმრთისა, ღმერთის მცნებებისა, მისი ღირებულებებისა, ქრისტიანული ღირებულებებისა, ეს იქნება განათლების სფეროში, ეს იქნება ჩვენს სოციალურ სფეროში, ცხოვრებაში პირდაპირ ასახელებენ ეს დიდი მოღვაწეები და ჩვენ მით უმეტეს გვმართებს, რომ ვისაუბროთ ამაზე. ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა. იცით, რატომ გეუბნებით ამ ყველაფერს? - ორი შრე აქვს ამ მოვლენის ახსნას - ერთი მატერიალური, ფიზიოლოგიური და მეორე არის სულიერი. ჩვენ ორივეზე უნდა ვიფიქროთ. ვიფიქროთ სულიერზე არ ნიშნავს, რომ გამორიცხო მატერიალური მიდგომა და არ გაითვალისწინო ის რჩევები, რასაც ექიმები ამბობენ. ორივე უნდა იყოს, რომ ჩვენ ავმაღლდეთ და მივიღოთ წყალობა და მადლი. მხოლოდ ეს გააჩერებს განგვკურნავს ჩვენ და ამას შეუძლია შეაჩეროს ასეთი დიდი გამოვლინება ამ დაავადებისა - ჩვენი სინანული, უფალთან მობრუნება და მისადმი ლოცვა", - განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, "უფალს დღეს ჩვენი განკურნებაც უნდა, ჩვენი მობრუნებაც უნდა".

"ვუყვარვართ უფალს ძლიერ და ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ. მიუხედავად ჩვენი მცირე სარწმუნოებისა არ უნდა დავეჭვდეთ მასში, უნდა მივეახლოთ მას და ვილოცოთ უფლის წინაშე", - განაცხადა მეუფე შიომ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler