საფრანგეთის მართლმადიდებლური სიწმინდეების კვალდაკვალ
საფრანგეთის მართლმადიდებლური სიწმინდეების კვალდაკვალ
ლიონის წმინდა იოანე რუსი აღმსარებლის სახელობის რუსულ ტაძარში ახლახან შედგა ჩვენი თანამემამულის, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის მაქსიმე ლალიაშვილის ნაშრომის, საფრანგეთის ძველი გალიის მართლმადიდებლური სიწმინდეების შესახებ წიგნის პრეზენტაცია. ჟურნალი კარიბჭე დაუკავშირდა მაქსიმეს ...

- მაქსიმე, სამშობლოსთან და დედა ეკლესიასთან დაშორების დიდმა მწუხარებამ ხელში კალამი აგაღებინა, შეუდექი ძველი დასავლეთის, ამ შემთხვევაში გალიელი წმინდანების ცხოვრებების და მათი ნაწილების ამჟამინდელი ადგილსამყოფელის მოძიებას და წიგნად გამოცემას. დააარსე გამომცემლობა ორთოდოქსპილიგრიმი (მართლმადიდებელი მომლოცველი). როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
- 2012 წლიდან ვცხოვრობ საფრანგეთში, ლიონის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ პატარა ქალაქში, მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად.

სამწუხაროდ, დაახლოებით 30 წელია, რაც დაიწყო ემიგრაცია საქართველოდან. მრავალი ჩვენგანი წამოვიდა აქეთ და ცდილობს შეეწიოს სამშობლოში დარჩენილ ოჯახს. და დღეს დავდექით რეალობის წინაშე, რომ ემიგრანტი ქართველების რიცხვი ბევრად აღარ ჩამოუვარდება სამშობლოში მყოფ ჩვენს მოსახლეობას.

KARIBCHE

ამ სიტუაციაში და ჩემი პირადი გულისტკივილიდან გამომდინარე დიდი სურვილი მქონდა, რომ აქ, დასავლეთ ევროპაში, სადაც იბადებიან და იზრდებიან ჩვენი შვილები გვქონოდა ჩვენი ქართული გამომცემლობა, რადგან ის სულიერი საკვები მართლმადიდებლური ლიტერატურა, რომელიც ღვთის მადლით უხვად მოიპოვება ჩვენ სამშობლოში თითქმის არ არის ემიგრაცაში. ამ გამომცემლობის და ჩემი ნაშრომების განსაკუთრებული მოტივაციაა ქართველ ემიგრანტებს და ასევე სამშობლოში მყოფ ჩვენ თანამემამულეებს ახლოს გავაცნო ძველი დასავლთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, რომელთაგან ბევრის ცხოვრება არ არის ქართულ ენაზე და ამგვარად ისინი უცნობნი რჩებიან ჩვენთვის, ასევე მივაწოდო ინფორმაცია მათი ნაწილების ამჟამინდელი ადგილსამყოფელის და ევროპაში მოქმედი ქართული, ბერძნული,რუსული, სერბული და სხვა მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების შესახებ. ასევე მსურს ჩვენ ფრანგ და სხვა ევროპელ ძმებს ახლოს გავაცნო საქართველოს ეკლესია თავისი წმინდანებით სიწმინდეებით და ეკლესია-მონასტრებით. საქართველოს ეკლესიას ბევრი დიდი მოღვაწე ყავს, ჩვენი დროის ერთერთი ასეთი მოღვაწე გახლავთ არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი, რომლის მაღალსულიერი ნაწარმოებები კარგად არის ცნობილი და დიდი ინტერესით იკითხება როგორც საქართველოში ასევე რუსეთში, მაგრამ ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობენ ევროპაში. და ესეც არის ჩემი მიზანი რომ ევროპელებს გავაცნო მამა რაფაელი.
KARIBCHE

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რამაც განაპირობა ჩემი წამოწყება არის ის რომ, აქ გვებადებიან და გვეზრდებიან შვილები. ემიგრაციაში შობილი, სამშობლოს მოწყვეტილი თაობა ჩვენი საერთო ტკივილი და საზრუნავია, საჭიროა ძალისხმევა, რომ მათ შევუნარჩუნოთ მშობლიური ენა, ვასწავლოთ სამშობლოს და დედა ეკლესიის სიყვარული. ვფიქრობ გამომცემლობის ფუნქციონირება ამ მხრივაც იქნება სასარგებლო.


-ეს ფაქტობრივად პირველი ქართული გამომცემლობაა ევროპაში. როგორ შეხვდნენ ამ ამბავს ემიგრანტები?
-ბევრმა გამოხატა მხარდაჭერა და ინტერესი ემიგრაციიდანაც და სამშობლოდანაც. ბევრმაც ჯერ კიდევ არ იცის და თანდათან იგებს . განსაკუთრებულ ძალას ჩვენი სასულიერო პირების მხარდაჭერა მაძლევს. უღრმეს მადლიერებას გამოვხატავ მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონის მიმართ, რომელიც ლიონში იყო ჩამობრძანებული და რომლის ლოცვა-კურთხევითაც გამოვეცი ჩემი პირველი წიგნი, ასევე დეკანოზ შიო მენაბდის, ლიონის წმინდა იოანე რუსი აღმსარებლის ტაძრის წინამძღვარ დეკანოზ კვენტინ დე კასტელბაჟკის, სქემმონაზონ ნეოფიტე დაშნიანის, ჩემი მოძღვრის მამა ბასილ იაშაღაშვილის და სხვა სასულიერო პირების მიმართ. აღსანიშნავია ასევე თანადგომა ჩვენი ფრანგი და რუსი ძმებისგან.

-გამომცემლობის პირველი წიგნი, შენი ნაშრომი, გალიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანების და მათი ნაწილების ადგილსამყოფელის შესახებ უკვე გამოჩნდა საფრანგეთში და სულ მალე ვიხილავთ საქართველოში. იგი უნიკალურია იმით რომ ასეთი წიგნი პირველია ქართულ ენაზე და როგორც მამა შიომ ბრძანა იგი მთელი საქართველოს მონაპოვარია, რადგან ქართველებს გალიელ წმინდანებთან გვაახლოებს. როგორ მოიპოვე ამდენი ინფორმაცია?

-დიახ, პირველი წიგნი არის პირველი ტომი ჩემს მიერ დაწყებული მრავალტომეულისა მართლმადიდებელი სამყაროს სიწმინდეების შესახებ, რომელიც მოგვითხრობს გალიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანებზე და სიწმინდეებზე. სანამ ამ წიგნს დავუბრუნდები ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ტომეულის შესახებ. ამ ტომეული შექმნა მოაზრებულია სამომლოცველო გზამკვლევად, მასში გარდა დიდი ქრისტიანული კერებისა, როგორიც არის იერუსალიმი, საქართველო, საბერძნეთი, რუსეთი და სხვა ქვეყნები, განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ძველი დასავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანებს და სიწმინდეებს, მასში გადმოიცემა ამ წმინდანების ცხოვრება, საკვირველქმედებანი, მათი ნაწილების დღევანდელი ადგილსამყოფელი და მოლოცვის შესაძლებლობანი.

ამ ნაშრომში ჩემი უტყუარი ინფორმაციული წყარო გახლავთ მეექვსე საუკუნის გალიის ეკლესიის უდიდესი წმინდანის, მწერლის, და განმანათლებლის გრიგოლ ტურელის ნაწარმოებები, ვეყრდნობი ასევე სხვა მართლმადიდებლურ ლიტერატურას და საიტებს. თავად წმინდა გრიგოლის ნაწარმოები, მამათა ცხოვრებანი (VITA PATRUM) სიღრმისეულად შეისწავლა და გამოსცა ჩვენი დროის დიდმა მამამ სერაფიმე როუზმა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გალიელ და ზოგადად დასავლელი წმინადანების თაყვანისცემის აღდგენას დიდი ღვაწლი შეალია გალიის უკანასკნელ სასწაულთმოქმედად წოდებულმა წმინდა იოანე შანხაელმა, რომელმაც 1951 წელს დაიკავა დასავლეთ ევროპის კათედრა. წმინდა იოანეს სულიერი შთამომავალი ბრძანდება იოანე რუსი აღმსარებლის სახელობის რუსული ტაძრის მოძღვარი, ფრანგი დიდგვაროვანი, იქ მცხოვრები ქართველების მოყვარე და მოამაგე მამა კვენტინ დე კასტელბაჟაკი, რომლის სამრევლოს წევრი ვარ მე ჩემი ოჯახით.

-როგორც მთლიანად წიგნში, ასევე მის წინასიტყვაობაში საკმაოდ ნათლად ჩანს გალიის ეკლესიის სულიერი სიდიადე. ვინ იყვნენ მაცხოვრის პირველი მქადაგებლები გალიაში?

ზოგიერთი ძველი მწერლის მათ შორის: ევსევის, ეპიფანესა და თეოდორიტეს თანახმად გალიაში ქრისტიანობა პავლე მოციქულის მოწაფე კრისკენტიმ იქადაგა, სხვები კი იუწყებიან, რომ იქაურები ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ლუკა მახარებელმა მოაქცია. ამ ქვეყანაში ერთერთი პირველი მქადაგებელი იყო ასევე პავლე მოციქულის მოწაფე ეკლესიის უდიდესი მოღვაწე და მწერალი ათენის, ხოლო შემდგომ ლუტეციის, დღევანდელი პარიზის პირველი ეპისკოპოსი წმინდა მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი, რომელმაც ნაყოფიერი მისიონერული ღვაწლის შემდეგ იმპერატორ დომიციანეს მიერ დაწყებული დევნის დროს რუსტიკე ხუცესთან და ელეფთერ დიაკონთან ერთად მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე. მარტვილები აღესრულნენ მაშინდელი პარიზიდან შორიახლოს მდებარე ტყიან გორაკზე, რომელმაც მას შემდეგ მიიღო სახელწოდება მოწამეთა მთა - დღევანდელი მონმარტრი. გალიის გაქრისტიანებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფეს წმინდა მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელს, მის მიერ იყვნენ წარგზავნილნი გალიაში ღვთის სიტყვის საქადაგებლად მისი სულიერი შვილები ლიონის პირველი ეპისკოპოსი წმინდა მღვდელმოწამე პოთინე, მისი მემკვიდრე ლიონის კათედრაზე დიდი განმანათლებელი მრავალი სასულიერო ნაშრომის ავტორი მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი, რომელმაც მთლიანად გააქრისტიანა გალიის ეს უმნიშვნელოვანესი ქალაქი და დიჟონის განმანათლებელი მღვდელმოწამე ბენინუს დიჟონელი. გალიაში ნეტარი პოლიკარპეს კიდევ რამდენიმე მოწაფე ქადაგებდა, რომელთაგან ყველა უკლებლივ მოწამებრივად აღესრულა. ამ მიწაზე ქრისტიანობის ნათელი შეიტანა ასევე მესამე საუკუნეში დეკიუსის მმართველობის დროს რომის ეკლესიის მიერ წარგზავნილმა შვიდმა მისიონერმა,რომელთა შორის იყვნენ ტულუზის განმანათლებელი მღვდელმოწამე სატურნინი ტულუზელი და ლიმოჟის განმანათლებელი მღვდელმოწამე მერციალ ლიმოჟელი.
KARIBCHEგალიელ ქრისტიანთა სიყვარული და ერთგულება მაცხოვრისადმი ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში, მარკუს ავრელიუსის დროს დაწყებულ ეკლესიის ისტორიაში ერთერთი უსასტიკესი დევნის დროს გამოჩნდა. 177 წელს ორმოცდარვა ლუგდუნელმა (ლიონელმა) მოწამემ ეპისკოპოს პოთინესთან ერთად ბოლომდე დაითმინა ხანგრძლივი სატანჯველი და ლოცვაში შეავედრა სული უფალს. ამ დევნას მესამე საუკუნის დასაწყისში სეპტიმუს სევერუსის დევნა მოჰყვა, რომლის დროსაც კვლავ დიდი სისხლი დაიღვარა გალიაში. ამ დროს, 202 წელს მოწამებრივად აღესრულა ლიონის ეპისკოპოსი, მწვალებლობების დაუძინებელი მტერი და მამხილებელი ირინეოს ლიონელი.

-როდის და რა ვითარებაში მოექცა ქრისტიანობაზე მთლიანი გალია?

-მეხუთე საუკუნის ბოლოს ალამანებთან სისხლისმღვრელ ბრძოლაში გარდაუვალი მარცხისა და სიკვდილის წინაშე მდგარმა, კეთილმსახური მეუღლის, წმინდა კლოტილდა გალიელის შეგონებების მიუხედავად ჯერ კიდევ წარმართობაში მყოფმა ჰლოდვიგ პირველმა გამარჯვების შემთხვევაში ნათლობის აღთქმა დადო. მან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და სამეფო კართან და ჯართან ერთად საზეიმოდ მოინათლა.

-გალიის ეკლესიამ სახელი განითქვა მონაზვნური ცხოვრების განვითარებით. რომელ წმინდანებს ეკუთვნით პირველი მონასტრების და მონაზვნური ცხოვრების დაფუძნება გალიაში?

-გალიის ეკლესიის ისტორიაში განსაკუთრებით გაცისკროვნდა მეოთხე-მეშვიდე საუკუნეები. ამ დროს გამოჩნდნენ გალიისა და სრულიად მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი მნათობნი: მარტინ მოწყალე ტურელი, პავლიანე მოწყალე ნოლანელი, წმინდა მარტინის შემდეგ მონაზვნური ცხოვრების დამფუძნებელი, მარსელის მონასტრების დამაარსებელი იოანე კასიანე რომაელი, დასავლელ ათანასედ წოდებული ილარი პიკტავიელი, ლერანსის ცნობილი მონასტრის დამაარსებელი ჰონორატი არლელი, მონაზვნობის ერთერთი ფუძემდებელი გალიაში არლის მონასტრის დამაარსებელი კესარიოს არლელი, ოსერის მონასტრის დამაარსებელი გერმანე ოსერელი, პარიზში წმინდა მოწამე ბიკენტის შემდგომ სენ-ჟერმენ -დე-პრედ წოდებული ცნობილი მონასტრის დამაარსებელი გერმანე პარიზელი, ფრანკთა მოციქულად წოდებული რემიგიუს რეიმსელი, რომელმაც ჯართან და სამეფო კართან ერთად მონათლა მეფე ჰლოდვიგი, გრიგოლ ლანგრელი სასწაულთმოქმედი, ნიკიტა ლიონელი პატიმართა განმათავისუფლებელი, გალ კლერმონელი, ჟურას მთების განდეგილნი კონდას მონასტრის დამაარსებელნი ხორციელი ძმები აბბა რომანი და აბბა ლუსიპანი, აბბა პორსიანი, ვაასტ არასელი, მედარდ ნუაონელი, საფრანგეთის ისტორიის მამად წოდებული საეკლესიო მწერალი და განმანათლებელი გრიგოლ ტურელი, რომლის უმდიდრეს ლიტერატურულ მემკვიდრეობაში დაწვრილებით არის აღწერილი როგორც საფრანგეთის ისტორია ასევე გალიელი წმინდანების ღვაწლი და საკვირველქმედებანი, გაიბრწყინეს კეთილმსახურმა დედოფლებმა კლოტილდა გალიელმა, ბატილდამ და რადეგუნდა ტიურინგიელმა, ღირსმა და სასწაულთმოქმედმა დედებმა ჟენევიევა პარიზელმა, მონეგუნდა შარტრელმა, ოდილია ელზასელმა და მრავალმა სხვა წმინდანმა.
ამ ეპოქაში : მარმუტიეს, ლიგუჟეს, ლერანსის, პარიზის, სენ-დენის, პუატიეს, ოტანის, მარსელის, არლის, კონდას, კლერმონის და გალიის ეკლესიის სხვა მონასტრებში სრულყოფილად ხორციელდებოდა აღმოსავლური მონაზვნობის ასკეტური იდეალები. გალიური მონასტრები ზრუნავდნენ მონაზვნური ცხოვრების გავრცელებაზე ესპანეთში, ინგლისში, ირლანდიაში, შოტლანდიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ამგვარად მივიდა მართლმადიდებელი გალია მეთერთმეტე საუკუნემდე, დასავლეთის ეკლესიის ტრაგიკულ და საბედისწერო განშორებამდე აღმოსავლეთის ეკლესიისაგან. ამგვარი იყო ამ ეკლესიის სიდიადე და ბრწყინვალება, ეკლესიისა, რომელმაც მიწიდან ზეცაში გადაინაცვლა, ეკლესიისა, რომლიც უძვირფასეს მარგალიტად გამოჩნდა და ოქროს ასოებით ჩაიწერა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში. ვფიქრობ მართლმადიდებელი ემიგრანტისთვის სანუგეშო იქნება გაცნობიერება იმისა, რომ იგი ჩამოვიდა არა სულიერ უდაბნოში,არამედ გალიელი წმინდანების სამშობლოში, წმინდანებისა,რომელნიც არასოდეს შეწყვეტენ მათდამი მსასოებელთა მეოხებას. ამ და სხვა წმინდანების ცხოვრებანი და მათი ნაწილების დღევანდელი ადგილსამყოფელი გადმოცემული მაქვს ჩემს წიგნში და გავაგრძლებ მომდევნო ტომში, რომლითაც სავარაუდოდ დავასრულებ გალიაზე მუშაობას.


- გალიელ წმინდანთა ნაწილების გარდა საფრანგეთში სხვა სიწმინდეებს თუ შევხვდებით?

- გალიელ წმინდანთა ნაწილების გარდა საფრანგეთში ინახება საუკუნეების მანძილზე: იერუსალიმიდან, კონსტანტინოპოლიდან, რომიდან, ბარიდან, ათონის მთიდან, მცირე აზიიდან რუსეთიდან და სხვა ქრისტიანული კერებიდან წაღებული ან გაგზავნილი სიწმინდეები, რომელთა შორის ბრძანდება: მაცხოვრის ვნების ეკლის გვირგვინი, ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილები, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საბურველი, წმინდა იოანე ნათლისმცემლის უხრწნელი თავი, თორმეტი მოციქულის, პირველმოწამე სტეფანეს, ეგვიპტელი მეუდაბნოე მამების, მათ შორის: ანტონის დიდის, მაკარი დიდის, პახუმი დიდის, მოწამეების,მათ შორის: წმინდა დიდმოწამე გიორგის, მღვდელმთავრების, მათ შორის: ბასილი დიდის, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის და სხვა დიდი წმინდანების ნაწილები, რომელთა შესახებ ასევე შეიტყობს მკითხველი. წიგნში ოცდათვრამეტი თავია, საფრანგეთის ოცდათვრამეტი ქალაქის თუ რეგიონის სიწმინდე. ყველაზე მნიშვნელოვანი თავები მოცულობით, გადმოსცემს პარიზის სიწმინდეების შესახებ, სადაც სხვა მრავალ რელიქვიას შორის ბრაძანდება უფლის ეკლის გვირგვინი და ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი და ლიონის სიწმინდეების შესახებ, სადაც ბრძანდება წმინდა ირინეოს ლიონელის, მღვდელმოწამე პოთინეს, წმინდა ბლანდინას, სანქტუსის და სხვა ლიონელი მოწამების, ასევე რუსული მონაზვნობის ფუძემდებლების კიეველი-პეჩორელი სასწაულთმოქმედი მამების ნაწილები. საუბარია ასევე რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, როდესაც მასიურად ჩავიდა მართლმადიდებელი ემიგრაცია დასავლეთ ევროპაში, საფრანგეთში მართლმადიდებლობის გაძლიერებაზე. აღნიშნულია წმინდა იოანე შანხაელის, წმინდა გრიგოლ ფერაძის, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის და წმინდა ალექსი იუჟინელის მოღვაწეობა.

- ბევრ ჩვენ სიწმინდეს ამჟამად კათოლიკეები ფლობენ. რას ფიქრობენ ისინი რელიქვიებზე?

კათოლიკურ სარწმუნოებაში სულიწმინდის მადლი არ არის. ისინი ვერ ხვდებიან სიწმინდეთა თაყვანისცემის მნიშვნელობას.
- მომლოცველობის მნიშვნელობის შესახებაც გვიამბე.

- ჭეშმარიტი მომლოცველობა განამტკიცებს და განაახლებს სულს. წმინდა ნაწილთა თაყვანისცემა ოდითგან ღვთისმოსაობის ერთერთ უძლიერეს გამოხატულებად ითვლება, რომელიც პირველი საუკუნეებიდავე აღესრულებოდა, როგორც წმინდა მიწაზე ასევე მთლიანად რომის იმპერიაში, იმ პერიოდში, ეკლესიის დევნის დროს, მოწამეთა სხეულების თაყვანისსაცემად მისული ქრისტიანები ხშირად თავადაც ხდებოდნენ მოწამეები. შემდეგ როდესაც მშვიდობიანი დრო დადგა მართლმადიდებელი მომლოცველობა ფართოდ გავრცელდა ბიზანტიაში, საქართველოში, ეგვიპტეში, მოგვიანებით რუსეთში და სხვა ქვეყნებში. 787 წელს ნიკეის მეშვიდე მსოფლიო კრებამ ოფიციალურად მიიღო წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის კანონი, როგორც განუყოფელი ნაწილი ქრისტიანული ღვთისმსახურებისა. წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის დროს აღესრულება სასწაულებრივი კურნებები. ეს ჩანს წმინდა წერილიდან, წმინდანთა ცხოვრებებიდან და ამის შესახებ ბევრეს საუბრობენ ეკლესიის დიდი მამები.
- მომლოცველობის ორგანიზებას თავად უწევ?
-მომლოცველობის ორგანიზება, ამ ეტაპზე საფრანგეთში, ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანი საკითხია როგორც ტომეულზე მუშაობა. საიტის orthodoxpilgrim.eu და ამავე სახელწოდების ფეისბუქგვერდის მეშვეობით შესაძლებელია ამის შესახებ დეტალური ინფორმაციების მიღება, ასევე ჩემთან დაკავშირება. უპასუხოდ არცერთ ზარს და არცერთ წერილს არ დავტოვებ. ჩემთან ჩამოსული თითოეული მომლოცველი ჩემი პირადი სტუმარი იქნება.
-მაქსიმე, შენ და მთელ საქართველოს ვუსურვებ მომლოცველობის ეს წამოწყება მართლმადიდებელ გალიაში, რომელსაც შენ ჩაუყარე საფუძველი, მრავალი სულიერი ნაყოფის მომტანი ყოფილიყოს.
-უღრმესი მადლობა.

თეა ცაგურიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler