"მეჯლისის თარხანი" იორამი - დიდი მოურავის შვილი
"მეჯლისის თარხანი" იორამი - დიდი მოურავის შვილი
გაგრძელება
იორამ მხარგრძელ-ფავლენიშვილმა უფროსი ვაჟი პაპუნა დაასახლა თავის საყმო სოფელ დვანში, იასე და თეიმურაზი კი ნიქოზში. პაპუნას უფროს ვაჟს, იორამს, ცოლად ჰყავდა როსტომ რაჭის ერისთავის ასული, რომელიც 1820 წელს გარდაიცვალა. ბაბუამ გარდაცვლილი მეუღლის სულის საოხად დვანის წმინდა გიორგის ეკლესიას შესწირა ღვთისმშობლის მოვერცხლილი ხატი წარწერით: "შემოგწირეთ ხატი ესე დვანს კვართის წმინდის გიორგის ეკლესიას თავადმა მხარგრძელ-ფავლენიშვილმა იორამმა საოხად სულისა ჩემის მეუღლის როსტომ რაჭის ერისთავის ასულისა. წელსა ჩ.ყ.კ" (1820).

ხოლო წმინდა გიორგის მეორე ხატი წარწერით: "შემოგწირეთ დვანს კვართის წმინდის გიორგის ეკლესიას ხატი ესე თავადმა მხარგრძელ-ფავლენიშვილმა იორამ და ზაქარიამ საოხად სულთა ჩვენთა მეუღლეთა ძეთა და ასულთა ჩვენთა სადღეგრძელოდ წელსა ჩ.ყ.კ" (1820), თავად კი 1826 წელს გარდაიცვალა. ზაქარია მისი ძმა გახლდათ.

იორამს ცოლად ჰყავდა დიდი ფეოდალის, როსტომ რაჭის ერისთავის ასული. თავად როსტომი იმერეთის მეფე ბაგრატ IV-ის ასულის, მარიამის ვაჟი, ხოლო ბებიის მხრიდან ბაგრატიონ-მუხრანელების შთამომავალი გახლდათ. მისი ბებია ვახტანგ V შაჰ-ნავაზის ძმისშვილი იყო. როსტომი მოხიბლული იყო იორამის ვაჟკაცობითა და სიდარბაისლით. მართალია, როსტომ რაჭის ერისთავის სახელი საქართველოს ისტორიაში შავ ლაქად მოჩანს, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ იგი მეტად ნიჭიერი კაცი ყოფილა. ზეპირად სცოდნია "ვეფხისტყაოსანი", "ბიბლია", ჰქონდა საუცხოო წიგნთსაცავი და სტამბა რაჭაში, სოფელ წესში, ბარაკონის ტაძარში, სადაც ერეკლე მეფის მესტამბე წიგნებს უბეჭდავდა.

როსტომზე უცხოელი მოგზაური წერს, თვით მეფეზე მდიდარიაო, მაგრამ რატომღაც სოლომონ მეფესთან ურთიერთობა ვერ შეძლო, რასაც მომტერე თავადებმაც შეუწყვეს ხელი. როსტომმა ააშენა ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და აქვე დაიკრძალა, ასევე ველტყვევის მონასტერი, იერუსალიმში წმინდა ბარბარეს მონასტერი, მისმა მამამ, შოშიტამ კი სიონის ეკლესია, რომელიც მისი საძვალეც გამხდარა და შესაწირიც უხვად გაუღიათ.

როსტომის ერთ-ერთ ძმას ცოლად ვახტანგ VI-ის ქალიშვილი ჰყავდა, მისი ძმა ბესარიონი კი კათოლიკოსი გახლდათ, მამა, შოშიტა III - ნახევარძმაა სოლომონ I-ის ბაბუის, ლევან აბაშიძისა. როსტომ ერისთავის და სამეგრელოს მთავრის - ოტია დადიანის ცოლი, მისი ქალიშვილი დარეჯანი ერეკლე მეფის მეუღლე იყო, დიდი მოურავის შთამომავალი იყო დიდი ბებია ელისაბედი...

* * *
მიხარია, რომ გიორგი სააკაძის თითქმის ყველა შთამომავალი, თავისი დიდი წინაპრის მსაგავსად, სამშობლოს სიყვარულის არაჩვეულებრივ მაგალითს იძლევა. თავად იორამს ასე ახასიათებს ვახუშტი ბატონიშვილი: "მტკიცედ შეუცვალებელი, უცრუო, უმტყუვნო, ყოვლისა თათბირისა, ჩხუბისა და ილათისგან გამოსრული და განწმენდილი". აი, ასეთი იყო ცხოვრების უკუღმართობით სამშობლოდან გადახვეწილი, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, შურისა და მტრობის მსხვერპლი დიდი მოურავის შვილი იორამი, რომელიც ამ ტრაგიკული აღსასრულის ჟამს მამას არ ხლებია და დედასთან ერთად იმყოფებოდა. დედამისი ნუგზარ არაგვის ერისთავის ასული იყო, რომელიც შვილთან ერთად როსტომ მეფემ არზრუმიდან მოიყვანა და მამულები დაუბრუნა.

როსტომ მეფის ერთ საბუთში იორამს "მეჯლისის თარხანს" უწოდებენ შესაშური გარეგნული მომხიბვლელობისა და კეთილშობილური თვისებების გამო. ასევე მოიხსენიებს ისტორიკოსი ფეშანგი ხითარიშვილი, რომელიც მას "დარბაისელ თავადს" უწოდებს. გარდა ამისა, მისივე ცნობით, იგი ყოფილა ბრძენი, პლატონის შესადარი, "ყოვლისა საქმისა მხედარი", "სახელოვანი მამაცი", ლმობიერი, მდაბალი და სხვა. მის ქრისტესმოსაობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მან ერთაწმინდის საძვალე ტაძარი მეორედ მოახატვინა, რაზედაც შესასვლელის კარზე ხუცური ასოებით შესრულებული წარწერა მოგვითხრობს.

როსტომ რაჭის ერისთავის თვალებდათხრილი ბაბუის, იმერეთის მეფე ბაგრატ IV-ის ტახტზე აყვანაც იორამს, ჭკვიან, ენერგიულ და, ამავე დროს, ავტორიტეტულ პიროვნებას მინდობია.

იმერეთის სამეფო კარზე ადრევე იცნობდნენ იორამ მოურავიშვილს. ამჯერადაც დიდი პატივით მიუღიათ, მაგრამ ქუთაისში ყვავილი შეჰყრია და უდროოდ გარდაცვლილა. ეს იყო შემთხვევითი სიკვდილი ქვეყნისათვის საჭირო კაცისა, რომლის გარდაცვალებამაც დიდად დაამწუხრა თურმე ვახტანგ V შაჰ-ნავაზიც.

* * *
იორამ თარხან-მოურავის შთამომავალი, სოლომონ თარხანის მამა, ზაზა, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე მეფის უერთგულესი იყო. დოკუმენტებში ყორიასაულბაშად მოიხსენიება. 1781 წელს მას მიუღია ნაიბეშიკაღასბაშობაც. ზაზას სახელი არა მარტო საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც ყოფილა ცნობილი. ერეკლე მეფის ერთ-ერთ სიგელში, რომელიც ზაზა თარხნიშვილისადმია გაცემული, ვკითხულობთ: "ქ. ჩვენ მეორე ირაკლიმ, მეფემან საქართველოსამან, ესე წიგნი ნიშნად წყალობისად გიბოძეთ შენ, ჩვენსა დიდად ერთგულსა და თავდადებით მრავალ გზით ნამსახურსა თარხნიშვილს ყორიასაულბაშს ზაზას, ასე რომ, სანატრელის მამის ჩვენისა დიდად ერთგულად მრავალსახით ნამსახურნი იყავ და შემდგომად მისსა ჩვენის გაძლიერებისათვის დიდად მომჭირნედ და თავდადებით მოცადინე იყავ და ჩვენს ერთგულებასა და სამსახურზე არასდროს თავი არ დაგიზოგავს და შენი ჩვენზე ასე ერთგულობა და სამსახური ჩვენს ქვეყანაში და გარემო მეზობლებშიც განცხადებული იყო. აქ შენის ესე ვითარის ერთგულებისა და ნამსახურებისათვის კვალად წყალობა გიყავით და ყორიასულბაშობაზე ნაიბეშიკაღასობაც დაგიდევით და ამ ორის სახელოთი ჩვენს კარზე დაგადგინეთ ამ წესით, რომ შამშადილისა და შამქორის საქმე შენ გეკითხებოდეს და რაც იქ ისაული გაიგზავნებოდეს, შენ გაგზავნიდე. აგრეთვე ჩვენის ქვეყნების ელებში ქურდობის მოკითხვა შენთვის გვიბრძანებია".

KARIBCHEზაზა თარხნიშვილის სიცოცხლემ ქვეყნის სამსახურში განვლო. იგი თურმე სამეფო საქმეთაგან ვერ იცლიდა, რომ თავისი ოჯახისა და მამულის საქმეებისათვის მიეხედა. ხალხსაც დიდად უყვარდა და პატივს სცემდა მას. ზაზას დიდი როლი უთამაშია კახეთიდან მტრის მუდმივი შემოსევებისაგან შეშინებული და ჯავახეთს გადახვეწილი მოსახლეობის კვლავ თავიანთ ნაფუძარზე დაბრუნების საქმეში, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ მას და აცხადებდნენ, რომ ერთი მისი, ხოლო მეორე - ღმერთის იმედი ჰქონდათ.

ზაზას შვიდი ვაჟი ჰყავდა. ორი ადრე გარდაცვლია, დანარჩენი ხუთი კი ერთგულად ედგა მეფე ერეკლეს გვერდით. ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავს თავის ძმებზე: "ქართლმა და კახეთმა იცის, რომ ჩვენ სამსახური შეგვიძლია და სამსახურშიც ვიყავით".

ზაზას უფროსი შვილი გახლდათ დიდი ბებიის - ელისაბედის მამა სოლომონ თარხან-მოურავი. იგი ერეკლეს მისანდო პირი იყო და მეფემ მეითარად შამშადილის მოურავად დანიშნა. მას საქვეყნო საქმის გამო უცხოეთშიც გზავნიან. მან ცოლად შეირთო ერეკლე მეფის შვილიშვილი თინათინი, თამარ ბატონიშვილისა და სარდალ დავით სახლთუხუცესის, ასპინძის გმირის ქალიშვილი.

სოლომონ თარხან-მოურავი დიდად განსწავლული პიროვნება ყოფილა. მას სპარსულიდან ქართულ ენაზე უთარგმნია "ისტორია ანუ მოთხრობა საპყარ ამარამზასი და ბაბა ამარისა".

სოლომონი და მისი ძმა დავით მინბაში დაახლოებულნი ყოფილან იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებთან, ამ უკანასკნელს კი ცოლად ჰყავდა მათი დისშვილი ანა ერისთავი, სოლომონის ძმას - ლუარსაბ თარხანს - გიორგი XII-ის ასული სოფიო ბატონიშვილი. სოლომონ თარხანის ძმის, გიორგის ცოლი, თამარი, კრწანისის ომის დროს ტყვედ ჩავარდნილა და ერეკლეს გამოუხსნია.

* * *
დავით ორბელიანის მეუღლე თამარი და გიორგი XII ერეკლეს მეორე ცოლთან, ანა ზაალის ასულ აბაშიძესთან შესძენია. თამარი 37 წლისა მშობიარობას გადაჰყვა. რვა შვილი დარჩა ობლად, ორი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი.

დავით ორბელიანი სულხან-საბა ორბელიანის პაპის, ყაფლანის ვაჟის შთამომავალია. ყაფლან ორბელიშვილის სახელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი ქალიშვილი როდამი ვახტანგ V შაჰ-ნავაზის ცოლი გახლდათ, რომელთანაც მეფეს რვა შვილი შეეძინა. ვახტანგ VI, ქართლის მეფე და მწიგნობარი ერეკლე II-ის პაპა, მისი დედის, თამარის მამა გახლდათ. ერეკლეს შვილთაშვილი ელისაბედი ქართლ-კახეთის მეფეების შთამომავალია დედის მხრიდან, მისი მეუღლე გიორგი ფავლენიშვილი კი იმერეთის მეფისა. დავით ორბელიანის პაპა, ქაიხოსრო, დიდად დაახლოებული ყოფილა თეიმურაზ II-სთან. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო სვეტიცხოველში მისი მეფედ კურთხევის ცერემონიალში, როგორც ამირსპასალარმა.

დავითის მამას, რევაზ ორბელიანს, ნადირ-შაჰმა სარდლის სახელო უბოძა. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, დავით ორბელიანი ეწინააღმდეგებოდა ერეკლეს საქართველოს რუსეთთან შეერთების გამო. ერეკლე იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ უნდოდა სიძისთვის სარდლობა ჩამოერთმია, მაგრამ დავითმა მოახსენა: სახლთუხუცესობა თქვენი ნაბოძებია და ინებეთ, მაგრამ სარდლობას ვერ ჩამომართმევთ, ყაენის ნაბოძებიაო. რვა ობლად დარჩენილი შვილის მამა ხელმოკლედ ცხოვრობდა.

დავითის შვილის, იოანეს ასული სალომე ცოლად ჰყავდა ალექსანდრე ჭავჭავაძეს. დავითის ძმის, ნიკოლოზის შვილიშვილია გრიგოლ ორბელიანი, ხოლო ნიკოლოზ ბარათაშვილი - შვილიშვილი. გრიგოლ ორბელიანის ძმას, ილიას, ცოლად გიორგი XII-ის ვაჟის, ილიას ასული ბარბარე ჰყავდა.

სარდალი დავით ორბელიანი, გარდა იმისა, რომ ქვეყნისათვის თავდადებული, სწორუპოვარი მებრძოლი და ვაჟკაცი იყო, პოეტიც ყოფილა. ქართულის გარდა, სხვა ენებიც სცოდნია. "ყარამანიანიც" უთარგმნია, შეთხზა სიმღერა "პირზედ გაქვს ხალი", ხოლო მისმა მეგობარმა, პოეტმა ბესარიონ გაბაშვილმა მას უძღვნა პოემა "ასპინძისათვის" და მრავალი სხვა ლექსი.

დავით ორბელიანს საუცხოო წიგნთსაცავიც ჰქონდა. მის ვაჟს, იოანეს, მემკვიდრეობით მიუღია სარდლობა. იგიც გატაცებული ყოფილა მწერლობით. დავით რექტორის ცნობილ ანთოლოგიაში შეტანილია ერთი ლექსი სათაურით: "თავადის იოანე სარდლის ორბელიანისგან თქმული".

ელისაბედსა და გიორგი ფავლენიშვილს შვიდი შვილი შესძენიათ, უფროსი ალექსანდრე კაპიტანი იყო. მისი უფროსი ვაჟი, გიორგი (მამაჩემის პაპა), იყო ბოლო თავადი, რომელიც 1921 წელს დვანიდან გამოაძევეს. მისი ძმა, ლადო, პოეტობდა. 19 წლისა გარდაიცვალა და დაკრძალულია დვანის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ნინო ცოლად გაჰყოლია ერედველ გიორგი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილს, რომლის ბებია მაკრინე ამილახვარი იყო. ერედველი ფავლენიშვილების საძვალეა ერედვის წმინდა გიორგის უძველესი ტაძარი.

* * *
გიორგი ფავლენიშვილს ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა და სამსახურისთვის რკინიგზის დეპოში მისულა. უფროსს უთქვამს, დაწერე განცხადება და მუშად მიგიღებო. გიორგის რუსული კალიგრაფიით დაწერილი განცხადების ნახვისას განცვიფრებულს უთქვამს: ასეთი ორნამენტი არ მინახავს, ამ განცხადების დამწერს მუშად ვერ მივიღებო და საპასუხისმგებლო თანამდებობა მიუცია.

გიორგი ფავლენიშვილი და მისი და პატარები იყვნენ, მაგრამ მაინც კარგად ახსოვთ, როგორ გამოაძევეს საცხოვრისიდან, როგორ დაიტაცეს გლეხებმა მათ თვალწინ ყველაფერი, როგორ გამოაპარა მოურავმა იქიდან ოჯახი. ბათუმში ჩასულან, საქართველოდან წასვლას აპირებდნენ, მაგრამ გიორგის ცოლის, მართა ტატიშვილის ტყუპისცალი ძმა, ქრისტეფორე, შეხვეწნია, - თუ აქედან წახვალთ, თავს მოვიკლავო. დაჟინებულმა თხოვნამ განზრახვაზე ხელი ააღებინა.

დვანიდან მხოლოდ ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ხატები და სამკაულების პატარა ჩანთა წამოუღიათ. ეს უკანასკნელი ბათუმში დაუკარგავთ. ბედნიერი ვარ, რომ ხატებმა ჩემს ოჯახში დაივანა - მამის მამამ გადაწყვიტა, რომ ჩემს მეტი ვერავინ მოუვლიდა იმ დიდებულ საუნჯეს, რისთვისაც მადლიერებით მუხლს ვიდრეკ მისი სპეტაკი სულის წინაშე. რა ქონება-სიმდიდრეც არ უნდა მომცენ, მას ხომ ვერაფერი შეედრება, ყოველივე ჩემი სულის განუყოფელი ნაწილია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler