ქრისტეშობას საზოგადოების უმეტესობა ტაძრებში ღამისთევით ეგებება, ნაწილი კი - სახლებში, ფანჯრებთან ანთებული სანთლებით
ქრისტეშობას საზოგადოების უმეტესობა ტაძრებში ღამისთევით ეგებება, ნაწილი კი - სახლებში, ფანჯრებთან ანთებული სანთლებით
უწმინდესმა მოგვიწოდა ლოცვისთვის, ჩვენ ვიცით, ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს. ჩვენი მხრიდან კი ანთებული სანთელი, ეს ოჯახში რწმენის სვეტის ნიშანია, რითაც გამოვხატავთ მაცხოვრისადმი უდიდეს მადლიერებას. მზაობას, რომ ჩვენი სახლი მზად არის ქრისტეს მისაღებად. სანამ უფალი იშვებოდა, ვერ მოიძებნა ერთი სახლი, რომელსაც მარიამი შეაფარებდა თავს, თავისუფალი მხოლოდ საქონლის ბაგა აღმოჩნდა, რაც იკონოგრაფიაშიც აღიბეჭდა. უწმინდესმა ამ მოვლენაზე გაგვიმახვილა ყურადღება და გვათქმევინა იესოსთვის: ჩვენ მზად ვართ, უფალო, გისტუმროთ იმ სახლში, რომელიც საცხოვრებლად თავადვე გამოგვიჩენე.

***
შობის დღემ, კაცობრიობას მშვიდობა მოუტანა. ყველაზე უპირველესი მსხვერპლი იქნება შემოვირიგოთ ჩვენზე გაბრაზებული ადამიანები, ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ამ გზით ჩვენში ვშობოთ ყველაზე უზენაესი მშვიდობა ქრისტეს სიყვარულისა. შობის დღეს, კარგი იქნება, მთელი ოჯახი ღვთისმსახურებისთვის მოემზადოს.
გარდამოცემით, უფალი გამთენიისას იშვა, ამდენად ღვთისმსახურება მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება, დილამდე. ქრისტიანი ამ უწმინდეს დღეს, უფალს უნდა შეეგებოს ტაძარში. სულის ანგელოზებთან ერთად ვაგალობოთ ტაძარში, ვინაიდან, ქრისტე იშვა.

შობის ტროპარ-კონდაკი:
ტროპარი: შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის- ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა!
კონდაკი: ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა- თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.

ბეჭდვა
1კ1