მარქსის სოციალურ-პოლიტიკური ათეიზმი
მარქსის სოციალურ-პოლიტიკური ათეიზმი
მოკლე ბიოგრაფია
კარლ მარქსი (1818-1883) დაიბადა ებრაულ ოჯახში და აღიზარდა პროტესტანტულად. მოგვიანებით იგი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ რევოლუციონერად და ათეისტად ჩამოყალიბდა. მარქსის მამა ებრაელი რაბინის ოჯახში იზრდებოდა, მაგრამ საზოგადოებაში წარმატებული მდგომარეობის მოპოვების მიზნით ოჯახთან ერთად პროტესტანტული რელიგია მიიღო და კარგი ადვოკატიც გახდა. ქ. ბონში მარქსი, მამის მსგავსად, იურისპრუდენციას დაეუფლა. უკვე 1841 წელს იგი საკუთარ თავს ათეისტად იხსენიებს. მოგვიანებით ქალაქ ბერლინში მან ისტორია და ფილოსოფია შეისწავლა, ამავე პერიოდში ფოიერბახისა და ბრუნო ბაუერის (ღვთისმეტყველების ათეისტი პროფესორი) გავლენის ქვეშ მოექცა. ამის შემდეგ მარქსი ცდილობდა დაეცვა სადოქტორო ხარისხი, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული დემოკრატიული შეხედულებების გამო მას სასწავლო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუხდა. გარკვეული დროით მარქსი ჟურნალისტად მუშაობდა, მაგრამ სახელმწიფო ცენზურის დარღვევის მიზეზით სამსახური მალევე დაკარგა. 1843 წელს მარქსი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც შეხვდა ენგელსს და რევოლუციურ ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირი დაამყარა. პარიზშივე მარქსი კომუნისტი და აქტიური პოლიტიკური მებრძოლი გახდა, მან საკუთარი რევოლუციური გეგმა გამოიმუშავა, ცხადია, ეს გეგმა ათეისტური იყო. მოგვიანებით მარქსი ლონდონში გადასახლდა, სადაც თავისი იდეოლოგიური სამწერლო საქმიანობა და პოლიტიკური ბრძოლა გააგრძელა. მარქსი სიცოცხლის ბოლომდე ლონდონში მოღვაწეობდა.

მარქსის თეზისები რელიგიისა და ღმერთის შესახებ
ფოიერბახს გარკვეული ჰუმანისტური მიზნები ჰქონდა და ამ მიზნებიდან გამომდინარე საზოგადოებაში სოციალური ცვლილებების განხორციელება სურდა. მას მიაჩნდა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა ადამიანებში განათლების დონის ამაღლებით, "რელიგიური თავის მოტყუებისგან" გათავისუფლების, ასევე ადამიანებს შორის და ადამიანებსა და ბუნებას შორის სწორი ურთიერთობის დამყარებით. მარქსს სოციალური ცვლილებების განხორციელება სხვაგვარად ესმოდა. მას მიაჩნდა, რომ მიზნის მიღწევა მხოლოდ პოლიტიკურ-ეკონომიკური პირობების შეცვლით არის შესაძლებელი და ამტკიცებდა, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ რევოლუციის გზით მიიღწევა.

რაც შეეხება რელიგიას, მარქსის შეხედულებები შეიძლება სამ თეზისად ჩამოყალიბდეს. მას მიაჩნდა:

* რელიგია – რთულ სოციალურ პირობებში მყოფი ადამიანების თავის მოტყუების ნაყოფია.

* რელიგია – ადამიანის უბედურებისა და მიუსაფრობის გამოხატულება და ასეთი მდგომარეობის მიმართ გამოვლენილი მისი უსუსური პროტესტია.

* იმისათვის, რომ ადამიანმა თავისი ნამდვილი სახე დაიბრუნოს, რელიგია საზოგადოებრივი ცხოვრებიდან უნდა გაუჩინარდეს. ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როდესაც აღარ იარსებებს დამახინჯებული ცხოვრების პირობები, საიდანაც მომდინარეობს და რაზეც დაფუძნებულია რელიგია.

როგორც ვხედავთ: მარქსის აზრით, რელიგიას საზოგადოებრივ ცხოვრებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანი ქმნის. მაგრამ მას მიაჩნია, უბედურების სათავე ის არის, რომ ეს საზოგადოება მრუდე, უსამართლო და სასტიკია, ანუ ამგვარ პირობებში იქმნება რელიგია. ადამიანი კი იტანჯება, გრძნობს უპატივცემულობას, ექცევა გამოუვალ მდგომარეობაში და ცდილობს ამ უსამართლობისაგან გათავისუფლებას, მაგრამ უვიცობის ან უძლურების გამო ის დახმარებას ითხოვს არამატერიალური, ზებუნებრივი ძალისაგან - ღვთისგან. რეალურად ზეცაში, გარდა საკუთარი თავის ამაო ძიებისა და სურვილების აუსრულებლობისა, არაფერია. ამ არარსებული, ფანტასტიკური სივრციდან ადამიანს თავისი არსებობის გასამართლებლად ამოაქვს უმცირესი ნუგეში და ქმნის დამახინჯებულ მსოფლმხედველობას. საბოლოო ჯამში, დამახინჯებული მსოფლმხედველობის ნიადაგზე იგი იცავს და ამართლებს იმ არაადამიანურ და ანტისაზოგადოებრივ ძალებს, რომლებმაც ის რელიგიის შექმნამდე მიიყვანა.

ამრიგად, მარქსის შეხედულებით, რელიგია არის თავშესაფარი და თვითმოტყუებით შექმნილი ილუზია, რომელიც ადამიანს არსებული სოციალური პრობლემებისგან გადარჩენის წარმოდგენას უქმნის. სოციალურ ტანჯვასა და უძლურებაში მყოფი ადამიანისათვის რელიგია მიჩვევადი ტკივილგამაყუჩებელია. მარქსი ამ შეხედულებებთან ერთად ფიქრობდა, რომ არ ღირს რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა და საზოგადოების თვითშეგნებიდან მისი ხელოვნურად ამოძირკვა. მას სწამდა, რომ მომავალ უკლასო საზოგადოებაში, სადაც არ იქნებოდა ეკონომიკური გაუცხოება, ნაციონალობასა და სახელმწიფოებრივ ცნებებთან ერთად, რელიგია თავისთავად გაქრებოდა.

როგორც ცნობილია, მისმა თანამოაზრეებმა თეორიულ და რევოლუციურ პრაქტიკაში, ერთი მხრივ, შეავსეს რელიგიის შესახებ მარქსის თეზისები, ხოლო მეორე მხრივ უგულებელყვეს მათი გარკვეული ნაწილი. მათი ლოზუნგი იყო: რელიგია "საზოგადოების ოპიუმია", რისკენაც მიილტვის ხალხი საკუთარი მძიმე შინაგანი მდგომარეობის შესამსუბუქებლად. მარქსის მიმდევრებმა ეს ოპიუმი ხალხის წინააღმდეგ შეგნებულად მიმართულ ოპიუმად გამოაცხადეს და შესაბამისად მას ბრძოლა გამოუცხადეს. პრაქტიკულად ამან საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ბევრ კომუნისტურ ქვეყანაში რელიგიამ და ეკლესიამ, გარდა დამცირებისა და შეურაცხყოფისა, სისხლიანი დევნაც განიცადა. შევიწროებისა და დევნის მსხვერპლი მილიონობით ქრისტიანი გახდა.

კრიტიკული შენიშვნები, რომელთაც თავისთავად წარმოქმნის მარქსის თეზისები:
ადამიანი ნამდვილად მონაწილეობს რელიიგის შესახებ შეხედულებების ფორმირებაში. მეტიც, ამ შეხედულებებით მდიდრდება ის რეალობა და იდეები, რომლითაც საზრდოობს კაცობრიობა. მაგრამ ეს ვერანაირად ვერ იქნება იმის საფუძველი, რომ ვინმემ უფლის არარსებობა ამტკიცოს. ვისაც სწამს, მას შესანიშნავად ესმის - ღმერთი თავისი არსით ბევრად აღემატება იმ წარმოდგენებს, რაც ჩვენ ღმერთის შესახებ გაგვაჩნია, ამიტომ იგი არა მხოლოდ რწმენის, არამედ ადამიანის მუდმივი კვლევის საგანიცაა.

მარქსის თეზა იმის შესახებ, რომ რელიგია მხოლოდ ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური შეჭირვების შედეგია და შესაბამისად, მისი ცხოვრების მძიმე პირობებიდან გამომდინარეობს, აბსურდულია, რადგან ისტორიაში ცხადად ჩანს, რომ რელიგია ამ თუ იმ სახით ყველა დროის, ყველა ერისა და ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანების თანმხლებია. ისტორია ასევე ცხადყოფს, რომ რელიგია სულაც არ არის დამოკიდებული რაიმე საზოგადოებრივ ფორმაციაზე, არც ისეთზე, რომელსაც მარქსი აკრიტიკებდა, და არც ისეთზე, რომელსაც იგივე მარქსი აშენებდა. რელიგია არსებობს ნებისმიერი საზოგადოებრივი წყობილების დროს. ამიტომ, სულაც რომ განადგურდეს დედამიწაზე არაადამიანური ცხოვრებისეული პირობები, სწრაფვა ჭეშმარიტებისაკენ მაინც ურყევი იქნება. უფრო მეტიც, დედამიწაზე არაადამიანური ცხოვრებისეული პირობების განადგურება მხოლოდ გაუცხოებული და კომპრომისული რელიგიური ფორმების გაქრობამდე მიგვიყვანს, რაც ყველა მორწმუნისთვის მხოლოდ სასიხარულო ამბავი იქნება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler