"ბედნიერი ვარ, რომ მათი სისხლის თუნდ ერთი წვეთი ჩემს ძარღვებში დის"
"ბედნიერი ვარ, რომ მათი სისხლის თუნდ ერთი წვეთი ჩემს ძარღვებში დის"
- ერთობ რთულია მშიდად ისაუბრო წინაპრებზე, წარსულზე, მის ტკივილიან ისტორიაზე, მაშინ როდესაც იცი, მეფეთა შთამომავალი ხარ და გულში თავისდაუნებურად ხმიანდება: "ბედნიერი ვარ, რომ მათი სისხლის თუნდ ერთი წვეთი ჩემს ძარღვებში დის". და მართლაც, რაოდენ დიდებულია განცდა, რომელიც გიჩქროლებს სისხლს - აღმაშენებლისეულს, თამარისეულს, დემეტრესეულს, ქეთევანისეულს, ვახტანგისეულს, ერეკლესეულს. ყოველივე კი, რა თქმა უნდა, სიამაყისა და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობითაც განგაწყობს შენი ქვეყნისა და ერის წინაშე.

სიცოცხლე არაფერია, თუ მის ძარღვებში არ აკიჟინებს სისხლს ქვეყნისმიერს, მამულისმიერს, ერისმიერს, ქრისტესმიერს, და განა არის რამ იმაზე უკეთესი, სანატრელი, როდესაც იცი, რომ სწორედ ყოველივეს თაყვანების გზაზე მიჰქონდა თითოეულ მათგანს სანუკვარი სიცოცხლეც კი. მავანი შეგვეკამათება, სიცოცხლე ტკივილია, ერთხელ ბოძებულა უფლისგან და იგემე ნაყოფი ცხოვრებისა და რა გზით - ეს არის საკითხავი. გზა-მართალი და გზა-მრუდე, სიცოცხლე ეკლიანი, ერისგან შეჩვენებული და სიცოცხლე - იავარდფენილი და სამარადჟამო დიდება. აი, ამ ორი გზის არჩევანი მოუცია უფალს, მეუბნება - აირჩიე და შესაბამისადაც მიიღე ერისგან სასჯელი ან ჯილდო უკვდავებისა. და სწორედ ეს უკანასკნელია, რომელსაც ქრისტეს მარადიული ზნემაღლობისაკენ, სიწმინდისა და სიკეთისაკენ, სამარადჟამო უკვდავებისაკენ მივყავართ. უკვდავება კი სიცოცხლეა მარადიული, უხუნებელ-უბერებელი და ეს უნდა იყოს უპირველესი ჩვენთვის, ადამიანთათვის. ეს სწამდათ, სჯეროდათ ჩემს წინაპრებსაც, რომელთა სიკვდილიც სიცოცხლეა, ცოცხალი ხატია რწმენისა, ქრისტესმოსაობისა, იმისა, თუ როგორები უნდა ვიყოთ, როგორი უნდა იყოს ქართველთა ცხოვრების წესი. თუ რამე მტკივა დიდი ტკივილით და ასევე მათაც სტკივათ და მჯერა, მათ სულებს მარადისობაში დღესაც ატკივებს მტანჯველი გვემით აღარარსებული ქვეყანა "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე" გადაჭიმული და გაფურჩქნილი საცხოვრისი ქართველთა მამული - სამშობლო და ქრისტიანობა სულზე უტკბესი შექმნილიყო წინაპრებისთვის და აკი, ღირსეულადაც მიჰქონდათ სანუკვარი სიცოცხლეც კი მის სადარაჯოზე მდგომთ, გვემულთა და ტანჯულთ. ჩემი გვარი, ფავლენიშვილი, ქართლში მოსახლე ერთ-ერთი უძველესი ფეოდალური გვარია, - მიამბობს ერეკლე მეფის ქალიშვილის, თამარისა და სარდალ დავით ორბელიანის შთამომავალი (ქალიშვილის მხრიდან), ერისთავთა და გიორგი სააკაძის შთამომავალი ქალბატონი ნატო ფავლენიშვილი, - მე-18 საუკუნის ცნობილი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი მას წარჩინებულ მთავართა გვარებს შორის იხსენიებს და ისტორიულად ცნობილ მხარგრძელთა შტოს გამგრძელებლად მიიჩნევს: "ფავლენიშვილი იტყვის მხარგრძელობასაო". დიდებულ ფეოდალთა - მხარგრძელთა საგვარეულო XII-XIII საუკუნეების საქართველოში აღზევდა გიორგი III-ის კარზე, განსაკუთრებით გაძლიერდნენ თამარისა და მისი მემკვიდრეების - ლაშა-გიორგისა და რუსუდანის დროს. ძმები ზაქარია და ივანე თამარ მეფის დიდად ერთგული და სანდო პირნი, ქვეყნის მართვა-გამგეობაში ერთ-ერთი პირველთაგანნი იყვნენ. ზაქარია ამირსპასალარი იყო, ივანემ კი ათაბაგობას მიაღწია. ისინი ფლობდნენ ახლანდელი სომხეთის საზღვრებში მოქცეულ ბევრ ქალაქს. მათ ნაგებ ეკლესია-მონასტრებში დღემდეა შემორჩენილი მათი საძვალეები წარწერებით.

მხარგრძელთა სახლი მეტოქეობას უწევდა სამხრეთ საქართველოს სხვა ფეოდალურ სახლებს. XIII საუკუნის ბოლოს გაიმარჯვა ჯაყელთა სახლმა, სხვა ფეოდალებთან ერთად, მათ სამცხიდან მხარგრძელებიც განდევნეს და შექმნეს თავიანთი დიდი სამთავრო - სამცხე-საათაბაგო.

ფეოდალთა - თმოგველთა საგვარეულო XII-XIV საუკუნეებში მხარგრძელთა განშტოებაა. ამ გვარის ფუძემდებელი იყო სარგის მხარგრძელი, ვარამ ზაქარიას ძის შთამომავალი, რომელსაც თამარ მეფემ ამირსპასალარ გამრეკელ თორელის შემდეგ სამამულედ უბოძა თორელის თმოგვის ციხე და მიმდგომი მხარე. შემდეგ სარგისი თმოგველად იწოდა. თმოგველი მონაწილეობდა შამქორის ბრძოლაში შალვა ახალციხელთან ერთად.

XIII საუკუნის დასაწყისიდან თმოგვის საგვარეულო მონასტრად და სამარხად იქცა ვაჰანის (ვანის) სამეფო მონასტერი. თმოგვის მხარე და თვით თმოგვი XIII-XIV საუკუნეებში წარმოადგენდა შუა საუკუნეების ტიპურ ციხესიმაგრეს. სამცხის მთავრებთან დამარცხებულ თმოგველებს XIV საუკუნეში დაუტოვებიათ თმოგვი და გადასახლებულან კახეთსა და შიდა ქართლში - უჯარმასა და ნიქოზში. ჯერ ეწოდათ თმოგველ-უჯარმელები, ხოლო შემდეგ თმოგველ-უჯარმელ-ფალავანდიშვილები. ჯერ კიდევ XVI საუკუნეში აქ მათ საგვარეულო სამარხად გახადეს ნიქოზის ეკლესია, სადაც ფავლენიშვილთა საგვარეულოს წევრებისათვის აღაპები ყოფილა დაწესებული.

* * *
ჩემი დიდი პაპა დავითი XVII საუკუნეში ცხოვრობდა ნიქოზში. მისი შვილი გახლდათ ეპისკოპოსი ნიკოლოზი, რომელიც უდავოდ დიდ როლს შეასრულებდა ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელება-განმტკიცებაში. დავითის ვაჟი, თმოგველის შვილიშვილი დიდი იორამ მხარგრძელ-ფალავანდიშვილი XVIII საუკუნეში ცხოვრობდა. მას ცოლად ცნობილი ელიზბარ თაქთაქიშვილის და, ანა-ხანუმი ჰყავდა. ელიზბარის მეუღლე იყო ვახტანგ V შაჰ-ნავაზის შვილიშვილი მარიამ ამილახვარი. ელიზბარ თაქთაქიშვილი ერეკლე მეფის საწინააღმდეგო შეთქმულების ერთ-ერთი წევრია. მათ მეფის ოჯახის ამოწყვეტა და ქართლში ქართლის კანონიერი მეფის, ვახტანგ VI-ის შთამომავლის გამეფება უნდოდათ, რის გამოც, სხვა შეთქმულებთან ერთად, მეფის დარბაზმა ელიზბარი სიკვდილით დასაჯა. მიუხედავად იმისა, ერეკლე ღირსეულად უძღვებოდა კახეთთან ერთად ქართლს და, ამავდროულად, იგი ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის შთამომავალი, მისი შვილიშვილი იყო დედის მხრიდან, ქართლელი თავადების ნაწილი ვერ ეგუებოდა ქართლის ტახტზე კახეთის უფლისწულის ჯდომას.

KARIBCHE


საარქივო მასალებიც ცხადყოფენ, მსაჯულ-მედიატორთა განჩინებაში ყველგან ფიგურირებენ ჩემი დიდი პაპები: იორამ ფავლენიშვილი, პაპუნა და მისი შვილი იორამი, რომლებიც ხელის მოწერაში მხარგრძელსაც აფიქსირებენ. მედიატორებად, რასაკვირველია, მეფეები ირჩევდნენ ზნეობით გამორჩეულ და სანდო ადამიანებს. ცხადია, ასეთი ზნემაღალი პიროვნება, იორამი, ვერ შეურიგდებოდა ცოლისძმის - ელიზბარ თაქთაქიშვილის მონაწილეობას ერეკლე მეფის საწინააღმდეგო შეთქმულებაში. ამავე საარქივო მასალები, ისტორიული წყაროები თუ ზეპირი გადმოცემები ღაღადებენ, როგორი ერთგულებით, სამშობლოსა და მეფისადმი თავდადებით გამოირჩეოდნენ ჩემი წინაპრები, თანაუგრძნობდნენ ქვეშევრდომთ.

იორამის სახლისკაცმა ვინმე კიკვილაშვილის ცოლ-შვილი ახალციხეში ოსმალოს მიყიდა. გაუბედურებული კიკვილაშვილი გორში ძალიან ავად გამხდარა. იორამს შინ წაუყვანია და უმკურნალია, შემდეგ ცოლ-შვილის გამოსასყიდი მიუცია. უბედურ მამას მხოლოდ ცოლი გამოუხსნია, შვილები - და-ძმა არ დაუნებებიათ, შემდეგ იორამს კაცები გაუყოლებია მისთვის და ბავშვები გამოუტაცებიათ, უკვე გათათრებულნი კვლავ ქრისტიანებად მოუნათლავს. საგულისხმოა საარქივო მასალებში დაცული სასამართლო სხდომის ოქმებიც ლუარსაბ მეფის, თეიმურაზის, ერეკლეს ხელმოწერით. იორამის შვილების - პაპუნას, იესესა და თეიმურაზის სადავო საკითხის მიმართ.

მეფე თეიმურაზი ერთ-ერთ ოქმში აღნიშნავს: "პაპუნა ფავლენიშვილი საფიცრად წადგეს, ამას თავის სახლისკაცები თან მიჰყვნენ, პაპუნამ ასე დაიფიცოს: "ამისმა მადლმა, ამ ჩემის სახლისკაცების სიტყვით და ჩემის ცოდნით და შეტყობინებით შერთულს ეს მამული ძველად ჩემი სამკვიდრო ყოფილაო და როსტომ მეფის წიგნში თმოგველი რომ სწერია, ის პაპის ჩემის მამა იყო. ეს რომ დაიფიცოს, მას უკან სახლისკაცები გამობრუნდნენ... თუ პაპუნამ დაიფიცოს, - წერს მეფე თეიმურაზი, - შერთულს ეს მამული ჩემს პაპებს არც გაეყიდოს და არც ეს მამული გასამჯელოდ გამოგვრთმეოდეს, თუ ასე დაიფიცა, შერთულს რაც მამული ნეტარხსენებულს პაპუნას და მის ძმებს დარჩება და თუ ასე ვერ დაიფიცა, ჯულაბაშვილს დარჩება". დაიფიცა კიდეც. აი, ასეთი იყო სიტყვა, მისი ძალა, მისი ფასი, რაც ყოველ დროში ადამიანის საუკეთესო სამშვენისს წარმოადგენს.

ამავე ოქმებში დაცული ხელნაწერები გაჯერებულია მეფისადმი უდიდესი ერთგულებისა და პატივისცემის გრძნობით. პაპუნა ერთ-ერთ ოქმში აღნიშნავს, რომ "რაც ბედნიერმა ხელმწიფემ ბრძანოს, ის უნდა ქნას". და განა არის კი რამ იმაზე ამაღლებული, როცა ქვეყანას ერთგული, სამშობლოსა და ხალხის მიმართ თავდადებული საჭეთმპყრობელი ჰყავს და შენც ერთგულად, ყოველგვარი ანგარება-ამბიციის გარეშე გვერდში უდგახარ მას. ყოველივე ხომ საწინდარია ერთიანი, მტერთაგან დაუჩოქებელი ქვეყნისა.

გაგრძელება იქნება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler