"ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა"...
"ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა"...
ერის მამა და სულიერი მოძღვარი წმინდა ილია მართალი ბრძანებდა: "დავიწყება ისტორიისა მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და წარწყმედისა. წარსული მკვიდრი საფუძველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა. რომელია სიმაგრე ჩვენი ცხოვრებისა და რომელი სიფუყე, ამას ახსნის ხოლმე მხოლოდ ისტორია და თუ იგი დავივიწყეთ, მაშინ, დაგვიწყებია ჩვენი ცხოვრების სათავე, ჩვენი ცხოვრების საძირკველი და თუ ეს ასეა, რაღაზედ უნდა ავაშენოთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი?"
საქართველოს ისტორიის არ დავიწყებას ემსახურება ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში მომზადებული პროექტი, რომელიც წმინდა კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის პიროვნების შესწავლას დაეთმო.

გვესაუბრება ქვემო ჭალის საჯარო სკოლის(დირექტორი ბელა ქენქაძე) ხელოვნების ისტორიის პედაგოგი, სამთავისის საკათედრო ტაძრის მედავითნე ირმა(ელისაბედ) ზაქარიაშვილი:

-საქართველოს ისტორია სისხლითა და ცრემლებით ჩაწერილი მატიანეა, რომელიც ჩვენს მომავალს სიყვარულითა და გულდასმით უნდა გავაცნოთ. დღეს, როგორც არასდროს, ისე ძალუმად გვჭირდება ისტორიის ხსოვნა, წინაპართა დანატოვარის, კულტურული მემკვიდრეობის პატრონობა.

ქვემო ჭალელი პედაგოგები, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვატარებთ საჩვენებლად გაკვეთილებს, კლასის საათებს, ღონისძიებებსა (ექსკურსიები ეკლესია-მონასტრებში) და პროექტებს...

ამჯერად,  მოსწავლეებმა (დამრიგებელი ლელა კუდუხაშილი) პროექტის თემად აირჩიეს წმინდა ვახტანგ გორგასლის პიროვნება. მათ მოიძიეს ინფორმაციები, შემდეგ დაახარისხეს და დაალაგეს თემებად. ისტორიის გაკვეთილზე ბავშვებმა შეძლეს შემდეგი საკითხების პრეზენტაცია: "ვახტანგ მეფის ოჯახი", პიროვნება, ზეწოდება- "გორგასალი". მეფე-მეომარი, ღვთის მოშიში, თბილისის დამაარსებელი, ანდერძი. ლეგენდები და პოეტური სტრიქონები გულდასმით შეისწავლეს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე (პედაგოგი მარინე მესროფაშვილი).

ხელოვნების ისტორიის ცოდნა მოსწავლეებს ეხმარება იკონოგრაფიული საკითხების წვდომაში. ინტერნეტის დახმარებით შეიტყვეს, რომ წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრებია  რუსთავში, კასპში და მიუნხენში (წმინდა მეფის სახელზე ეს ერთადერთი ტაძარია საქართველოს ფარგლებს გარეთ). თბილისის სიონს კი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მიაშენეს ეკვდერი, რომელიც გორგასლის სახელზეა ნაკურთხი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი რაიონისა და ეპარქიის უძველესი ტაძარი-სამთავისი, წმინდა ვახტანგის მიერ არის აგებული. არსებობს საისტორიო გადმოცემა, როდესაც ვახტანგ გორგასალი ოსებს ებრძოდა, ფიცი გაუტეხევას და ოსი ბაყათარი მოუკლავს. ცოდვის მოსანანიებლად მეფეს 4 ეკლესია აუგია: თბილისის სიონი, გაღმამხრის მეტეხი, წილკნისა და სამთავისის. სამთავროს ეკლესია დანარჩენ სამზე უკეთესი ყოფილა ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით. ამიტომ ეწოდა სამთავისი. აღნიშნული გადმოცემა იკითხება "დროების" 1875 წლის ფურცლებზე (პ. ჭალელი, კლდემაღალას ციხე (ისტორიული ლეგენდა).

-როგორც ვიცით, სასკოლო პროექტს მასშტაბები მიეცით და მოინახულეთ "კლდემაღალას ციხე", მოილოცეთ კასპის საკათედრო ტაძარი. რა კავშირი აქვთ მათ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალთან?

- მოსწავლეებმა იციან, რომ კლდემაღალას ციხე მდებარეობს მდინარე ლეხურის ნაპირას, კასპი-იგოეთის შარა გზაზე. ციხეს ახლა არსენას ციხესაც უწოდებენ. ხალხური ლექსის მიხედვით, არსენას 700 თუმანი "კასპის ერთ დიდ კლდეში ზევსა".

ვახუშტი ბატონიშვილი გავუწყებს: "ციხე, საითგან გამოიყვანეს ოვსთა, გორგასლის და"...  კლდემაღალას ციხეს სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. ის დარაჯობდა და კეტავდა ლეხურის ხეობით მიმავალ ვიწრო გზას ჩრ/სამხრეთით. იგი იცავდა კასპს ჩრდილოეთიდან შემოჭრილი მტრისაგან. კასპის საკათედრო ტაძარი ერთ-ერთი დიდი ნაგებობაა სამთავისისა და კასპის ეპარქიაში. ბაზილიკის ტიპის ტაძარი 2012 წლის 13 დეკემბერს, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელზე აკურთხა მაშინდელმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა).

ტაძარში მისულ ქვემო ჭალელებს შემოგვევება სამთავისისა და კასპის  ეპისკოპოსი მეუფე დამიანე. აგრეთვე ტაძრის მწირველი მღვდელი გიორგი მურღული, რომელმაც დალოცა და უქადაგა პატარებს. მოსწავლეებმა მოილოცეს სიწმინდეები, წარმოთქვეს სავედრებელი ლოცვები... შინ მშვიდობით დაბრუნებულებმა კი საგზლად გამოიყოლეს მეუფე დამიანეს ლოცვა-კურთხევა, დარიგება. ღმერთმა ინებოს, რომ  ჩვენც  წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალივით ძალ-სულოვნებით გვეცხოვროს, ამინ!



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler