"ძალისა შენის აღვიარებ ჭეშმარიტებას"
"ძალისა შენის აღვიარებ ჭეშმარიტებას"
მამუკა სალუქვაძის მართლმადიდებლური პოეზია
"ღმერთო მაღალო! დაილოცოს შენი სახელი,
შენ მომეც ნება თქმად სიტყვის სამადლობლისა,
რამეთუ ღირს მყავ მე უღირსი თვალის ახელით

ხილვად და ჭვრეტად თვალწარმტაცის ამა სოფლისა,
კვლავ ცხედრისაგან და ძილისგან აღდგინებული,
ძალისა შენის აღვიარებ ჭეშმარიტებას
და წრფელის გულით სალოცავად აღტყინებული
ლოცვასა შინა ვიგალობებ შენსა დიდებას.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო! დიდება შენდა!
გმადლობ, ვით შენდა სადიდებლად დღე გამითენდა
და მადლი სულსა შთანერგილი აღმომიცენდა,
დიდება შენდა, ღმერთო ჩემო! დიდება შენდა!
მადლითა შენით მადლმოსილი, დამადლებული,
მოველ ვედრებად და აღვსილი კრძალვით და რიდით,
გთხოვ შემიწყალო წყალობითა შენითა დიდით.
სული ცოდვილი განმიწმინდო, მით განმიახლო
და ოდეს იგი ცოდვათაგან განიწმინდება.
ოდენ მოახლედ ლოცვისა ჟამს თანა მიახლო,
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
გმადლობ, ცისკარი ვით აღახვენ, და შორის ბჭეთა
აღმართნე სვეტნი მზისა სხივთა, ზეცათა მბჯენთა,
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო! დიდება შენდა!"

(ფრაგმენტი მ. სალუქვაძის ლექსიდან "დილის ლოცვანი")


"მამუკა სალუქვაძის შემოქმედება არის დაუოკებელი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ. ამგვარი თავდადებული მოშურნეობისათვის უფალი მის გულსა და გონებას აღავსებდა თავისი მადლით, ჭეშმარიტებითა და მშვენიერებით.

მე-20 ს-ის II ნახევარში უღვთოობისგან დამძიმებული საზოგადოებისათვის მისი ამაღლებული სიტყვა იყო, ვითარცა ანკარა ნაკადული, სალბუნი სულისა, სიმშვიდისა და ნუგეშის მომნიჭებელი.

მამუკას მტკიცედ სწამდა იმისა, რომ ერის გადარჩენა მის სულიერ ამაღლებაშია. ბუნებრივია, მისი რელიგიური შინაარსის ნაწარმოებები საწყის ეტაპზე ვერ იქნებოდა ზუსტი განმარტება საღმრთო წერილისა. ავტორს არც ჰქონია ამის პრეტენზია. მისი მთავარი მიზანი იყო თანამედროვე ადამიანში ღვთისადმი რწმენისა და სიყვარულის გაღვიძება. და ეს მისია არაჩვეულებრივად აღასრულა. გვწამს, მამუკას უკვდავი სული კვლავაც იღვწის და ლოცულობს საქართველოსთვის", - ნათქვამია ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის (დათუაშვილი) მამუკა სალუქვაძის რჩეული ნაწარმოებების მეორე ტომისათვის დართულ კომენტარებში, წიგნში, რომელიც ჩვენგან ნაადრევად წასული ნიჭიერი შემოქმედის მართლმადიდებლურ პოეზიას მოიცავს.

ვესაუბრებით მამუკა სალუქვაძის ვაჟს, ლუკა სალუქვაძეს.

- ლუკა, მამაშენის რჩეული ნაწარმოებების ორტომეული ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა გამოსულიყო.

- დიახ, პირველი ტომი 2 წლის წინ გამოვიდა, ამას უნდა მოჰყოლოდა მეორე ტომიც, რომელშიც შესულია "ათი მცნება", "ამაოება ამაოებათა" (ეკლესიასტეს მიხედვით), ქართლის მოქცევის თემაზე დაწერილი საოპერო ლიბრეტო "მირიანი", "შესაქმის შვიდი დღე", "დილის ლოცვანი", პოემა "ანდრია პირველწოდებული", ბიბლიის ცალკეული მონაკვეთები, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმიდან. როგორც ხედავთ, კრებულში თავს მოიყრიდა მამუკას მიერ საეკლესიო თემაზე შექმნილი ლექსები. ეს წიგნი დიდი ხანია გამზადებულია დასაბეჭდად, მაგრამ დამფინანსებლებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ და დღემდე ჭიანურდება გამოცემა. მეორე ტომიც ზუსტად იმავე ფორმატისაა, როგორისაც პირველი.

- ამ ორტომეულით ამოიწურება მამუკას მთელი შემოქმედება თუ კიდევ დარჩება რაიმე გამოსაცემად სამომავლოდ?

- მომავლისათვის, ალბათ, მისი დრამატურგიის გამოცემისათვის უნდა ვიზრუნოთ და თუკი რამ იქნება შემორჩენილი მისი პუბლიცისტიკიდან.

- ლუკა, რა პროფესიის ხარ და რას საქმიანობ?

- დავამთავრე გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ლინგვისტიკის სპეციალობით, მასწავლიდნენ ენებსაც და კომპიუტერსაც. ამჟამად ბანკში ვმუშაობ, ძალიან გამომადგა უნივერსიტეტში მიღებული განათლება. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერთან დიდ დროს ვატარებ, ეს ხელს არ მიშლის წიგნების კითხვაში.

- ეს იშვიათობაა დღეს, რადგან ვისაც კომპიუტერთან ხშირად უხდება ყოფნა, როგორც წესი, ვეღარ ახერხებს წიგნების კითხვას...

- წიგნი მამუკამ შემაყვარა, თავიდან უფრო პოეზიით ვიყავი გატაცებული, მერე ინტენსიურად დავიწყე მხატვრული ლიტერატურის კითხვა. მამუკას წყალობით, ბავშვობიდანვე ბევრს ვკითხულობდი. კომპიუტერში არასდროს ვკითხულობ, იმიტომ რომ თვალებს აზიანებს.

- ხომ არ გიცდიათ დაგეწერათ ლექსი ან მოთხრობა შენ და შენს დას, ნინის?

- ბავშვობაში ერთი-ორჯერ თითქოს მქონდა ამის მცდელობა, მაგრამ მერე აღარ გამიგრძელებია, რამდენადაც ვიცი, ნინისაც არ ჰქონია სურვილი, რაიმე დაეწერა.

- მამა რომ გარდაიცვალა, რამდენი წლის იყავი?

- 13-ის, ახლა 29 წლის ვარ, ნინი - 35-ის.

- განსაკუთრებით რა დაგამახსოვრდა მამასთან ურთიერთობიდან, როგორი დარჩა იგი შენს ხსოვნაში?

- ძალიან თბილი იყო, ძალიან საინტერესო პიროვნება, ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, როცა არ მუშაობდა, თითქმის მთელ დროს ჩემთან ატარებდა, გადაყოლილი იყო ჩემზე, ჩვენ მარტო მამა-შვილი კი არა, მეგობრებიც ვიყავით. ერთ-ერთი ლექსი და "თუთიყუშ ჟაკოს თავგადასავალი" მე მომიძღვნა, ტოლივით მეთამაშებოდა ქალაქობანას, ინტელექტუალურ თამაშებს.

- გავიხსენოთ ის ლექსი, რომელიც მამამ შენ მოგიძღვნა, შემდეგ კი მისი მართლმადიდებლური პოეზია გავაცნოთ ჩვენი ჟურნალის მკითხველს.


ზმანება
ვუძღვნი ჩემს შვილს ლუკას
მესიზმრა: თოვდა, იყო ბინდბუნდი
და არაფერი ირგვლივ არ ჩანდა,
ცით გადმოსული მტრედების გუნდი
ღმერთს უგალობდა.
შუაში ეჯდა ფრთათეთრა ხუნდი,
ამკობდა მძივი მთვარის მარჯანთა,
უთუოდ თავად ღმერთი სწყალობდა.

ღმერთო მაღალო! ჩვენი შვილები
დე, იყვნენ შენგან დალოცვილები.


ამაოება ამაოებათა
(ეკლესიასტეს მიხედვით)
თავი პირველი
1-2. ისმინეთ სიტყვები მეფისა დიდისა,
იერუსალიმის ღირსეული მეფისა,
ეკლესიასტესი ძისა დავითისა,
ვინც არსი განსჭვრიტა ამაოებისა,
ვინც ფუჭად არ იწყო თავისი ქება და
სცნო და სთქვა, ყოველი ამაო არისო,
ფუჭი ოცნება და ქროლვაა ქარისო.
3. რას ჰმატებს კაცს შრომა, მზის ქვეშ რომ ეწევა?
ადრე თუ გვიან ხომ სიკვდილი ეწევა?
4. მიდის თაობა და მის ნაცვლად სხვა მოდის,
ქვეყნად არაფერი ამით არ იცვლება;
5. მზე ჩადის და დილით მზე ისევ ამოდის;
რომ არ ამოვიდეს, განა შეიძლება?!
არა, არასოდეს ასე არ მოხდება:
მზე ჩაესვენება და კვლავ აღმოხდება.
6. ქარი სამხრეთისკენ მიჰქრის გამალებით
და უკან რჩებიან ვრცელი ტრამალები,
მაგრამ ჩრდილოეთით უმალ ტრიალდები,
როს გზად ეღობება მთა კლდოვან კალთება;
იბრუნებს, იბრუნებს და უკან ბრუნდება;
დაჰქრის, დღენიადაგ წრეზე სვლას უნდება.
7-8. ნაკადულ-წყაროთა მრავალწყალნარევნი,
მიედინებიან ზღვისკენ მდინარენი;
შთაედინებიან და ვერ აუვსიათ,
რადგან ზღვა ყოველთა წყალთა აუზია.
კაცის თვალსაცა აქვს ამგვარი თვისება,
ხედავს ყოველივეს და არ აღივსება;
კაცის ყურსაცა აქვს ამგვარი თვისება,
ისმენს ყოველივეს და არ აღივსება.
9. თავადმან ჰყო თავი თვისი და გაიღო,
იქმნა ნაყოფი და თავადაც გაიყო,
და თუმცა თავადი მარად მყოფადია,
თავად ნაყოფისგან შეუცნობადია.
10. რაც იყო, ცხადია, იგივე იქნება:
ახალი ამ მზის ქვეშ განა რა იქნება?!
და ნურც მეცნიერნი ნუ განიზრახავენ,
ახალს, ჯერ არნახულს ვერაფერს ნახავენ.
11. ჩვენამდე იყვნენ და წარვიდნენ მრავალნი,
ჩვენც წავალთ, ამქვეყნად არავინ დარჩება;
სიკვდილს მოკვდავთაგან ვერვინ გადარჩება,
რადგან მოკვდავნი ვართ, ანუ წარმავალნი.
12-14. მე ეკლესიასტე ვიყავი მეფეთა და
გავბედე, გონებით განვსაჯე განგება.
გავბედე, თუმც სჯობდა, რომ არ გამებედა...
ძნელი და მწარეა სიმართლის გაგება.
მოკვდავის გონებას ვერ ესადაგება
და მაინც გავბედე, განვსჭვრიტე ყოველი:
ბუნება, მდინარე, მცენარე, ცხოველი.
რაც კი რამ მყარია და არამყარია,
რაც მოძრავია და ადგილზე მდგარია,
ქვეყნად ყოველივე მივხვდი რომ ქარია,
ამაოება და ცხადი სიზმარია.
15. სიმართლეს ვით ჰპოვებ, მარტივს ვით განმარტავ?
ნაკლულს ვით შეავსებ? მრუდეს ვით გამართავ?
16. მეფე ვიყავი და ვით არ გამებედა
უპირველესობა - მეფობა მეფეთა?!
სწავლას დავეწაფე, ვიშრომე, ვიწვალე,
ბევრი რამ გავიგე, ბევრი რამ ვისწავლე;
სწავლულ-მწიგნობართა კვალდაკვალ ვიარე,
სხვათა უპირატეს ცოდნას ვეზიარე.
შეგნება მინდოდა სიბრძნისა სრულისა,
კვალად ამოცნობა უცნობთა ცნებათა.
ესეც გამორჩევა ყოველი სულისა.
და ამაოება ამაოებათა.
18. მაშინღა დამეცა ელდა უეცარი,
გავხდი მეცნიერი უფრო უმეცარი.
და მივხვდი, რაც ცოდნა მქონდა და მებადა,
ამაოებაა ამაოებათა.
დავრწმუნდი, კაცს ცოდნა რაც უფრო მეტი აქვს,
რაიმეს გაგების ნაკლებ იმედი აქვს.
რაც მეტის მცოდნე ხარ და მრავლის მნახველი,
მით უფრო გაგტანჯავს დარდი და ნაღველი.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მამუკა სალქვაძე საქართველოს ტელევიზიის პირველ არზე, პროგრამა "ალიონში" ჟურნალისტ თამარ ცაგარეიშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა:

- როდესაც ესოდენ დიდ ფილოსოფიურ წიგნზე, როგორიც "ეკლესიასტეა", იწყებ ფიქრს, კიდებ ხელს და ცდილობ, გალექსო, გარკვეულ თავხედობას, კადნიერებას მოითხოვს ადამიანისგან. ალბათ, ახალგაზრდას ეპატიება, მაგრამ ჩემს ასაკში კაცი უფრო ფრთხილად უნდა მოეკიდოს თემატიკას, რაზედაც აპირებს მუშაობას, მაგრამ რა გაეწყობა, ალბათ, მე თვითონ არ ვწყვეტ ამას... ეს უკანასკნელი 10-15 წელია საეკლესიო თემატიკის გარშემო დაწერილი წიგნებისა და ისტორიული ნაშრომების ნარკვევების გარდა სხვა ლიტერატურას არ ვკითხულობ, მხატვრულ ლიტერატურას ვეღარ ვუდებ გულს, პოეზიას, დროგამოშვებით ვუბრუნდები.

ალბათ, ამან განაპირობა სურვილი, რომ შემექმნა და მემუშავა საეკლესიო თემატიკაზე. პირველად დავწერე "მოქცევაი ქართლისაი", წმინდა ნინოს შემოსვლაზე საქართველოში და წმინდა ანდრიას შემდეგ ქრისტიანობის ხელმეორედ მოფენაზე ჩვენს ქვეყანაში.

წმინდა ნინოს ცხოვრების წერისას გამიჩნდა აზრი (თუმცა მანამდეც მინდოდა, უბრალოდ ახლა უფრო გამოიკვეთა), რომ პატარა წიგნებისგან, სადაც ქართველ წმინდანთა ცხოვრება იქნება ასახული, შემექმნა ალბომი. ეს იქნება მცირე პოემათა კრებული. დღეს ამ აზრით ვარ შეპყრობილი და ვნახოთ, თუ დამცალდა და მოვახერხე, ძალიან მინდა განვახორციელო ეს იდეა. აქედან გამომდინარეა, რომ დღეს ვმუშაობ მეტად საინტერესო თემატიკაზე, ისევ ქრისტიანობის შემოსვლის სათავეებთან ვიმყოფები და მინდა ანდრია პირველწოდებულის შემოსვლაზე ვრცელი პოემის დაწერა, უფრო სწორად, ნახევარი დაწერილი მაქვს უკვე. ეს იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც შიგნით ექცევა აჭარის, სვანეთის, სამეგრელოს, აფხაზეთის გაქრისტიანების ამბები და ეს დღევანდელ დღეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ეთნოსის ადამიანებმა იცოდნენ - მათ აერთიანებთ არა მხოლოდ ისტორიული მეზობლობა, არამედ დიდი, მშვენიერი რამ, რასაც ქრისტიანობა ჰქვია.

რაც შეეხება "ეკლესიასტეს", მკითხველმა უნდა განსაჯოს, რამდენად შევძელი ამის გალექსვა. ამოცანა მართლაც დიდი და რთული იყო და შევეცადე, ორიგინალს არ დავშორებოდი. შეძლებისდაგვარად ასეც არის გაკეთებული.

თამარ ცაგარეიშვილი: - წერის დროს ადამიანს, რა თქმა უნდა, რაღაც მიზანი გაქვს...

მამუკა სალუქვაძე: - რა თქმა უნდა, წერ რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის... ალბათ ქრისტიანობას უფრო ღრმა ცოდნა სჭირდება და რაც უფრო ჩაუღრმავდება ადამიანი ამ თემას და თუნდაც მთლიანად ერი, მით უფრო ნათელი იქნება მისი ყოფა, ეს მხოლოდ კეთილდღეობის მომასწავებელი და მომტანი იქნება თავად ერისათვის. ამის ისტორიული მაგალითები არსებობს და თუ ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ერის ისტორიის გარკვეული ეტაპით, რომელსაც აღორძინებას ვარქმევთ, ის ეტაპი მაშინ შექმნა სწორედ ქრისტიანობის ღრმა ცოდნამ, მთელმა სკოლებმა და აკადემიებმა, სადაც მოღვაწეობდნენ უდიდესი მამები და ფილოსოფოსები, პოეტები და მეცნიერები. ეს ისევ ალბათ მომავლის საქმეა, მაგრამ თუ გვინდა გადავრჩეთ, - და საქართველო აუცილებლად გადარჩება კიდეც, - ეს არა მხოლოდ სურვილია, ამის ღრმა რწმენაც მაქვს, - გზა ერთადერთია - ყველა ადამიანი უნდა ეცადოს იცხოვროს ეკლესიურად...


დღე პირველი შესაქმისა
(ფრაგმენტი)
თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი,
რამეთუ იყო ღმრთისა თანა, თვით იყო ღმერთი;
კვალად შეიქმნა ყოველივე წესით და რიგით,
თვინიერ მისა არა იქმნა არცა რა ერთი.
ოდეს წყვდიადით ჩარაზული კარი გაიღო,
ოდეს დღე-ღამე გაიმიჯნა, ანუ გაიყო,
ნათელის სახით ზეცამ მადლი უხვად გაიღო,
მზე გამობრწყინდა დიდებული და დღე პირველი
იყო მართლაცდა საოცარი და საკვირველი.


ლოცვა ღვთისმშობლის მიმართ
(ფრაგმენტი)
წმიდაო მარიამ, მარიამ ქალწულო,
ღვთის ნებასურვილით ცოდვისგან დაცულო,
თავად ღვთის მშობელო, დედაო ნეტარო,
ნეტარნი დედანი შენ ვით დაგედარონ?!
თუმცა, მიწიერო, არაბიწიერო,
სამების ძალითა ზეამაღლებულო,
მამისა ნებითა ძის თანახლებულო,
მოწყალევ, კეთილო, მფარველო ძლიერო.
და ვით მზე არასდოს მოიშლის მზეობას,
რამეთუ უმზეოდ რაღა არს სოფელი?!
ისე მარიამი, დედა ღვთისმშობელი,
არასდროს უარყოფს კაცთა შემწეობას.

"სასულიერო აკადემია და ზოგადად, ქრისტეს აღმსარებელი პოეზიის მოყვარული მკითხველი, დიდ სიამოვნებას მიიღებს წიგნად გამოცემული კრებულის გაცნობისას.
რამდენიმე წლის წინათ, სულ სხვა ფასეულობათა ეპოქაში გამოთქმული მ. სალუქვაძის შეხედულებები თითქოს წინასწარმეტყველურ ხასიათს იძენს, იმდენად ეხმიანება დღევანდელობას, მის მიერ ძალზე მკაფიოდ გამოთქმული აზრი - ჩვენი სამშობლოს სიძლიერის ეტაპები, რომელთაც აღორძინების ეპოქები ეწოდება, მხოლოდ ქრისტიანობის ღრმა ცოდნით და ყველა ადამიანისგან ერთადერთი ჭეშმარიტი - ეკლესიური ცხოვრებით მიიღწევაო, განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე საქართველოსთვის. ამ და სხვა მრავალ სიღრმისეულ ნააზრევთა გაცნობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მკითხველს მალე "რჩეულის" წიგნად გამოცემისას მიეცემა, რაც კარგი შენაძენი იქნება ქართული საზოგადოებისთვის", - შენიშნავს თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრის დეკანოზი, სასულიერო სემინარია-აკადემიის ბიბლეისტიკის კათედრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გუგუშვილი.

ათსა მცნებასა გვმართებს ვიცავდეთ,
ვითა წერილ არს ორსა ფიცარსა;
ღმერთისა ერთის სახელს ვფუცავდეთ
სჯულის კანონით სწორ საფიცარსა.

მცნება მეათე
არა გითქმოდეს ოდენ გული, უხმე გონებას
და ნუ შეხედავ შურის თვალით სხვისა ქონებას;
ნუ შეგშურდება საცხოვარი მოყვასის შენის,
რამეთუ შური და სიხარბე კაცს არა შვენის,
ნუ მოინდომებ ცოლსა მისსა, ნურც სახლსა მისსა,
ნურცა სხვას რასმე, საკუთრებად რაც ღმერთმა მისცა,
ნუ მოინდომებ საყანურს და ყანასა მისსა,
საკვებად, სარჩო-სანოვაგედ რაც ღმერთმა მისცა;
ნუ მოინდომებ მონასა და მხევალსა მისსა,
მოსავლელად და საპატრონოდ რაც ღმერთმა მისცა;
ნუ მოინდომებ ნურცა ხარს და კარაულს მისსა,
ნურცა სხვას რასმე საქონელსა, რაც ღმერთმა მისცა.
ნურცა ნურაფრის შეგშურდება დანარჩენისა,
მონაგების და მონაგებზე დანაშენისა,
რაიცა იყოს მოყვასისა, ძისა შენისა,
ადამის ძისა, შენებრ ღმრთისგან განაჩენისა"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler