მოვა დრო და უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი დაუბრუნდება სამშობლოს
მოვა დრო და უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი დაუბრუნდება სამშობლოს
საქართველოს საელჩო უკრაინაში აქტიურად არის ჩართული ქართული კულტურის განვითარებაში.

საქართველოს კონსული უკრაინაში კონსტანტინე საბიაშვილი უკრაინაში, აეროპორტშივე გავიცანი. ის ჩვენი ქვეყნისა და იქ მცხოვრები ქართველების ინტერესებს უკრაინის საელჩოში უკვე წელიწადზე მეტია, ღირსეულად იცავს, ყველას შესაბამისად ეხმარება და იმედგაცრუებულს არავის უშვებს. ვიდრე უკრაინაში საქართველოს კონსულის თანამდებობაზე დაინიშნებობა, მანამდე საკმაოდ საინტერესო გზა გამოიარა. მუშაობდა საბერძნეთში, საქართველოსა და შვეიცარიაში საქართველოს საელჩოებში. დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის #30 საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობაზე. შემდეგ დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა - სახელმწიფო სამართლის სპეციალობით. ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რასაც მოჰყვა მოღვაწეობა საბერძნეთში, შემდეგ შვეიცარიაში საქართველოს საელჩოებში. მოსწონს თავისი სამსახური, სხვადასხვა ხალხთან ურთიერთობა.

- ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა მაქვს, ვინაიდან უცხოეთში მცხოვრებ უამრავ ქართველთან მიწევს ურთიერთობა, - მიამბობს კონსტანტინე, - ვცდილობთ, მაქსიმალურად ოპერატიულად, შესაბამისად, კანონის ფარგლებში დავეხმაროთ მათ. უკრაინაში ბევრი ქართველი ცხოვრობს და შესაბამისად დიდი დიასპორაა. გვაქვს ქართული საკვირაო სკოლები. აქტიურად ვურთიერთობთ და ვთანამშრომლობთ ქართველ სამღვდელოებასთან. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით კიევ-პეჩორის ლავრაში, მღვიმეში მოღვაწე მამების სახელობის ტაძარში, ღვთისმსახურებას ქართულად აღასრულებს დეკანოზი კახაბერ გოგოლაძე. ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე მრავალი ქართველი მოდის. მათთვის ეს უდიდესი ნუგეშია. მშობლიურ ენაზე ღვთის სიტყვის მოსმენა უფრო მეტად აახლოებს სამშობლოსთან, ასევე უადვილებს მათ უცხოეთში ყოფნას. უკრაინის სხვადასხვა ქალაქში არის განფენილი საქართველოს მოსახლეობა, ამიტომ საკონსულოები გვაქვს კიევში, ოდესაში, დონეცკში. საელჩო და გენერალური საკონსულოები აქტიურად მოღვაწეობენ და დახმარებას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს. გვყავს საპატიო კონსულები ლვოვსა და ჟიტომერში.

საქართველოს ელჩი, ბატონი გრიგოლ ქათამაძე, დიდი ხანია უკრაინაში მოღვაწეობს და დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობს. ქმედით დახმარებას უწევს ყველა ღირსეულ წამოწყებას, ეს იქნება კულტურული, ეკონომიკური თუ სავაჭრო ურთიერთობები. ასევე ცდილობს, მხარი დაუჭიროს და განავითაროს ეს ურთიერთობები.

გარდა ამისა, არის საკითხები, რომელიც კანონში არ არის გაწერილი. ვგულისხმობ ადამიანურ ურთიერთობებს. სამწუხაროდ, იზრდება მოქალაქეთა სიკვდილიანობა და გვიწევს ამ მხრივაც დახმარება. ხშირად ჩვენმა მოქალაქეებმა არ იციან ენა, წეს-ჩვეულებები, ვალდებულები ვართ, ადამიანურად, მორალურად დავეხმაროთ მათ. ზუსტად ვერ გეტყვით ქართველთა რაოდენობას, ცვალებადი ციფრია. ალბათ რამდენიმე ათეული ათასი. ოფიციალური მონაცემები უფრო ნაკლებად ასახავს რეალობას. მომრავლდა ერთობლივი ოჯახები.

* * *
საელჩო სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, არის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული. საელჩოს თაოსნობით რუსთაველის ქუჩაზე გაიხსნა რუსთაველის ძეგლი. ქართული საზოგადოება "იბერიელის" ორგანიზებით, რომელსაც სათავეში ედგა ბატონი ბესო შამუგია, გაიმართა საზეიმო ღონისძიება. საქართველოს საელჩო უკრაინაში აქტიურად არის ჩართული ქართული კულტურის განვითარებაში. საბედნიეროდ, მრავლად გვყავს ისეთი ქართველები, რომლებსაც დიდი ღვაწლი მიუძღვით ქართველი ახალგაზრდობის აღზრდაში, მათ შორისაა ქალბატონი მანანა სულაქველიძე, რომელიც ხელმძღვანელობს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ "იბერიას". სათვისტომოებში ჩამოყალიბებულია ქართული წრეები, სადაც მოზარდებს ასწავლიან მშობლიურ ენას, ისტორიას, ცეკვას და არ ივიწყებენ ქართულ ტრადიციებს.

საქართველოსა და უკრაინას დასაბამიდან უაღრესად თბილი ურთიერთობა გვაქვს. მართლაც მისასალმებელია ამ ორი ქვეყნის კეთილგანწყობა. გვახარებს ის, რომ თითქმის ყოველ თვეში საქართველოს საელჩოს და უკრაინული მხარის მხარდაჭერით ტარდება ქართული ღონისძიება. მადლობა უკრაინულ მხარეს თუნდაც იმის გამო, რომ კიევ-პეჩორის ლავრაში ქართულ ენაზე მიმდინარეობს ღვთისმსახურება.

- სხვადასხვა ქვეყანაში გიწევდათ მუშაობა და რა განსხვავებას და საერთოს ხედავთ ამ ქვეყნებს შორის?

- ორ მართლმადიდებელ ქვეყანაში მომიწია მუშაობა - საბერძნეთსა და უკრაინაში. ორივე ქვეყანაში უამრავი ქართველი ცხოვრობს და ქართული ღვთისმსახურება აღევლინება. საბერძნეთში, ათენში ხშირად დავდიოდი წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში. ვესწრებოდი ქართულ წირვას. რა თქმა უნდა, ტრადიციებს შორის განსხვავებებია, მაგრამ კარგია, როცა სწავლობ უცხო ქვეყნის ადათ-წესებს, ითვისებ მის დადებით მხარეს. ცხოვრებაში ეს გვადგება,

საბერძნეთში ელჩი აქტიურად იყო ჩართული ყველა პროცესში. მახსოვს, როცა საბერძნეთის საელჩოს მონაწილეობით კრეტაზე, ქალაქ ხანიაში დაწესდა ქართული წირვა. ათენიდან საგანგებოდ თვეში ერთხელ ჩადიოდა არქიმანდრიტი თეიმურაზი (კალანდაძე) და იქ ღვთისმსახურებას აღავლენდა. რამდენადაც ვიცი, მამა თეიმურაზი დღემდე ყოველთვიურად ასრულებს კრეტაზე ღვთისმსახურებას. უკრაინაში გასაკეთებელი კიდევ ბევრია, თუმცა ბევრი რამ უკვე გაკეთებულია. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ბატონი გრიგოლ ქათამაძე აქტიურად არის ჩართული ყველა საქმეში. არ მინახავს, ადამიანი მოსულიყოს საელჩოში და ნებისმიერ თხოვნაზე უარი მიეღოს. ამიტომ აქ ბევრი რამ გაკეთდება, შეიძლება კიდევ უფრო მეტად განვვითარდეთ.

ადამიანი იმიტომ არის ამა თუ იმ თანამდებობაზე, რომ რაღაც დახვეწოს და განავითაროს. როცა კიევში ბრძანდებოდა უწმინდესი, სამღვდელოებასთან ერთად, როგორც საელჩოს წარმომადგენელმა, ტექნიკურად ორგანიზება გავუკეთე ამ ღონისძიებას. უწმინდესის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისთვის. უწმინდესის მიერ ჩატარებულ წირვაზე უამრავი ქართველი იყო მოსული. ეს დღე ერთ-ერთი გამორჩეული იყო უკრაინაში ჩვენი მოღვაწეობის პერიოდში. უკრაინაში მყოფი ქართველების სურვილია ჩვენი საკუთარი ტაძრის აშენება. მოგეხსენებათ, ამას დიდი თანხები სჭირდება, მაგრამ იმედი გვაქვს, გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, რომლებიც მატერიალურ დახმარებას გაუწევენ ამ ღვთისსათნო საქმეს. კარგი იქნება, თუ კიევში, უკრაინაში, ჩვენი, ქართული ტაძარი გვექნება და ჩატარდება ქართული წირვა. დონეცკში არის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი, ქერჩშიც გვაქვს საყდარი.

მისასალმებელია, რომ უკრაინაში ქართული ბიზნესი მძლავრად შემოდის. ღვინის პროდუქტებსა და სხვა პროდუქციასთან ერთად ვითარდება სხვა ბიზნესი და კულტურული ცხოვრება. მინდა ყველა ქართველს, ვინც უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ვუსურვო წარმატება. მოვა დრო და უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი დაუბრუნდება სამშობლოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler