გოლგოთა ახალი ეკლესიის "წმიდათა წმიდად" იქცა, მაცხოვრის აკლდამა - ტრაპეზად, ქვის სარეცელი კი - უფლის ტახტად...
გოლგოთა ახალი ეკლესიის "წმიდათა წმიდად" იქცა, მაცხოვრის აკლდამა - ტრაპეზად, ქვის სარეცელი კი - უფლის ტახტად...
აღდგომის ტაძრის მომლოცველი უთუოდ ნახავდა მის იატაკზე გამოსახულ წრეს წარწერით - "დედამიწის ცენტრი", რომელიც მათ ირონიულ ღიმილს იწვევს ხოლმე, ვისაც პლანეტის ცენტრი კონკრეტული გეოგრაფიული ადგილი ჰგონია, თუმცა მათთვის, ვისაც სულიერი თვალი, მეტად თუ ნაკლებად, აღხელილი აქვს, ეს ადგილი მართლაც ცენტრია მიწიერი და კოსმიური ისტორიისა...

აქამდე და შემდეგ გოლგოთამდე მომავალ გზას ზოგი მხოლოდ ფეხით, ზოგი - ფიქრით, ზოგი კი - პეტრე მოციქულივით სინანულის ცრემლებით ამომწვარი თვალებით და უფლისადმი დიდი სიყვარულით გადის...

გეთსიმანია
ჯვრის გზა, ეგრეთ წოდებული "ვია დოლოროსა", ბევრისათვის გეთსიმანიის მწუხარე და იდუმალი ბაღით იწყება. აქაურმა ხეებმა ადამიანებივით დაიმახსოვრეს უფლის უკანასკნელი დღეები, მისი ლოცვა, ძილს მიცემულ მოციქულთა ნაადგილარი, გაცემა და მის შესაპყრობად მოვარდნილი ჯარისკაცების იარაღის ჟღარუნით გაკვეთილი ღამის სიჩუმე...

მღვდელმთავართაგან მოგზავნილ რაზმს იუდა გამოეყო და ლოყაზე ამბორით გასცა მაცხოვარი...

უფალმა პირი არ იბრუნა მისგან და ამ სიტყვებით შეეცადა იუდას სინდისის გამოღვიძებას: "იუდა! ამბორის-ყოფითა მისცემა ძესა კაცისასა?" (ლკ. 22,48).

მაგრამ იუდას გულიც ისეთივე სიცივეს გამოსცემდა, როგორსაც მის სამოსში ჩამალული 30 ვერცხლი... თუმცა სულ მალე მთელი ძალმოსილებით გაიღვიძა მასში სინდისმა, რომელმაც, სამწუხაროდ, სრულ უსასოობამდე მიიყვანა...

სხვათა შორის, იუდას მოძღვრის გაცემისას განსაზღვრული თანხა არ უთხოვია, "ფასის დადებას უტოვებს მსყიდველთ, ისე, თითქოს ყიდდეს მონას საძულველს" (ნეტარი იერონიმე) და გაირკვა კიდეც თანხის ის ოდენობა, რომელიც მოსეს მიერ უკანასკნელი მონის საფასურად იყო დადგენილი იმ შემთხვევისთვის, როდესაც ადამიანი ვინმეს მიერ უნებურად მოკვდინდებოდა.…

ნიშნეულია თავად მღვდელმთავართა დამოკიდებულება იუდას მიერ სინანულის შემდგომ ტაძრის კართან განბნეული ვერცხლისადმი.

- შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი, - აღმოთქვამს იგი.

- ჩვენ რა, შენ იცი, - გულგრილად პასუხობენ და გამცემის ვერცხლი, როგორც უწმინდური თანხა, ტაძარშიც კი არ შეაქვთ - მოგვიანებით უცხოთათვის სასაფლაოს შესასყიდად გამოიყენებენ...

ძველი იერუსალიმი გალავნითაა შემოზღუდული და, დაახლოებით, ორ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. დავით მეფსალმუნის დროინდელი სიმაგრე არ შემონახულა, მაგრამ შემორჩა დარიოსის დროინდელი მეორე ტაძრის დასავლეთის კედელი, გოდების კედლად სახელდებული.

წმინდა ქალაქს 7 კარიბჭე აქვს, რომელთაგან 6 მოქმედია. ძველ ქალაქში "ლომთა კარიბჭიდან" შევდივართ და პრეტორიუმიდან, ანუ პილატეს სასახლიდან ვადგებით გოლგოთისაკენ მიმავალ გზას. სწორედ "ლომთა კარიბჭის" სიახლოვეს, ძველი ქალაქის გარეთ, აღმოსავლეთით, კედრონის შენაკადთან მდებარეობს გეთსიმანია.

KARIBCHE

ზეთისხილის ერთ-ერთი 2000 წლიანი ხე გეთსიმანიის ბაღში

იმ ღამეს დუმდა ამ ბაღის გაგრძელება - ზეთისხილის მთა, საიდანაც უფალმა წმინდა ქალაქს გადმოხედა და ცრემლით დაიტირა იგი... აქვეა ღვთისმშობლის საფლავიც, რომლის ფერხთით აზვირთებული წუთისოფელი თითქოს ირინდება...

სანამ ანას სამყოფელამდე ფიქრით გავყვებოდეთ ტყვედქმნილ მაცხოვარს, გეთსიმანიის სიახლოვეს მდგარ ღვთისმშობლის მშობლების - იოაკიმესა და ანას სახლში შევდივართ და ვიხსენებთ, თუ რას მოგვითხრობს წმინდა წერილი. მიჰყვებოდა კი ამ შემზარავ პროცესიას წმინდა დედა?..

ჯვრის გზაზე 14 წმინდა ადგილია, როგორც მომლოცველები იტყვიან ხოლმე, 14 გაჩერება, თუმცა მთელი ეს გზაა დიდი სიწმინდე...

პირველი გაჩერება მღვდელმთავარ კაიაფას სახლია... ისევ დაკითხვა, დამცირება, ცრუ ჩვენებები, რომელნიც წინააღმდეგობრივი და შეუსაბამოა...

- შენ ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა? - ჰკითხავს კაიაფა.

- მე ვარ. და თქვენ იხილავთ ძე კაცისას, მჯდომარეს მარჯვენით მამისა...

და მაშინ კაიაფა მოჩვენებითი აღშფოთებით და ამ სიტყვებით შემოიხევს სამღვდელო სამოსს: - რა საჭიროა მოწმეები? თავადვე ისმენთ გმობას ღვთისას! და სინედრიონიც პასუხობს: - თანამდებ არს სიკვდილისა!

წმინდა მამათა სწავლებით, კაიაფას მიერ სამოსელის შემოხევა ძველი აღთქმის სამღვდელოების მადლისაგან განძარცვა იყო...

იუდეური კანონმდებლობით, სიკვდილმისჯილს ქვებით ქოლავდნენ. რამოდენიმე დარტყმის შემდგომ ადამიანი გონებას კარგავდა...

რომაელთა სიკვდილით დასჯის წესი გაცილებით სასტიკი გახლდათ: - დამნაშავეს ჯვარზე აკრავდნენ. უფლის მტრებმა სასიკვდილო განაჩენი აღარ იკმარეს, მისი ყველაზე დამამცირებელი და მტანჯველი სიკვდილი მოიწადინეს და საბოლოო მსჯავრი იუდეის პროკურატორ პილატეს წარუდგინეს...

ყოველივე ხუთშაბათ დღეს, გვიან საღამოს მოხდა და ვერავინ გაბედა ამ დროს გამგებლის შეწუხება, ამიტომ უფალი ღამით კაიაფას სასახლის ახლოს, დილეგში შთააგდეს (დილეგიცა და კაიაფას სახლიც დღემდე შემორჩა)...

გამთენიისას უფალი პრეტორიუმში, პილატეს წინაშე წარადგინეს... მას თან ახლდა მღვდელმთავართაგან წაქეზებული ბრბოც...

პილატეს სასახლე თითქოს ჩამქრალ ვულკანს ჰგავს, რომელიც დროდადრო მაინც გამოსცემს სიმყრალეს... იგი გაუგონარი დანაშაულის უტყვი მოწმეა...

უფალი უკიდურესი სისასტიკით გვემეს, მისი წმინდა სხეული იარებით დაიფარა, რომელიც რომაელმა ჯარისკაცებმა უფრო გაუღრმავეს.

პილატემ მას ბრალი ვერ უპოვა და კვლავ მღვდელმთავრებისთვის გადაცემა მოიწადინა, მაგრამ უპასუხეს: - იესო თავს მეფეს უწოდებს, ესე იგი, ის რომის მტერია და მეამბოხე, რომელიც სიკვდილს იმსახურებსო...

პროკურატორის მცდელობა, ბრბო ქრისტეს უდანაშაულობაში დაერწმუნებინა, ამაო აღმოჩნდა. მანაც, ცალკე მღვდელმთავართაგან გაქეზებული, გაავებული ბრბოს დასაშოშმინებლად, ცალკე კი - ულმობელი იმპერატორის, ტიბერიუსის რისხვის ასარიდებლად, ხელი დაიბანა და იესო თვისტომ "ბრალმდებლებს" გადასცა.

ენით უთქმელია ის ტანჯვა და დამცირება, რაც ჰეროდესა და პილატეს მხედრობამ მაცხოვარს მიაგო... როდესაც მცირე ხნით გაათავისუფლეს, მიწაზე ფორთხვით ძლივს შეაგროვა თავისი სამოსი, მეომრებმა კი ხარხარით მოასხეს მეწამული მოსასხამი, თან გაჰყვიროდნენ: - გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! მაგრამ ესეც არ აკმარეს, ეკლის გვირგვინი შეუთხზეს და თავზე დაადგეს, შემდეგ კი იმდენ ხანს გვემეს, რომ ეკლები ღრმად შეერჭო თავში...

პილატემ იგი ბრბოს ხელმეორედ იმ იმედით წარუდგინა, ეგებ შეიბრალონ და დაიხსნანო, მაგრამ ისევ შეცდა.

უფალს მძიმე ჯვარი აჰკიდეს და აიძულეს, გოლგოთამდე მხრებით ეზიდა...

ჯვარი, რომლისთვისაც ახალი ხე ვერ გაიმეტეს, იუდეველებმა წყალზე ხიდად გადებული, ადამიანთა ფეხის ჭუჭყით შესვარული ძველისძველი ძელისგან შეკრეს. M

გზა მძიმე და მტანჯველი იყო... ჯვარცმული ბარბაცებდა და როგორც კი ძირს დაეცემოდა, გამხეცებული ბრბო მყის ცემით აიძულებდა წამოდგომას...

მეოთხე ადგილი - ქვის კედელზე ხელის მტევნის ანაბეჭდია, სადაც ჯვრის სიმძიმით დაღლილი ქრისტე კედელს მიეყრდნო.

ამ გზას ახსოვს ადგილი, როდესაც უფალმა ჯვრის ტვირთვა ვეღარ შეძლო და წაიქცა, ჯვარი კი მის ნაცვლად ერთმა იუდეველმა, სახელად სვიმონ კვირინელმა, იტვირთა, თავისუფალმა მიწათმოქმედმა, რომელსაც, რომის კანონთა შესაბამისად, შეეძლო, ამ მისიაზე უარი ეთქვა, მაგრამ ბოლომდე ერთგულად ზიდა იგი (მეხუთე გაჩერება).

გოლგოთისაკენ მიმავალ გზას მიბჯენია სახლი მართალი ვერონიკასი, საიდანაც კარგად ჩანდა ეს შემზარავი პროცესია... როდესაც მან ქრისტეს დასახიჩრებული, სისხლით, ფურთხით და მტვრით შესვარული სხეული იხილა, შინიდან დამნაშავესავით გამოიქცა და სუფთა ტილოთი მოსწმინდა წყლულნი, მდუმარე ტანჯულმა კი, რომელსაც სიტყვის აღმოთქმაც აღარ შეეძლო, მადლობის ნიშნად ტილოზე სახის ანაბეჭდი დაუტოვა...

აი, ადგილი, სადაც ღვთისმშობელმა თავისი ძე იპოვა. მას იერუსალიმის ქუჩებში ეძებდა და მოულოდნელად ადამიანის ფორმის უზარმაზარ იარას შეხვდა... ეამბორა, ერთურთისათვის არაფერი უთქვამთ, ყოველივეს სულით მიხვდნენ...
გოლგოთის ახლოს მხსნელი მესამედ დაეცა.

სისხლიან კლდემდეც მივაღწიეთ, სადაც უფალი ჯვარზე მიალურსმეს... 11 საათია... ჩაქუჩის კაკუნი თითქოს ახლაც ცხადად დგას ჰაერში და გულიდან გულს გადაეცემა... სამ საათში განუტევებს სულს მაცხოვარი და სწორედ ამ წამს ადამიანთა უსჯულოებას ბუნება მძაფრად გააპროტესტებს: - "ქვეყანაი შეიძრა და კლდენი განსქდეს, მზემ შავი პირბადით დაიფარა სახე".

ჯვარცმის ადგილიდან ძალიან ახლოს მისმა ერთ-ერთმა ფარულმა მოწაფემ, იოსებ არიმათიელმა უფლის სხეული ჯვრიდან გარდამოხსნა და საგვარეულო აკლდამაში გადააბრძანა... გოლგოთა ახალი ეკლესიის "წმიდათა წმიდად" იქცა, მაცხოვრის აკლდამა - ტრაპეზად, ქვის სარეცელი კი - უფლის ტახტად...

მისმა მეორე მოწაფემ, იოსებ არიმათიელივით სინედრიონის წევრმა და არისტოკრატმა ნიკოდიმოსმა უფლის სხეული პილატესაგან დიდი ხვეწნით გამოითხოვა და დიდ პარასკევს ორივენი ქრისტეს გაცხადებულ მიმდევრებად იქცნენ...

იოსებ არიმათიელი მალევე განდევნეს სამშობლოდან. მკვლელთა - სიქარიტების - ლესული ხანჯლები მას მშობელი მიწის ნებისმიერ კუთხეში ელოდა, ამიტომ იმპერიის დასავლეთ პროვინციაში, ალბიონის ნისლიან მთებში პოვა ბინა და მეორე აკლდამა, როგორც ბრიტანეთის ზეციურმა მფარველმა.

ნიკოდიმოსი კი პალესტინამ მწირად აქცია, - გლახაკად ქცეული სოფლებსა და ქალაქებში მიმოდიოდა, მოწყალებას ითხოვდა და ქრისტეს ნათელს ქადაგებდა... იგი ცნობილი მწიგნობრის, მოციქულ პავლეს მასწავლებლის, გამალიელის გვერდით განისვენებს.

დიდი შაბათია, დიდი მოლოდინი... სული თითქოს საფლავის ლოდით გვაქვს დაგმანული. უმძიმესია გოლგოთა, ეს დღე, ეს კვირა... სადაც არის, ერთშაბათი გაბრწყინდება...

გოლგოთამ მიწა ზეცას შეარიგა, ადამიანი - ღმერთს!

ჩვენი ტკბილი უფალი აღდგა!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler