"ჭეშმარიტად აღსდგა!"
"ჭეშმარიტად აღსდგა!"
(რუსულიდან გადმოკეთებული არქიმანდრიტ ნესტორის მიერ)
ასკალონისკენ, ხმელთაშუა ზღვის ნაპირებს იქით წყნარად ჩაესვენა მზე, რომლის უკანასკნელი სხივები ოქროსფრად მოეფინა იერუსალიმის კოშკებს და დაღვრემილ გოლგოთას, სადაც წინა დღეს გარდამოხსნეს ჯვრიდან ეკლის გვირგვინით დაგვირგვინებული მიცვალებული.

ყვითელი ფერი მოეფინა მაშინ უკანასკნელად მოწამის შუბლს; მოეფინა, გაბრწყინდა და გაქრა, როგორც უკანასკნელი ამბორი საბრალო დედისა, რომელიც უსაზღვროდ სასოწარკვეთილო მოეხვია შვილის დატანჯულ სხეულს:

- ვაიმე, ტკბილო იესო, ძეო ჩემო!..

ვითარითა ხელითა შევეხო უხრწნელსა ხორცსა შენსა?

ანუ ვითარითა არმენაკითა წარგრაგნო?

ანუ რა საგალობელი გიგალობო? ვაიმე, ტკბილო იესო!..

და, ცდილობდა რა, თავისი ხელით მოეხადა მოწამებრივი შუბლიდან ეკლის გვირგვინი, რათა მცირეოდენად მაინც შეემსუბუქებინა ტკივილი ეკლის ჩხვლეტისა, რომელსაც უკვე მკვდარი თავი აღარ გრძნობდა, მაგრამ რომელიც უგმირავდა დედას გულს. ის შვილის მახლობლად დაეცა უგრძნობლად და გრძნობაზე მოვიდა მხოლოდ მაშინ, როდესაც გარშემო მდგომარე და გულამოსკვნით მტირალმა დედებმა ჯვარცმულის მოწაფის, იოანეს დახმარებით აიყვანეს და მიიყვანეს უბრალო, პატარა სახლში, სადაც ის რამდენიმე დღის წინათ მივიდა პასექის შესაგებებლად.

მზე თანდათან ეშვებოდა. ბინდმა მოიცვა არემარე. მალე მთელი ბუნება სიბნელეში გაეხვია. დაღვრემილი გოლგოთა, გეთსამანიის ბაღი, მდუმარე ციხე და მთელი დიდი ქალაქი - ყველაფერი მდუმარე ღამის ბნელი ლუსკუმით დაიფარა, ვიდრე ბოლოს ცის კიდეში მთვარემ არ ამოაშუქა და თავისი საიდუმლოებით მოცული მკრთალი სხივებით არ გაანათლა საშინელი შემთხვევის ადგილი.

გოლგოთაზე აღარავინ იყო. მხოლოდ მთვარე ცის კამარიდან დაჰყურებდა ჯვრებს და ახალ საფლავს, რომელზეც დაედოთ დიდი ლოდი, პილატეს ბეჭდით დაებეჭდათ და რომლის მახლობლად რამდენიმე შეიარაღებული რომაელი დარაჯი ისხდა, დაყენებულნი საფლავის დასაცავად. იერუსალიმშიც ყველაფერი დამშვიდებულიყო. ანა და კაიაფა უზრუნველად განისვენებდნენ სიონის სასახლეში, თითქო იმათ ერთი დღის წინ არ აღეგავათ ქვეყნისაგან ეს მართალი, თითქოს არა იმათ ამოეგლიჯათ გული საცოდავი დედისა, თითქოს იმათ არ დაედოთ ხალხის მხრებზე მძიმე ტვირთი ცოდვებისა, მღაღადებელი სისხლისაგან მართლისა.

მთვარე მედიდურად და დამშვიდებით მიცურავდა ლურჯად მოკრიალებულ ცაზე და, როგორც ლამპარი კაცობრიობის საფლავზე, ანათებდა სამარისებურ სიბნელეს, რომლითაც დაფარული იყო დედამიწა.

II
იმ შაბათის შემდგომ ღამეს იოანე, რომელსაც იესომ ჯვარზე ყოფნის დროს მიანდო ზრუნვა თავის დედაზე, უნდა წასულიყო კლეოპას სახლში, სადაც ქრისტეს ყველა მოწაფე შეკრებილიყო. მარიამი დარჩა მარტო. სახლი, რომელშიც ის იმყოფებოდა, შედგებოდა ოთხი ოთახისაგან და ერთი სრული სადგომისაგან, საიდანაც ცალ-ცალკე ყველა ოთახში გადიოდა კარები.

ერთი ოთახის კუთხეში, სამფეხზე იდგა ლამპარი, მეორე კუთხეში მის პირდაპირ იდგა გამზადებული ლოგინი, ხოლო მის მახლობლად ერთი მაგიდა და ერთი სკამი. მაგიდაზე იდო გაშლილი თორა - ებრაელების კანონების წიგნი; მაგიდის ზემოთ, კედელზე ეკიდა ორი პირსახოცი; ხოლო ოთახის ყველა კედელზე მიდგმული იყო ნოხებით დაფენილი ტახტები. ოთახს ჰქონდა ორი ფანჯარა ხის თაროებით და ორივე გეთსამანიის ბაღისკენ იყო გაჭრილი.

იესო ყოველთვის ამ ოთახში ცხოვრობდა, როცა იერუსალიმში მიდიოდა პასექის დღესასწაულის დროს. იმავე სახლის მეორე ოთახში ცხოვრობდა მარიამიც. და აი, იმ ღამეს ის თავის ოთახში სრულიად მარტოდმარტო დარჩა. დედანი, რომელთაც წინა ღამე მასთან გაატარეს, წავიდნენ თავიანთ სახლებში და ახლა ამ სახლში მარიამის გარდა სხვა არავინ იყო. დაღლილ-დაქანცული იჯდა თავის ლოგინზე, მუხლებზე ხელები დაეწყო და ხანდახან ნელის ხმით წამოილაპარაკებდა იესოს წამებაზე. ალერსით სავსე სიტყვები, რომელთაც ღრმად დამწუხრებული საბრალო დედა წარმოთქვამდა ღამის მყუდროებაში, უერთდებოდა შუაღამის ნიავით ამოძრავებულ ხეების ტოტების და ფოთლების ნელ შრიალს.

შუაღამისას, როცა უკვე მთელი ბუნება უშფოთველ ძილს მისცემოდა და ძაღლის ყეფაც კი არსაიდან ისმოდა, - ის შეკრთა. მოეჩვენა, რომ კარების ახლოს რაღაც გახმაურდა. მიიხედა იქითკენ და სმენად გადაიქცა. მაგრამ გარშემო მყუდროება სუფევდა. მხოლოდ მთვარე ხეების ტოტებშუა მოყვითალოდ გამოიყურებოდა, ფერმკრთალად ანათებდა იატაკს და ლოგინს, რომელზეც მარიამი იჯდა.

ბოლოს ის აღდგა ლოგინიდან, გააღო კარები და გაემართა ქრისტეს ოთახისაკენ. როცა მივიდა კარებთან, სული შეეგუბა, კარებს თავი მიადო და ყური დაუგდო. ის ასე იქცეოდა ყოველ ღამე, როცა ძე მისი იქ იყო. ფეხაკრეფით მივიდოდა ხოლმე, მიაყურებდა და, რაკი გაიგონებდა მძინარის მშვიდ სუნთქვას, ფეხაკრეფითვე გამობრუნდებოდა თავის ოთახში, რომ ცოტათი თვითონაც მოესვენა. ახლაც ასე მოიქცა. მაგრამ რისთვის?.. ახლა ხომ იესო ოთახში არ იყო?! ათრთოლებული ხელით შეაღო კარები და ოთახში შეიხედა. იქ ყველაფერი მდუმარებდა. ლამპრის მკრთალი სინათლე შეშინებულივით კრთოდა. დაბალ ჭერზე ირხეოდნენ ფანჯრის წინ ამოსული მთვარის სინათლით განათებული ხეების ტოტების ჩრდილნი. შევიდა ოთახში.

თითოეული კუთხე, თითოეული მცირე ადგილი ამ ოთახისა, მოაგონებდა იესო ქრისტეს. აი, ის კუთხე, სადაც იესო დიდი ხნით დაჩოქილი იდგა დილის და საღამოს ლოცვის დროს და გამოითხოვდა თავისი მამისაგან კაცობრიობის ცოდვების მოტევებას.

მარიამი ათრთოლდა, დავარდა შვილის ლოგინზე და დაიწყო მწარედ ტრილი და გოდება.

- შენ რისთვის გაცვეს ჯვარს?! ზეციერო მართალო! მეც რისთვის თან არ წამიყვანე?!

მარიამი ცოტათი დამშვიდდა, დაეშვა ლოგინზე და მიეცა ღრმა ფიქრებს. მას არ უხილავს თავისი თვალით, როგორ ეამბორა იესოს იუდა და მისცა ის ჯალათებს ხელში, არ დასწრებია იესოს თავზე ეკლის გვირგვინის დადგმას და ძოწეულით შემოსვას, არ უხილავს არც ის, თუ ბრბო როგორ იყრიდა მუხლს მის წინ, დასცინოდა და ეტყოდა: გიხაროდენ, მეუფეო ურიათაო!

დიახ, ეს მას არ უნახავს, მაგრამ მან ნახა ჯვარზე ტანჯვა იესოსი, და ეს მეტად დიდი ტანჯვა იყო დედის გულისთვის, მაშინ მახვილმა განვლო მის გულში. გულკეთილი დედანი თავიანთი ტანისამოსის სახელოებს აფარებდნენ მას თვალებზე, რომ არ დაენახა, როგორ დააწვინეს იესო ჯვარზე, როგორ მიაჭედეს ლურსმნებით, მაგრამ ჩაქუჩის დაკვრის ყრუ ხმა ცხადად ესმოდა და საბრალო დედას მეტად ძლიერ უგმირავდა გულს. მან დაინახა ის ჯვარზე თავდახრილი, ღია თვალებით და ეკლის გვირგვინით, რომლის ქვეშ ერთიმეორის შემდგომ მოგორავდნენ სისხლის მსხვილი წვეთები. დიახ, ეს იხილა საბრალო დედამ და გულშეწუხებული მოეხვია ჯვარს.

ხოლო ის?.. ის ითმენდა, ითმენდა ყვრიმალში ცემასაც, კიცხვასაც, გინებასაც; მოწყალე თვალით უყურებდა თავის მკვლელებს და როცა ისინი სიცილ-ხარხარით ყვიროდნენ: თუ შენ ძე ღვთისა ხარ, მოახდინე სასწაული და ჩამოდი ჯვრიდანო, მან აღაპყრო თვალნი ზეცად და ვედრების ხმით წარმოთქვა: - მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არ იციან, რას შვრებიანო! ოჰ! ის ეკლის გვირგვინი! ის ეკლის გვირგვინი! ოჰ! რატომ მან არ მოხადა ის თუნდ მაშინ მაინც, როცა ის ჯვარიდან გადმოხსნეს!.. ოჰ! რა სატანჯველს გამოივლიდა ის!..

და, იჯდა რა შვილის ლოგინზე გულზე ხელებდაკრეფილი, მარიამი ტანჯვით ფიქრობდა ამაზე. აქნევდა დაღლილ თავს და ცრემლებს აფრქვევდა თვალთაგან.

საშინელი გოლგოთა სამუდაოდ მის ფიქრებში ჩაქსოვილიყო.

ერთიმეორის შემდგომ აგონდებოდა მარიამს თითოეული წამი ჯვართან გატარებული და თითოეული წამი დატანჯულ-დაქანცული მის სულს მძიმე ლოდივით ეცემოდა. თითოეული წამი მისთვის ახალი გოლგოთა იყო. ამ აზრების სიმძიმემ მოხარა მისი დაღლილი სხეული; ძლიერი დაღლილობის და დიდი ხნის უძილობის გამო თვალები ეხუჭებოდა და ძილი შეუმჩნევლად მოერია.

III
არ გასულა რამდენიმე წამი და მარიამს უცბად გაეღვიძა. გაკვირვებით დაიწყო ოთახის თვალიერება. მთვარის სინათლე ხეებს შუა თანდათან ქრებოდა, ხოლო ჭერზე ხეების ტოტების და ფოთლების ჩრდილნი ერთიმეორის მიყოლებით იკარგებოდნენ. ოთახში სრული მყუდროება სუფევდა, არაფერი ისმოდა, გარდა ჩამწვარი სანათის სუსტი ტკაცანისა, - სანათის, რომელიც ცის კამარაზე მყოფი ვარსკვლავის კრთომას მოგაგონებდათ და ძლივს თავის გარშემო ანათებდა. მას მოეჩვენა, ვითომ მის მახლობლად გაისრიალა თეთრმა კვართმა და მერე ეს კვართი მეორე კუთხისაკენ წავიდა.

მარიამი შეკრთა, რაღაც მოულოდნელმა შიშმა შეიპყრო და, რაღაც გამოურკვეველ მოლოდინში მყოფი, ლოგინიდან ჩამოვიდა. აიღო ლამპარი და ოთახის თითოეული კუთხე მიიარ-მოიარა, დაათვალიერა; რადგანაც ვერაფერი ნახა, გააღო კარები და სხვა ოთახებშიც შეიხედა. ლამპარს სიბნელეში ლაპლაპი გაჰქონდა, ხოლო დაღვრემილ ღამის ჩრდილს ოთახები მოეცვა და ლამპრის სინათლეზე ქრებოდა, მაგრამ როცა მარიამი ლამპარს მეორე კუთხისკენ წაიღებდა, კედლებს ისევ ჩრდილი ეფინებოდა...

მარიამი, რაკი ვერაფერი ნახა, ისევ დაბრუნდა იესოს ოთახში, ლამპარი თავის ადგილას დადგა და ლოგინზე წამოწვა. დაღლილს, სულით დაქანცულს ძილი მოერია. თავში ირეოდნენ და ქრებოდნენ ფიქრები; მის მახლობლად რაღაც ხმაური გაისმა; თვალის ქუთუთოები დაეხუჭა, მაგრამ სანამ ღრმა ძილს მიეცემოდა, კიდევ მოეჩვენა, რომ ოთახში ვიღაც დადიოდა. ერთი წამის შემდგომ იგრძნო, რომ ვიღაც მისი პირისახისკენ გადმოიხარა და გარკვევით სუნთქავდა. მოინდომა თვალების გახელა, მაგრამ ქუთუთოები ტყვიასავით დამძიმებოდა და ვერ გაახილა; მოინდომა ამდგარიყო, მაგრამ დაღლილ-დაქანცული სხეული არ ემორჩილებოდა, და ის ისევ უძრავად მწოლიარე და თვალებდახუჭული დარჩა.

უეცრად მარიამმა იგრძნო შუბლზე მხურვალე ამბორი და სწრაფად წამოდგა ლოგინიდან. გული აჩქარებით უძგერდა.

თვით ლოგინთან იდგა ის, ვისზედაც მარიამი აგრერიგად წუხდა. ფერმკრთალი, ნაწამები, მაგრამ ზეციური ნათლით გასხივოსნებული, დამშვიდებული, ალერსით უცქერდა. თავზე ისევ ედგა ეკლის გვირგვინი, ხოლო პირისახეზე ჯერაც აჩნდა სისხლის კვალი. ხელებზე და ფეხებზე მოჩანდა ღრმა ჭრილობანი.

- შვილო ჩემო! - წამოიძახა მარიამმა და გაშალა ხელები მოსახვევად.

- დედაკაცო, ნუ სტირ! - უთხრა მარიამს იესომ, - ძე შენი აღსდგა საფლავით.

- შვილო ჩემო! მხსნელო ჩემო! კვლავ ნუღარ დამტოვებ, - ევედრებოდა დედა და მოეხვია მუხლებზე.

- ჯერ კიდევ არ შეიძლება შენი წამოსვლა იქ, სადაც მე მივდივარ, - მიუგო მან, ფრთხილად მოიშორა მუხლებიდან მისი ხელები და კარებისკენ წავიდა.

- არა, არა. ოჰ! კიდევ თუნდ ცოტა ხანს... მოიცადე, ძეო ჩემო საყვარელო!.. მე მინდოდა მეთხოვა შენთვის, - ევედრებოდა და უცქეროდა შუბლზე.

იესო გაჩერდა.

- ჰო, - წარმოთქვა მარიამმა, - განა შენ არ გჩხვლეტს და არ გტკენს ეს ეკლის გვირგვინი? ძეო ჩემო! სიხარულო ჩემო! ნება მომეცი, შეგიმსუბუქო ტანჯვანი შენნი, - და მან ორივე ხელი გაიშვირა, რომ მოეხადა მისთვის მოწამებრივი გვირგვინი.

- არ შეეხო მას, - უთხრა იესომ, - ეს არის საჩუქარი, რომლითაც დედამიწამ დააგვირგვინა საქმენი მართლისა. მე ის უნდა მივუტანო ღმერთსა, მამასა ჩემსა...

დედა დაეცა მის წინ მუხლებზე, შეხედა უკანასკნელად - და მკვდრეთით აღდგომილი მიეფარა - უხილავი შეიქმნა.

IV
კარებზე მოისმა ძლიერი ბრახუნი.

- გაგვიღე კარი!

ესენი იყვნენ მენელსაცხებლე დედანი, რომელნიც ამ ღამის გათენებისას უნდა წასულიყვნენ საფლავზე, რათა ეცხოთ ნელსაცხებელი დასაფლავებულის სხეულისათვის.

- გაგვიღე კარი! - იძახდნენ ისინი.

მარიამი მივარდა კარებს და გააღო.

მენელსაცხებლე დედანი შეშფოთებულნი, შეშინებულნი საჩქაროდ შემოვიდნენ ოთახში.

- იჩქარე, - უთხრეს მარიამს, - საფლავზე სასწაული მოხდა...

- რა სასწაულია?! - შეეკითხა მარიამი.

- დარაჯნი, რომელნიც შეშინებულნი გარბოდნენ საფლავიდან, ამბობდნენ, რომ ძე შენი - ქრისტე, აღსდგა.

- ჭეშმარიტად აღსდგა! - მიუგო მათ მარიამმა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler