მეუფე ისაია: სანამ ჩვენი ქვეყანა ასეთ დღეშია, ჩემთვის ჯილდოების გადმოცემას ვეღარავის დავეთანხმები
მეუფე ისაია: სანამ ჩვენი ქვეყანა ასეთ დღეშია, ჩემთვის ჯილდოების გადმოცემას ვეღარავის დავეთანხმები
8 ნოემბერს, პრემია "საგურამოს" დაჯილდოვების ცერემონიაზე, ქართული კულტურის და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ილიას მედალი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურიას) ერგო. მეუფე ისაია გუშინდელ ცერემონიალს არ დასწრებია. მან ორგანიზატორებს წერილი გაუგზავნა, რომელსაც "ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

"რაც ილიას სახელს უკავშირდება ჩემთვის ყოველივე ძვირფასი არის! მახსოვს, რომ ილიას პუბლიცისტური წერილები ჩემთვის იყო დიდი სულიერი საზრდო, საზრისისა და ძალის მომცემი; თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდაზე სწორედ მისი საახალწლო წერილი "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?.." წავიკითხე; ხოლო სტუდენტობისას როცა ვიწამე ქრისტე, ნათლობის დროს ვითხოვე ილია დაერქმიათ, ილიას პატივისცემითა და სიყვარულით!..

"მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული."ამბობს ილია და მართლაც, ილია ჭავჭავაძე, მისი ცხოვრება და შემოქმედება, მისი ძალისხმევა, დღესაც ღრმა კვალს ტოვებს და დღესაც საქმობს (მოქმედებს) საქართველოსა და კაცობრიობის უკეთესი მომავლისათვის. უკვალოდ მაინც ხომ არ ჩაუვლია მის განწირულ სულისკვეთებას და გზა უვალი მისგან თელილი - ბარათაშვილის მერანის მსგავსად - ხომ მაინც დარჩა? ხომ გამოისხა ნაყოფი კეთილი და მისი მთავარი ფიქრი "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს!"-ო ხომ აღსრულდა, თუმცა ჭრილობების გარეშე ეს არ მომხდარა და ეს წყლულები დღესაც აჩნევია საქართველოს ფიზიკურ სხეულს და მის შვილებსაც!..

ჩემი ინსტიტუტში სწავლის დრო დაემთხვა საბჭოთა კავშირის რღვევასა და ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებას, რასაც მთელი გულით თანავუგრძნობდი; იმ დროს ხშირი იყო "საქართველო"- შეძახილები და როცა მეჩვენა, რომ შრომისა და ოფლის ღვრის ნაცვლად ადამიანები ერთმანეთს ავი სიტყვის თქმაში ეჯიბრებოდნენ, ამ მოძრაობას გამოვერიდე და ჩემ თავს ვუთხარი - შენი,ქვეყნის, შენი სამშობლოს, შენი ხალხის სიყვარული და მისი სამსახური არის ის, რომ საქმე რომელსაც აკეთებ აკეთო - რამდენადაც შესაძლებელია -კარგად და გადავწყვიტე დაწყებული სწავლის პროცესი როგორმე ბოლომდე მიმეყვანა, და მაშინ როცა იყო სამოქალაქო ომი და სხვა ომები; უშუქობა, უტრანსპორტობა და მრავალი გასაჭირი, დიდი ძალისხმევის ფასად - ვფიქრობ რომ ილიას დახმარებით - დიპლომი დავიცავით, გადავიღეთ - 10 წუთიანი ანიმაციური ფილმი, "რაც მოგივა დავითაო..."

იმ დროისათვის სამონასტრო ცხოვრება მქონდა გადაწყვეტილი და მორჩილებას აფხაზეთში შევუდექი, (მაშინ) ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოს დანიელის ხელმძღვანელობით. 1993 წლის 27 სექტემბერს დევნილებმა დავტოვეთ სოხუმი და საკენი-ჭუბერის უღელტეხილი გამოვიარეთ...

1995 წლიდან ვიმყოფები ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, შიდა ქართლში, შუა ქართლში, შუაგულ საქართველოში; რომელმაც ამ უახლოეს წარსულშიც უდიდესი განსაცდელი გამოიარა და გვყავს მრავალი ათასი, სამოსახლოდან აყრილი და დევნილი ადამიანი. ეპისკოპოსი წმიდა ალექსანდრე ოქროპირიძე, ილიას მოძღვარი, მის სახელთან განუყრელად დაკავშირებული ადამიანი, რომელიც მხოლოდ წიწამურის ტრაგედიის შემდეგ (1907) 83 წლისა ჩამოვიდა შიო მღვიმის მონასტრიდან ილიას დაკრძალვაზე და იმავ 1907 წელს თითქოს ბოლოჯერ დაესწრო 8 ნოემბერს, ილიას დაბადების დღეს და 9 ნოემბერს გარდაიცვალა; მისი სამშობლო,სოფელი დისევი, შიდა ქართლის, პატარა ლიახვის ხეობის მშვენიერი სოფელი იყო, სამშობლო წმიდა ალექსანდრესი, ეს სოფელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაცლილია და სხვა მრავალი სოფლის მსგავსად გადამწვარია...

ახალგორის რაიონი, ქსნის ულამაზესი ხეობა,სადაც ილია არაერთხელ ყოფილა სტუმრად თავის მეგობარ თავად კოლა, ქსნის ერისთავთან, სადაც კოლამ ილიას ვაჟა გააცნო და პირველად იქ მოასმენინა ვაჟას ლექსები და მისი ფანდურზე სიმღერები, ამ ადგილზე 2008 წლის ომის დროს საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა და სახლები ამიტომაც გადაურჩა მასიურ დაწვასა და განადგურებას, მაგრამ მრავალი სახლი დაკეტილია და მრავალი სკოლა დარჩენილია უბავშვებოდ.

ერთხელ იკოთის გზაზე სკოლის მოსწავლე დავიმგზავრე და ვკითხე კლასში რამდენი მოსწავლე ხართ მეთქი და მიპასუხა ჩვენ ყველაზე ბევრნი - კლასში სამი ბავშვი - ვართო!.. ამა წლის სექტემბრის თვიდან, ისედაც რთულ ვითარებაში დარჩენილ ახალგორის რაიონის მოსახლეობას, კიდევ უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა, რადგანაც გზა ჩაიკეტა და ხშირად თვით ავადმყოფობის დროსაც კი ვერ ახერხებენ წეროვანსა და თბილისში მკურნალობისათვის ჩასვლას. გზის ჩაკეტვის გამო არაერთი უბედური შემთხვევა მოხდა... ბოლო შემთხვევამ კი ძალიან შემაწუხა, ცხადად, მწვავედ განვიცადე და დამაფიქრა ამ ამბავმა: ერთ იკოთელ ქალბატონს ინსულტი დაემართა, გზის ჩაკეტვის გამო ნება არ დართეს თბილისის კლინიკაში გადაეყვანათ. შორი და რთული გზით ცხინვალისაკენ წაუყვანიათ, თითქოს იმ განზრახვითაც, რომ თუ აუცილებელი გახდებოდა ავადმყოფს ერგნეთიდან გაატარებდნენ, მაგრამ იგი საავადმყოფოში გარდაცვლილა.

ავადმყოფის ქმარს, იკოთში, როცა ტელეფონით შეატყობინეს თავისი ცოლის გარდაცვალება, ჩვენი მონასტრის წევრებს გამწარებულმა თურმე უსაყვედურა - რა გმირები თქვენა ხართ, ხმას რომ არ იღებთ, ჩუმად რომა ხართ? ხეობიდან ავადმყოფი ვეღარ გაგვიყვანია! თქვენი მეუფე აქ რომ იყო, ამბავი იყო ატეხილი, მთელი ქვეყანა შეძრეს და რა, ვინმემ რამით შეაწუხაო?ჯილდოებს იღებთ, რა გმირები თქვენა ხართო? ეხლა რატომ არავინ ხმას არ იღებთ ასეთ დღეში რომ ვართ ჩავარდნილიო!?. გულზე მეც მწარედ მომხვდა ცოლგარდაცვლილი ქმრის ტკივილი, ვიზიარებ მის მწუხარებას...

ილიას პრემია ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და რაც მის სახელს უკავშირდება ჩემთვის ყველაფერი ძვირფასი არის!.. და რადგანაც ეს პრემია ჩემზე უკვე გაცემულია მე მასზე უარს აღარ ვიტყვი, მაგრამ ისევ ილიას სიტყვებს დავესესხები, არ "გვინდა ტაში!" და სანამ ჩვენი ქვეყანა ასეთ დღეშია, სანამ ოსები და ქართველები, აფხაზები და ქართველები ვერ შევრიგებულვართ, ჩემთვის ტაშის დაკვრასა და ჯილდოების გაცემაში სამომავლოდ ვეღარავის დავეთანხმები, მაგრამ ღრმად მჯერა ისეთი დროც მოვა, როცა სიყვარული გაიმარჯვებს და ერთად ვიზეიმებთ ძმობას, ერთობასა და თავისუფლებას!!!

მადლიერებით, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია. 2019/11.08

წყარო: http://liberali.ge
ბეჭდვაელფოსტა
28.11. 2019
ნუნუ
მუფეო ჩემი გულწრფელი პატივისცემა თქვენ მთელი თქვენი მოღვაწეობისთვის, მე ახალგორელი ვარ და ვიცი რა პირობებში გიწევთ მოღვაწეობა.თქვენ ხართ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აღასრულებდეს თავის ვალს სასულიერო პირი.იცოცხლეთ დიდხანს და მჯერავს რომ კიდევმრავალ ჯილდოს დაიმსახურებთ ...გვიყვარხართ და გვეამაყებით
27.11. 2019
ქრისტო კახნიაშვილი
მეუფე ისაია არის მაგალითი სამოქალაქო და რელიგიური გმირობისა. სანამ არსებობენ ეკლესიაში ასეთი მაგალითის მომცემი პიროვნებები შეიძლება მთლად უიმედოდ არ ვიყოთ.
16.11. 2019
ნონა
მეუფეო ჩემი გულწრფელი პატივისცემა თქვენ არა მარტო ამ წერილისთვის, არამედ მთელი თქვენი მოღვაწეობისთვის(მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენ პირადად არ გიცნობთ).თქვენ ხართ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აღასრულებდეს თავის ვალს სასულიერო პირი.დარწმუნებული ვარ უფალს თქვენთვის კიდევ მრავალი ჯილდო აქვს განკუტვნილი, რომელსაც ხილულად თუ არა უხილავად მაინც გადმოგცემთ.
15.11. 2019
ნინო
ჩემი გულწრფელი პატივისცემა და მოლოცვა ამ ღირსეული ჯილდოს დამსახურებულად მიმღებს, მეუფე ისაიას. ღმერთმა ინებოს, ყველას აგვიხილოს გონების თვალი და დავიბრუნოთ ჩვენი მიწა-წყალი მტარვალებისგან, ეს იქნება ნამდვილი ზეიმი და მოსალოცი...
12.11. 2019
nugzari
მეუფეო,უდიდესი პატივისცემის განცდა და ასევე სიამაყეც მაქვს თქვენი დიდი ღვაწლის უბრალოების და თავგანწირვის გამო,რის მაგალითს თითოეული ქართველის,ერის,სამშობლოს და უფლის წინაშე იძლევით.თქვენს წერილში გამოხატული პოზიცია ისტორიაში უმნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს თქვენს მიერ გაწეულ უდიდეს ღვაწლთან ერთად. ქსნისხეველთა სახელით დიდი პატივისცემითა და უფლისმიერი სიყვარულით ნუგზარი თინიკაშვილი
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
სამშაბათი
გალობა ა

ძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე მაცხოვარებად ჩემდა ესე ღმერთი ჩემი და ვადიდო ესე უფალი მამისა ჩემისა, და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ-არს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler