კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს ეკლესიაში წირვა-ლოცვა საუკუნის შემდეგ აღდგა
კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს ეკლესიაში წირვა-ლოცვა საუკუნის შემდეგ აღდგა
6 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი აკურთხა და პირველი საღვთო ლიტურგია აღავლინა. ქოთოქლოს წმინდა სამების ქართულ ტაძარში ბოლო წირვა 100 წლის წინ - 1920 წელს ჩატარდა და ტაძრის ამოქმედებამ ადგილობრივი ინგილო ქართველი მართლმადიდებლების დიდი სიხარული გამოიწვია. ისინი ათწლეულების განმავლობაში ითხოვდნენ ტაძრის ამოქმედებას. ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების დროს, დიასპორის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანული მხარე დათანხმდა ტაძრის რეგისტრაციასა და ამოქმედებას, თუმცა ეს მხოლოდ წელს მოხერხდა. ტაძარის ამოქმედების, მისი შეკეთება-კეთილმოწყობის, მოვლისა და რწმენის გაძლიერების საქმეში სოფლის მოსახლეობასთან ერთად განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის 78 წლის ვერა ბერიკაშვილს, რომელსაც "საყდარ ბებოს" სახელით იცნობენ.

საზეიმო წირვას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში ნიკოლოზ იაშვილი, საქართველოს საელჩოსა და ქ. განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპარქიის მღვდელმსახურები და მონაზვნები, კახის რაიონის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული მრავალრიცხოვანი მრევლი, კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მუსა შექილიევი.

KARIBCHE
პირველი წირვა ქოთოქლოს ეკლესიაში 1920 წლის შემდეგ

საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა და გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებმა წმინდა სამების ეკლესიის ეზოში, შეხვედრა გამართეს ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან.

ამიერიდან ტაძარში ღვთისმსახურებას პერიოდულად აღასრულებს კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი პეტრე (ხუმარაშვილი), რომელიც ამ დღეს დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.

კახის რაიონის სოფელ ქოთოქლო (ისტორიული შუახევი) მართლმადიდებელი ქართველებითაა დასახლებული და ამჟამად იქ 200-მდე კომლი ცხოვრობს.

უნდა აღინიშნოს, რომ საინგილოში კიდევ არაერთი ქართული ტაძარი ელის ამოქმედებასა და აღდგენა-რესტავრაციას. მათგან ზოგიერთი სავალალო მდგომარეობაშია და ინგრევა. მათ შორისაა ლექართის სამონასტრო კომპლექსი და ქალაქ ზაქათალის ცენტრალურ პარკში მდებარე ჯვარგუმბათოვანი ტაძარიც, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ტაძარს არ გააჩნია შესასვლელი კარი. ინგრევა ეკლესიის გუმბათი, ჩამოდის წყალი და კედლები აჭრელებულია წარწერებით…

კახის რაიონის გარდა, მცირერიცხოვანი ინგილო ქართველი მართლმადიდებლები ცხოვრობენ ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებშიც, თუმცა მათ არცერთი მოქმედი სალოცავი არ გააჩნიათ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ქრისტიანული სასაფლაოც კი (ამის გამო ალიაბადის ქრისტიანი ინგილოები იძულებულნი არიან მიცვალებულები მუსულმანურ სასაფლაოზე მუსულმანური წესით დაკრძალონ, რაც მართლაც უპრეცენდენტო და დაუჯერებელია, მაგრამ ფატია). შედარებით მეტი მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხოვრობს ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში, თუმცა მათი უმრავლესობა ზეწოლის გამო იძულებულია დაფაროს თავისი აღმსარებლობა და ათეულობით კილომეტრის დაშორებით, კახის ტაძარში ან ლაგოდეხში იარონ წირვა-ლოცვაზე. ალიაბადში მოქმედი სალოცავი სახლი აქვთ ინგილო ქართველ ბაპტისტებს, ხოლო ინგილო ქართველ მართლმადიდებლებს აზერბაიჯანული ადმინისტრაცია დღემდე არ აძლევს ტაძრის აშენებისა ან სალოცავი სახლის მოწყობის უფლებას.

4 ოქტომბერს შოთა რუსთაველის სახელობის ალიბეგლოს ახლადაშენებულ სკოლას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარიძე, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში ნიკოლოზ იაშვილი, საელჩოსა და გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. კახის რაიონში იმყოფებოდა საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადამღები ჯგუფიც.

საქართველოს მთავრობის საჩუქარი გადაეცა სკოლის ყველა - 157-ვე მოსწავლეს. დაწყებითი კლასების მოსწავლეები (პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით), დასაჩუქრდნენ სასკოლო ჩანთებითა და საკანცელარიო ნივთების მრავალფეროვანი ნაკრებით, ხოლო მეოთხედან მეთერთმეტე კლასების ჩათვლით, მოსწავლეებს გადაეცათ სპორტული ტანსაცმლის კომპლექტი. ასევე სკოლას საჩუქრად გადაეცა რუკები, გლობუსები, ქართველი კლასიკოსი მწერლების პორტრეტები, ქართულენოვანი მხატვრული ლიტერატურა და სხვადასხვა სახის სასწავლო თვალსაჩინოებები. ელჩმა ზურაბ პატარაძემ ქართული სკოლის დირექციას საჩუქრად გადასცა უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული "ვეფხისტყაოსანი". სკოლაში გამართულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი პეტრე ხუმარაშვილი.

KARIBCHE
ალიბეგლოში შ. რუსთაველის სახ. ახალი  სკოლა გაიხსნა

ჰუმანიტარული აქციის მომზადებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

4 ოქტომბერს, კახის რაიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სახელით, საჩუქრები გადაეცა ასევე კახის რაიონის სოფ. ალიბეგლოს ქართულ საბავშვო ბაღს და კახის ქართულ ბაგა-ბაღს. საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ პატარებს დაურიგა სხვადასხვა სახის შემეცნებითი თვალსაჩინოებები, სახატავი ალბომები, გასაფერადებელი კომპლექტები და ნუგბარი.

აღსანიშნავია, რომ 16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნის გამო, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით აშენდა.

მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის ქართულ დიასპორა არაერთი სხვა პრობლემის წინაშე დგას. ალიბეგლოში შოთა რუსთაველის სახელობის სკოლის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ პარალელურად ქალაქ კახის ცენტრში, ჰეიდარ ალიევის პროსპექტზე ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არსებული შოთა რუსთაველის ძეგლი რამდენიმე წელია დაზიანებული და შეურაცხყოფილია. რუსთაველის ძეგლიდან ათიოდე მეტრში ანტისანიტარიის ბუდეთ ქცეული ძველი საზოგადოებრივი ტვალეტიდან "საამო სურნელიც" უხვად იფრქვევა. იქვე ახლოს არის ქართული კულტურის ყოფილი ცენტრის შენობა, რომელიც 2009 წელს დაიწვა. მოგვიანებით, 2012 წელს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ბაქოში ვიზიტისას კულტურის დამწვარი ცენტრის შესახებ შედგა შეთანხმება და ქართულმა ტელეარხებმა საზეიმოდ აუწყეს საზოგადოებას, რომ კახის კულტურის ცენტრი აუცილებლად აღდგებოდა, თუმცა ეს დღემდე აღარავის გახსენებია. ამჟამად კახის ქართული კულტურის დამწვარი ცენტრიდან მხოლოდ კედლებია დარჩენილი და შენობაში არა მარტო ბალახი, არამედ ბუჩქები და ხეებიც კი არის ამოსული.

KARIBCHE
ზაქათალის ცენტრალურ პარკში არსებული ტაძრის შიდა ინტერიერი აჭრელებულია წარწერებით და ანტისანიტარიის ბუდედაა ქცეული

კახის რაიონის სკოლის მოსწავლეებისთვის წიგნებისა და საჩუქრების ჩატანა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთივე ყურადღებას უკანასკნელ ათწლეულში სრულიად მოკლებულნი არიან ზაქათალისა და ბელაქნის რაიონში არსებული ჯერ კიდევ შემორჩენილი ქართული სექტორების მასწავლებლები და მოსწავლეები.

ყველაზე კატასტროფული მდგომარეობაა ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში, სადაც 14 ათასამდე ინგილო ქართველი ცხოვრობს. ალიაბადში საქართველოს ხელისუფლების და საელჩოს წარმომადგენლები 2009 წლის შემდეგ არ ჩასულან მოსახლეობასთან შესახვედრად და მათი პრობლემების გასაცნობად. ბოლო 15-20 წლის მანძილზე დაბა ალიაბადში თანდათან იკეტება ქართული სექტორები და ამჟამად 4 სკოლიდან მხოლოდ 1 სკოლაშია შემორჩენილი ქართული სექტორი (სამაგიეროდ ინგილო მოსწავლეების სიმრავლეა აზერბაიჯანულ და რუსულ სექტორებზე, სადაც მათ მშობლიური ქართული ენის საგნის არათუ სწავლა, არამედ სასწავლო პროცესის დროს ქართულად საუბარიც კი ეკრძალებათ. აზერბაიჯანელი მასწავლებლები კი მოსწავლეებს "განუმარტავენ", რომ ინგილოები თურმე არა ქართველები, არამედ ალბანელები ყოფილან). ამასთან, ამ უკანასკნელ ქართულ სექტორშიც წელს პირველ კლასში მხოლოდ 10 მოსწავლე მივიდა, რადგან აზერბაიჯანული ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის გამო დაშინებული მოსახლეობა შვილების ქართულ სექტორზე მიყვანას ვერ ბედავს (გასულ წელს ალიაბადში მხოლოდ 5-მა მშობელმა გაბედა ქართულ სექტორზე პირველ კლასში ბავშვის მიყვანა, მაგრამ სიმცირის გამო კლასი მაინც არ გაიხსნა და იძულებული გახდნენ ეს 5 ინგილო პირველკლასელიც რუსულ სექტორზე შეეყვანათ).

KARIBCHE
ზაქათალის ცენტრში მართლმადიდებლური ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია და ინგრევა

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
ლექართის სამონასტრო კომპლექსი აღდგენა-რესტავრაციას დღემდე ელის...
ბეჭდვაელფოსტა
25.10. 2019
მაია
გული გამისკდება ეხლა!!! უფალო! დაიცავი და დაიფარე ქართველი ხალხი, გააძლიერე რწმენაში შენი სახელის სადიდებლად ამინ! ;) ;)
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
სამშაბათი
გალობა ა

ძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე მაცხოვარებად ჩემდა ესე ღმერთი ჩემი და ვადიდო ესე უფალი მამისა ჩემისა, და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ-არს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler