საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გერმანიაში ყოფნის პერიოდში მასმედიით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს თანხმობა მისცეს ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას და ახალციხეში ახმედის მეჩეთის რესტავრაციას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის და ეს ხდება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით, რადგან საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში; მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი პრინციპული, მაგრამ, ამავე დროს, კონსტრუქციული პოზიცია ყოველთვის გვქონდა.

ეს პოზიცია დაფიქსირდა თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბატონ რეჯებ თაიფ ერდოღანისადმი 2011 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიწერილ წერილშიც, რომლის პასუხიც, სამწუხაროდ, დღემდე არ მიგვიღია.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მეტად პრობლემურია ხელისუფლების სურვილი, ბათუმში ახალი მეჩეთ-კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რასაც ძველი მეჩეთის აღდგენად წარმოაჩენენ.

არ აქვს გამართლება იმ პოზიციასაც, თითქოს ეს კეთდება ოშკისა და იშხნის გადარჩენის მიზნით, რადგან, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა თურქეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამიტომაც, ხელისუფლებას ამ მიზნით წლების წინ უნდა მიემართა იუნესკოსთვის (რაც არაერთხელ შევახსენეთ) და ეს თემა დღეს განხილვის საგნად არ უნდა ექცია.

მიუხედავად ყოველივე ამისა, ჩვენ წამოვაყენეთ ისეთი წინადადება, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ ქართულ-თურქული მოლაპარაკებების ორმხრივად მისაღები გზით განვითარებას. ამიტომაც იყო, რომ საქართველოში და პირველ რიგში აჭარაში გახსნილი ასობით მეჩეთისა და ჯამეს საპირწონედ ტაოსა და ლაზეთში თითო-თითო ეკლესიის აღდგენა-ამოქმედება შევთავაზეთ და ამასთან საპატრიარქოს ჩართვა აღნიშნულ მოლაპარაკებებში.

ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს და ამ ეტაპზე აღარ ვაყენებთ ხახულის ეკლესიის (ტაოს მხარე) ფუნქციონირების საკითხს. ვითხოვთ, მხოლოდ უძველეს ქართულ საეპისკოპოსო ქალაქ არდაშენში (ლაზეთის მხარე) მცირე ზომის ბაზილიკის ჩვენი თანხებით აღდგენა-ამოქმედებას (შევნიშნეთ, რომ ამ რეგიონში სხვა არაერთი გაცილებით დიდი ქართული ძეგლია) და ამის შემდეგ თურქეთსა და საქართველოში მეჩეთებისა და ტაძრების რესტავრაციაზე საუბარს ჩვენი მონაწილეობით.

ხოლო თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხნის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ასეთი ქმედებით ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაძაბულობის პროვოცირება; არადა, საქართველოში მუსლიმები, რომელი ერის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ისევე როგორც სხვა რელიგიის აღმსარებელნი, არასოდეს იზღუდებოდნენ, პირიქით, ყოველთვის კარგად გრძნობდნენ თავს და ამიტომაც იყო, რომ არაერთმა მათგანმა შესწირა სიცოცხლე საქართველოს დაცვას; ეს დღესაც ასეა და ამას პირველ რიგში ქართველი ადამიანის შემწყნარებლური ქრისტიანული ბუნება განაპირობებს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ როგორც თურქეთის, ისე საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს შეთავაზებას და არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც ქვეყნის შიგნით და ქვეყნებს შორის პრობლემების შექმნას შეუწყობს ხელს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler