აქედან დაიწყო ყველაფერი. აი, აქედან იწყება ცივილიზაცია. არა გჯერათ?
აქედან დაიწყო ყველაფერი. აი, აქედან იწყება ცივილიზაცია. არა გჯერათ?
მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი "ღვინის აკვანი".

კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ჯემალ ბაღაშვილი და ფილმის სხვა პერსონაჟები მარანში შეკრებილან და მათ შორის დაახლოებით ასეთი დიალოგი იმართება:

- გივი, ერთი, გენაცვალე, მანდ ცოცხი და ქაფჩა უნდა იყოს, ბარემ თოხიც წამოიღე რა...

- ახლავე ყველაფერი მზად იქნება, მაგრამ ქვევრი რომ ცარიელი იყოს, ალბათ, თავს მოვიკლავ...

- მე გაძლევ მაგის გარანტიას!

- რა ვიცი, იქნება ღვინო სადმე გაიპარა...

ქვევრს დიდი სიფრთხილით ხდიან თავს.

- აბა, ჭიქები, ჭიქები.

- აი, გამოჩნდა ეს დალოცვილი! - არის მხიარული ჟრიამული და ქვევრიდან ორშიმოთი ამოღებული ქარვისფერი ღვინით ავსებენ სასმისებს.

- აქედან დაიწყო ყველაფერი. აი, აქედან იწყება ცივილიზაცია. არა გჯერათ? - ამბობს ჯემალ ბაღაშვილი, რომელიც ფილმის წამყვანი და, შესაძლებელია, ამ მარნის მასპინძელიც იყოს...

კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში გავრცელებულ ვაზის კულტურასა და მის ისტორიაზე წარმოთქმულ სადღეგრძელოებს მოგვიანებით კახი კავსაძის ჩვეული ტემპერამენტით შესრულებული კახური "მრავალჟამიერიც" მოჰყვება და ყველაფერი ეს უნებლიეთ გვახსენებს ათეული წლების წინ გადაღებულ სატელევიზიო ფილმ "ღვინის ქურდებს". ამ ფილმის ორ მთავარ პერსონაჟს, მართალია, ცოტათი ასაკი მომატებია, მაგრამ, რაც მთავარია, დღემდე შერჩენია ახალგაზრდული გული, შემართება და ლამაზად გაწყობილ სუფრაზე მოლხენისა და ქართველი კაცის შრომითა და გარჯით მოწეული ღვინის სიყვარული.

ქართველი და უცხოელი მეღვინეებისა და ცნობილი მეცნიერების მტკიცებით, ახლახან საქართველოდან ამერიკაში გაგზავნილი ღვინის ჭურჭლის ფსკერზე გაკეთებული ანალიზი და მათ ხელთ არსებული სხვა მასალები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ქართველები შთამომავლები არიან საქართველოს ტერიტორიაზე ოდესღაც მოსახლე ხალხისა და რომ ისინი, საბედნიეროდ, არც არსაიდან მოსულან და არც არსად წასულან, ჩვენი წინაპრების ნეოლითური ხანის ნასახლარები კი მოწმობენ, რომ 8 ათასი წლის წინათ ამ მიწაზე მარცვალიც ითესებოდა და ღვინოც მოჰყავდათ. ამას ადასტურებს გათხრების შედეგად ნაპოვნი როგორც კულტურული, ისე გარეული ვაზის წიპწა. იგი ყველაზე ადრეული ვაზის სახეობას მიეკუთვნება მსოფლიოში. კულტურული წიპწა პროფესორ ალექსანდრე ჯავახიშვილსაც უპოვია ჩვენი წინაპრების 5 ათასი წლის წინანდელ ნამოსახლარში კვარცხელას გათხრების დროს.

ფრაგმენტი ფილმიდან: "სულხან-საბას ლექსიკონი რომ გადავშალოთ, ველური ვაზის უამრავ დასახელებას ვნახავთ, ქართულმა ენამ 25 დასახელება შემოგვინახა, არადა სხვა ენაში ერთადერთია - ველური ვაზი. ახლა ქართულში: გრიჭინა, უსურვაზი, რძღვავლი, ბაბილო, ბურძღუმი, ბორძღულა, ბურეხი, შირეხი, ძაღლყურძენა. მოკლედ, იქ - ერთადერთი, აქ - 25".

ვესაუბრებით ფილმის რეჟისროსა და სცენარის თანაავტორს მერაბ კოკოჩაშვილს.

- ბატონო მერაბ, რამდენი ხანი მოანდომეთ ამ ფილმის გადაღებას და როგორ გაართვით თავი თქვენს ჩანაფიქრს?

- ეს კარგა ხნის წინ მქონდა ჩაფიქრებული. 2007 წელს ჩემი სურვილი გავაცანი ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას. მათ მთხოვეს, გამეკეთებინა ათწუთიანი პილოტი "ღვინის აკვანზე", რომელიც მოეწონათ, მოგვიანებით ღვინის ასოციაციაც შეიქმნა და გაჩნდა სურვილი, შექმნილიყო სრულმეტრაჟიანი ფილმი. ყველაფერ ამას წინ უძღოდა მრავალსერიიანი დოკუმენტური ფილმი "გზა", მაშინ საფუძვლიანად შევისწავლე საქართველოს ისტორია და ბევრი საინტერესო მასალა დამიგროვდა კავკასიასთან დაკავშირებით, სადაც განსაკუთრებულად დიდია ღვინისა და ხორბლის პრიორიტეტი. აკადემიკოსი ვავილოვი წერს, ხორბლის სამშობლო კავკასია არისო. გარკვეულ ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩემს ფილმში "გზა" შევიტანე მოზრდილი ფრაგმენტი, თუ როგორ მოჰყავდათ ხორბალი საქართველოში. მოგვიანებით გამიჩნდა სურვილი, დავბრუნებოდი ამ თემას, თუ რა ადგილი ეკავა ღვინოსა და ხორბალს ჩვენს ქვეყანაში. ვინ არიან ქართველები, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მათი ცხოვრება წარმოუდგენელი იყო ხორბლისა და ღვინის გარეშე, რომლებიც პირდაპირ იყო დაკავშირებული ქართველობასთან, ქრისტიანობის შემდეგ კი ასოცირდება ქრისტიანობასთან. როდესაც თრიალეთის თასზე სასმისებით ხელში გამოსახულ პიროვნებებს უყურებ, რომლებიც შესაწირით - ბატკნებით მიდიან სიცოცხლის ხისკენ, ხვდები, რომ ღვინოსა და რწმენას შორის ყოველთვის იყო რაღაც კავშირი. აი, ასე ჩაისახა ამ ფილმის გადაღების იდეა. სასაფუძვლო სცენარი ბატონმა კოტე ჯანდიერმა შექმნა, ჩვენ ეს სცენარი ერთად ჩამოვაყალიბეთ როგორც ათწუთიანი, ისე ერთსაათიანი ფილმისთვის.

- "გზისგან" განსხვავებით, "ღვინის აკვანი" უფრო მხატვრულ-დოკუმენტური გამოვიდა.

- ჩემს შემოქმედებაში ამის ელემენტები უკვე ჩანდა "ფენომენში". ეს იყო ორსერიიანი ფილმი ქართულ მრავალხმიანობაზე. სამწუხაროდ, მაშინ ომი იყო, კინოზე აღარავინ ფიქრობდა და ვერ მივიდა მაყურებლამდე.

მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ტრადიცია ქართული სატელევიზიო ფილმების სტუდიაში ყალიბდებოდა. ლერი სიხარულიძე, გელა კანდელაკი, გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი - ამ სისტემით ფიქრობდნენ, აზროვნებდნენ და მუშაობდნენ. აღარაფერს ვამბობ სოსო ჩხაიძის უბრწყინვალეს ფილმზე "თუში მეცხვარე"...

- რამდენი ხნის შესვენების შემდეგ მოგიხდათ "ღვინის აკვნის" გადაღება?

- "სახლი სიხარულისა" - ასე ეწოდება ჩემს ფილმს, რომელიც 2009 წელს გამოვიდა ეკრანებზე, ესეც მხატვრულ-დოკუმენტურია სტილისტიკით და მიდგომით. ფილმის პროდიუსერი იყო არჩილ გელოვანი. "სახლი სიხარულისა", რომელიც "ქეთო და კოტეზე" შეიქმნა, საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა. აქ რამაზ ჩხიკვაძე იყო წამყვანი, რომელიც არაჩვეულებრივად მოგვითხრობს ქეთოს და კოტეს სიყვარულზე, ხანუმაზე, იმდროინდელ თბილისურ ცხოვრებაზე. ჩვენმა პროდიუსერმა არჩილ გელოვანმა მართლაც უზარმაზარი შრომა გასწია. უნდოდა, ქართულ ფილმზე შექმნილიყო ერთგვარი კინომატიანე, სადაც ეტაპობრივად აისახებოდა ქართული კინემატოგრაფის განვითარების გზა, დაწყებული გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან დღემდე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელით ამის განხორციელება.

- ბატონო მერაბ, იქნებ გაგეხსენებინათ მკითხველისთვის, რა ფილმები გაქვთ გადაღებული. რომელი იყო თქვენი პირველი ფილმი?

- ჩემი პირველი ფილმი იყო "ხმელი წიფელი", რომელიც 1956 წელს გადავიღე. მაშინ მოსკოვში ვსწავლობდი და ეს ჩემი საკურსო ნამუშევარი გახლდათ. გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა, ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე პრემიაც დაიმსახურა. სადიპლომოდ მინდოდა გადამეღო "მიხა", მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა "მუსუსის" მიხედვით, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ მწერლის მიმართ ჯერ კიდევ იყო გაორებული დამოკიდებულება, ამიტომ შემაწყვეტინეს მუშაობა და დიპლომი რომ არ დამეკარგა, მიმამაგრეს ჩემს თანაკურსელ ოთარ აბესაძეს, რომელსაც დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით ახალი დაწყებული ჰქონდა ფილმის გადაღება. ჩვენ ეს ფილმი ერთად დავამთავრეთ.

მოსკოვში გატარებული წლები დაუვიწყარია ჩემთვის. მართლაც ძალიან ბევრი ქართველი ვსწავლობდით იმ პერიოდში მოსკოვში და ყველანი ერთად ვცხოვრობდით საერთო საცხოვრებელში, ამიტომ საქართველოს წუთითაც არ მოვწყვეტივართ. შესანიშნავი პედაგოგები გვასწავლიდნენ. ლექტორები ასეთ პირობებს გვიყენებდნენ: 1. მთავარია, გახდეთ ნამდვილი პროფესიონალები; 2. უნდა მიიღოთ სრულყოფილი განათლება, თქვენი ცოდნა მრავალმხრივი და საფუძვლიანი უნდა იყოს და თუ ამას ვერ მიაღწევთ, ღირსეული მოქალაქეები მაინც უნდა გამოხვიდეთ, რადგან ეს ძალზე მნიშვნელოვანიაო.

გასული საუკუნის 60-იან წლებში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა ქართულ კინოში, მოვიდა მართლაცდა არაჩვეულებრივი თაობა, ისინი, ვინც ერთად ვცხოვრობდით მოსკოვში და ერთმანეთისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობდით: ელდარ შენგელაია, ოთარ იოსელიანი, გიორგი შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, რეზო ესაძე, მიშა კობახიძე, საშა რეხვიაშვილი, ოთარ აბესაძე, თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული ნანა მჭედლიძე. ამ თაობამ თავისი სიტყვა თქვა ქართულ კინემატოგრაფიაში, რომელთაც შემდეგ 60-იანელებად მოიხსენიებენ.

მეორე ფილმი იყო "არდადეგები", რომლის სცენარიც მწერალ რეზო ინანიშვილთან ერთად გაკეთდა.

მაშინდელი კინემატოგრაფისტთა ახალი მინისტრის ოთარ ქინქლაძის ხელშეწყობით, დავუბრუნდი ჩემს სადიპლომო სცენარს და გადავიღე მიხეილ ჯავახიშვილის "მიხა", რომელიც პირველი ფილმი იყო ზურაბ ქაფიანიძისთვის. მან "მიხაში" ძალიან საინტერესო სახე შექმნა, ისე, როგორც დოდო აბაშიძემ ჩემს "დიდ მწვანე ველში". მას სულ მალე დიდი საერთაშორისო აღიარება მოჰყვა, რადგან დოდო აბაშიძეს არც უთამაშია მსგავსი ხასიათის როლი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობთან მუშაობა, რადგან ძალიან მიყვარს მსახიობი. კახი კავსაძემ და ნინელი ჭანკვეტაძემაც, ფაქტობრივად, მათი სხვა როლებისგან სრულიად განსხვავებული სახეები შექმნეს მხატვრულ ფილმში "ცხელი ზაფხულის სამი დღე", მოგვიანებით კი ზაზა პაპუაშვილმა ფილმში "ნუცას სკოლა".

ძალიან მიყვარს დოკუმენტური კინო, რადგან იქ, როგორც რეჟისორი, კიდევ უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე მხატვრულ კინოში. გადაღებული მაქვს ეგვიპტეში ფილმი ქართველ მამლუქებზე, რომელსაც ხშირად უჩვენებენ საპატრიარქოს ტელევიზიით. დოკუმენტური ფილმი "თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ" ქართველ ებრაელებზეა გადაღებული, რომლებმაც მართლაც საოცარი გმირობა გამოიჩინეს, სწორედ მათი ბრძოლის შედეგად დაიწყო საბჭოთა კავშირიდან ებრაელების მასობრივი დაბრუნება სამშობლოში.

- ახლა რა გეგმები გაქვთ?

- ეს გეგმები მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. კინოსტუდიას თავისი შემოქმედებითი ფუნქცია სრულიად დაკარგული აქვს, რადგან სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა და უსახსრობის გამო ფილმებს ვეღარ იღებს. ახლა სახელმწიფოდან მოსული თანხები კინოცენტრში იყრის თავს, რომელიც კონკურსის საფუძველზე ჟიურის მიერ მოწონებულ ფილმებზე ნაწილდება. თუ ამას არ დაემატება საპროდიუსერო ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციისაგან დაფინანსება, მხოლოდ კინოცენტრის მიერ გამოყოფილი თანხებით შეუძლებელია ფილმის გადაღება. აი, ასეთი სისტემა შეიქმნა XXI საუკუნეში.

მაისში დაგეგმილი გვაქვს კინემატოგრაფისტთა კავშირის არჩევნები. გამგეობაში ჩვენ უკვე ყველანი ასაკოვანნი ვართ, არიან ახალგაზრდებიც, ამიტომ ვფიქრობთ, რომ კარდინალური გადახალისება მოხდება.

მინდა გადავიღო აკა მორჩილაძის ერთ-ერთი მოთხრობის კინოვერსია, რომელიც უკვე წარვადგინე კონკურსზე და ვნახოთ, რა მოხდება.

- ბატონო მერაბ, რა შეგიძლიათ გვითხრათ იმ ადამიანებზე, რომლებიც "ღვინის აკვანში" მონაწილეობენ?

- კახი კავსაძესა და გივი ბერიკაშვილთან მრავალი წელია ვთანამშრომლობ. მათ დაემატნენ არაპროფესიონალები: ვანიკო მაჭავარიანი, რომელიც არაჩვეულებრივად მღერის, ბახუ ცადაძე - ცნობილი თამადა, ჯემალ ბაღაშვილი - მიწასთან ახლოს მყოფი, ტრადიციული კაცი, ფაქტობრივად, ბატონი ჯემალი ფილმის მთხრობელია. ასეთი კოლორიტული პიროვნებების გვერდით ფილმში მონაწილეობა ვთხოვე თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტრის წინამძღვარს იღუმენია მარიამს. მე მას ბავშვობიდან ვიცნობ, ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. დაბოლოს, ამერიკელი მხატვარი, რომელმაც ცოლად შეირთო ქართველი მომღერალი და შესანიშნავად საუბრობს ქართულად. მან კარგად იცის ღვინის ტექნოლოგია, ჩამოაყალიბა ქართული ანსამბლი და საკუთარი მარანიც მოაწყო სიღნაღში.

KARIBCHE

ჯემალ ბაღაშვილი და კახი კავსაძე.
კადრი ფილმიდან "ღვინის აკვანი"

ამ ფილმით მინდოდა მეჩვენებინა, რომ საქართველო უხსოვარი დროიდან ვაზის ქვეყანაა. ღვინო ჩვენთან განუყოფელი იყო ჭირშიც და ლხინშიც. მონაწილეობდა სულიერ რიტუალებში ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას საქართველოდ არც კი მოიხსენიებდნენ, ქრისტიანობის შემდეგ კი პურმა და ღვინომ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ამის გარეშე ქრისტეს ვერავინ ეზიარება.

ფრაგმენტები ფილმიდან "ღვინის აკვანი":

წამყვანი: - აპოლონიუს როდოსელი წერს, რომ კოლხეთის მეფე აიეტის სასახლეს გარს ერტყა ვაზის ხეივანი, შადრევნიდან კი ღვინო ჩქეფდა. ამ მიწაზე უძველესი ცივილიზაციის უამრავი ნივთია ნაპოვნი. ბერძნული და ფინიკიური ამფორები. ეს უკვე ქართული ამფორაა. ირანული სასმისები, თიხის ყანწები - ბერძნული და ქართული, ელინური ღვთაება დიონისეს ნიღაბი, ეს კი მთვრალი დიონისე ვირზე უკუღმა შემომჯდარა, კოლხი მოქეიფე, იქნებ თამადაც. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ კოლხურ ღვინოს კარგად იცნობდნენ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, როგორც ჩანს, კოლხები ღვინით ვაჭრობდნენ.

მცხეთა, აი აქ, პიტიახშების მარანში, 60-მდე ქვევრი იყო, ზოგი მათგანი 2 მეტრი სიმაღლისაა.

აი, უყურეთ, ამათ მცხეთელ მოქეიფეებს ეძახიან, ბრინჯაოს ქამრიდან არის ეს გამოსახულება, სასმისებს უჭახუნებენ ერთმანეთს და სიმღერით ბრუნდებიან შინ, როგორც ჩანს, მთვრალები; დასასვენებელი კომპლექსი, საცურაო აუზი, აბანოები, მოზაიკა. ეს ხანა, ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის V საუკუნემდე, მეღვინეობის აყვავების ხანად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში.

იღუმენია მარიამი: - წმინდა ნინომ ადრეც იცოდა საქართველოს შესახებ. იცოდა, რომ ამ ქვეყანაში არის უფლის კვართი, მერე ჰქონდა ღვისმშობლის გამოცხადება, სადაც ღვთისმშობელმა უთხრა, - უნდა წახვიდე ჩემს წილხვედრილ ქვეყანაში და იქ იქადაგო ქრისტიანობა. ღვთისმშობელმა მოჭრა აყვავებული ვაზის რტო, შექმნა ჯვარი, მისცა წმინდა ნინოს და უთხრა: "ესე იყოს მცველი შენი და ამით სძლო ყოველთა წინააღმდგომთა შენთა და არა დაგიტეო შენ". და ამ ვაზის ჯვრით წმინდა ნინო წამოვიდა საქართველოში, დახვდა წარმართული ქვეყანა, სადაც კერპებს სცემდნენ თაყვანს, ბავშვებსაც კი სწირავდნენ. ამავე დროს, საქართველოშიც დახვდა ნიადაგი იმისა, რომ მომხდარიყო ეს სინერგია, ასე ვთქვათ, საქართველომ მიიღო მისი ქადაგება. ვაზის სამშობლოა საქართველო, აგრეთვე ხორბლის სამშობლოა. ვაზი და ხორბალი, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი გახდა უკვე ქრისტიანობაში, იმიტომ, რომ მაცხოვარი თვითონ ამბობს: "მე ვარ ვაზი და თქვენ ხართ რტონი". ხშირად ისმის ხოლმე: "ეს არის ხორცი ჩემი და ესე არს სისხლი ჩემი". ე.ი. პური და ღვინო გარდაიქმნება მის სისხლად და ხორცად და ჩვენ მოგვეცემა შემდეგ საზრდელად.

წამყვანი:
- კახეთი, ალაზნის ველი. ეს უზარმაზარი ასკილომეტრიანი ველი უწყვეტი ვენახია. მე თვითონ კახელი ვარ და სულ ვფიქრობ, რა ხელს უნდა აეგო ეს უსასრულო არხი, რომელიც ამ მხურვალე მიწას წყურვილს მოუკლავდა...

შენთან ვარ, მაგრამ მუდამ დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი,
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.


ცნობილია, რომ მსოფლიოში ვარაუდობენ 20 ათასზე მეტი ვაზის ჯიშის არსებობას, აქედან 525-ზე მეტი არის ქართული. ეს არის ერთ-ერთი უმდიდრესი ვაზის გენოფონდი მთელ მსოფლიოში.

ეს ალავერდია. აქაური სატაძრო ვენახების საკოლექციო ნაკვეთში თავმოყრილია 77 კახური ჯიშის ვაზი. 13 საუკუნის წინ ამ ქვევრებში უკვე აყენებდნენ საეკლესიო ღვინოს. დღეს ამბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის თაოსნობით ახალ მარანში ამ უძველესი კახური წესით მზადდება საეკლესიო ქვევრის ღვინო.

ბორითი. ეს გახლავთ უძველესი საწნახელი. ჩვენ ნაკლებად ვურევთ, ვიდრე კახელები, ღვინოში ჭაჭას. ამ საწნახელში იწურება ადგილობრივი ჯიშები: ციცქა, ცოლიკაური, ძველშავი, ოცხანური, საფერე, რომელიც გადაშენების გზაზეა საუბედუროდ. ესენი, ყველანი, კახურთან შედარებით ცოტა რბილია, ცოტა ნაზი, მაგრამ ხუმრობა ამათთანაც არ შეიძლება! აბა, თუ იცით, რას ვაკეთებ? ეს ალექსანდროულია, ეს კიდევ მუჯუღეური. აი, როცა ამათ ერთად დავწრიტავთ, ცნობილ ყიფიანის ღვინოს მივიღებთ, საქვეყნოდ ცნობილ ხვანჭკარას. გერმანიაზე გამარჯვების სადღეგრძელო ამ ღვინით დალიეს სტალინმა, რუზველტმა და ჩერჩილმა, აბა!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler