ერთი წამიც კი მენანება, რომელიც თეოს გარეშე გავატარე....
ერთი წამიც კი მენანება, რომელიც თეოს გარეშე გავატარე....
როცა თეონა ქუმსიაშვილის გულიდან ამოსულ ხმატკბილ სიმღერას ისმენ, ხვდები, რა დიდბუნებოვანი ადამიანი უნდა ყოფილიყო ის. უფალმა საუკეთესო, გამორჩეული თვისებებით დააჯილდოვა. რომ არ ჰქონოდა გადამეტებული სიყვარული მშობლიური ქვეყნისა და მოყვასისა, გულს ასე მხურვალედ ვერ აამღერებდა და ვერ გადმოსცემდა გულისნადებს. თეონას 27 იანვარს 28 წელი შეუსრულდებოდა. უფალმა 26 წლისა გაიყვანა ამ ქვეყნიდან და მარადიულ სამყაროში დაამკვიდრა თავის ორ პატარა შვილთან ერთად. შემთხვევითობას გადაურჩა თეონას მეუღლე გელა დაიაური. გელა თეონას გარდაცვალების შემდეგ გავიცანი.

- ერთ-ერთ ხევსურულ საღამოზე ჩემმა ძმადნაფიცმა ლადო ჯინჭარაულმა მოიპატიჟა თეო, - იხსენებს ბატონი გელა, - მისი სიმღერა იყო დასამახსოვრებელი და ყოველთვის ყურადღებას იქცევდა. ძალიან თავმდაბალი იყო... იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მალე დავოჯახდით კიდეც.

პირველი შეხვედრა
გაცნობისას დავინახე, რომ დიდი ხელოვანი იდგა სცენაზე. თეო სოფელ სიონში დაიბადა და გაიზარდა, მერე "სიონის ზარებში" მღეროდა. ძველი ტრადიციების მქონე ანსამბლია, რამდენიმე თაობა ჰყავს გამოზრდილი, მათ შორის იყო თეოც. თეო თავისი ბიძაშვილის თხოვნით გადმოიყვანეს თბილისში, ბატონ ანზორ ერქომაიშვილთან. მერე ჰქონდა პერსპექტივა იმისა, რომ სწავლა გაეგრძელებინა, მაგრამ როგორც თავად ხშირად უთქვამს - ვერ გაუძლო ქალაქს, ქალაქის ხმაურს და დაბრუბდა თავის სოფელში, სიონში და იქ დაიწყო პედაგოგობა. სოფლებში ასწავლიდა. როცა დავოჯახდით, შატილში დიდი სიყვარულით მოიკითხავდნენ ხოლმე. სიონელ ბავშვებს როგორ უყვარდათ თეო...

KARIBCHEძალიან მომეწონა მისი ნამღერი. მივედი მასთან გასაცნობად. განსაკუთრებული ხმა ჰქონდა. ძალდაუტანებელი, ბუნებრივი ხმა. მას ალბათ ვერავინ გაიმეორებს. გავიცანით ერთმანეთი. ადამიანები ვართ... ვაკვირდებოდით ერთმანეთს. სიმართლე რომ გითხრათ, მისი მხიარულება მომეწონა. მიყვარს, სიცოცხლე რომ უხარია ადამიანს, მე კი მაკლია სიცოცხლის ხალისი. გვქონდა შეხვედრები. მივხვდი, რომ თეო იყო ის ადამიანი, რომელსაც ვეძებდი. თეოს ღირსად არ ვთვლიდი თავს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არც შემომხედავდა. თუმცა მეგობრული და კარგი ურთიერთობა გვქონდა. ტურისტული სააგენტო გვაქვს მე და ჩემს მეგობარს, პაატა ვარდანაშვილს. სპეციალურად მოვაწყვეთ ექსკურსია მთაში. თეოს უნდოდა მთის ნახვა და უთქვამს, - ყველა კოშკის ბანზე უნდა ავიდე და ვიმღერო მაყურებლის და მსმენელის გარეშეო. ეს ოცნება ჰქონდა. წავიყვანეთ, დავათვალიერებინეთ. მეორედ რომ ავედით მთაში, ხელი ვთხოვე. არაფერი უთქვამს, მხოლოდ მისმენდა. მერე დაოჯახდით.

მთელი ცხოვრება ასეთ ადამიანს ვეძებდი.

მეც ვწერ, თეოც წერდა, მღეროდა, მთა, სიმარტოვე უყვარდა, ფიქრი უყვარდა, კეთილშობილი ადამიანი იყო. იმ თვისებებს, რაც თეოში იყო დადებითი, მეათედს კი არა, ერთ პროცენტს ვერ შევწვდები. შეიძლება ხასიათით ვგავდით კიდეც ერთმანეთს, მაგრამ მე რაც მაკლდა და რასაც ვერ ვპოულობდი სხვა ადამიანებში, თეოში ვიპოვე. მეორე ნახევარი ანუ მეუღლეობა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ უნდა ავსებდნენ ადამიანები ერთმანეთს. ეს არის, მაგალითად, ერთნაირი ფიქრი, ერთნაირი ხედვა. თეო გაწონასწორებული იყო და მიმტევებელი. მე ეს თვისებები ნაკლებად მაქვს. ძალიან დიდი იუმორი ჰქონდა და სულ სხვა თვალით შეგახედებდა პრობლემებს. ძალიან ბევრი კარგი შემიძლია გავიხსენო.

KARIBCHE***
როცა დავოჯახდით, შატილის სკოლა-პანსიონის დირექტორად ვმუშაობდი. ახლობლებმა დაგვითმეს ბინა შატილში და საცხოვრებლად მთელი ზამთარი იქ დავრჩით. ზაფხულში პირველი ვაჟი, დემეტრე შეგვეძინა. ასე მიდიოდა დრო. თეოს სოფელი უყვარდა. თითქოს ფუნქცია გაქვს დაკარგული ქალაქშიო, ამბობდა. მთაში თბილია ადამიანი, იმიტომ რომ ცოტა ხალხი ცხოვრობს. უფრო ძვირფასია ადამიანი ადამიანისთვის. მთის შესახებ თავადაც წერდა: "აქაური სიმშვიდე გამუდმებით ფიქრისკენ გიბიძგებს, სულ შენს თავში ხარ ჩაყუდებული, ზოგჯერ ხმამაღლაც კი ელაპარაკები თავს. მთაში ცხოვრება მძიმე ტვირთიაო, ამბობენ, არა, ქალაქია ტვირთი. მძიმე ტვირთია ათასგვარი საცდურით დახუნძლული. მთა კი სუფთაა, გიცავს, გულში გიხუტებს, საზრდოს გაძლევს, თუმც განსაცდელსაც გივლენს, რომ არ დანელდე, არ მოდუნდე, არ დაეცე, რომ მუდამ გახსოვდეს ღმერთი".

მართლაც, საფიქრალად მეტი დრო აქვს ადამიანს მთაში და მეტად გრძნობ, რისთვის ცხოვრობ ქვეყანაზე. ოჯახში ყოველდღე სტუმარი გვყავდა. ქალაქში თითქოს ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს. იქ ასე არ არის. განსხვავებას ყოველთვის გრძნობ, იმიტომ, რომ ყოველი დღე სხვადასხვანაირი და მრავალფეროვანია. ყველაზე მთავარი სიმშვიდეა. სოფლად არ არის ზედმეტი ხმაური. ამას ვხედავდი და ყოველთვის ვხედავ. ალბათ თეოც ამას ხედავდა. თავის ჩანაწერებში იმასაც ამბობდა: "ვინ თქვა, რომ აქ მოწყენილობაა, ერთი ჩვეულებრივი მტკვრის პირას გატარებული ხევსურული საღამოც კი ბევრად უფრო შინაარსიანი და ლამაზია, ვიდრე კონცერტები ბარში. სიმღერასა და ლექსების თქმაში ანთებული ღამეებით ვამარცხებთ ზამთრის ერთფეროვნებით მოძალებულ მოწყენილობას. აქ ვხვდები, რას ნიშნავს ცხოვრობდე ერთად. მართლა ერთნი ვართ ყველანი. ბარში გაიოლებული ცხოვრებაა, რაც ათითოკაცებს ხალხს. მთაში კი მკაცრი ბუნებისა და ყოველწამიერი განსაცდელის მოლოდინის გამო იქაურები ერთმანეთთანაც და ღმერთთანაც უფრო ახლოს არიან.

გზა რომ იკეტება, უნებურად შიში გიპყრობს, რა მოხდება, უცებ რომ გაგიჭირდეს, ავად გახდე და ბარში წასვლა დაგჭირდეს. იცი, რომ ღვთის მეტი ვერავინ დაგეხმარება. მხოლოდ მის იმედად ხარ დარჩენილი. ასეთ დროს ლოცვა გეხმარება. ის გმატებს სიმტკიცეს და აღარ გეშინია მოსალოდნელი საფრთხის. ამიტომ არის, რომ მთის ხალხის რწმენა განსაკუთრებით მძაფრია. მთაში გაზრდილი ბავშვიც იმიტომ არის უფრო მგრძნობიარე და მზრუნველი, რომ ხედავს, რამდენი განსაცდელის გადატანა უწევთ უფროსებს. ბავშვის ხმა აცოცხლებს აქაურობას და ეს ხმა არ უნდა მიწყდეს არასოდეს. მალე მათ ხმას ჩემი შვილის და მერე ალბათ შვილიშვილის ხმაც შეემატება. ჩვენი სულიერი მწყემსის, პატრიარქის თხოვნა, გამრავლდითო, უნდა შეისმინონ ქართველებმა.

ყოველდღე იმდენი წყალობა მოდის ღვთისგან, რომ შეუძლებელია, არ გინდოდეს მოდგმის გამრავლება. აქ მივხვდი, რომ ღმერთი გაგაზრდევინებს მის მიერ მოცემულს. აქ რომ მოვედით, მე და ჩემს ქმარს სახლ-კარიც არ გვქონდა, ყველაფერი გამოჩნდა ღმერთის ნებით. მიენდეთ ღმერთს, ის უდიდეს სიხარულს მოგგვრით და მთების გადაგმას შეძლებთ".

მაშინ არ იყო საკომუნიკაციო საშუალება და ვიცოდი, რომ თეოსთვის ეს ძნელი იყო, - განაგრძობს ბატონი გელა, - ჩემთვის ადვილი იყო იქ ცხოვრება. მე ჩემს ხალხთან ვიყავი. თეო მოსწყდა თავისიანებს. ძალიან ენატრებოდა კიდეც. საბედნიეროდ, ინტერნეტკავშირი გვქონდა. როცა გიყვარს ადამიანი და მის გვერდით ხარ, ყველაფერს გადაიტან. ჩვენი ურთიერთობა არ ყოფილა ძალდატანებითი.

ეკლესიასთან დამოკიდებულება
დაოჯახებამდე მოძღვარი მყავდა და შეძლებისდაგვარად ვცხოვრობდი ეკლესიურად. ჩემი მოძღვარია ოქროყანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა თომა ყალამბეგაშვილი.

KARIBCHEთეოს და ჩემი შვილების ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ძალიან კარგად დავინახე წუთისოფლის ამაოება. მივხვდი, რომ ამ ქვეყანაზე ძალიან ცოტა ხანს ვართ. ცხოვრება, სიცოცხლე არაფერია.

ჩემს ოჯახთან ერთად დაიღუპნენ ჩემი ნათლიმამა და ჩემი ნათლული, რომელიც უწმინდესის ნათლულიც იყო, ბერდია არაბულის ოჯახი და ჩემი ცოლის და, ნათია ქუმსიაშვილი. გადავრჩი მე, ჩემი ცოლის ძმა და ჩემი ბიძაშვილი.

ეს შემთხვევა ძალიან ბევრს მაფიქრებს, ალბათ იცვლები და ყველაფერს სხვანაირი თვალით უყურებ. ერთადერთი, რაც არ მენანება - სითბო არ დამიკლია ოჯახისთვის. ყოველთვის ვგრძნობდი ჩემს ბედნიერებას და ამის მეშინოდა. ვისაც ოჯახი ჰყავს, მინდა ვთხოვო, რომ ძალიან გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, ძალიან ძვირფასია, როცა საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს. ერთმანეთის მიმართ უნდა შეგვეძლოს ძალიან თბილი დამოკიდებულება. არ უნდა მოგვერიდოს ერთმანეთისთვის კარგის თქმა. შეიძლება რთული იყოს ამის გაკეთება, მაგრამ ყოველთვის უნდა უთხრათ, რომ გვიყვარს ერთმანეთი.

ერთი წამიც კი მენანება, რომელიც თეოს გარეშე გავატარე.... თეომ სიკვდილ-სიცოცხლეზე ფიქრი მასწავლა უფრო სხვა კუთხიდან. ვთქვათ, ადამიანის დანიშნულებაზე.

ეკლესიურმა ცხოვრებამ უფრო გადამატანინა ყველაფერი... უფალი არასდროს იმეტებს ადამიანს, უფალი გსჯის, გცდის. მანამდეც არ მქონდა დალხენილი ცხოვრება. ბედნიერი ვიყავი მაშინ, როცა ოჯახი მყავდა. ამაზე დიდი ბედნიერება არც მეღირსება.

***
როცა ჩემი ამბავი გაიგო ჩემმა მოძღვარმა, ჩამოვიდა. ჩვენი მეუფე თადეოზიც მობრძანდა, უდიდესი ადამიანია. ბედნიერი ვარ, რომ ბევრი მეგობარი მყავს სასულიერო წრეში. ჩემი ტრაგედიის შემდეგ უწმინდესმა მთხოვა, მივსულიყავი. თავიდან მერიდებოდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, რაღაც შველასაც ვეძებდი, ამიტომაც უწმინდესთან დასაფლავების მეორე დღესვე ჩამოვედი. მაშინ პირველად შევხვდი პატრიარქს. დავრწმუნდი, რომ ამ ადამიანს დიდი ძალა აქვს, სასწაულებს ახდენს. უწმინდესი შემოვიდა ძალიან უბრალოდ ჩაცმული. დაახლოებით ნახევარი საათი ვისაუბრეთ, მამაშვილური საუბარი გვქონდა. უწმინდესმა გამამხნევა. მისგან წამოსული სულ სხვა ადამიანი ვიყავი. ერთ-ერთ მოძღვარს უნდოდა, რომ ერთი კვირა დავრჩენილიყავი მონასტერში. მეშინოდა, რომ მონასტერში მცირე ხნით დარჩენით ჩავიკეტებოდი და ძალიან ცუდად ვიქნებოდი. მაინც ვერ ვუთხარი უარი. უწმინდესს მიმართა, - თუ კურთხევას მომცემთ, ჩემთან წავიყვანო. უწმინდესმა ჩემს გულში ჩაიხედა, გაიცინა და უთხრა, - რა უნდა მონასტერში, თავის ხალხთან მივიდესო. მერე უწმინდესმა მითხრა, ისე, თუ მოგინდება ხოლმე, სამი-ოთხი დღე მოდი და ჩემთან დარჩიო. მადლობა უფალს, რომ ასეთი უწმინდესი გვყავს.

KARIBCHE

თეოსაც ჰყავდა მოძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე. ლოცვები სულ თან დაჰქონდა და მუდამ კითხულობდა.

თეოს სახელი რომ არ დავივიწყოთ, ვატარებთ საღამოებს, გამოვიდა თეოს ლექსების წიგნი. თეოს სახელი არასდროს დაიკარგება. ჩემი და თეოს მეგობრები ვფიქრობთ, სიონში, სადაც თეო დაიბადა, დაიდგას თეოს ქანდაკება. სიონში ერთ-ერთ ქუჩას თეოს სახელი დაერქმევა. ძალიან ბევრი რამ მოასწრო თეომ. ზოგმა შეიძლება მთელი ცხოვრება იცხოვროს, მაგრამ ამდენი ვერ მოასწროს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სიყვარული.

ბევრჯერ ვიტყვი და კიდევ ვამბობ, რომ თეოს სიმღერის უკან იდგა ასჯერ დიდი ადამიანი. ვინც თეოს იცნობდა, ყველამ იცის ეს და დამეთანხმებიან. თეო იყო პიროვნება და მერე მომღერალი.

დღეს ვცხოვრობ მარტო ჩემთვის და ვსაქმიანობ ჩემი მთისთვის, ხევსურეთისთვის. ვცდილობ ტურიზმის განვითარებას და ხევსურეთის აღორძინებას...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler