სექტა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ისე გაატარეს რეგისტრაციაში
სექტა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ისე გაატარეს რეგისტრაციაში
6. "ღვთის ათი მცნების აღორძინების მოძრაობა"
მოკლული ადეპტების რიცხვის მიხედვით საშინელი რეკორდი დამყარდა 2000 წელს დაბა კანუნგუში - უგანდის დედაქალაქ კამპალადან 320 კილომეტრში. საუბარია რომის კათოლიკური ეკლესის წიაღიდან გამოსულ ტოტალიტარულ სექტაზე - "ღვთის ათი მცნების აღორძინების მოძრაობა".

უგანდის მკვლელი სექტის დამაარსებლად ითვლება ყოფილი მეძავი კრედონია მვერინდა, რომელმაც 1989 წელს განაცხადა, რომ წმინდა მთაზე, ტრანსში მყოფს, გამოეცხადა ქალწული მარიამი და უბრძანა, მისი მახარებელი ყოფილიყო. მვერინდას მალევე გაუჩნდნენ მიმდევრები: ჯოზებ კიმბეტერე - მდიდარი მიწათმფლობელი და წარუმატებელი პოლიტიკოსი, და დომენიკე კატარიბაბი - რომაულ-კათოლიკური ეკლესიის შეპყრობილი და გაბოროტებული მღვდელი. მათ შეძლეს ასობით ადეპტის მიზიდვა, რომლებიც კიმბეტერეს ფერმაში გადასახლდნენ.

როგორც გაირკვა, კიმბეტერე რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტი იყო. ექიმების თქმით, ის მანიაკური დეპრესიის და განდიდების მანიის "კლასიკურ სიმპომებს" ამჟღავნებდა. მან მალევე შეწყვიტა საავადმყოფოში სიარული. ქვეყნის ხელისუფალნი, რომელთაც სექტა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ისე გაატარეს რეგისტრაციაში, ირწმუნებიან, რომ არაფერი იცოდნენ მათი ხელმძღვანელის ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

ეთნიკური წმენდითა და შიდსის ეპიდემიით შეძრწუნებული ადამიანები ადვილად შედიოდნენ სექტაში, რომელიც ყველა სირთულისა და ტრაგედიისგან გათავისუფლებას ჰპირდებოდათ. მვერინდა კატარბაბოს ეკლესიაში ქადაგებდა - ღვთის მოთმინება იწურება, სამყაროს აღსასრული უახლოვდება და მხოლოდ "ღვთის ათი მცნების აღორძინების ორგანიზაციის" წევრები გადარჩებიანო.

ორგანიზაციის წევრობა ნიშნავდა ლიდერის უსიტყვო მორჩილებას და მრავალსაათიან ლოცვებს. თუმცა სექტის წევრები ფორმალურად რომის კათოლიკეები იყვნენ, ისინი სრულიად ემორჩილებოდნენ მვერინდას და ზოგიერთმა მას საკუთარი შვილებიც კი გადასცა, რომლებიც ცალკე ჰყავდათ მოთავსებული ნახევრადდანგრეულ ფარდულში, ბევრი მათგანი მძიმედ იყო ავად და შიმშილით იტანჯებოდა.

ეპისკოპოსმა ჯონ ბაპტისტ კაბუკიმ სექტის ლიდერები ერესში დაადანაშაულა და ანათემას გადასცა. მათაც, საპასუხოდ, ანათემას გადასცეს ეპისკოპოსი კაბუკი და მვერინდამ კიმბეტერე ახალ ეპისკოპოსად გამოაცხადა. კიმბეტერე მვერინდასთან გადასახლდა ოთახში, რათა "მასთან ერთად მიეღო ზეციური სტუმრები". როცა "ეპისკოპოსის" ცოლმა ტერეზამ იგი ცოლქმრულ ღალატში დაადანაშაულა, მვერინდამ სასტიკად მას სცემა და მთელი ქონება დაუწვა. ტერეზამ და მისმა ვაჟმა მოახერხეს სექტიდან გაქცევა.

ამ ინციდენტის მერე მვერინდამ გამოაცხადა, რომ ყველა მისი მიმდევარი კანუნგუში, "ახალ იერუსალიმში", უნდა გადასახლებულიყო, რომელიც მათთვის "ღმერთმა და იესომ" აარჩიეს. იმავე დროს, 1993 წელს, კიმბეტერეს ფული გაუთავდა. ადეპტებს სექტისთვის უნდა გადაეცათ მთელი თავიანთი ქონება, რომლის გაყიდვით შემოსული ფულით სექტას შეინახავდნენ. ღამღამობით სექტის წევრებს უნდა ელოცათ თვითნაკეთ ეკლესიაში - "ქალწულ მარიამის სახლში". მცველთა ჯგუფი, რომელთაც "ღვთისგან კურთხეულებს" ეძახდნენ, მკაცრ დისციპლინას სასტიკი ცემა-ტყეპით ამყარებდა.

მვერიდამ თავიდან გამოაცხადა, რომ ქვეყნის აღსასრული 1995 წლის 9 მაისს დადგებოდა, მერე ეს თარიღი 25 მაისს გადაიტანა და შემდგომშიც რეგულარულად ცვლიდა. რომის კათოლიკური ეკლესიის მღვდელი პოლი, რომელიც სექტის წევრი იყო, ირწმუნება, რომ ორგანიზაციას სატანა მართავდა და ხალხს მის დატოვებას მოუწოდებდა. მან მართლაც მოახერხა, სექტიდან 70 წევრთან ერთად გაქცევა. სხვა ადეპტებიც ღელავდნენ, სამყაროს აღსასრული არ დგებოდა, შეწირული ფულის უკან დაბრუნებას ითხოვდნენ. თუმცა ადეპტები დამოკიდებული იყვნენ ლიდერზე და სექტასთან კავშირის გაწყვეტას ვერ ბედავდნენ.

გამოცხადდა, რომ ქვეყნის აღსასრული 2000 წლის 1-ელ იანვარს დადგებოდა. როცა ასე არ მოხდა, უკმაყოფილებას აშკარად გამოთქვამდნენ. კრედონიამ უკმაყოფილების ჩასაცხრობად აბსოლუტურად ზუსტი და საბოლოო თარიღი - 2000 წლის 17 მარტი გამოაცხადა. ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა შემოწირული ქონებიდან, გაიყიდა, დანარჩენი დაიწვა. გამოცხადდა აბსოლუტური მარხვა და ეკლესიაში განუწყვეტელი ლოცვა, ვინაიდან, ვინც ლოცვის გარეშე შეხვდებოდა ქვეყნის აღსასრულს, განადგურდებოდა.

პატარა პიტერ აჰიმბესიბვემ შიმშილი ვეღარ დაითმინა, შენობიდან გამოძვრა და თვალი მოჰკრა, თუ როგორ ჭედავდნენ ეკლესიის ფანჯრებს. მალე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. დაიწვა ასი ბალონი ბენზინი, რომელსაც სექტის ხელმძღვანელები "ზეცაში გასამგზავრებელ საწვავს" ეძახდნენ. სექტის 500-ზე მეტი წევრი დაიღუპა. პოლიციელებმა მასობრივი თვითმკვლელობის თავდაპირველ ვერსიებზე უარი განაცხადეს. ნაჯახით დაჩეხილი 6 გვამი მვერინდას სახლში იპოვეს, 81 - საერთო საფლავში და 47 - კატარიბაბას ბაღში, ისინი საკუთარი სკვნილებით იყვნენ დახრჩობილნი.

ასობით სხვა გვამი სექტის ტერიტორიებზე აღმოაჩინეს. ცოცხალი ვერავინ გადარჩენილა. როგორც კიმბეტერეს ვაჟი ვარაუდობს, მამამისი სხვებთან ერთად დაიღუპა. კრედონია მვერინდა, ეტყობა, ცოცხალი გადარჩა. კატასტროფის მერე ის თავისი მანქანით ქვეყნის ჩრდილოეთით უნახავთ. ალბათ მთელი ფულიც წაიღო.

7. სექტანტური ძალადობის მიზეზები და პერსპექტივები
გამოჩენილმა ფსიქოლოგმა რობერტ ლიფტონმა ჯერ კიდევ 60-იან წლებში პირველად ჩამოყალიბა ტვინების გამორეცხვისა და ცნობიერების კონტროლის კანონები, მოგვიანებით ერთ-ერთ თავის შრომაში ასაჰარასა და ეპლუაიტის შედარებით ცდილობდა, გაერკვია, თუ რას მიჰყავს სექტის ლიდერები მძიმე დანაშაულამდე.

ლიფტონის თანახმად, მომავალი გურუს ფორმირების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა, მათ მიერ მითოლოგიური გმირის ფუნქციის ტვირთვა. როცა გურუ აყალიბებს თავის საკუთარ მითოლოგიას, მასში აუცილებლად უნდა იყოს მოთხრობა რელიგიურ გამოღვიძებასა და გაბრწყინებაზე. მაგალითად, ასაჰარა ამბობდა, რომ ახალგაზრდობაში, როცა ეჭვი შეაწუხებდა, ყოველთვის ექმნებოდა კონფლიქტი კანონთან, ხოლო 30 წლისას გამოეცხადა ინდუისტური ღმერთი შივა - ღმერთი ნგრევისა და შენებისა და მოუწოდა, ღმერთების არმიისთვის ეხელმძღვანელა ბნელეთის ძალებთან ბრძოლაში. ლიფტონის თქმით, ასაჰარა უცნაური ნიჭით იზიდავდა თავის მოწაფეებს. სთავაზობდა ბედისტურ ნიადაგზე აღმოცენებულ მისტიკურ სწავლებას, რომელიც უფრო გასაგები იყო მათთვის. იგი მათ ჰპირდებოდა, რომ მაღალ სულიერ საფეხურზე ასვლის შემთხვევაში შეეძლოთ, უკვდავებისთვის მიეღწიათ.

ნაწილობრივ "საგმირო მითის" შექმნაში გამოხატული ამგვარი განდიდების მანია დამახასიათებელია სხვა ტოტალიტარული სექტების ლიდერებისთვისაც. ბოლოს და ბოლოს, ამან აქცია "აუმ სინრიკე" მკვლელ სექტად, რომელიც ისწრაფოდა მთელი სამყაროს განადგურებისკენ, ცოცხლები მხოლოდ თავისი სექტის წევრები უნდა დაეტოვებინა, როგორც ერთგვარი უმაღლესი რასა. ეპლუაიტის მიზანი იყო, ახალი ევოლუციური საფეხურის შექმნა, რათა ნება მიეცა ადამიანებისთვის, საკუთარ ადამიანობაზე ამაღლებულიყვნენ. სექტანტები ხედავდნენ ზეცას, როგორც სულიერ სამეფოს და როგორც ადგილს, სადაც ბიოლოგიურადაც იქნებოდნენ. სადამდე მიიყვანა ისინი ამ თეორიამ, უკვე ცნობილია.

თუმცა "აუმი" ძალადობას სხვა ადამიანების მიმართ იყენებდა, "ზეციური კარიბჭე" - საკუთარი თავის მიმართ. ორივე მოქმედება, ლიფტონის თანახმად, მიმართული იყო სიკვდილზე თავიანთი ხელმწიფების გასამყარებლად. ჯონსთაუნში, მაგალითად, დახოცილთა მხოლოდ ნახევარმა დალია საკუთარი ნებით კალციუმციანიდი, სხვები დახვრიტეს ან ძალით შეასვეს საწამლავი. ლიფტონი უმატებს, რომ ბევრი "ჩვეულებრივი" მკვლელი თვითონვე მოიპოვებდა საკუთარ სასიკვდილო განაჩენს, ზოგიერთი კი თვითმკვლელობას ცდილობდა.

ლიფტონი პარალელს ავლებს "აუმ სინრიკეს", "ზეციურ კარიბჭესა" და იმ ტერორისტების მოქმედებებს შორის, რომელთაც ოკლაჰომასითის ცათამბჯენი ააფეთქეს (სხვათა შორის, ამბობენ, რომ ბოლო დანაშაულის მოტივებს შორის იყო შურისძიების სურვილი - სექტა "დავითის რტოს" დაღუპვის გამო). ტერორისტები, რომლებიც ამგვარ უგუნურ, სისხლიან აქტს აღასრულებენ, ხელმძღვანელობენ ქვეყნის უდიდესი ნაწილის განადგურების აპოკალიფსური ხედვით, რათა, საკუთარი იდეების თანახმად, შექმნან ახალი ამერიკა.

"ჩვენი სამყარო ჩაციკლულა აპოკალიფსურ იდეებზე, - ამტკიცებს ლიფტონი, - ყოველ შემთხვევაში, რაც უფრო ახლოვდება ახალი ათასწლეული, უნდა ველოდოთ მეტ მსგავს მოვლენებს, სხვადასხვა სახის ბოროტმოქმედებას, მათ შორის თვითმკვლელობას".

ტოტალიტარული სექტები შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, მაგრამ მათ რაღაც აერთიანებს. მაგალითად, არაფრად უღირთ როგორც თავიანთი სექტის, ისე სხვა ადამიანების სიცოცხლე. ძალადობა სექტებში ჩვეული მოვლენაა.

1998 წლის II ნახევარში შევიტყვეთ: კორეაში აპოკალიფსური მესიანური სექტის წევრთა თვითდაწვის შესახებ, ასევე ბრაზილიაში ორმოცდაათიანელთა ქარიზმატული სექტის ლიდერთა ბრძანებით მოწყობილი ცემა-ტყეპით დახოცილთა ამბავი. 1999 წლიდან მოდის შეტყობინება შორეული იაკუტიის ქალაქ ალდანში მცხოვრებ ორმოცდაათიანელთა სექტაში ძალადობასა და მკვლელობებზე. ვინ იქნება შემდეგი? კიდევ რომელი "სულების მბრძანებელი" საკუთარ წინააღმდეგობებში გახლართული "გაიჯახუნებს ხმაურით კარს" და თან წაიყოლებს თავის მიმდევრებს?

ხომ არ იქნება ეს ცრუ ქრისტე ბესარიონის "უკანასკნელი აღთქმის ეკლესია", რომლის წევრებიც უფრო და უფრო ღრმად შევიდნენ ციმბირის ტაიგაში; ანდა ხომ არ იქნება ეს "ღვთისმშობლის ცენტრი", რომლის ლიდერი "უკანასკნელი მოციქული" იოანე პერესლავსკი, ისევე როგორც წინასწარმეტყველი დევიდ ყორეში, ხშირად საუბრობს სამყაროს ცეცხლით აღსასრულზე? ხომ არ იქნებიან ესენი "კრიშნას შემეცნების საზოგადოების" წევრები - მათ ახლა მორიგი კრიზისი უდგათ, განხეთქილება აქვთ და უკვე განაცხადეს მზადყოფნა კოლექტიური თვითმკვლელობისა? ხომ არ იქნებიან ესენი მუნიტები, რომელთა "მესიაც", ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რომ მისი სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება და მას შეუძლია "სულების სამყაროში წავიდეს" ისე, რომ ვერ მიაღწიოს დაპირებულ საყოველთაო აღიარებას მისი, როგორც ცისა და მიწის ბატონისა (უფლისა)?

დღეს ამ კითხვაზე ვერავინ გვიპასუხებს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვილოცოთ, რომ არ მოხდეს ახალი ტრაგედია, რომ ადამიანები მიხვდნენ და თავი დააღწიონ ტოტალიტარული სექტების ლიდერებისკენ მიმავალ გამხრწნელ გზას და კვლავ მოიპოვონ თავიანთი დაკარგული ინდივიდუალობა, ღირსება და თავისუფლება. ჩვენ შეგვიძლია გავაფრთხილოთ ადამიანები, რომელთაც ჯერ არ გაუკეთებიათ რელიგიური არჩევანი, სექტანტობის სასიკვდინო საფრთხეზე, თუ რას შეიძლება ელოდნენ პრიალა სექტანტური სარეკლამო ბროშურებისა და სექტანტ გადამბირებელთა მოჩვენებითი ტკბილი ღიმილის იქით. ამ წიგნის მიზანიც ესაა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.10.2019
საქართველოში ოდითგანვე ატარებენ ეროვნულ სამოსს, ჩოხას, რაც ქართული სულისა და ცნობიერების სიმბოლოდ აღიქმება.
01.10.2019
-წმინდა იოანე ოქროპირის გადმოცემით, ქრისტიანთათვის წმიდანთა სახელების დარქმევის ტრადიცია ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დამკვიდრდა.
31.07.2019
მეტანია ორი სახისაა-დიდი და მცირე. დიდი მეტანია, ანუ მუხლდრეკა, სრულდება შემდეგნაირად.
22.04.2019
თავისი შინაარსისა და საიდუმლოთა აღსრულების გამო, ვნების შვიდეულის ყოველ დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ "დიდი" უწოდა.
15.02.2019
2019 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში.
20.01.2019
ხშირი საჯანმრთელო პარაკლისები და წმინდანების წინაშე ვედრება დიდ სასწაულებს და ნუგეშს მოგვიტანს
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის
07.01.2019
-ჩვენ ვიცით, ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს.
27.10.2018
ჩვენ - ქართველები და საქართველოს შვილები
06.10.2018
პოეტ მარიამ ხუცურაულის პოსტი უნდა გაგაცნოთ - გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩებით:
01.09.2018
საქართველოში რობოტ სოფიას გამოჩენამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უფალმა იესო ქრისტემ ზეცად ამაღლების შემდგომ წარმოგზავნა 12 მოციქული, რათა ყოველი მისი სიტყვა ხალხისთვის გადაეცათ. უფლის მოციქულები სხვადასხვა ქვეყანაში გაემართნენ საქადაგებლად.