საქართველოს ელჩი საინგილოში და ქართველთა პრობლემები
საქართველოს ელჩი საინგილოში და ქართველთა პრობლემები
2019 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში. საქართველოს ელჩს რეგიონში ვიზიტისას ახლდნენ გენერალური კონსული ქ. განჯაში მამუკა ბალავაძე და საელჩოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ოფიციალური შეხვედრები სამივე რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

2 თებერვალს კახის წმინდა გიორგის ტაძარს ეწვია საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარიძე, გენერალური კონსული მამუკა ბალავაძე და საელჩოს სხვა წარმოადგენლები. ელჩი შეხვდა ადგილობრივ ქართველებს, მოისმინა პრობლემები და მათ საჩუქრები გადასცა. შეხვედრას ესწრებოდა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე), რომელმაც კახის წმინდა გიორგის ტაძარში საღამოს ლოცვა აღავლინა, 3 თებერვალს კი საღვთო ლიტურგია. საღამოს მსახურებას საქართველოს ელჩი და საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ვიზიტის მსვლელობისას, საელჩომ განახორციელა ჰუმანიტარული აქციაც - კახის რაიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებს საჩუქრად გადაეცათ საკანცელარიო ნივთები, სპორტული ინვერტარი და საბავშვო სათამაშოები, ხოლო მოსახლეობას - პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი.

საქართველოს ელჩი 2 თებერვალს თანმხლებ პირებთან ერთად ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის პირველ საშუალო სკოლასაც ესტუმრა, თუმცა ადგილობრივებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ამ ვიზიტის შესახებ და ელჩი ერთადერთი ქართული სექტორის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს არ შეხვედრია. ელჩთან შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა ადმინისტრაციამ მიიყვანა ალიაბადის სკოლის ქართული სექტორის მხოლოდ 2 ახალგაზრდა პედაგოგი, რომელიც წინასწარ მკაცრად გააფრთხილეს, რომ ხმა არ ამოეღოთ ელჩთან შეხვედრისას (!) ამასთან, მათ, ისევე როგორც აზერბაიჯანული სექტორის მასწავლებლებმა წინასწარ არც იცოდნენ ვის უნდა შეხვედროდნენ (!). შაბათს, არასასწავლო დღეს დადგმულ ამ "სპექტაკლს" სკოლაში ესწრებოდნენ ადგილობრივი აზერბაიჯანული ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ცხადია, შეხვედრაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა არსებულ უმძიმეს პრობლემებზე, ხოლო ალიაბადის მოსახლეობამ მხოლოდ ელჩის წასვლის შემდეგ შეიტყო ამ ვიზიტის შესახებ (!) (ალიაბადში 15 ათასამდე ინგილო ქართველი ცხოვრობს, მაგრამ ოფიციალური თბილისის უყურადღებობის გამო 4-დან 3 სკოლაში ქართული სექტორი უკვე სრულიად გაუქმებულია). ქართველი დიპლომატები იმყოფებოდნენ ბელაქნის რაიონის ქართულ სოფელ ითითალის სკოლაშიც, აქაც, ქართული სექტორის მასწავლებელთა უმრავლეოსობამ საქართველოს ელჩის სტუმრობის შესახებ მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ შეიტყო (ითითალა მდინარე ალაზნის პირას მდებარეობს, იგი სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედს ესაზღვრება და ამ სოფელში 2400-მდე ინგილო ქართველი ცხოვრობს). საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები არ ჩასულან ალიაბადის მეზობელ სოფელ მოსულში, სადაც 3000-მდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. კახის რაიონისგან განსხვავებით, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ ინგილო ქართველ მოსწავლეებისთვის საჩუქრებიც არ დაურიგებიათ და არც კი შეხვედრიან მათ, თუმცა პირად საუბრებში ადგილობრივი პატრიოტი ქართველები არ მალავენ, რომ საჩუქრებზე მეტად მათ ქართული საზოგადოებისა და ხელისუფლებისგან მეტი ყურადღება და მხარდაჭერა ჭირდებათ.

KARIBCHE
ალიაბადის სკოლებში (და საერთოდ დაბაშიც), სადაც მოსწავლეთა 95 პროცენტი ინგილო ქართველია, ერთ ქართულ წარწერასაც ვერ შეხვდებით...

საინგილოს სკოლებში ყველაზე დიდი პრობლემა ქართული სახელმძღვანელოების მწვავე დეფიციტი და, ასევე, ქართული სექტორების თანდათანობითი გაუქმებაა. ქართული სკოლების დახურვის გამო დაბა ალიაბადში მოსწავლე ახალგაზრდობის უმრავლესობამ ქართული წერა-კითხვა აღარ იცის. სკოლებში მათ ასწავლიან, რომ ინგილოები თურმე არა ქართველები, არამედ ალბანური წარმოშობის ხალხია, რაც ასიმილაცია-დენაციონალიზაციის საფრთხეს ზრდის. თუ ოფიციალური თბილისისა და ბაქოს მოლაპარაკების შედეგად ქართულ სექტორები სკოლებში კვლავ არ გაიხსნება და ანტიქართული პროპაგანდა არ შეწყდება, ქართული ენის დავიწყება და გააზერბაიჯანელება მხოლოდ დროის საკითხი გახდება.
ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ ქართველებს აზერბაიჯანულმა ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, მათი ნების საწინააღდეგოდ შეუცვალა ქართული გვარები პასპორტებში და დღეისათვის ზოგ ინგილო ახალგაზრდას აღარც კი ახსოვს თავის ძველი ქართული გვარი. ასე იქცა იაშვილი "ჰუსეინოვად", ქევხიშვილი "ველიევად", ანდრიაშვილი "მურადოვად", მამულაშვილი "სემედოვად", ბიჭიკაშვილი "შაბანოვად", რამაზაშვილი "რაგიმოვად", ნაცვლიშვილი "ჰაჯიმურადოვად" და ა.შ. აზერბაიჯანული ადმინისტრაცია ინგილო ქართველებს დღემდე, სრულიად უკანონოდ უკრძალავს ასევე ქართული (და თუნდაც ევროპული) სახელების დარქმევას ახალშობილისთვის და მხოლოდ აზერბაიჯანული სახელების დარქმევის უფლებას აძლევს (!).

ასიმილაცია-დენაციონალიზაციის საფრთხე რომ რეალურია, ამაზე უახლოესი წარსულის გამოცდილებაც მოწმობს - სულ რაღაც 30 წლის წინ, ეროვნული მოძრაობისა და ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში, ალიაბადის მეზობელ სოფელ ჰენგიანში, აზერბაიჯანული ადმინისტრაციისა და უშიშროების ორგანოების უხეში ზეწოლით, მატერიალური დაინტერესებითა და იძულებით, ინგილო ქართველებს ქართულ ენაზე ლაპარაკიც კი აუკრძალეს (!). დღეისათვის სოფელ ჰენგიანში, სადაც 1400-მდე მოსახლეა და 99% წარმოშობით ინგილო ქართველია, ქართული ენა და მათი წარმომავლობა მხოლოდ უფროსი თაობის ადამიანებს თუ ახსოვთ, ახალგაზრდები კი გააზერბაიჯანელებულნი არიან და მხოლოდ გადმოცემით იციან, რომ ადრე თურმე ქართულად ლაპარაკობდნენ (!)... ჰენგიანამდე ასეთივე ბედი ეწიათ საინგილოს სხვა (უკვე ყოფილ!) ქართულ სოფლებს - ზაგამს (ძაგამს, 900 მცხოვრებით, სადაც 1964 წლამდე ქართული სკოლაც არსებობდა), თასმალოს (დიდი ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის მშობლიური სოფელი - 1600 მცხოვრებით, სადაც ასევე არსებობდა ქართული სკოლა 1964 წლამდე. ამ სოფელში დღემდე ცხოვრობენ ფიროსმანაშვილები, რომლებსაც გვარი "ფიროსმანოვებად" აქვთ გადაკეთებული), შოთავარს (1100 მცხოვრებით), სოსიკაანთკარს (ამჟამად სუსკენდი - 300 მცხოვრებით, სადაც ცნობილი მინერალური წყალი "კახი" ისხმება), მარსანს (500-მდე მცხოვრებით - სწორედ ამ სოფელში შეიპყრეს ვერაგულად წმინდა მიქალ ყულოშვილი), ვერხვიანს (4400-მდე მცხოვრებით - 1992 წელს აზერბაიჯანულმა ადმინისტრაციამ ვერხვიანს "ბეჰმეთლი" უწოდა), ყანდახს (1800 მცხოვრებით), ქაფანახჩს (ძველი სახელწოდება ლეღვიანი - 1000-ზე მეტი მცხოვრებით), ალმალოს (ძველი სახელწოდება ვაშლოვანი - 500-ზე მეტი მცხოვრებით), ლალაფაშას (500-ზე მეტი მცხოვრებით, ძველი სახელწოდება ჭადივარი - ამ სოფელშიც ქართული სკოლა 1964 წლამდე არსებობდა), ლექითს (1600 მცხოვრებით, ძველი სახელწოდებაა ლექართი და ამ სოფელში მდებარეობს ლექართის ცნობილი ძველი ქართული სამონასტრო კომპლექსი) და ა.შ.

KARIBCHE
2009 წელს დამწვარი კახის კულტურის ცენტრი პრეზიდენტების დონეზე შეთანხმების მიუხედავად დღესაც ასე გამოიყურება...

KARIBCHE
კახის კულტურის ცენტრის დამწვარ შენობაში დღეს მხოლოდ ხეები და ბუჩქები "ხარობენ"...

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან კალაქ კახის ცენტრში, ჰეიდარ ალიევის პროსპექტზე დგას შოთა რუსთაველის ძეგლი. იმ დროს, როცა აზერბაიჯანელი ისტორიკოსები ნიზამი განჯელსა და შოთა რუსთაველს ერთ კონტექსტში განიხილავენ, კახში არსებული შოთა რუსთაველის ძეგლი რამდენიმე წელია დაზიანებული და შეურაცხყოფილია. რუსთაველის ძეგლიდან ათიოდე მეტრში ანტისანიტარიის ბუდეთ ქცეული ძველი საზოგადოებრივი ტვალეტიდან "საამო სურნელიც" უხვად იფრქვევა. იქვე ახლოს არის ქართული კულტურის ყოფილი ცენტრის შენობა, რომელიც 2009 წელს დაიწვა. მოგვიანებით, 2012 წელს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ბაქოში ვიზიტისას კულტურის დამწვარი ცენტრის შესახებ შედგა შეთანხმება და ქართულმა ტელეარხებმა საზეიმოდ აუწყეს საზოგადოებას, რომ კახის კულტურის ცენტრი აუცილებლად აღდგებოდა, თუმცა ეს დღემდე აღარავის გახსენებია. ამჟამად კახის ქართული კულტურის დამწვარი ცენტრიდან მხოლოდ კედლებია დარჩენილი და შენობაში არა მარტო ბალახი, არამედ ბუჩქები და ხეებიც კი არის ამოსული (!). ამის შესახებ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ჯერ კიდევ 2016 წელს ვისაუბრე, თუმცა არც საქართველოს და მით უმეტეს არც აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო რუსთაველის ძეგლის საკითხით არც კი დაინტერესებულა.

KARIBCHE
უკვე რამდენიმე წელია ასეთი დაზიანებული და შეურაცხყოფილია შოთა რუსთაველის ძეგლი ქალაქ კახის ცენტრში, ჰეიდარ ალიევის პროსპექტზე

ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ მცირერიცხოვან ქართველ მართლმადიდებლებს მოქმედი სალოცავიც კი არ გააჩნიათ და უმეტესწილად საკუთარი ქრისტიანული აღმსარებლობის დაფარვაც უწევთ დისკრიმინაციის გამო, ხოლო სრულიად მიტოვებული ძველი ქართული ეკლესია-მონასტრები ინგრევა. მათ შორისაა ქალაქ ზაქათალის ცენტრალურ პარკში მდებარე ჯვარგუმბათოვანი ტაძარიც, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ტაძარს არ გააჩნია შესასვლელი კარი. ინგრევა ეკლესიის გუმბათი, ჩამოდის წყალი და კედლები აჭრელებულია წარწერებით. იქ ზოგჯერ ადგილობრივი მოზარდებიც იკრიბებიან და წმინდა სალოცავი ანტისანიტარიის ბუდეთაა გადაქცეული. სწორედ ამაზეა ნათქვამი "უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო"...

KARIBCHE
ქალაქ ზაქათალის ცენტრში მდებარე ჯვარგუმბათოვანი ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია

KARIBCHE
ტაძრის საკურთხეველი

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და საელჩოს წარმომადგენლები, კახის რაიონისგან განსხვავებით, რამდენიმე წელიწადში ერთხელ თუ სტუმრობენ ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ ინგილო ქართველებს. ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადს, სადაც 15 ათასამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, საქართველოს ელჩი 2009 წლის შემდეგ პირველად ეწვია. იმედია შემდეგი სტუმრობა უფრო ორგანიზებული იქნება და ქართული მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.

სერგო კერესელიძის ფოტოები
ბეჭდვაელფოსტა
02.05. 2019
დავით ჯანყარაშვილი
სასწრაფოდ უნდა მოვთხოვოთ აზერებს მთლიანად ქართული მიწაწყლის დაბრუნება! ჩვენი მთავრობა აგრძელებს მოღალატეობრივ- გამცემლურ პოლიტიკას! უნდა გავერთიანდეთ ქართველობა, აღვდგეთ და მოვასპოთ ქვეყნიდან ყველა ურჯულო! ჰერეთიცა და გარეჯიც, ტაოცა და აფხაზეთიც, შიდა ქართლიცა და ლორეც - ეს საქართველოა! ქართველებო, გამოფხიზლდით!
24.02. 2019
sali
მე თვითონ ინგილო ვარ ბელაქნის რ ში არარსებობს ტაძარი ქართული ენა კი ნელა ნელა სულს გაფავს პატრონი არავინარის წიგნები არააქვთ სკოლაში როგორ ისწავლიან ჩემი თაობის პედაგოგები პენსიონერები არიან უკვე თუ ერთადერთი სოფელი უკურადგებოდ დარჩება ცოტახნით კიდევ ალბათ აგარავის ეცოდინება ქართული ენა ძალიან სამწუხარო სიმართლეა
23.02. 2019
თამაზი
ისე, გამიკვირდა ელჩმა რომ გაბედა იქ შესვლა, მაგრამ რატომ ხალხი არ გააფრთხილა წინასწარ,რომ შეხვედროდნენ და პრობლემები ჩაეწერა. ალიევი მოახსნევინებს მაგ ელჩს, ნახავთ თუ არა
23.02. 2019
თამაზი
საინტერესო იდეოლოგია აირჩია აზერბაიჯანმა, ალბანელების მიტოვებულ ეკლესიებს არემონტებენ და უვლიან და თავს მათ მემკვიდრეებად ასაღებენ, ქართულ ეკლესიებს არ უვლიან და არც ჩვენ გვაძლევენ უფლებას გავარემონტოთ, წირვა-ლოცვაც აკრძალულია ფაქტიურად და ხალხი ჩუმად, ძირითადად სახლებში იცავენ წესებს. ძალიან აგრესიული პოლიტიკა ტარდება ინგილოების მიმართ, მიზანია ინგილოების გააზერბაიჯანელება და ქართული კვალის მთლიანად წაშლა. რანაირი მეგობრობა ეს არის. სახელი არა,გვარი არა,სკოლა არა,წიგნი არა,ეკლესია არა.მეგობრობა სამართლიანობის პრინციპზე უნდა დამყარდეს. თურქებმაც კი ევროპის ზემოქმედებით, დართეს უმცირესობებეს თავიანთ ენაზე რაღაც დონეზე სწავლა. რატომ იქცევიან ეს აზერები ასე აგრესიულად, რატომ არ იწუხებენ თავს არც იმათი და არც ჩვენი არასამთავროები, თუ უმცირესობაზე ზრუნვა მარტო ქართველებს აქვთ დავალებული? წიგნების შეტანის აკრძალვა, რა წესია?
20.02. 2019
დათო
პასუხად ბაქოსი, თბილისში აიღეთ ალიევის ძეგლი და გააუქმეთ მისი სახელობის ქიუჩა, რას ვეტენებით უსაპნოთ.
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
სამშაბათი
გალობა ა

ძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე მაცხოვარებად ჩემდა ესე ღმერთი ჩემი და ვადიდო ესე უფალი მამისა ჩემისა, და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ-არს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler