დაბა კიკეთში წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ტაძარი აშენდა
დაბა კიკეთში წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ტაძარი აშენდა
კიკეთში, გზის პირას, ულამაზესი ტაძარი შეგხვდებათ. წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელზე აგებულმა სულიერების კერამ აქაურობას მეტი მადლი შესძინა და მოსახლეობა ღვთის გზისაკენ შემოაბრუნა. სახურავი და კედლები თეთრი, სპეტაკი ქვით არის მოპერანგებული. ტაძარს ორი ეკვდერი აქვს, რის გამოც ის სამეკლესიიან გუმბათოვან ნაგებობად გვევლინება. შენობას ბრინჯაოს სამი უზარმაზარი კარი ამშვენებს. სამივე ეკლესიაში შესვლა ამ სამი სხვადასხვა კარიდან არის შესაძლებელი. ბრინჯაოს კარებს მასალითა თუ შესრულების მანერით ანალოგი თანამედროვე ქართულ საეკლესიო ხელოვნებაში არ მოეძებნება. მასზე გამოსახულნი არიან წმინდა მამები, საქართველოს დედოფლები და მეფეები. ამ კარების შემქმნელებთან - მოქანდაკე ლევან სალუქვაძესა და არქიტექტორ გელა იორდანიშვილთან ერთად დავესწარი მამა ანდრია ჯაღმაიძის მიერ აღვლენილ ღვთისმსახურებას. ბოლოს კი მათ "კარიბჭესთან" საუბარი ვთხოვე.

- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, კიკეთის ტაძარი ოქტომბერში აკურთხეს. მისი მაშენებელი და ქტიტორი ჩვენი ეკლესიის წიაღში დიდი ღვაწლის მქონე ლევან ვასაძე გახლავთ. მან დაბა კიკეთში საუკეთესო საგანმანათლებლო ცენტრი - იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი დააფუძნა. ეს ტაძარი კი არის ამ საგანმანათლებლო კერის გული. ტაძარი აგებულია ხუროთმოძღვარ რამაზ დურგლიშვილისა და მისი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ. ტაძარს თავისი იდეოლოგიური დატვირთვა აქვს. ცენტრალური ეკლესია წმინდა ექვთიმე ღმრთისკაცის (თაყაიშვილის) სახელობისაა, ხოლო ორი მცირე ზომის ეკვდერი - წმინდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძის) და წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობისა. მოგეხსენებათ, - მიამბობს ლევან სალუქვაძე, - რომ წმინდა ექვთიმე ღმრთისკაცმა საქართველოს შეუნარჩუნა უდიდესი სულიერი და მატერიალური კულტურის საგანძური. დიმიტრი ყიფიანმა გადაარჩინა ქართული ღირსება და მოწამებრივად აღესრულა. ექვთიმე აღმსარებელმა კი თავისი პირადი ღვაწლით ქართული საგალობლები და ნოტები შემოგვინახა.

ტაძრის დასავლეთ ფასადზე, ცენტრალური შესასვლელის თავზე, რკალში მაცხოვრის ამაღლების ხატი მოჩანს. კარების ცენტრში წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ხატია გამოსახული, მის პირდაპირ - ექვთიმე ათონელის ხატი. იკითხება პარალელი ამ ორ დიდ თანამოსახელეს შორის. მათ ქვემოთ ქართული საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური აზრის ჩამომყალიბებლების, როგორც ათონის მთაზე, ასევე საქართველოს სავანეებში გაბრწყინვებული წმინდა მამების - იოანე, თორნიკე, გაბრიელ და გიორგი ათონელების ხატებია. მათ საპირისპიროდ, ორი ექვთიმეს პარალელის მსგავსად, ეფრემ მცირეს, იოანე ჭიმჭიმელისა და არსენ იყალთოელის გამოსახულებებია. გარშემო დიდი მღვდელმთავარები - ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და ნიკოლოზ სასწაულმოქმედი არიან გამოხატული, ნიშნად ეკლესიის სწავლების მთლიანობისა. კარის თავს წარწერა ამშვენებს - "შევიდე სახლსა შენსა და თაყვანი ვსცე ტაძარსა წმინდასა შენსა". აღსანიშნავია, რომ სამივე კარიბჭის ქვემო რეგისტრში ქართული ტრადიციული მცენარეული და ცხოველური დეკორატიული მოტივებია გამოყენებული.

ჩრდილოეთ ეკვდერის კარებზე წმინდა დიმიტრი ყიფიანისა და წმინდა დემეტრე თავდადებულის ხატებია, ერთ მხარეს - წმინდა მეფეები მირიანი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი და თეიმურაზი, მეორე მხარეს კი დედოფლები ნანა, შუშანიკი, თამარ მეფე და ქეთევან წამებული არიან გამოსახულნი. ტიმპანის ცენტრში მაცხოვრის ფიგურაა, მის ორივე მხარეს მხედრების წმინდა გიორგის და წმინდა დიმიტრის გამოსახულებებია. ტრადიციულ მცენარეულ დეკორთან ერთად კარების ძირში გამოსახული ლომები ქვეყნის სიძლიერეს უნდა ნიშნავდეს. გახსენდება რუსთველისეული "ლეკვი ლომისა სწორია..." არქიტრავზე - კარების თავზე წერია: "აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი". ამ კარედის კომპოზიცია აშკარად საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერეს და ეროვნულ თავდადებას ეძღვნება.

ამის ანალოგიური კარი არის სამხრეთით, ის უკვე წმინდა ექვთიმე აღმსარებლის სახელობის ეკვდერში შესასვლელია. ამ კარების ტიმპანზე გამოსახულია მაცხოვრის შობის სცენა. კარების კომპოზიციის სიუჟეტი საეკლესიო გალობასთან არის დაკავშირებული. ვკითხულობთ წარწერას ფსალმუნიდან: "მოვედით, ვუგალობდით უფალსა, ვღაღადებდით ღვთისა მიმართ მაცხოვარისა ჩვენისა". ცენტრალური ხატი წმინდა ექვთიმე აღმსარებლისაა, მის საპირისპიროდ განლაგებულია ღვთისმშობლის საგალობლის შემთხზველის, წმინდა რომანოზ ტკბილად მგალობლის ხატი. ამ ხატების მარჯვნივ და მარცხნივ ქართული საეკლესიო გალობის ამაგდარნი: გრიგოლ ხანძთელი, იოანე ზედაზნელი, რომლის დაარსებულ სავანეში ინახავდა ექვთიმე აღმსარებელი მუსიკალურ განძს, დამიანე გარეჯელი (დემეტრე I, "შენ ხარ ვენახის" ავტორი) და ილარიონ ქართველი არიან გამოსახულნი. კარების ქვედა ნაწილს ასევე მცენარეები და მოგალობე სამოთხის ჩიტები ამშვენებენ.

- როგორი იყო ტაძრის კარების შექმნის პროცესი?

- წელიწად-ნახევარი მოვანდომეთ ამ პროექტის განხორციელებას, პირველი ბასილი დიდის ხატის გაკეთება დავიწყეთ, რადგან განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს ამ წმინდანის მიმართ. ბევრ წმინდანთან მოგვიწია შეხება, გამოვყოფდით რომანოზ ტკბილად მგალობელს, წმინდა ექვთიმე კერესელიძეს, ამ წმინდანების ხატების შექმნა განსაკუთრებულად გვახსენდება, პარალელურად კეთებოდა კანკელი, ტრაპეზები, ხის კანკელები, ხის კარები.

ცენტრალური ეკლესიის ქვის კანკელი, რომლის ავტორები ასევე ჩვენი რესპოდენტები აღმოჩნდნენ, დეკორატიული სტილით არის შესრულებული. გამოყენებულია იშხნის ტაძრის მოტივები. ეკვდერების ხის კანკელებში ქართული ორნამენტი იკითხება. კანკელები იმდენად მცირე მოცულობისაა, რომ მარტო აღსავლის კარები აქვთ.

- კიკეთის ტაძრის გარდა, კიდევ რომელი ტაძრის გამშვენებაში მონაწილეობდით?

- ჩვენ ერთად რამდენიმე ტაძრის კანკელი გავაკეთეთ. მათ შორის საფარის წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძრის კანკელი, ასევე მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ტაძრის, გორის სასულიერო სემინარიაში მდებარე ეკლესიის კანკელი, წალენჯიხის საკათედრო ტაძრისა და ძალაანთ ხევში ბასილი დიდის სახელობის ტაძრის კანკელები...

მამა ანდრია ჯაღმაიძე: - უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დამადგინეს. მომავალში ამ ტაძართან დედათა მონასტრის დაფუძნებაა გადაწყვეტილი. ტაძრის გახსნაზე თავად უწმინდესი ბრძანდებოდა. კიკეთის მოსახლეობა ნელ-ნელა იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას. ვინც აქტიურ ეკლესიურ ცხოვრებაში არ იყო ჩართული, მათთვის ხელმისწავდომი გახდა ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. წირვის დასრულების შემდეგ მრევლს საღვთისმეტყველო საკითხებზე ვესაუბრები. ამგვარი სალექციო კურსი არის მოზარდებისთვისაც და ბავშვებისთვისაც. ეს ორი შეკრება ერთმანეთის პარალელურად, სხვადასხვა ოთახში მიმდინარეობს. ვფიქრობთ, ამგვარი საუბრები თანდათან შედეგს გამოიღებს. ტაძარში მოსულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ქრისტიანული ღვთისმსახურება არ არის მხოლოდ გარეგნული რიტუალის შესრულება, არამედ ადამიანი მთლიანად უნდა იყოს ჩართული ღვთისმსახურებაში და ეკლესიურობა ცხოვრების წესად გაიხადოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler