ახალმა ვირუსმა, რომელსაც ღორის გრიპს უწოდებენ, საზოგადოებაში ერთგვარი შიში და უიმედობა შემოიტანა
ახალმა ვირუსმა, რომელსაც ღორის გრიპს უწოდებენ, საზოგადოებაში ერთგვარი შიში და უიმედობა შემოიტანა
ხშირი საჯანმრთელო პარაკლისები და წმინდანების წინაშე ვედრება დიდ სასწაულებს და ნუგეშს მოგვიტანს
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-ჩვენი ცხოვრება განსაცდელებით არის სავსე, მაგრამ მთავარი ამ განსაცდელის ჟამს, იმედია, რათა ადამიანი არ მივიდეს თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს დაავადებამდე - დეპრესიამდე. დღეს კი ჩვენს ქვეყანაში მსგავსი სიმპტომატიკა შეიმჩნევა. თანამედროვე ახალამა ვირუსმა, რომელსაც ღორის გრიპს უწოდებენ, საზოგადოებაში ერთგვარი შიშიში და უიმედობა შემოიტანა. გარდაიცვალა ბევრი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, უფალმა აცხონოს მათი სულები და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!

დღეს ეკლესიაა ერთადერთი იმედი ადამიანის სულის სიმშვიდისა! უდიდესი იმედია, ასევე ექიმები, რომელთა თავდადებაც განუზომლად დიდია და უფალი მათ ამ ღვაწლს აუცილებლად შეუწირავს. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ეკლესიაში შემოტანილი ხრწნადი უხრწნელი ხდება, მღვდელმოქმედებით. ზეთი წმინდად გადაიქცევა, წყალი უხრწნელებას იძენს, ადამიანი წმინდა და უბიწო ხდება". ეს სულიწმინდის მოქმედებით მხოლოდ ეკლესიის მადლს შეუძლია.
ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ წმინდა ზეთების გამოყენება და ნაკურთხი წყლის მიღება ერთგვარი ხორციელი და სულიერი თერაპიაა. ამ სიწმინდეების მიღებით უამრავი მძიმედ დაავადებული ადამიანები განკურნებულა. ამის მაგალითები ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც.

წმინდა მამა გაბრიელის, წმინდა ზეთით უამრავი ბევრი სასწაული მომხდარა. ამიტომაც გირჩევთ, ევედროთ მას და კურნებაც არ დააყოვნებს.
ქრისტიანული სულისკვეთება არ არის მხოლოდ დამოკიდებული სასწაულებზე. გვახსოვდეს რომ სასწაული ქრისტიანულ მოძღვრებაშია და თუ მასთან ახლოს არ მივალთ სამივე გრძნობით: გულით, გონებით და სულით, მაშინ ქრისტიანობა დარჩება ზედაპირულ, ეროვნულ ტრადიციად. ტრადიცია კი ვერაფერს განკურნავს და სასიკეთოდ ვერ განგვავითარებს. ამიტომაც ამბობს უფალი: "შეიყვარეთ უფალი, ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა თქვენითა"! აქედან იწყება ქრისტიანობა და ამას უნდა ჩავუღრმავდეთ.

არსებობს ასევე სამედიცინო კულტურა.. მაგალითად: გრიპის აცრა, რომელიც ერთგვარი პრევენციაა ჩვენი ჯანმრთელობისა, მაგრამ ჩვენი საზოგადოება სიახლის მიმართ მეტად მგრძნობიარეა და უარყოფითად აღიქვამს აცრას და მასში მომაკვდინებელ ინექციად მიიჩნევს. ქრისტიანობა არის კულტურაც, რომელიც ჩვენში უნდა აღმოცენდეს და გაიფურჩქნოს, მაგრამ თვითმერჯულეობით ეს შეუძლებელია.
ხშირი საჯანმრთელო პარაკლისები და წმინდანების წინაშე ვედრება დიდი სასწაულებს და ნუგეშს მოგვიტანს. განსაკუთრებულად შევევედროთ წმინდა პანტელეიმონს, როგორც უანგარო მკურნალს. ქრისტემ ინებოს ჩვენი განკურნება, სულიერად და ხორციელად ამინ!

ბეჭდვა
1კ1